მოსახდენად ეწევიან გოგოები სიგარეტს? ... მაშინ ჯობს სხვა რამე მოიხდინონ... ნუ ეხლა არანაირად არ არის ლამაზე კამაზის შოფერივით რომ აბოლებს ქალი, მაგრამ აი გატყლარჭული, ტუჩებგადმობრუნებული, ძალადგაფშეკილ თითებში გაჩრილი, სარკეში ყურებით შესრულებული მანერით მოწევაც ნერვებს მიშლის... ვეწევი რა - საქმიანად მოწევა მინდა და იმიტომ... ა... ერთი ის ვიცი, რომ ბოლომდე არ ვეწევი ღერს და კიდევ ნაფაზს ძალიან ღრმად არ ვუბრახუნებ... უხდება- არ უხდება... ქალი და სიგარეტი... კაცებს უხდებათ სიგარეტი? ხო ისა კაცი და მანიკური?... რაღაც ასეთი ლოგიკით აგებული კითხვაა რა ...