ძალიან არასწორად გაგიგია, მე დავწერე და ავხსენი იქ გასაგები მიზეზები და სიტუაცია, მაგრამ შენ როგორც ბევრმა სხვამ მხოლოდ სათაური წაიკითხეთ. ეხლა აქ არაა დრო და ადგილი მონარქიაზე სასაუბროდ, ჩემთვის მონარქია პოლიტიკური გზა იყო იმ სიტუაციაში, დღეს უკვე დაკნინებულია ეს იდეა და ვერ იმუშავებ და ყველაზე მეტად ხელი ამას საპატრიარქომ შეუწყო. მე მინდა სტაბილური ქვეყანა და შესაბამისი მოდელი ამ ქვეყანაში. რაც შეეხება სარწმუნოებას, თუ კარგად ნახავ და როგორც ჩანს არასოდეს ნახულობ, ბევრჯერ დამიწერია რომ ჩემთვის მართლმადიდებლობა და კათოლიკობა იდენტურია, შეუძლებელია და დაუშვებელია კათოლიკე ადამიანმა, რა ეროვნებისაც და რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს, მართლმადიდებლობა ლანძღოს, ეს იგივეა რომ შენი სხეულის ერთი ხელი მოიჭრა. აბსურდია ასეთი რამ. და არც არასოდეს დამიწერია რომ მთელი ქვეყანა ან რომელიმე თქვენთაგანი კათოლიკე უნდა გახდეს თქო, არც არასოდეს დავწერ, იმიტომ რომ ესეც აბსურდია. მე მაწუხებს საპატრიარქოში გარკვეულ იერარქთა საქციელები, რომელთა ნაწილი გამოკვეთილი რუსეთუმეა, მეტი სხვა არაფერი და თუ ვინმეს ჩემი კათოლიკობა ეჩხირება თვალებში მისი პრობლემაა და მისი უვიცობის ბრალია თუ მართლმადიდებლობა და კათოლიკობა სხვადასხვა რელიგია ჰგონია. ესეც ექსპრომტად, ისევ და ისევ შენდამი პატივისცემის გამო. ეხლა მართლა წავედი.