Jump to content
Planeta.Ge

irene

პლანეტელი
  • პოსტები

    2.552
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი irene

  1. ტომები მაგრამ ცხოვრობენ მაინც პირველყოფილი "რელიგიური" რწმენებით (ტოტემიზმი, ანიმიზმი, ფეტიშიზმი და ა.შ.) ნებისმიერ შემთხვევაში რწმენებით
  2. არც ერთი ხალხი (ერი) არ ყოფილა /არ განვითარებულა რელიგიის გარეშე... დამისახელებთ ასეთს? თუ განვავრცობთ ამას, საქმე ისე დგას და საინტერესო უფრო ისაა, რატომ ხდებიან ადამიანები ათეისტები ... ანუ სხვა თემაში უნდა დამეოპოსტა (? )
  3. როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . . ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები . ორი ათასი წელი განვიცდი . . . ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი : როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?! - ცოტათი მაინც მორიდებოდა . . . მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი , მაგრამ ღალატი არ მინდებოდა. არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . . იცის მოკლავენ , განა შტერია. ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?! - თავის სიმცირეს ვერ მოერია . . . ისტორიაში დარჩა იუდა ! -დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . . ------------------------- ღმერთ არ სცალია თავში, რომ გვირტყას, რომ დაგვიმტკიცოს რა მართალია, გულმოწყალეა დაგვიგდებს სიტყვას, უცოდველობით გადამთვრალია. ჩვენ კი გვცალია, რომ ვიმეტიჩროთ, ჩვენი რა მიდის რა გვენაღვლება? სხვისი ლურსმნები რატომ შევირჭოთ, უკვე შეირჭო ცოდვის ამღებმა. შენ ხომ გადარჩი? მე ხომ გადავრჩი? ვინ რას დაეძებს სულებს ნაქურდალ, ძნელი ყოფილა ჯვარი არმარტში, მაგრამ მთის წვერში? სულ მთლად დახურავს... შენ ხომ გადარჩი, მე ხომ გადავრჩი, ღადავ - ღადავში, ღადავ - ღადავში. ----------------- ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა... ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა... ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა... ჩემი ქვეყანა გულის შეტევა... ჩემი ქვეყანა სულგაშლილია... ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია... ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი... მე ვრჩები. შენ კი, თუ გსურს გ...ვი არათავმდაბლური ლექსი მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები, გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები... როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები? როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები? ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები. თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები... მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?! მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?! ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები, თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები... მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები... მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები. თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება, ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?
  4. მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა ეს რა კარგი გამიზრდია შვილი და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ. პირველად რომ დამიკერა ღილი. როცა წავალ,გაიხსენებს მამაა პირველად რომ მნახა უკვე დიდი კარგია რომ არ გამათამამა კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი მთვარია ვიქნებოდით ერთად. მე არვიცი რას იფიქრებს შვილი ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც რას იტყვიან ძმები წავალ როცა, ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა ჩემს ფარეშე აყვებიან გრძნობას იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას კარგი არ უკეთებია თითქმის თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას ქალებს,შვილებს,ჩემიანებს,მასას მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას
  5. აი ამაშია საქმე... შერჩებათ, როგორც სხვა მარავალი...
×
×
  • შექმენი...