Jump to content
Planeta.Ge

Nefertiti

პლანეტელი
  • პოსტები

    55
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი Nefertiti -ს მიერ

  1. ჩე ?

     

    ჰო, :D

    CHE BURASHKA, როგორც CHE GUEVARA

     

     

     

     

    ფანობა რა შუაშია უბრალოდ chegesto რო გქვია, იმიტო დავწერე ეგრე :D

     

     

    ეს ''თანამდებობა'' შემოიღეს 1587 წელს რომის პაპის სიქსტეს V-ის დროს. მისი მოვალეობა იყო არგუმენტების მოძიება და დასაბუთება, რათა დაეცვა ინკვიზიციის ''მსხვერპლი''.

    იგი გაუქმდა რომის პაპის იოანე-პავლე II-ის დროს.

    1997 წელს ამავე სახელწოდების ფილმიც კი გადაიღეს.

    დაასახელეთ ეს ''თანამდებობა'', ან ფილმის სახელწოდება გაიხსენეთ

     

     

    ეს კითხვა უპასუხოდ დამიტოვეთ? :(

  2. ბიჭს თუ არ უქმნის დისკომფორტს, არამგონია პრობლემა იყოს

    ჩემს დეიდაშვილს ჰყავს თავისზე დაბალი საქმრო, მაგრამ მათზე საყვარელი და ბედნიერი წყვილი არ მინახავს

  3. კვლიავი

    კვლიავი იზრდება ნესტიან მინდვრებზე, საძოვრებზე, მთის კალთებზე. გავრცელებულია მთაში. მისი გავრცელების ეკოლოგიური დიაპაზონი ზღვის დონიდან 1600მ სიმაღლემდეა.

     

    კავკასიაში კვლიავი გავრცელებულია შუა მთიდან სუბალპურ ზონამდე. დიდი მოთხოვნილების გამო ბევრი ქვეყანაში მისდევენ მის მოშენებას (ეგვიპტე, თურქეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, აშშ, მაროკო, რუსეთი ).

     

    კვლიავის ნაყოფები შეიცავენ ეთერზეთებს (3 - 7%), რომლის ძირითადი კომპონენტებია კარვონი და ლიმონენი; შეიცავს ასევე ცხიმოვან ზეთს(14 - 22%), რომელიც შეიცავს პეტროსელინის მჟავას; აღმოჩენილია ცხიმოვანი ნივთიერებები. კვლიავის ბალახი და ყვავილები შეიცავენ ფლავონოიდებს: კვერცეტინს, კემპფეროლს და იზორამნეტინს; აგრეთვე აცეტილენულ ნაერთებს პოლიინებს.

    კვლიავის ნაყოფებს ამზადებენ ივლის - აგვისტოში, როცა ქოლგა ყვავილედის ცენტრალური ნაწილის თესლები მომწიფდება, ხოლო განაპირა ნაყოფები ჯერ კიდევ დაუმწიფებელია. კვლიავის ღეროებს მოჭრიან და ძნებად შეკრავენ. თესლების დამწიფებისა და ნაყოფების გამოშრობის მიზნით ძნებს ტოვებენ მინდორში. უმჯობესია მოჭრილი ძნების გაშრობა ხის იატაკიან სათავსოში. გამოშრობის შემდეგ ნაყოფებს გალეწავენ, გაასუფთავებენ საცრის გამოყენებით. საჰექტარო მოსავლიანობა შეადგენს 2,5 ტონას.

     

    სამკურნალი ნედლეულს წარმოადგენს კვლიავის მწიფე ნაყოფები, რომლებიც მუქი - მურა ფერისაა. მომწიფებისას ისინი იხსნებიან ორ მერიკარპიუმად, რომლის სიგრძეა 3 - 7 მმ, სიგანე 1,5 მმ - ია, თესლი გარედან ამოზნექილია. შიგნით მხრიდან ბრტყელია. სუნი სუსტია, არომატული; გემო მშუშხავი მომწაროა, სურნელოვანი.

     

    კვლიავის ნაყოფები გამოიყენება ნაწლავთა ატონიის, მეტეორიზმის დროს, აგრეთვე საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეტორული აქტივობის, ნაწლავების ტონუსისა და პერისტალტიკის გასაძლიერებლად. ნაყოფების ეთეროვანი ზეთი გამოიყენება სამკურნალო პრეპარატების არომატიზაციისათვის.

     

    კვლიავის ნაყოფებს გააჩნიათ სპაზმოლიზური აქტივობაც. უცხოელ ავტორთა ემპირიული მონაცემებით კვლიავის ნაყოფები აძლიერებენ დიურეზს და რძის სეკრეციას, ურეთრაზე მოქმედებს სპაზმოლიზურად და საშვილოსნოს შეკუმშვას თრგუნავს, ხელს უწყობს ნახველის გამოყოფას. გააჩნია ნაღვლმდენი და დამამშვიდებელი მოქმედება.

     

    საოჯახო პირობებში კვლიავის ნაყოფების წყლიანი გამონაწვლილი შემდეგი წესით მზადდება:

     

    2 ჩაის კოვზ დაწვრილმანებულ თესლს დაასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს. გაცივების შემდეგ გაწურავენ და სვამენ დღის განმავლობაში.

     

    კვლიავის ნაყოფებს იყენებენ კვების მრეწველობაშიც, პურზე მოსაყრელად, კომბოსტოს დასამწნილებლად, ყველის დამზადებაში. მას იყენებენ ასევე ლიქიორისა და პარფიუმერიულ წარმოებაში.

     

    კვლიავი გამოიყენება ნედლი, ან გამხმარი, ხშირად კი დაფქული სახითაც. დაფქულს ძირითადად იყენებენ ისეთ კერძებში, რომელიც თბურ დამუშავებას არ მოითხოვს. ნედლს უმატებენ წითელ ჭარხალში, ცოცხალსა და დაწნილებულ კომბოსტოში, კარტოფილსა და სუპებში, სალათებში, ყველში, ძეხვეულში, შემწვარ ხორცში, ხაჭოში, თევზში (მოხარშულში), სტაფილოში, სოკოში, წვნიან საჭმელებში, ირლანდიურ გულიაშში. განსაკუთრებულ გემოს აძლევს კვლიავი შავ პურს.

     

    აი, ეს ამოვქექე ამ მცენარეზე :D

  4. სანელებლები ძალიან მიყვარს და ხშირადაც ვიყენებ.

    დოზებს რაც შეეხება, არასოდეს ამიწონია და გამიზომია, სუნით ვხვდები რამდენი უნდა ჩავაყარო და რომელი სანელებელი აკლია კერძს, სხვათაშორის არასოდეს უთქვამთ, რომ ჩემს კერძს რაიმე სანელებელი აკლია, ან თუნდაც მარილი :))

  5. ადამიანის გონებას თუ რაღაც დაჟინებით წამს

    ვითომ გონებას?...

     

     

    თითოეულ ადამიანს თავისი სამყარო აქვს

     

    უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა 'აღქმის და შემეცნების უნარი', რაც ყველაში ქვეცნობიერად არსებობს, მაგრამ ადამიანები მას მეტ-ნაკლებად ამოაწიაღებენ და ამის შედეგია სწორედ ის, რომ ზოგი სპილოს ხედავს და ზოგიც უბრალოდ ღრუბელს :)

  6. ადამიანად დაბადებულ არსება სანამ ადამიანი ვერ გახდება მანამდე ესაჭიროება მღვდელი, საფინანსოც, პოლიციაც. პრეზიდენტი, მეფე და უბნის ინსპექტორი, მართვის მოაწმობა და განათლების ატესტატ სერთიფიკატი

     

    გენაცვალე შენა :*

     

    ჩვენ ღმერთებმა

     

    ჰეჰ, ფორუმზე რამდენი ''ღმერთი'' გვყოლია და არ ვიცოდით :D

    ამას გვიმალავდით?

     

    აბა დანარჩენები ვინ არიან გაგვიმხილე :D

  7. 2-3 წლის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ერთი ძალიან ცნობილი მულტფილმის გმირის კარიკატურა თავზე ბერეტით, ულვაშებით და ხელში ავტომატით. მისი ნამდვილი სახელი გაყოფილი იყო 2 ნაწილად და ეწერა ლათინური ასოებით.

    ზუსტად დამიწერეთ როგორ ეწერა მისი სახელი

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

    P.S. კითხვა ეძღვნება ჩეგესტოს :)

  8. nuaka

    კარგი :)

     

    ეს ''თანამდებობა'' შემოიღეს 1587 წელს რომის პაპის სიქსტეს V-ის დროს. მისი მოვალეობა იყო არგუმენტების მოძიება და დასაბუთება, რათა დაეცვა ინკვიზიციის ''მსხვერპლი''.

    იგი გაუქმდა რომის პაპის იოანე-პავლე II-ის დროს.

    1997 წელს ამავე სახელწოდების ფილმიც კი გადაიღეს.

    დაასახელეთ ეს ''თანამდებობა'', ან ფილმის სახელწოდება გაიხსენეთ

     

    ძალიან მარტივი კითხვაა :D

  9. ეს ''თანავარსკვლავედი'' ხუთი ბრწყინვალე ''ვარსკვლავისაგან'' შედგება, თუმცა მის სახელწოდებას მხოლოდ ერთერთი მათგანი ამართლებს, რომელსაც მათიას იაბსი ჰქვია.

    რა ეწოდება ამ ''თანავარსკვლავედს''?

  10. შემდეგი კითხვა:

     

    პრესის წარმომადგენლები იყენებენ ძალიან ეშმაკურ ხერხს, რათა გაზარდონ გაყიდვების მოცულობა. ეს ''ხერხი'' პირველად გამოიყენა ფრანგული გაზეთის ''Review de Paris'' მთავარმა რედაქტორმა ვერნონმა.

    რა ''ხერხზეა'' საუბარი?

  11. ჩემი უსაყვარლესი თემაც ვიპოვე, მაგრამ სამწუხაროდ მაინცდამაინც არ სწყალობენ როგორც ვატყობ...

     

    ერთ კითხვას დავწერ:

    ავსტრალიელი ბიოლოგები დაკვირვებას აწარმოებდნენ ფუტკრებზე და აღმოაჩინეს ერთი მეტად საინტერესო ფაქტი - ზაფხულის პერიოდში ისინი უწესრიგოდ დაფრინავენ და დარღვეული აქვთ ორიენტაციის უნარი. დადგინდა, რომ მათი ქცევის ასეთ თავისებურებას განაპირობებს მოპოვებული ნექტარი.

    მითხარით რა ემართებათ ფუტკრებს?

  12. თემის გაოფებით ხარ დაინტერესებული

    მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების ძიებით :(

     

    2. ახლა დაწერე თემის ირგვლივაც: "რა საჭიროა ღმერთთან შუამავალი".

    რადგან სხვა სიტყვებით ვერ გაგებინებ, ''შენი'' სიტყვებით გეტყვი - არანაირი შუამავალი არ მჭირდება უფალთან და არც არავის სჭირდება, ყველა თავად უნდა მივიდეს ღმერთამდე და ღმერთობამდე :D

  13. ეს სიტყვები არის ჩამატებული ქართული ბიბლიების უმეტესობაში

     

    და მაშინ დადასტურებაც დადე რომ ჩამატებულია (რასაც შენ თავად ყველა სიტყვაზე ითხოვ)

    გინახავს თავდაპირველი ორიგინალი ბიბლია და წაგიკითხავს?

    ეგრე ხო ყველაფერზე შეიძლება თქვა ''ჩამატებულია'', ''მოგონილია'', ''ფანტაზიაა'' და ა. შ.

  14. როცა სხამაც გინდათ დაგიჯეროთ

     

    არავისთვის არაფრის დაჯერებას არ ვაპირებ

    ყველა ადამიანს თვალებიც გაქვს, აზროვნებაც და შემეცნების უნარიც (ნუ, ვის როგორ :) )

    ისევ ვიმეორებ - სხვა ვერაფერს დაგანახებს თუ შენ არ გინდა დანახვა ...

  15. მე არ მჯერა

    ეგ შენი პრობლემაა

    რაც არ გინდა დაინახო, ვერასოდეს დაინახავ

     

    ერთმანეთს ვერ დავუმტკიცებთ

    ეს ''ალიბი'' არ არის რო ამტკიცო

     

    უბრალოდ შეიძლება

     

    ყველაფერი შეიძლება, ნება თავისუფალია :))

×
×
  • შექმენი...