იმისათვის , რომ გლეხმა ნორმალური მოსავალი (ვაშლის) მიიღოს მარტო ბაღის მორწყვა კი არ არის , რასაც ღამეების თენება უნდა, არამედ მთელი წლის განმავლობაში ხეებს მოვლა სჭირდებათ. და ეს მხოლოდ ფიზიკური შრომა არ არის, შეწამვლას (რამდენჯერმე) ფული უნდა, ასევე ტრანსპორტირებას, ბაზარში გადასახადია,თან თვითონაც სადმე ხომ უნდა იცხოვროს, სანამ გაყიდის, ქირა +სხვა ხარჯები არ იფარება, ამიტომ ვიმეორებ ნახევრადდამპალი ვაშლისგან ურჩევნიათ ტყლაპი გააკეთონ ,უფრო ადვილია ქალაქში ჩამოტანა , აბარებენ ვაჭრებს 50 თეთრად ისინი 2 ლარად ჰყიდიან. საბჭოთა კავშირში არ ვცხოვრობთ კიდევ კარგი, მაგრამ ხომ შეიძლება ხელისუფლებამ არ დაახრჩოს აქაური მეწარმეები და ეს პრობლემა ნელნელა მოგვარდება.