დაგინახე და უცებ გიცანი თუმცა მანამდე მე არასოდეს არ შემხვედრიხარ. ახლაც არ ვიცი, რატომ,საიდან უნდა მახსოვდე, დაგინახე და მივხვდი იმწამსვე, რომ შენ გელოდი მთელი ცხოვრება და ამ უბადრუკ დედამიწაზე მაძლებინებდა ეს მოგონება. აბრეშუმივით ნაზი ხელები და შორეული მზერა მალული. მიყვარდი,მაგრამ ვერ ვიხსენებდი, როდის დაიწყო ეს სიყვარული. მეც მარტოობის მკლავდა სახადი, ვიხადე,მაგრამ ვერ მოვიხადე მიყვარდი,მაგრამ სანამ გნახავდი ის არ ვიცოდი,შენ რომ მიყვარდი. მე დავიღალე და დავიქანცე გადაირეცხა გზები მეწყრებით მე დავეძებდი მუდამ ვიღაცას და არ ვიცოდი,შენ რომ გეძებდი. მიყვარდი,როცა არც კი გიცნობდი მიყვარდი,როცა არც კი მენახე თითქოს უკვდავ სულს მარადისობის მივეახლე და ხელი შევახე, თითქოს ოდესღაც გნახე ნამდვილად და უცებ მივხვდი,რომ ის შენა ხარ. რატომ მახსოვდა ასე ცხადივით, ვინც არასოდეს მე არ მენახა. აბრეშუმივით ნაზი ხელები და იდუმალი მზერა მალული მიყვარდი,მაგრამ ვერ ვიხსენებდი, როდის დაიწყო ეს სიყვარული...