ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალწელს, გისურვებთ ჯამრთელობასა და მშვიდ ცხოვრებას. მრავალი, მრავალი წლეები თქვენი უმშვენიერესი ცოლ- შვილების წარმატებებით დამტკბარიყავით. ბატონო მიხეილ, დედაშვილურად გთხოვთ , რომ 2010 წელი ბედნიერად გაგვატარებინეთ. შიშითა და ეკონომიკური სიდუღჭირით ლამისა გული უნდა გაგვისკდეს, მხოლოდ ის გარემოება გვამშვიდებს, რომ ძმათა კვლის ომის შემდგომ ბევრი რამ გაკეთდა დანგრეულ, გაპატარხებულ ქვეყანაში, განსაკუთრებით თქვენი თაოსნობით, მაგრამ მაინც უმუშევრობისა და სიღატაკის ზღვარზეა მისული საქართველოს მოსახლეობა. ჩვენი პენსია წამლებშიც არ გვყოფნის. საქართველოს მოსახლეობის ნებისმიერი პატრიოტი, სამშობლოს ერთგული ჩემი შვილებივით მიყვარს და ვამაყობ კიდევაც. ჩვენ პედაგოგოები მატერიალურ დოვლათს ვერ ვქვმნით, ჩვენი დოვლათი და სიმდიდრე ჩვენი აღზრდილებია. ბატონო მიხეილ მაღალ ეშალონებში მომუშავე თანამდებობის პირები და მათი ნათესავები უზრუნველყოფილი არიან ყოველ მხრივ. თუმცა ეს თავისთავად ხდება და ახალი ამბავი არ არის, ისინი ხომ ნაწილია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის. ბატონო მიხეილ გმადლობთ ყველაფრისათვის, გთხოვთ და გემუდარებით მტრების ჯინაზე გადადგით ვაჟკაცური ნაბიჯი- როგორც თქვენი ჯიშის და ჯილაგის კაცს შეშვენდება. თქვენ ხომ წითელი ვარდებით მობრძანდით სათავეში, ეხლა სისხლის ღვრის გარეშე (ისედაც გვეყო იმდენი სისხლის ღვრა და ტერიტორიების დაკარგვა) გადადექით თანამდებობიდან. ტაშის გრიალითა და დიდი ოვაციებით წაბრძანდით და სხვა თანამდებობაზე გააგრძელეთ მუშაობა. ასე რომ დაწყნარებული გარედან უყურეთ ჩვენთან ერთად რისი გამკეთებლები არიან, თქვენს შემდგომ მოსული პირები. დალოცვილი იქნებით ხალხისა და ღმერთის მიერ. უფალის მადლი ფარავდეს თქვენ ოჯახსა და მთლიან საქართველოს!!! ამინ! ამინ! ამინ! ვარდო ხაბაძე-ხახუტაიშვილი