Jump to content
Planeta.Ge

shavlego91

პლანეტელი
  • პოსტები

    981
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

shavlego91'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. რუსული კგბ-, ფსბ-ს შნირები მერაბ კოსტავას ქუჩაზე ანუ ჭინკების როკვა ქრისტეს ტაძარში!
  2. მოქკავშირის გენმდივანი ,ამ კავშირის კისერზეა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გამყიდველური ხელშეკრულებების( დაგომისი, მოსკოვი სოჭი,მოსკოვი) ხელმოწერა და მათი გაპრავება... ასეთებს პოლიტიკური საქმიანობა აკრძალული უნდა ჰქონდეთ თუ "პაჟიზნენის" თავს დააღწევდნენ!
  3. გენდერული თანასწორობა საქართველოში მხოლოდ ქაღალდზე, ენჯოებთან, თსუ-ს ლექციებზე ყვავის?!
  4. წმინდა გიორგი-ქართული მებრძოლი ქრისტიანობის კულტი Filed under: ზვიად გამსახურდია — Tags: გამსახურდია, ზვიად, წმინდა გიორგი — georgianeli @ 9:22 pm * * * “ქართველობა გააერთიანა ქრისტიანობამ, ქართულმა ქრისტიანობამ. კერძოდ, წმინდა გიორგის კულტმა. სამურზაყანოდან საინგილომდე ყველგან მისი ტაძრებია, ყველგან თაყვანს სცემენ მას. მართლაც და რა უნდა იყოს უფრო დიდი ემბლემა ჩვენი ერის სულისა, ვიდრე თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, ვეშაპის განმგმირველი”. * * * “ქრისტიანული წმინდა გიორგი ისტორიულად არსებული პიროვნებაა და ამავე დროს, არის მიწიერი სახე იმავე სულიერი არსებისა, მიქაელ მთავარანგელოზისა, დრაკონის დამთრგუნველი. ეს სახე და ეს კულტი იყო ყველაზე მახლობელი ქართული მოდგმისათვის. საქართველოში ქრისტიანობამ მიიღო გიორგიანობის სახე”. * * * “წმინდა გიორგის სახეში ქართველი ხედავდა არა მხოლოდ კაბადოკიელ წმინდანს, არამედ ქრისტიანულ ღმერთს. ღმერთი მას წარმოედგინა წმინდა გიორგის მებრძოლ სახეში, დრაკონის დამთრგუნველ სახეში ე.ი. მიქაელური ასპექტი ქრისტიანობისა იყო ყველაზე მეტად მახლობელი საქართველოსათვის”. * * * “მებრძოლი ქრისტიანობა ქართული კულტურის შინაგან თვისებას ასახავს, რაც წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის განმგმირვაშია ხორცშესხმული”. * * * “ქართველისათვის წმინდა გიორგი სიმბოლოა მებრძოლი ქრისტიანობისა, სიმბოლო თავად ღვთისა, ძალისმიერ, მებრძოლ ასპექტში, ბოროტების დამთრგუნველ ასპექტში. წმ. გიორგიმ ქართველი ხალხის წარმოსახვაში შეიერთა ყოველივე ის საუკეთესო, რაც მოიტანა ქრისტიანობამ”. * * * “ქართული ქრისტიანობა თავისი არსით არის სამხედრო ქრისტიანობა. ეს არის მოყმეთა, მებრძოლთა ქრისტიანობა და ასევე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის ერთი მთლიანი სულიერი ორდენი წმინდა გიორგისა”. * * * “წმინდა გიორგი თვით საქართველოს სიმბოლოა, გამუდმებით მტერთან მებრძოლის, ბნელეთის ძალებზე გამარჯვებულის”. * * * “ქართული ცნობიერების საფუძველია ქრისტიანულ ღირებულებათა პრიორიტეტი, სულიერის მატერიალურზე მაღლა დაყენება, ღვთის და ერისათვის თავგანწირვა და მარტვილობა, ქრისტიანული რაინდობა. ამ მახასიათებლების მიხედვით უწოდეს უცხოელებმა ქველ ქართველებს გეორგიანნი, რამეთუ საქართველოს აღიქვამდნენ, როგორც წმინდა გიორგის ერთიან ორდენს. ეს არის ჭყონდიდლურ-აღმაშენებლური მსოფლმხედველობა”. * * * “ქართული ცნობიერების ხატია წმინდა გიორგი, ბოროტების ძალთა წინააღმდეგ ამხედრებული. ამიტომ არის იგი გერბი საქართველოსი. ეს არის მოწამეობრივი იდეალის მსახურება, მებრძოლი სიკეთე, მებრძოლი ქრისტიანობა… სწორედ ამიტომ შეერთდნენ და შეკავშირდნენ დღეს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტების მსოფლიო ზალები. ამიტომ ცდილობენ ისინი დღეს საქართველოს სულიერად დაპყრობას, მის გადაგვარებას და განადგურებას”. * * * “წმინდაო გიორგი, დიდების მხედარო, ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია იხსენი სამკვიდრო შენი გეორგია დიდების უფალი მართალთა მწედ არი წმინდაო რაინდო გველი არ დინდო მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!” წიგნიდან: “აირჩიე, ქართველო ერო!” ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები
  5. აფხაზეთში ერთი სომხური პროექტი განხორციელდა , ახლა მეორეც?!
  6. ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა: 1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ: 2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით. 3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე. 4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები. 5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა. 6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად. 7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა. 8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი ... ასევე წერია-"გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები."----- ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა.
  7. ახლა გამოვიდა აღმაშენებელი მე-2-ე წიგნი... პირველი ავტორისეული ვარიანტი... კოწია გენიოსი მამულიშვილია!
  8. ამ ხელისუფლების დაცვა არაა ...მას მისი ცოდვები ჰყოფნის...მე მათზე ვწერ ვინც ყველაზე მეტად ყვირის!...ნიკოლაიშვილები,გამყრელიძეები,ხაინდრავები...
  9. კოდორი არც კობალაზეს და არც თევზაძეს გადაურჩენია , იგი დაიცვა " ადგილობრივმა მოსახლეობამ "მონადირემ" მრავალგზის( ედუარდ ორჯონიკიძემ მისი გადაცემნა რამდენიმეგზის სცადა) ,სანამ იგი ოქრუაშვილმა არ გააუქმა... მერე რსაც მოხდა იცით...
  10. რამდენი ადამიანი მოკლეს თბილისში 3,7 იანვარს, 2 თებერვალს, 24 ივნისს( ლანჩავა დაპატიმრებულებს - სულაძეს, ბროძელს , გიორგაძეს გაუსამართლებლად ხვრეტს..), სამეგრელოში... გაუსამართლებლად კვირაიას მიერ დახვრეტების ვიდეოც არსებობს შევარდნაძის, ჯაბას, ლორთქიფანიძის თანდასწრებით... მათზე ხმას რატომ არ იღებდნენ ნეტავ "უფლებების" დამცველები?!...მაშინ ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და თვითონ ხვრეტდნენ, ახლა რადგან ოპოზიციაში არიან ამიტომ აპროტესტებენ?! ...
  11. მთავრობის სახლს მაინც ყარყარაშვილი ანგრევდა 1991 წლის დეკემბერში( ქვეშ 3000 კაცს აყოლებდა მისი სურვილით),როგორც ცოდვილ შენობას... ასე რომ ნუ დარდობ თ!
×
×
  • შექმენი...