Giorgi Kiskeidze არის! საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1998 წლის აპრილიდან 2004 წლის თებერვლამდე. დაიბადა სოხუმში, აფხაზეთის ასსრ. 1971 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1978 წელს -- უცხო ენების ინსტიტუტი. ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, სადაც მას მეცნიერ-მკვლევარის თანამდებობა ეჭირა. ამავე პერიოდში ის ფილოსოფიასა და მათემატიკურ ლოგიკას ასწავლიდა თსუ-ში რამდენიმე წელიწადი. ის ასევე დაინტერესებული იყო აღმოსავლური ორთაბრძოლებით და 1989 წელს საქართველოს კარატეს ფედერაციის თანადამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი გახდა. სამხედრო კარიერა 1991წ-შეუერთდა კოჯორში დისლოცირებულ სამხედრო ფორმირება "ორბს" 1992წ-ხელმძღვანელობდა ბატალიონ "ორბს" ამავე წლებში მიიღო მონაწილეობა საბროლო მოქმედებებში აფხაზეთში. 1993წ პოლკონიკი დავით თევზადზე ხელმძღვანელობდა მე-11 ბრიგადას.1993-1994წ და შემდგომ პირველ ბრიგადას. 1994წ-1997წ ხელმძღვანელობდა თავდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს. 1994-1996წ მან მიიღო განათლება მრავალ NATO-ს სამხედრო ცენტრებში კერძოდ NATO-ს თავდაცვის კოლეჯში (რომი, იტალია), ჯორჯ მარშალის უსაფრთხოებათა საკვლევ ცენტრში (გარმიში, გერმანია) და არმის ომის კოლეჯში(აშშ.Fort Leavenworth, ) ალბათ ეს რეგალიებიც არაა საკმარისი შენთვის რო დარწმუნდე მის პროფესიონალიზმში.