Jump to content
Planeta.Ge

nuaka

პლანეტელი
  • პოსტები

    747
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ინფორმაცია nuaka

  • დაბადების დღე 11/27/1976

Contact Methods

  • Website URL
    http://

nuaka'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. ამ აზრში 1 სიტყვას ჩავამატებდი თქვენი ნებართვით -"ფორმალურად" რადგან ალასანიამაც და ყველამაც იცის ვინც იქნება ქალაქის მერი. მართლა ჰგონიათ რომ სრულიად მოსახლეობა დაბრმავდა და დაყრუვდა. ეგებ ასეცაა, მაგრამ თითოოროლა ადამიანისათვის მაინც დღესავით ნათელია ეს ფინტები და თავის ნახევარზე თამაში რაის არჩევნები? და საარჩევნო კამპანია? მე მინახავს როგორ იბრძვიან მერობის კანდიდატები მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკა რა სერიოზულობით ემზადება მერის კანდიდატის კამპანია, როგორი რუდუნებით და გათვლებით იგეგმება მოსახლეობასთან შეხვედრები. ასეთ რამეს აქ ვერ ნახავთ. აქ არავითარი ბრძოლა და მზადება არაა. მხოლოდ ფორმალურად, რადგან ნუ რაღაც კამპანია (წინასაარჩევნო) ხომ უნდა დაფიქსირდეს. მაგალითი: 2დღის წინ, ნუცუბიძის პლატოზე სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერებაზე 18.10ზე მანქანით ამოვიდა ალასანიას კამპანიის შიკრიკი და მეგაფონით 3 ჯერ გამოაცხადა, რომ 19 სთ-ზე ამ მოედანზე იგეგმებოდა შეხვედრა მერობის კანდიდატთან. ამ გამოცხადებას თან ერთვოდა ძლიერი ქარის ამოვარდნა და ამინდის სერიოზული ცვლილება. მე გეკითხებით: განა შეიძლება, რომ ადამიანმა, რომელიც სერიოზულად "იბრძვის" მერის პოსტისათვის, შეხვედრა გამოაცხადოს 50 წუთით ადრე ამინდის და ა.შ. გაუთვალისწინებლად, ქალაქის ერთერთ ცენტრალურ რაიონში? ეს ხომ ყოვლად არასერიოზულია. და ასეთივე ფორმარმალური ხასიათი ჰქონდა იმ ძალზე მოკლე შეხვედრასაც. დაპირებები -ყოვლად მწირი. ზოგადი და აბსტრაქტული ფრაზები, რაც არაერთხელ მოგვისმენია არაერთისგან.. სამწუხაროა ფრიად.
  2. მოკრძალებით ვიტყვი ერთ აზრს: ტერიტორიების დაბრუნებას უპირველესად სჭირდება ნამუსიანი და პოლიტიკურად მოაზროვნე ხელისუფლება. ხელისუფლებაში -პატიოსანი,სამშობლოსმოყვარე (და არა მტერი) და კვალიფიციური პოლიტიკური კადრები. თუ ასეთი 50 (მინიმუმ30)ადამიანი მოიძებნება საქართველოში, მაშინ ის თავად შეიმუშავებს ტერიტორიების და სხვა რამის (მაგ. სინდისის, სამართლიანობის,კანონიერების და ა.შ) დაბრუნების გეგმასაც. თუ ასეთი ადამიანების ეს რაოდენობა არ მოიპოვება საქრთველოში, რომელსაც შესწევს ძალა ხალხთან სწორი თანამშრომლობით (არა მხოლოდ ლაქლაქით) შექმნას ის მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ხელისუფლებაში მოვა პოლიტიკური ფორმების გამოყენებით, მაშინ, მართლაც არ ვყოფილვართ სახელმწიფოდ საცნობი და ღირსი რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვიწოდებოდეთ. აკი ფორმალურად ვიწოდებით. რადგან რუსეთ ამერიკას ჰკიდია ჩვენი ბედი. ანუ მათზეა დამოკიდებული თუ ასეთი ჭკვიანები ვართ - და ყველა ფორუმზე იფრქვევა ჭკუა-გონების შადრევანი, მაშ რატომ ვართ ასეთ ცუდ დღეში? რატომ ვართ დღემდე სხვებზე დამოკიდებული?
  3. წარსული...(( ახლა აწმყოა დიდი ხანია უკვე რომ გმირებს შენი საშო ვეღარ შობს,ჩემო დედავ, ჩემო ჩელა და აშო უპასუხოდაც ვიცი. შენი ნაშობი ვფიცავ რომ დუმილი სჯობს ახლა ჩემო ტურა და სისავ რომ გულის ნაცვლად ახლა მკერდს უნდა გვედოს რვალი- "გადავრჩეთ იქნებ, ვინც ვართ" ჩემო ფაშა და ალი გათენებამდე რჩება წუთები დანაზოგი ერთუერთს მზის შუქზე დავთვლით ჩემო ხარება გოგი პს.Pompiero შეუნდე, მიუტევე ჩემს წუხლს გულში დანთქმულს დაგვაახლოვოს იქნებ ასე ნათქვამმა - ართქმულს
  4. Pompiero მიკალქალ ფორუმს, როგორც საქართველოს რომ ეშველოს -არ მგონია არ მგონია სადმე ასე გიზგიზებდეს აგონია- აგონია სიძულვილის, ზიზღის,ღალატის და შფოთის, დღეს შხამ-ღვარძლი საკვებად აქვს ქართველს, როგორც პური შოთის! უნებლიედ გამკრავს გულში- ვიყოთ უფრო ცოტანია ეს ქვეყანა მრავალთათვის მხოლოდ ღამის ქოთანია!
  5. როგორ იქნება ფრანგულად -"ნეტაი ერთი თქვენ მოგცლიათ?" არადა რა კარგი ადამიანები ხართ ყველანი ცალცალკე;) მთავარია რომ იცოდე: სადა შვები როცა შვები როცა თვითონ დაიკიდებ მოგეშვება მოსაშვები Pompiero კაფია ბოლომდე ჩაძირე თუ მოუჩანს ანძა?)
  6. Pariz ძმაო, დაო, მართალ კაცს ხომ თვითონ ზეცა უმოწმებს ვისაც ვისი რომ აქვს ნდობა მას არაფერს უმოწმებს კეთილი იყოს შენი ამა თემაში თათი გწყალობდეს უფლის მადლი და ძველი მცნება ათი
  7. პატარძალი გაიპარა ვერსად ვეღარ მოძიეს მიზეზია: თურმე სიძე ყალბად მღერის დო #-ს
  8. Pompiero არ გამაჩნია ამ ფორუმზე ძველი ნიკები არც როდეს მქონდა მრავალ ნიკთა ქონის "წიკები" მაქვს ღირსება და სიმამაცე- ერთად მიცნობნდნენ არა მაქვს შიში -"ეს რომ აქ ვთქვა -განვიქიქები" თუმც არ სწყალობდნენ არასოდეს და არსად ახლებს- მე მაქვს რწმუნება-ხელს უმსგავსად არავინ მახლებს, რადგან სიმართლე ერთი არის შავ-თეთრის წილად, რადგან პატივს ვცემ მე კანონს,მგლებს, და არა ძაღლებს
  9. polter პოლტერო უნდა გაგლექსო მამაპაპურსა ჰანგზედა შემოდი გული თუ გერჩის სიტყვას ნუ მიგდებ ბანზედა მინდა რო თან მოგიკითხო- ხო კარქათა ხარ ჯანზედა (ორ სამყაროსშვა გაჩხერილს ხან ქვედა გიწუხს ხან -ზედა:puka:)??....
  10. Pompiero შემომიტყუე,მიმატოვე რაფერ და რავარ, ამ დედისერთა მამითობოლ თემაში -რა ვარ? თუ არ შემოხვალთ ბოლო რობაი მითქვამს ჩემთავად- ორ კარში მარტო მოთამაშეს ნაღდად არ ვგავარ
  11. მომე ლინკი სად აგიტვირთო ესეიგი ეხლა რა ხდება: ვიყიდე სოკო მანჭკვალა მარინადში (მაღალ შუშის ქილაში იყიდება მწვანე ტავსახურით და ძალიან გემრიელია) გადავწურე. დავჭერი. ცალკე მოვხარშე ფანტია ბრინჯი მარილწყალში(გავწურე) მოხარშული სიმინდის კონსერვი -მდუღარე გადავავლე. დავჭერი -ძალიან სურნელოვანი ქინძის,ოხრახუშის,მწვანე ხახვის თეთრი თავები და მოვშუშე ოდნავ ცოტა ზეთში. მერე შევურიე ეს ყველაფერი+მწვანილების დაჭრილი ფოჩები. მწვანე ხახვისაც. ცოტა შავი პილპილი (ახალი დაფქვილი) გავქენი შესაბამისი ხარიხსის მაიონეზში და მოვასხი. მივიღე უზეშთაესი სალათი
  12. ჰმ, ერთს კი არა 100-ს მოგიძღვნი ზედაც პროცენტს,დიდო პოლტერ, ნეტამც ვიყო ელოიზა და შენ კიდევ -ჩემი ვოლტერ დიდი დიდაქტიკოსი და ორ სამყაროს ქინქლა მწერი ვითომ შაირ-მოკაფია- ვე და ლექსის ვერ დამწერი
  13. asesino_141 მაგარია რომ გავიგე დელ პიეროს აშშ-ში თამაში დავიბენი.შაქრის ნაცვლად მარილი ვქენ ყავაში
  14. რა ვქნა რომ ამ უბნელი ვარ- ძველი კულინარიელი (მართლა) ყავის ზაპრავკისთვის მოველ და გამიშვი ცარიელი
  15. არ შემიძლია მსგავსება არ მივიტანო რომ გულთან პალინდრომ ჩემთან ისეა ვით კნუტი -რიჩარდ ლომგულთან მსმენია ლაყე კვერცხივით რითმები პალინდრომული ეგ როგორ დაგცდა -ფინიას ადარე რემი, რომული! ხუმრობა იქით იყოს და ეს გაზაფხული მპირდება- რომ გითხრა, და რომ მოგიყვე ღმერთმანი -გაგიკვირდება
×
×
  • შექმენი...