Jump to content
Planeta.Ge

taks

პლანეტელი
  • პოსტები

    31
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი taks -ს მიერ

  1. ძვირფასი ჯონი / Dear John (2010)

     

    http://s003.radikal.ru/i203/1001/12/0839987d96f2.jpg

     

    ჟანრი: დრამა, მელოდრამა, საომარი პოსტერები

    გამოშვება: 05 თებერვალი 2010

    რეჟისორი: ლასე ჰალსთრემი

    სტუდია: რელეტივიტი მედია

    როლებში: ჰენრი თომას უმ, რიჩარდ ჯენკინსი, დევიდ ენდრიუსი, ჩანინგ ტატუმი, ლიუქ ბენვარდი, სკოტ პორტერი, ამანდა სეიფრიდი

    ფილმის მიმოხილვა

    ორი კვირა, პირველი სიყვარულის ბედნიერებით და აკრძალული ხილის გემოთი აღსავსე გაატარეს უფროსკლასელმა სავანამ და ჯარისკაცმა ჯონ ტაირიმ, რომელიც სახლში ჩამოვიდა დასვენებებზე. მაგრამ დრო მალე მიდის – ახალგაზრდა საყვარელი იძლებულია ევროპაში დაბრუნდეს სამსახურის გასაგრძელებლად. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ ჯონი გადაწყვეტს თავისი სიცოცხლე მიუძღვნას ჯარს, და დაარღვევს პირობას, რომელიც სავანას მისცა, – სახლში დაბრუნდეს და დაქორწინდეს მასზე. გოგონა ჯონს წერილებს წერს, მაგრამ ის უფრო და უფრო იშვიათად ღებულობს მათ...

    აუ დღეს ვითხოვე კაკრაზ ამირანის და რუსთაველის Fეისბუქზე იქნებ თუ მოასწრო ამ ფილმმა გამოსვლა მანამდე 14 თებერვლისთვის გაუშვათთქო..

    ტრეილერებს ვუყურებ ლამის ყოველ დღე და ძალიან ველოდები :love3:

  2. Malina

    პოეზია ცანცულიკ,პოეზია :(

     

     

    რკინის რელსებზე გდია მიწა.

    ჩვენ კი მიწისქვეშ,

    მივათრევთ დღეებს,

    არ მთავრდება გრძელი გვირაბი

    და სიყვარული მესმის ასე: როცა ომია

    და ატყავებულ ხელისგულზე ვეძებთ მიხაკებს.

    ამ ჩონჩხადქცეულ სხეულში თუ არ შემოგიშვი

    ძვალი გალოკე, რადგან ხორცი აღარც იჭმევა .

    ჩემს ქვეყანაში არ სჭირდებათ გვამებს ნიშნული

    და დავიწყება ეფინებათ ანაბეჭდებად

    საფლავებს, სადაც ერთის ნაცვლად ორი სიკვდილი

    თავის ქალებით მიბჯენილან, რომ სასაუბროდ

    ადგილი ეყოთ და რატომღაც შემოკედლებულ

    სიჩუმეს სუსტი ხელისგულით ჩაებღაუჭონ.

    მერე რა, თუკი ერთის ნაცვლად გვამია ბევრი,

    მერე რა, თუკი ერთ საფლავში სივიწროვიდან

    გახრწნილ კიდურებს გადმოაფრქვევს ქარი და ბერად

    აღკვეცილ ტკივილს გამოაგდებს იმ საწოლიდან

    მკვდრისთვის, მიწაში ადგილიც რომ ვერ მოიძებნა,

    რადგან ეს მიწაც დაიღალა, ცოდვის ტარებით

    და როგორც დაფას პლასტელინად შემოაძერწეს

    სულები გლეხთა, მდიდართა თუ პურიტანების.

    სულს რას გაუგებ, საფლავშიც თუ ვერ მოისვენა,

    რადგან საფლავი უკვე ორჯერ გაყიდულია.

    ეს ღმერთი ტირის, თუ უბრალოდ ზეცის სისველე

    ტრიალებს ორთქლად ჭვარტლიანი საკვამურიდან.

    დადიან ხალხში აჩრდილები, დაულაგებელ

    ქუჩებში ყრიან “ბეჭდებიან” ნაფლეთებს ხორცის

    და მერე ქარი ელოდება თავის სარგებელს

    მუხლებზე დამდგარ მიწას თითო ნამცეცად აცლის

    ქვეყანას, უზანგს დროულად რომ ვერ გაუყარა

    ფეხი და კუპრში ჩამოწოლილ ეპოქას აწევს

    უცხო სხეულად და მდუმარე ციხის საყვირი

    დასასრულს ითვლის, როგორც უკვე გარდაცვლილ საწყისს.

    რკინის რელსებზე გდია მიწა.

    ჩვენ კი მიწისქვეშ,

    ვზივართ იქ, სადაც არ სჭირდებათ გვამებს ნიშნული

    და არ მაქვს მიწა, მხოლოდ ერთი ციდა სიშორე

    და ყოფნა ცოცხლად, მკვდართა უხმო დანაშაული.

     

    :love3:

  3. გუშინდელი დღე მინდა ვიყო

    და ვღიღინებდე ძველ სიმღერას მკვდარ ფრინველებზე

    რომელთა ჩრდილსაც დროდადრო აჩენს სოფლის ბილიკი

    და საღამოჟამს ბებერი თუთის ფუღუროდან მათი ფრთების შრიალი ისმის

     

    ამ გზით მოვდივარ ყოველდღე შენთან

    მომაქვს ჩამქრალი ლამპების შუქი

    ვმღერი და ვკვდები ყოველდღე შენთვის

     

    შენი სხეულის სითბო რომ არა

    თბილ ქვეყნებში გავფრინდებოდი

     

    შენი სხეულის სითბო რომ არა

    ვეღარ ვნახავდი უდედმამო სახლების სიკვდილს

     

    შენი სხეულის სითბო რომ არა

    ვერ შევიგრძნობდი ჩვენი ბაღის თვალუწვდენელ შემოდგომას და

    ვერ მოვისმენდი მეზობელი ქოხმახების ძილს

    რომელსაც ქვია დახვრეტილი ბავშვის სახელი

     

    აქ იწყება ჩემი სიყვარული

     

    :love3:

  4. Malina

    მასწავლე შენი ხელისგულები ტუჩები და ჩამსხვრეული თვალები

    შენი გულის თბილი ოთახი

     

    გუშინ ვიყავი პეტრე- პავლეს სასაფლაოზე

    და დიდხანს ვკრეფდი საფლავის შავი ფილებიდან შენს დამჭკნარ ღიმილს

    და მისი მყიფე რეხი ფოთლები მიმქონდა ახლოს ნესტოებთან

    როგორც ბავშვობის თეთრი ყვავილი

    ცხვირის ბორცვს რომ ყვითლად მტვერავდა

     

    მასწავლე შენი ბეღურებით დახუნძლული მკლავები

    მე ყოველ ღამე ამ მკლავების ჩრდილში ვიძინებ

    და ყოველ ღამე ბალიშის ქვეშ ვპოულობ

    ჩემი გაცვეთილი სიზმრების ნამცეცებს

     

    მასწავლე შენი სოფლის ბოლოს ანთებული ნათურასავით შორეული გული

    ის ხომ ვერასდროს ვერ შეამჩნევს ჩემს ლამპასავით მბჟუტავ სხეულს

    და გაურითმავ

    სამსტრიქონიან ხელისგულს

    ახლაც ფრთხილად რომ ეფერება

    გულიჯიბეში ჩატოვებულ ერთადერთ შემოდგომას

  5. წარმოიდგინეთ რომ მე შეიხი ვარ

    აბა ვინები გახდებით ჩემი ცოლები :)

    ამბიციები მომწონს - ))

     

     

    ჩემი ცოლიანიც მყოფნის სხვის ცოლიანებს რომ არ ვსდიო :) :D

×
×
  • შექმენი...