ფაშიზმი, ისევე როგორც ნაციზმი ნაციონალიზმის ყველაზე ავადმყოფური გამოვლინებაა. ეს იგივეა, ქრისტეს სუფთა რწმენისთვის ადამიანები დახვრიტო როგორ უნდა გაიძულოს შენი ქვეყნის სიყვარულმა სხვისი სიძულვილი. ანდა რას ნიშნავს საქართველო ქართველებს და კავკასია იბერო კავკასიელებსო. რას უპირებთ სხვა ერებს... უბრალოდ სასაცილოა, ერთ წამს ვამბობთ 21-ე საუკუნეაო და მეორე წამს 28 საუკუნის წინანდელ ფაქტს ეხლა ვიხსენებთ არგუმენტად. რაც იყო იყო. კავკასიაში და საქართველოში სხვა და სხვა ერი ცხოვრობს. იმის ნაცვლად რომ ვიფიქროთ ერთად როგორ ვიყოთ, იმას ამბობთ როგორ გავყაროთ სხვებიო. რა განსხვავებაა ჰიტლერთან და სხვებთან? ილიას სიტყვებს ვიმეორებთ და ჩვენი ნაციონალიზმი ლიბერალურიდან გამწარებულ რადიკალურში გადადის. სხვისი სიძულვილით კი არა შენის სიყვარულით უნდა იცხოვრო