Jump to content
Planeta.Ge

Gainsborough

პლანეტელი
  • პოსტები

    507
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

Gainsborough'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. მოგესალმებით, გთავაზობთ ვებ-გვერდის შექმნას ორნიშნა თანხაში. ფასისგან განსხვავებით, თქვენ მიიღებთ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიან ნამუშევარს, რომელიც სურვილისამებრ მოიცავს ყველა ძირითად ფუნქციას, რაც პრომო-საიტს სჭირდება, კერძოდ: ტექსტური ინფორმაცია ფოტო-გალერეა ვიდეო-გალერეა საკონტაქტო ფორმა და ა.შ. პირობები: გვერდების მაქსიმალური რაოდენობა დაახლოებით 10-20 გვერდამდე (ამ ფასში, სხვა შემთხვევაში ფასი რათქმაუნდა გაიზრდება). რათქმაუნდა ამ ფასში არ შედის ჰოსტინგისა და დომენის ხარჯები. მასალების დროულად მოწოდების შემთხვევაში, მუშაობა დასრულდება დაახლოებით 3-4 დღეში (მუშაობა მიმდინარეობს დამკვეთთან პერიოდული კონსულტაციის საფუძველზე). ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: MY PORTFOLIO მათ, ვისაც სურთ მიიღონ კონკურენტუნარიანი ვებ-გვერდი 99 ლარად, ვთხოვ დამიკავშირდნენ PM - ს საშუალებით. P.S. ეს ფასი დროებითია და ვრცელდება მხოლოდ რამდენიმე შეკვეთაზე. გმადლობთ.
  2. სარეკლამო კამპანიის ეფექტურად წარმართვისათვის, ორგანიზაციებსა და კომერციულ ფირმებს ვთავაზობთ მასშტაბურ სარეკლამო სერვისს. უცხოელი სტუმრებისა და მასპინძლებისათვის წარმოგიდგენთ სტუდიის ინტელექტუალურ, სასაჩუქრე პროდუქციას. კომპიუტერული დიზაინისა და სახვითი ხელოვნების ათვისებაში დაგეხმარებათ სტუდიის სასწავლო კურსები. სარეკლამო სერვისი ვებ-საიტის შექმნა ლოგოტიპების დამზადება სარეკლამო ბანერების დამზადება სარეკლამო და ტექნიკური ანიმაციის შექმნა ვიდეო გადაღება ინტერნეტ-მარკეტინგისათვის საფირმო ჰიმნის და ვიდეოს ფონური მუსიკის შექმნა სარეკლამო თამაშების შექმნა საფირმო ფონტების შექმნა ტიპოგრაფიული გამოცემების დიზაინი წიგნისა და გამოცემების ილუსტრაცია დაათვალიერეთ ჩვენი ნამუშევრები, გაეცანით სტუდიის მომსახურეობის ვრცელ ჩამონათვალს და დავიწყოთ ხანგრძლივი თანამშრომლობა: chaganava.com გმადლობთ ყურადღებისათვის!
  3. თანამედროვე მსოფლიოში მატულობს მოთხოვნა ხატწერის, მინიატურისა და კალიგრაფიის ხელოვნებაზე. პოტენციურ დაკვეთებთან ერთად, ეს შემოქმედება სულის სიმშვიდისა და სიღრმისეული ცოდნის მომტანია. 1. თანამედროვე კალიგრაფები მუშაობენ საგამომცემლო და სარეკლამო დიზაინის სფეროში. მათ ნაშრომს ვხედავთ წამყვანი ფირმების ლოგოტიპებზე და ძვირფასი პროდუქციის ეტიკეტებზე. კალიგრაფიული წარწერები პრესტიჟთან და ესთეტიკასთან ასოცირდება, რაც დამკვეთი ფირმის მარკეტინგში კარგ შედეგს იძლევა. 2. მინიატურისა და ორნამენტის ხელოვნების ფლობა, კომპიუტერულ ხანაშიც კი შეუცვლელია წიგნის ილუსტრირებისას და ტიპოგრაფიული გამოცემების დიზაინზე მუშაობისას. 3. ხატწერა აერთიანებს კალიგრაფიის, მინიატურისა და ორნამენტის ტექნიკის ფლობას და ყოველივეს მართავს სულიერი სიწმინდისა და სიმტკიცის წინამძღვრობით. სასწავლო პროგრამა მოქმედია მხოლოდ სრული კურსი, რომლისთვისაც გაიცემა სერთიფიკატი და შერჩეულია სასწავლო დისციპლინები: კალიგრაფია ორნამენტი მინიატურა ხატწერა 90 წუთიანი მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ. სულ 32 გაკვეთილი 4 თვის განმავლობაში. მიიღებიან ნებისმიერი ასაკის ნიჭიერი პიროვნებები. ანგარიშსწორება ხდება კურსის დასაწყისში სტუდიის საბანკო ანგარიშზე თანხის 50%-ის და შუალედში 50%-ის ჩარიცხვით. საერთო ღირებულებაა 400 ლარი. გაკვეთილების დინამიკა, შემადგენელი ნაწილები და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: chaganava.com გმადლობთ!
  4. მოგესალმებით, ტარდება კონკურსი საუკეთესო ფოტო ნამუშევრის გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ხელოვანს. კონკურსის ვადები: საკონკურსე ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა: 15 აგვისტო. საკონკურსე ნამუშევრების ატვირთვა ჩვენი საიტის Facebook გვერდზე: 17 აგვისტო. საკონკურსე ნამუშევრებზე ხმის მიცემის პროცესი: 17 - 29 აგვისტო (12 დღის განმავლობაში). კონკურსში გამარჯვებული მონაწილის გამოვლენა და დაჯილდოვება: 1 სექტემბერი. კონკურსის პირობების, პრიზების და დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: http://freelancers.ge/contest.php ნამუშევრების გამოგზავნა დაიწყო, შემოგვიერთდით ფოტომოყვარულებო პატივისცემით, ადმინისტრაცია
  5. 2011 წელს მსოფლიო მასშტაბით, UNESCO-ს ეგიდით ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრების მიერ იქმნება ხელნაწერი წიგნები - ვაჟა-ფშაველას პოემები. UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 35-ე სესიამ დაამტკიცა იმ საიუბილეო თარიღების ჩამონათვალი, რომლებიც 2011 წელს აღინიშნება UNESCO-ს წევრი სახელმწიფოების მიერ. მსოფლიო მნიშვნელობის 63 იუბილის ჩამონათვალში შეტანილია ვაჟა-ფშაველას დაბადების 150 წელი. საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი ამ მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს პროექტით, რომელიც ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ფონზე, თანამედროვე კალიგრაფიული ხელნაწერების დემონსტრირებას ისახავს მიზნად. ნამუშევრების ფორმატად და სტილად აღებულია 2009 წელს შექმნილი ხელნაწერი წიგნი "სტუმარ-მასპინძელი". ტექსტი, ორნამენტებითა და მინიატურებით კეთდება ფურცლის ცალ მხარეს, რომ ორიგინალები ჩარჩო-პასპარტუში ჩაისვას გამოსაფენად. აიკინძება წიგნის 20-მდე ძვირფასი ხელნაკეთი ასლი, რომლებსაც დამთვალიერებელი გამოფენაზე გადაფურცლავს და სურვილის შემთხვევაში - შეიძენს. პრეზენტაცია შემოდგომის ბოლოს იგეგმება. გამოფენები გაგრძელდება მომავალ წელსაც და საქართველოს რეგიონებს მოიცავს. პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი 2011 წლის პირველი აგვისტოდან აწყობს კონკურსს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის პიროვნებას, რომელიც არ არის გაწევრიანებული კალიგრაფთა კავშირში. მონაწილემ უნდა შექმნას სიგელის სტილის ხელნაწერი ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი ლექსის მიხედვით (რაოდენობა შეზღუდული არ არის). ნამუშევართა ფოტოები თავსდება facebook-ზე და ხდება შეფასება ინტერნეტ-მომხმარებლის მიერ. პრიზები დაწესებულია სამი ინტერნეტ რჩეულისათვის. ამასთანავე, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი საკუთარი შეფასებით ამასთანავე, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი საკუთარი შეფასებით გამოავლენს 10-მდე საუკეთესო ავტორს, რომელთა კალიგრაფიული ორიგინალები წარმოდგენილი იქნება პროექტის პრეზენტაციაზე და გამოფენებზე, კალიგრაფთა კავშირის წევრების მიერ შექმნილ ხელნაწერ პოემებთან ერთად. გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოვება მოხდება სექტემბრის პირველ კვირაში. ნამუშევართა ფოტოების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 28 აგვისტო. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს საიტზე >>
  6. სიახლე საიტზე: საიტზე დაემატა ახალი კატეგორია: TOP ნამუშევრები ამ გვერდზე იხილავთ საიტზე დამატებულ TOP ნამუშევრებს.
  7. ფორუმელებო, კატეგორიების ამბავში რის დამატებას მირჩევდით? ამჟამად საიტზე შემდეგი კატეგორიებია: * ვებ-დიზაინი * ბეჭდვითი დიზაინი * ბრენდინგი * ილუსტრაცია * ხატწერა * ფოტოგრაფია * ტიპოგრაფია * Icon დიზაინი * არქიტექტურა * ინტერიერი * 3D გრაფიკა * ინდუსტრიული დიზაინი * ხელნაკეთი ნივთები * სხვა თუ ფიქრობთ რომ რომელიმე კატეგორია დასამატებელია, გთხოვთ შენიშვნები გამიზიაროთ. დიდი მადლობა
  8. გაიხსნა ჩვენი გვერდი Facebook - ზე, გთხოვთ შემოგვიერთდეთ: http://www.facebook.com/pages/FreelancersGe/150072981723076
  9. საიტის აღწერა და მიზნები: Freelancers.Ge - საიტზე მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ განათავსონ თავიანთი ნამუშევრები. საიტის ძრავა: Freelancers.Ge CMS ჰოსტინგი: Serv.Ge დიზაინის ავტორი: Chaganava Studio საიტის ბმული: Freelancers.Ge საიტის შესახებ: რა არის Freelancers.Ge? Freelancers.Ge არის საიტი, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი ნამუშევრები. საიტი საშუალებას გაძლევთ წარმოაჩინოთ თქვენი შემოქმედებები, მიიღოთ შეფასებები სხვა წევრებისგან და შეიძინოთ ახალი მეგობრები. თქვენი ნამუშევრები დამატებისთანავე თვალშისაცემი იქნება სხვა წევრებისთვის. ისინი დააკომენტარებენ თქვენს ნამუშევრებს, რის შესახებაც მიიღებთ შეტყობინებებს. ასევე თქვენც შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი აზრები და შენიშვნები სხვა წევრებს. ნამუშევრები შეგიძლიათ გაუზიაროთ მეგობრებს, დამკვეთებს, პარტნიორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. საიტზე მოქმედებს რეიტინგი ხშირად ნანახ პროფილებზე და ნამუშევრებზე. ეცადეთ მოხვდეთ რეიტინგის ათეულში, რათა უფრო ბევრმა გაიგოს თქვენს შესახებ. საიტით სარგებლობა უფასოა! რას გთავაზობთ? http://freelancers.ge/images/ok.png მარტივი მომხმარებლის პანელი http://freelancers.ge/images/ok.png ნამუშევრების დამატება http://freelancers.ge/images/ok.png პირადი ინფორმაციის შევსება http://freelancers.ge/images/ok.png კომენტარების სისტემა http://freelancers.ge/images/ok.png პირადი გზავნილების სისტემა http://freelancers.ge/images/ok.png რეიტინგის სისტემა http://freelancers.ge/images/ok.png პირადი სტატისტიკა http://freelancers.ge/images/ok.png ნამუშევრების გაზიარება http://freelancers.ge/images/ok.png ეს ყველაფერი - უფასოდ! რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მიიღებთ პროფილის ბმულს Freelancers.Ge/ნიკი, მაგ.: Freelancers.Ge/dato Freelancers.Ge/janela და ა.შ. იხ. ბმულები: წევრის პროფილის ნიმუში 1 წევრის პროფილის ნიმუში 2 ნამუშევრის გვერდი გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები, რათა პროექტი უფრო დაიხვეწოს. დიდი მადლობა წინასწარ! ---------------------------------------------- რამდენიმე თვის წინ საიტზე მხოლოდ სადისკუსიო ფორუმი იყო. ჩვენი სურვილია საიტი დაეხმაროს ბევრ ხელოვან ადამიანს, რასაც ფორუმი ვერ მოახერხებდა. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეს სისტემა. ვიფიქრეთ, რომ ქართველ მომხმარებელს ეს სერვისი გამოადგება. ფორუმთან დაკავშირებით ამ განყოფილებაში იყო თემა გახსნილი, თუმცა მოდერატორებთან შეთანხმებით ძველი თემა გაუქმდა და ახალ საიტს ახალი თემა დაეთმო.
  10. სულ მალე პორტალს დაემატება ნამუშევრების შეფასების სისტემაც. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ყველა ფრილანსერი და ატვირთოთ ნამუშევრები. რეგისტრაცია >> http://www.freelancers.ge/images/logo.jpg
  11. მალე საიტს დაემატება შემდეგი ფუნქციები: >> მომხმარებლებს შეეძლებათ ერთმანეთის ნამუშევრების მოწონება (Like/Dislike) >> მომხმარებლებს შეეძლებათ ერთმანეთის ნამუშევრების კომენტირება. გთხოვთ შემოგივერთდეთ და განათავსოთ თქვენი ნამუშევრები. პატივისცემით, Freelancers.Ge
  12. Freelancers.Ge - ფრილანსერების სოციალური ქსელი Freelancers.Ge - არის ფრილანსერების (დიზაინერების, პროგრამისტების, ფოტოგრაფების, მხატვრების, ჟურნალისტების, თარჯიმნების და ა.შ.) სოციალური ქსელი. ფრილანსი (ინგ. სიტყვა "freelance" - თავისუფალი მომუშავე) - ითვალისწინებს შეკვეთების ძიებას გლობალური ქსელით, მათ შესრულებას და ანაზღაურების მიღებას. დღეისათვის ფრილანსში განსაკუთრებული მოთხოვნაა პროგრამისტებზე, დიზაინერებზე, მთარგმნელებზე, SEO სპეციალისტებზე, ჟურნალისტებზე და ა.შ. რადგან მათი ნამუშევრები (პროგრამული კოდები, სტატიები, გრაფიკული ნამუშევრები და ა.შ.) შეიძლება თავისუფლად გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. საიტზე ფრილანსერებს საშუალება ეძლევათ ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები (პორტფოლიო), შეავსონ პირადი პროფილი, განათავსონ შემოთავაზებები და ა.შ. ჩვენი პორტალი არის უცხოური პორტალების: Deviantart.Com, Behance.net, Freelance.Ru და ა.შ. ქართული ანალოგი. დროთა განმავლობაში ჩვენი საიტი კიდევ უფრო დაიხვეწება და ფრილანსერებს მეტ შესაძლებლობას მისცემს. საიტის პროფილი არის ფრილანსერის სავიზიტო ბარათი, რადგან მასში განთავსებულია ყველა სახის ინფორმაცია წევრის შესახებ. ფრილანსერებს შეუძლიათ გაუზიარონ პირადი პროფილი თავიანთ მეგობრებს, დამკვეთებს, პარტნიორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. მომხმარებლის პორტფოლიო დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს იხილოს ფრილანსერის დონე, გამოცდილება, გემოვნება და ა.შ. საიტზე ასევე ჩართულია ფორუმი - Freelancers.Ge/Forum. ფორუმზე ფრილანსერებს საშუალება ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი აზრები, გამოცდილება, შეაფასონ ერთმანეთის ნამუშევრები, მიიღონ მონაწილეობა დისკუსიებში, დასვან შეკითხვები სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე და მიიღონ მათზე ამომწურავი პასუხი. როგორც საიტზე, ასევე ფორუმზე, ავტორიზაციის გავლა შესაძლებელოა მხოლოდ ერთი (ფორუმის) ანგარიშით, რაც კიდევ უფრო ამარტივებს რეგისტრაციის პროცესს და მოსახერხებელს ხდის პორტალით სარგებლობას. იმისათვის, რომ გაიაროთ რეგისტრაცია, თქვენ უნდა ეთანხმებოდეთ პორტალის წესებსა და პირობებს. თუ თქვენ პორტალთან დაკავშირებით დაგებადათ რაიმე სახის შეკითხვა, შესაძლოა მასზე პასუხი იხილოთ ხშირად დასმულ კითხვებში, ან დასვათ შეკითხვა ფორუმზე, შესაბამის განყოფილებაში. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ სურვილების დაფით. ადმინისტრაცია პერიოდულად გადახედავს შენიშვნებს და მაქსიმალურად გაითვალისწინებს მომხმარებელთა თხოვნებს. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პორტალის ადმინისტრაციას საკონტაქტო ფორმის მეშვეობით. უახლოეს მომავალში საიტს კიდევ მრავალი ფუნქცია დაემატება. პორტალით სარგებლობა უფასოა. პატივისცემით, Freelancers.Ge ფრილანსერების სოციალური ქსელი სასარგებლო ბმულები: რეგისტრაცია კავშირი ადმინისტრაციასთან ჩვენი ფორუმი: Freelancers.Ge/Forum ჩვენი Facebook: facebook.com/FreelancersNetwork
  13. საუკეთესო სტამბები საქართველოში >> ლოგოტიპის დამზადების ღირებულება >> სტერეო ფილმების შექმნის პრინციპი >>
  14. World's tallest buildings >> არქიტექტორის პერსპექტივები საქართველოში>> Google SketchUp >>
  15. პროფესიის შერჩევა >> რამდენს გამოიმუშავებენ ფრილანსერები >> როგორ მივიღოთ ანაზღაურება და არ ვიყოთ მოტყუებული >>
×
×
  • შექმენი...