Jump to content
Planeta.Ge

paata_zaqareishvili

პლანეტელი
  • პოსტები

    15
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

paata_zaqareishvili'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. როგორც ვხედავ კითხვები ამოიწურა. დიდი მადლობა მოწვევისთვის და საინტერესო კითხვებისთვის. მომავალშიც დიდი სიამოვნებით გავცემ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს. დიდი ბოდიში, მგონი ზოგჯერ არა სწორად ვკრეფდი პასუხებს და სწორად არ ჯდებოდა ტექსტში. ეს ჩემი პირველი მცდელობაა ფორუმში "პოსტვისა" (მგონი სწორ კონტექსტში ვახსენე ეს ტერმინი) და ამიტომ ბევრი რამე არ ვიცი კარგად. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით, პაატა ზაქარეიშვილი
  2. babuagiorgi babuagiorgi კარგად აშენებული საქართველოში რას გულისხმობთ არ ვიცი (სტალინს ცუდად ქონდა აშენებული საბჭოთა კავშირი?), მაგრამ დემოკრატიული და მდგრადი ეკონომიკური განვითარების საქართველოთი, აფხაზებისა და ოსების მნიშვნელოვანი ნაწილის, დაინტერესებას ნამდვილად შევძლებთ და ხელს შევუწყობთ მათ საზოგადოებებში დისკუსიის დაწყებას საქართველოსთან მეტი ინტეგრაციის მიმართულებით. ვთვლი რომ დემოკრატიული საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებით ნამდვილად მიმზიდველი იქნება აფხაზებისა და ოსების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. გეთანხმებით.მაგრამ ესეც ხომ რეალობასთან ჩხუბია. ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ და ყოველდღიურად კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ თუნდაც პატარ პატარა, ვიდრე მხოლოდ ვილაპარაკოთ. ნუ მიწყენთ, მაგრამ სწორედ ესაა რეალობასთან ჩხუბი. გვირაბი მოცემულობაა და ის ულვე ისე დიდი ხანია აშენებულია, რომ ნებისმიერი სტრატეგიის მიერ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. გვირაბი ისეთივე მოცემულობაა, როგორც მთები, მდინარეები, ზამთარი თუ ზაფხული. ვთქვათ რომ გვირაბი გასაუქმებელია, მაგრამ მერე რა?... სწორედაც რომ მნიშვნელობა აქვს როგორ. როგორ აპირებთ გვირაბის გაუქმებას? მოქმედებაში სრულებით გეთანხმებით. საინტერესო ხედვაა. ბევრი მისაღებია. ზოგიერთი სადისკუსიო
  3. Lo Janko ნამდვილად არ მიყურებია. არ ვიცი რა თქვა. მე უფრო თინათინ ხიდაშელის გამოსვლა მაინტრესებდა კავკასიაზე. სააკაშვილს მაინც დაგვაზეპირებენ ან შემდეგ როგორმე ინტრნეტში მოვძებნი.
  4. silver_ranger 2007 წელს, ე.წ. საპარლამენტო არჩევნების წინ. თუმცა გალში და გალის რაიონში ხშირად ჩავდივარ. ბოლოს გუშინწი ვიყავი. შერატონზე არაფერი არ გამიგია, მაგრამ თურქები ბევრ შენობებს აშენებენ, მათ შორის სასტუმროებსაც.
  5. machkatela ვთვლი რომ საქართველომ უნდა გამოხატოს მზადყოფნა, ხელი შეუწყოს მოჰაჯირების შთამომავლების დაბრუნებას აფხაზეთში, მაგრამ ეჭვი მეპარება რომ ეს პროცესი განხორციელდეს. მოჰაჯირების შთამომავლების უმრავლესობა გაუცხოებულია თავისი ისტორიული სამშობლოს მიმართ. ცუდად ფლობენ აფხაზურ ენას, განსაკუტრებით ახალგაზრდები. საერთოდ არ ფლობენ, აფხაზეთში დომინანტურ რუსულ ენას. პრაქტიკული მუსულმანები არიან და უჭირთ პოსტსაბჭოთა ათეისტურ აფხაზურ საზოგადოებაში თავისი თავის წარმოდგენა. თურქეთში ფლობენ საკუთრებას და თურქული პასპორტი უპირატესობას ანიჭებს ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში ბიზნესისა და მოგზაურობის განხორციელებისათვის. თურქეთის ევროკავშირის პერსპექტივები აშკარად უფრო მიმზიდველია ვიდრე რუსეთის გავლენის ქვეშ უპერსპქტივო ტერიტორიაზე ცხოვრება.
  6. PEPE. არ მჯერა. და მე რუსეთზე არ ვმუშაობ. მე მხოლოდ ქართულ აფხაზურ და ქართულ ოსურ ორმხრივ ურთიერთობებზე ვმუშაობ. რატომ უნდა დავთმოთ? ეს კითხვა ჩემთვის გაუგებარია. დავთმოთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯებესებისათვის? ჩემთვის ასეთი პოზიცია ყოვლად მიუღებელია. დღეს დღეობით რუსეთთან კარგი ურთიერობა შეუძლებელია. კარგი ურთიერთობის ალტერნატივა თუ მხოლოდ მონობაა ეს ძალიან შეზღუდული არჩევანია. რუსეთის მონობაში რას გულისხმობთ ვერ ვხვდები. ვიდრე სოხუმში და ცხინვალში რუსეთის საელჩოებია მასთან მხოლოდ მაქსიმალურად ფორმალური და კარგად გათვლილი პრაგმატული ურთიერთობები შეიძლება გვქონდეს. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჩვენ უნდა ვწყვეტდეთ ჩვენს პოლიტიკას.
  7. machkatela ზოგადად მისასალმებელია, რომ ასეთი სტრატეგია 18 წლის განმავლობაში როგორც იქნა საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა. მე პატივი მერგო, მიმეღო მონაწილეობა ამ სტრატეგიის განხილვაში. უნდა ითქვას,რომ რეინტეგრაციის სამინისტრო იყო გახსნილი თანამშრომლობისთვის და ზოგიერთი საკითხი მათ მიერ იყო გათვალისწინებული საბოლოო ტექსტში. მიუხედავად ამისა ზოგიერთი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი მაინც დარჩა ყურადღების მიღმა. რა გაწყობა, ეს ხელისუფლების სტრატეგიაა და ისინი განსაზღვრავენ საბოლოო ტექსტს. დღეს გაიმართა რესპუბლიკური პარტიის კონფლიქტების მოგვარების კომისიის სხდომა. რესპუბლიკური პარტიისპრესამსახურმა გაავრცელა პრესრელიზი, სადაც კარგადა რის ჩამოყალიბებული როგორც ჩემი ისე პარტიის ხედვა ამ მიმართულებით. ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას დოკუმენტის პროექტს სახელწოდებით „რესპუბლიკური პარტიის ხედვა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების ნორმალიზების გზებთან დაკავშირებით“. აი ამონარიდი ამ პრესრელიზიდან: რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტის – „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში; ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ – განხილვაში და წარადგინა შენიშვნები და წინადადებები. სამწუხაროდ, „სტრატეგიის“ არსებული ვარინატი კვლავ იმდენად დაშორებულია რესპუბლიკური პარტიის ხედვებს, რომ ურთიერთგაგება ამ თემაზე ვერ შედგა. რესპუბლიკური პარტიის კონფლიქტების მოგვარების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს აღნიშნულ პრობლემაზე საკუთარი „ხედვის“ პროექტი საჯარო განხილვისათვის, რის შემდეგაც, მისაღები შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, პროექტი დასამტკიცებლად გადაეცემა პარტიის ეროვნულ კომიტეტს". რა თქმა უნდა რეალურია. უბრალოდ ამ ფორმას არ შეუძლია კონფლიქტების მოგვარება, მას შუძლია ხელი შეუწყოს კონფლიქტების მოგვარებას. მაგრამ, თუ ხელისუფლებამ ხელა არ გაანძრია მარტო სამოქალაქო დიალოგი ვერაფერს ვერ გახდება. ისინი ერთმანეთს ავსებენ და არა ენაცვლებიან
  8. Lo Janko ჩვენ ხომ რუსეთს არ ვებრძვით. ჩვენ რუსეთს ვეჩხუბებით. ასეთ დროს ყველაფერი თავსდებადია. Бег на месте Обще примеряющий ჩვენ უნდა ვიზრუნოთ არა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად არამედ აფხაზებისთვისა და ოსებისთვის ისეთი სახელმწიფოს შეთავაზება, რომელიც არსებითად იქნება განსხვავებული ავტორიტარული და ნეოიმპერიული რუსეთისგან. თუ ვინმეს გონია რომ რუსეთი მათ არ გამოუშვებს, ეს მათი საქმეა, მაგრამ, სულ ცოტა, ასეთი სახელმწიფო ჩვენ მაინც გამოგვადგება, მეორეს მხრივ დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიულ და უსაფრთხო საქართველოში ცხოვრება აფხაზურ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს დააინტერესებს, რომ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში ევროპასა და მთელ მსოფლიოს უფრო მეტად შეეძლებათ მხარში ამოგვიდგენ, როგორ ჩვე ისე აფხაზებსა და ოსებს. ძუკუ მე ვიცოდი, რომ 9 დან 930 მდე მქონდა დრო. დიდი ბოდიში თუ აღმოვჩნდი დაგვიანებული[/
  9. Nukriko ომის დაწყება ლეგიტიმური მოვლენაა. ღალატზე მეტად უფრო საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობასთან, ავანტიურიზმთან და ვოლიუნტარიზმთან. მე არ ვთვლი რომ სააკაშვილს ტერიტორიების დაკარგვა უნდოდა. მე მგონი მას ტერიტორიების დაბრუნება უნდოდა, მაგრამ რუსეთის მიერ "კარგად" დაგეგმილ და დადგმულ სპექტაკლში მთავარ პერსონაჟად მოუწია თამაში. არა. არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს ამისთვის. ვერსიის დონეზე ამ მოსაზრებას უფლება აქვს იარსებოს სულ ცოტა სააკაშვილი უნდა გადადგეს. უნდა ვაღიაროთ შეცდომები. გაიხსნას მიმოსვლა. ჩვენი მხრიდან (კაკნონის ფარგლებში. ხაზს ვუსვამ) გავატაროთ და მივიღოთ ნებისმიერი ადამიანი და ტვირთი. შეწყდეს ახალგორისა და გალის რაიონების მოსახლეობის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. შეწყდეს აგრასიული როტირიკა. მაგალითად მარიონეტული რეჟიმი. ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება. მაგრამ განმარტების გარეშე ყველა მათი ჩამოთვლა გაუგებრობას გამოიწვევს. მაგალითად, მეტი შემწყნარებლობით მოვეკიდოთ აფხაზურ პასპორტებს. აფხაზური და ოსური მანქანების ნომრებს. და უამრავი სხვა ნაბიჯები ომების დაწყება მართლაც ანტისახელმწიფოებრივი საქმე იყო, თუმცა არა უკანონო. ამიტომაა რომ უნიათო ხელისუფლებები ლეგიტიმურად გამამრთლებელ საეჭვო ომებს იწყებენ თავისი ხელისუფლების გადასარჩენად ან მოუგვარებელი პრობლემებმიდან ყურადღების გადასატანად. არ მიმაჩნია, რომ ისინი რუსეთისთვის მუშაობდნენ. უბრალოდ საქართველოს მმართველები საქართველოზე მეტად თავის ხელოსუფლებაზე ზრუნავენ, ხოლო რუსეთის მმართველები ამ განწყობებს თავისი უდღეური იმპერიის შესაკოწიწებლად იყენებდნენ.
  10. lasalexx ამ არჩევნებზე გალის ქართველ მოსახლეობას პრაქტიკულად არ ქონდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. ახალი წესებით არჩევნებში მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეები მონაწილეობდენ. გალიდან აფხაზეთის მოქალაქეობა მხოლოდ 3500 კაცს აქვს მიღებული. აშკარად გამოკვეთილი იყო პოზიცია აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებისა, - გალის რაიონს არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. ამიტომ ძნელად დამაჯერებლად ჟღერს, თითქოს გალელებს აძალებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. პორით იყო. გამორიცხეს ამ პროცესებიდან. წინათ გალში 20 ათასამდე ამომრჩეველი იყო ეხლა მხოლოდ 3500 გალელები, როგორც წესი დადიან მთელი აფხზეთის ტერიტორიაზე. როგორც ოჩამჩირეში ისე სოხუმში. დღეს დღეობით სოხუმში ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და გალელები, როგორც წესი სასურველი მუშები არიან იქ. მთავარია გქონდეს საბუთი (ან აფხაზეთის პასპორტი ან ძველი საბჭოთა პასპორტი აფხაზეთის ჩაწერით) სოფლები განადგურებულია. თუმცა ქართველების რაღაც მინიმალური რაოდენობა მაინც არიან. დიახ, ისევ რუსების კონტროლის ქვეშაა. თუმცა, როგორც მე ვიცი, რუსები, აპირებენ საკუთრივ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ალტერნატიული ხიდის აშენებას და შემდეგ გავლენო პერევიდან. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, ზუსტად არ ვიცი. დაველოდოთ. სხვა რა დაგვრჩენია რუსული ბლოკ პოსტი იქაც დგას, მაგრამ მოსახლეობის გადაადგილების კონტროლში არ მონაწილეობს. მხოლოდ მანქანებს არეგისტრირებს. მოსახლეობი გადაადგილებას ქართული და ოსური ბლოკ პოსტები ახორციელებენ. ასე არის დღემდე. თუმცა მუდმივად გაისმის ხმები, რომ გადაადგილება გამკაცრდება ან შეიზღუდება. მაგრამ ჯერ ჯერობით ვითარება ნორმალურია, ოღონდ მხოლოდ ახალგორელებისათვის. არა ახალგორელებს არც ქართული მხარე ატარებს იქეთ და არც ოსური
  11. liliko სამწუხაროდ ბატონმა იულონმა დიასპორის ცნებაც კი არ ესმის. დიასპორა ვერ იქნება შენს ტერიტორიაზე. ის ყოველთვის სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეა. საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებისა და ეთნიკური ჯგუფების დიასპორები, მაგრამ ბატონ იულონის მომსახურების ხალხი ცხოვრობენ არა საქართველოს ტერიტორიაზე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ბატონი იულონი არ ღებულობს ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებებს. მასზე დიდხანს საუბარი ალბათ დროის ფუჭად ხარჯვაა. არა იულონის არამედ სააკაშვილსა და მერაბიშვილის მიერ გატარებული პოლიტიკა არის საფრთხის მომცველი საქართველოსთვის ეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების პრობლემაა
  12. proletari არაფერს. დაიხურა პროექტი. ამასწინათ ვნახე კოკოითი და ფანდარასტობის ან გაფანდარასტების არაფერი შემინიშნავს. მე მგონი ვიღაც ვიღაცეები არც თუ ცოტა ფული გააკეთეს ამ პროექტში. აქციები ტარდებოდა ჯავახეთსი. თუ არ ვცდები კოდორის ხეობაშიც (იმ დროინდელ ზემო ახაზეთშიც) კი ის რომ ბავშვები გაანთავისუფლეს არათუ მეჩვენება, არამედ დარწმუნებული ვარ ამაში. საჭიროა მეტი მომზადება დებადებისთის და დისკუსიებისთვის. თუმცა ძალები არათანაბარია, ხელისუფლება სახელმწიფო რესურსებს ძირითადად ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ახარჯებს. მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაქცევა პოლიტიკურ სამინისტროდ
  13. SHARI ბავშვების გამოშვება მხოლოდ ხამერბერგის დამსახურებაა. როგორც კი გათავისუფლდნენ 5 ოსი, შემდეგ ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. მთელი რუსეთი რომ ჩაღტულიყი ამ პროცესში, თუ ქართული მხარე არ გაუშვებდა იმ 5 ოსს, ეს განთავისუფლება არ შეგდებოდა. ჩემი როლი იყო უაღრესად მოკრძალებული, მე უნდა დამეჯერებინა უგზოუკვლოდ დაკარგული ოსების მშობლები, რომ არ ღირდა ხელის შეშლა ბავშვების განთავისუფლებისთვის. ამ ეტაპზე შეიძლება აღდგეს კონტაქტები სამოქალაქო საზოგადოებების დონეზე. მაგრამ იმ დონეზე გასვლას რომელიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ქონდა კოდორის მოვლენებამდე (2006 წლის აგვისტო) ალბათ რამოდენიმე წელი დასჭირდება. როცა მიადგნენ უკვე კრიზისი გადაგორებული იყო, ვინაიდან რუსეთმა დააჯერა ასლანი, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ქონდა. მაგრამ რამოდენიმე დღით ადრე ასეთი საფრთხეები რეალური იყო. მაგალითად ხიდების აფეთქებამდე
  14. lasha_alo ამ საკითხზეც საკმარისად ბევრი ახსნა განმარტებები მქონდა ქართულ პრესაში და ტელევიზიაში. მთავარია, რომ ამ ბავშვების განთავისუფლება ვერ მოხდებოდა, ქართულ მხარეს რომ არ გაენთავისუფლებინა 5 ეთნიკურად ოსი უკანონოდ დაპატიმრებული პირი.
  15. machkatela machkatela ამ კონცეფციის გარშემო ბევრი დაიწერა და კიდევ მეტი ითქვა. გარდა საკუთრივ კონცეფციისა ჩვენ გამოვაქვეყნეთ კრებული "პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე". სადაც დეტალებში არის გაწერილი ავტორების დამოკიდებულება კონცეფციის მიმართ. შემიძლია მოგაწოდოთ ეს დოკუმენტები, ანდა ნახოთ ჩემს საიტზე ზაკარეისჰვილი.ცომ, რომელიც ერთი ორი დღეა გათიშული მაქვს მაგრამ ხვალ ან ზეგ ისევ ჩაირთვება
×
×
  • შექმენი...