Jump to content
Planeta.Ge

No regrets

პლანეტელი
  • პოსტები

    55
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი No regrets -ს მიერ

  1. თუ პატიმარს უნდა სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით

    (კერძოდ საუბარია საპატრიარქოს და სამინისტროს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე როდესაც სასჯელის

    დარჩენილი ნაწილის მოხდა ხდება მონასტერში) ამ შემთხვევაში შეუშლის თუ არა მას ხელს

    ის რომ იგი მოთავსებული იყო კარცერში?

     

    http://www.dop.gov.ge/13.php

     

    მუხლი 681. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლა

     

    1. დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3-მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე წარდგინებით მიმართოს სასამართლოს.

     

    2. დეპარტამენტის მუდმივმოქმედ კომისიას თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის უფლებამოსილი პირი.

     

    3. წარდგინებაში აღინიშნება: მსჯავრდებულის სახელი და გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, ინფორმაცია ნასამართლობის თაობაზე, ჩადენილი დანაშაულის არსი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის მითითებით, სასჯელის ზომა, ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შინაარსი, სასჯელის მოხდის წესი და პირობები, სასჯელის მოხდის ადგილი (გეოგრაფიული მდებარეობა, დაწესებულების დასახელება და საქმიანობა), მითითება იმის თაობაზე, თუ სად უნდა განთავსდეს მსჯავრდებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან თავისუფალ დროს - სასჯელის მოხდის თუ სხვა ნებისმიერ ადგილზე, მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობა თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის საკონტაქტო პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას, და მისი წერილობითი თანხმობა, აგრეთვე საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები.

     

    4. სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისია ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ პირობებს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და სხვა გარემოებებს, რომლებიც ახასიათებს მას. კომისიის წარდგინებას უნდა ახლდეს მსჯავრდებულის პირადი საქმე.

     

    5. დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის უარი, სასამართლოს მიმართოს წარდგინებით თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე, უნდა იყოს მოტივირებული.

     

    საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №896 - სსმ I, 2008წ., №41, მუხ. 320

  2. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

    სახალხო დამცველის ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის

    სხდომაზე მხოლოდ ხუთი დეპუტატი ისმენს

     

    21 / 04, 2010 12:10

     

    სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ ხუთი დეპუტატი ისმენს.

    კომიტეტის სხდომას ესწრებიან კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი, მისი მოადგილეები, ეკა ხერხეულიძე, ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე და კიდევ ორი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი.

    რაც შეეხება თავად სახალხო დამცველის ანგარიშს, კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი საკმაოდ მწვავედ აფასებს და მიაჩნია, რომ სასჯელაღსრულების სისტემასა თუ ბავშვთა სახლებში ასეთი სერიოზული მონიტორინგის შედეგები ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა. თუმცა, გია არსენიშვილს მიაჩნია, რომ რეალური სურათის შესაქმნელად აუცილებელია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსმენაც. არსენიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ შენიშვნებია სახალხო დამცველის აპარატის მიმართაც, თუმცა მას ეს შენიშვნები ჯერ-ჯერობით არ დაუკონკრეტებია.

    სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ჯერ საუბრობს სასჯელაღსრულების სისტემაში, ბავშვთა სახლებში, სასამართლო სისტემასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში არსებულ პრობლემებზე. სახალხო დამცველის მონაცემებით, საკმაოდ ცუდი ვითარებაა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანდაცვის მხრივ; ასევე პატიმრების პრესით მომარაგების საკითხში; იკვეთება არაკვალიფიკაციური კადრების პრობლემაც.

    რაც შეეხება ბავშვთა სახლებს, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საკმაოდ კრიტიკულია ბავშვთა სახლებში არსებული მდგომარეობის მიმართ და აცხადებს, რომ ბავშვთა სახლებში ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს; თუმცა, გიორგი ტუღუში იმ პრობლემას უსვამს ხაზს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი კრიტერიუმები ძალადობისა – ყვირილი, დამცირება და ა.შ. - ბავშვთა სახლების თანამშრომლებს ძალადობად არ მიაჩნიათ და მათ ჩვეულებრივ სააღმზრდელო სატნდარტებად აფასებენ.

    რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებს, გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ იკვეთება გამოძიების გაჭიანურების, არაადეკვატური რეაგირებისა და არაადეკვატური მოპყრობის პრობლემები.

  3. შეგიძლია უფრო კონკრეტულად ახსნა რატომ იჩხუბა იმ თანამშრომელმა მეტი კონკრეტიკაა საჭირო თორემ გიყვიროდა ჩხუბობდა რის საფიძველზე გიჟი ხომ არ არის უმიზეზოდ ეჩხუბა

     

    დაივიწყე, თუ გინდა ჩათვალე რომ მე ვარ გიჟი

    ... გადამიარა უკვე, დავივიწყე და დავიკიდე,

    :mad:

  4. სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართე.

     

     

    თუ კულტურის სამინისტროს? :givi:

     

    პ.ს. არა უშავს - ჭიქა წყალი (ცივი) მივაყოლე

    .. არ ვარ ბოღმა, უბრალოდ გული მწყდება.

    თან მართალი რომ გითხრათ გავოცდი - ვერ მივხვდი რატომ ჩხუბობდა

    ... არა უშავს გავუგოთ ადამიანს - მძიმე დღე ქონდა ეტყობა, თუმცა კულტურა მაინც არ უნდა დაკარგოს

     

    პ.პ.ს. რეალურად ამ გვერდზე იმიტომ შემოვიხედე რომ წინა პოსტის წაშლას ვაპირებდი

    არ მიყვარს რეალური ემოციების ვირტუალ სამყაროში გადატანა.

  5. ეხლა მქონდა "ბედნიერება" მესაუბრა (სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე)

    სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელთან,

    მინდა ჩემი "აღფრთოვანება" გადმოგცეთ მისი ე.წ "კულტურის" გამო,

    წარმომიდგენია პატიმრები რა დღეში არიან, როდესაც მე თავისუფალ მოქალაქეს

    მირეკავს, თან თავის სამსახურეობრივ საქმეზე და ტელეფონში ღრიალებს

    ქალის და კაცის გარჩევა არ იცის, ამ დროს მე პარალელურად ვცდილობ რომ რაღაც ავუხსნა

    ის კი აგრძელებს ყვირილს რომ ჩემთვის არ სცალია - არადა თვითონ დამირეკა,

    ... არადა თან თავის საქმეზე.

     

    ... ჯობია ღრმად ჩავისუნთქო და გავიღიმო, მაინც არაფერი ეშველება ამ ქვეყანას

     

    :givi:

     

    ... მოკლედ არაფერი, გაატარეთ, უბრალოდ "ორთქლი ამოვუშვი" და ეს თემა რაღაცით თვალში მომხვდა ამ დროს :suicide2:

     

    პ.ს. ჩემი თხოვნა იქნება - კადრები უკეთესად შეარჩიეთ გეთაყვა,

    სამსახურია ისეთი რომ ბევრ მოთმინებას მოითხოვს (იმაზე მეტს ვიდრე თუნდაც ჩემი სამსახური)

    შესაბამისად მეტად გაწონასწორებული კადრია საჭირო.

  6. როგორ გრძნობს თავს ახლობელი როდის გამოვიდა

     

    საშინლად! იყო ყვითელი, რომ დავინახე შემეშინდა, ეჭვიც კი

    გაგვიჩნდა ჰეპატიტი ხომ არ აქვსთქო, მაგრამ ეხლა თანდათან გადასდის

    იჯდა სულ 6 თვე მაგრამ საკმარისი დრო იყო იმისათვის რომ შთაბეჭდილება მოეხდინა.

    განსაკუთრებით აღფრთოვანებულია აღნიშნული სტრუქტურის თანამშრომლების კულტურით,

    50-ს გადაბიჯებული ადამიანისათვის არც ისე ადვილი მოსასმენია როგორ გიგინებენ

    ოჯახის წევრებს დილა-საღამოს-შუადღეზე (არც ახალგაზრდებისთვის არის სასიამოვნო მგონი)

    - სხვათა შორის მის განაჩენში ნამდვილად არ ეწერა რომ დილა-საღამოს უზმოზე უნდა გაგინონო

    .. ამისდა მიუხედავად აღნიშნა რომ ასაკიდან გამომდინარე ის შედარებით უკეთეს პირობებში

    იყო, ეს უკეთესი პირობები გულისხმობდა იმას რომ არ უცემიათ, ახალგაზრდებს ეს ბედნიერება არ აქვთ.

     

    გლდანში სარეცხს რეცხავენ თვითონ და შენ რატომ მიგქონდა ტანსაცმელი შეიძლება მიგქონდა ახალი ტანსაცმელი

     

    ეს ერთადერთი საშუალებაა მიხვდე რომ ადამიანი ცოცხალია და ჯანმრთელია

    ვიდრე თავად მისცემენ დარეკვის უფლებას 3 წუთით კვირაში,

    მოგეხსენებათ რომ ხშირად პროცესები 9 თვემდეც კი იწელება,

    ამ შემთხვევაში მთელი 4 თვე დასჭირდა პროცესების დამთავრებას,

    პლიუს 1 თვე ვიდრე განაჩენი გლდანამდე მიაღწევდა და შესაბამის აღნიშნვას

    გააკეთებდნენ პატიმრის ბარათზე რომ მას უკვე მისჯილი აქვს და აქვს დარეკვის

    და მიმოწერის უფლება აქვს... მერე ისედაც გამოვიდა.

    სწორედ ამიტომ კვირაში ერთხელ მივდიოდით ოჯახის წევრები

    როდესაც პატიმარი უკან გიგზავნის გასარეცხ ტანსაცმელს ასევე აყოლებს ფურცელს

    რომელზეც საკუთარი ხელით წერს რომ მიიღო ამანათი და აგზავნის ამას და ამას

    ხოდა გეთაყვა ეს ერთადერთი გზაა იმის რომ ამ პერიოდში მიხვდე,

    შენი ახლობელი ისევ ორ ფეხზე დგას და პასტის ხელში ჭერა შეუძლია.

    ასე რომ აქ პრობლემა ბევრად ღრმაა ვიდრე ჭუჭყიანი სამოსი და სამრეცხაო.

     

    ესეთი ვითომ პატარა ხარვეზებიც აღმოიფხვრება

     

    მე თუ მკითხავთ ამას ჩემი აზრით დიდი დრო არ სჭირდება,

    უბრალოდ დანახვა უნდა და მონდომება, დანარჩენი მარტივი პროცედურაა

    რომელსაც წლები ნამდვილად არ სჭირდება.

  7. როგორც მივხვდი შენ გყავს ან გყავდა ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი მსჯავრდებული

     

    მყავდა, გამოვიდა შეწყალებით

     

    ორსული ქალები მოხუცები ბავშვები რიგში ცუდად ხდებიან ცოტა გადაჭარბებულია ბავშვებს რ აუნდ ათ მანდ რატომ მიყავთ

     

    გეთაყვა ამას უკვე საკუთარი თვალით ვუყურებდი,

    ზოგს არავინ არ ჰყავს პატრონი მოხუცი დედის გარდა,

    ზოგს ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავს და თან მოჰყავს,

    ჩემი თუ არ გჯერა ერთ ნებისმიერ დღეს მიბრძანდით

    დილის 9 საათზე და ნახეთ ვინ დგას რიგში - იმის და მიუხედავად

    რომ შეშვება 10 საათიდან იწყება ეს ხალხი დილიდან რიგში დგას

    რომ პატიმარს ერთი-ორი ხელი სუფთა ტანსაცმელი მიაწოდონ

     

    ვილაპარაკოთ რეალურ პრობლემებზე გლდანში არის სამრეცხაო და რატომ ელოდებიან გასარეცხ ტანსაცმელს მოქალაქეები 1-საათი უცნაურია და არანაირი შეხება არ აქვთ თუ თანსაცმლის შეტანა გინდოდა

     

    მე ზემოთაც ვთქვი და გიმეორებთ, როდესაც გიჩნდება

    ეჭვი რომ რასაც გეუბნებიან სიცრუეა, მინიმუმ უნდა გადაამოწმო

    მაინც თუ ეს თქვენს კომპეტენციაში შედის.

    მე არანაირი ინტერესი არ მაქვს ვიცრუო, მე ეს ყველაფერი გამოვიარე

    და ვიმეორებ არანაკლებ დამცირებულად ვგრძნობდი თავს როდესაც

    კვირაში ერთხელ მისული საათი ვიდექი ფეხზე.

    მე მაპატიეთ თუ ჩემი ოჯახის წევრი მიყვარს და მინდა რომ

    სუფთა ტანსაცმელი ეცვას და ყურადღება იგრძნოს თუნდაც იმ

    მიტანილი 1 ხელი ტანსაცმლით.

    ვინაიდან ნებადართულია ყოველ დღე ტანსაცმლის მიტანა,

    სულ რომ გიჟი ვიყო და ყოველ დღე მივუტანო ტანსაცმელი

    სისტემა ვალდებულია უზრუნველყოს რომ იქ მისვლისას არ განვიცადო

    დისკომფორტი, უზრუნველმყოს ელემენტალური სკამით!

     

     

     

    რეალური პრობლემები კი უკვე ჩამოვთვალე:

    დამცირება, ფიზიკური შეურაცხყოფა, გასეირნების

    მაგივრად რამოდენიმე წუთიანი ძუნძული ჯოხის ქვეშ

    და შედეგი გამოსწორების მაგიერ კიდევ უფრო დეგრადირებული

    და გამწარებული კრიმინალი ...

     

    დეტალურად უკვე დავწერე და აღარ გავიმეორებ.

     

    პ.ს. თუ კონკრეტულად რაიმე გაინტერესებს,

    იმისათვის რომ რაიმე შეცვალო დიდი სიამოვნებით გიპასუხებ,

    ხოლო თუ უბრალოდ კამათი გინდა და იმის დამტკიცება თუ რაოდენ

    ბრწყინვალე დაწესებულებაა თუნდაც გლდანის #8 საპყრობილე

    სულ ტყუილად გაირჯები, მე კი აღარაფერი დამრჩება თუ არა გისურვო

    საკუთარ ტყავზე იგრძნო მისი "სიდიადე" :beach:

  8. სამეზობლოში ნაჭორავები ინფორმაციები ვრცელდება ხშირად რაც ცუდია და კიდევ კარგი არ ჯერა არავის

     

    გეგუთს რაც შეეხება, ნამდვილად ვერ დავდებ თავს,

    სამაგიეროდ გლდანის #8 საპყრობილის შესახებ მოყვანილი

    ფაქტები ნამდვილად არ არის ჭორი - ეს რეალობაა.

    სასურველია თუ შესაბამისი უწყებები გაითვალისწინებენ

    და აღმოფხვრიან არსებულ პრობლემებს.

    რატომღაც აქცენტი მხოლოდ ჩხრეკაზე იყო, არადა ზემოთ მოცემულ

    პოსტში საუბარია პატიმრების დამცირების და ცემის ფაქტებზე

    მათი უფლებების შელახვაზე, სასურველია თუ ამაზე გაკეთდება აქცენტი

    და გაეცემა პასუხი.

  9. ესეც "ისტორიები" გეგუთიდან.

    რატომღაც ამ ქვეყნის ხელისუფალთ არ ესმით

    რომ პატიმარსაც კი გააჩნია საკუთარი უფლებები

     

    http://7days.ge/index2.php?newsid=818

     

    გეგუთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში აღმოჩენილია წამების ფაქტები

     

    29-03-2010, 15:40

    გეგუთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში აღმოჩენილია წამების ფაქტები როგორც დღეს გახდა ცნობილი, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა მონიტორინგი განახორციელა გეგუთის N 8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში.

     

    სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, გეგუთის N 8 დაწესებულებაში ვითარება დამძიმდა 28 თებერვლის შემდეგ, როდესაც მსჯავრდებულებმა გამოაცხადეს შიმშილობა დაწესებულების კარცერში მსჯავრდებულ გიორგი კვანტრიშვილის გარდაცვალების გამო.

     

    მონიტორინგის ჯგუფმა კარცერში მოინახულა რამდენიმე მსჯავრდებული. ერთ–ერთი მსჯავრდებული კარცერში იმყოფებოდა სვირინგის გაკეთების გამო – მაშინ, როცა ამ დანაშაულისთვის დასჯის ამ ფორმის გამოყენებას კანონი არ ითვალისწინებს. მსჯავრდებულების თქმით, ზოგიერთი თანამშრომელი მათ ექცევა უხეშად და გამომწვევად, აყენებენ შეურაცხყოფას. პატიმრებს კარცერში ათავსებენ შეპასუხების შემთხვევაშიც კი.

     

    მონიტორინგის ჯგუფი ადასტურებს, რომ კარცერში მყოფ რამდენიმე მსჯავრდებულს სხეულზე აღენიშნება სხვადასხვა ხასიათისა და ხანდაზმულობის დაზიანებები. ამ დროს სამედიცინო პერსონალს ასეთი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ეს მონიტორინგის ჯგუფს დაწესებულების მთავარმა ექიმმა უთხრა. მან წარმოადგინა „ტრავმების ჟურნალი“ – როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ჟურნალში მთელი 2010 წლის განმავლობაში სულ 2 შემთხვევაა რეგისტრირებული (მათ შორის 1 ლეტალური შედეგით).

     

    ის, რაც ექიმმა განაცხადა, სრულიად არ შეესაბამება რეფორმირებულად მიჩნეულ, გნებავთ – რეფორმის პროცესში მყოფ სასჯელაღსრულებით სისტემას. ექიმმა განაცხადა, რომ მედპერსონალს არ მიუწვდება ხელი მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმებაზე, ისინი რეაგირებას ახდენენ მხოლოდ იმ შემთხვევებზე, რომელთა დროს ადმინისტრაცია თავად იძახებს ექიმს. მონიტორინგის ჯგუფის თქმით, ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში ექიმთა ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა უკიდურესად დაბალ დონეზეა. მთავარმა ექიმმა წარმოადგინა ერთ–ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფაქტებს, რომ, როგორც სამოქალაქო, ისე პენიტენციური სისტემის სტაციონარებში, პაციენტთა გადაყვანის საკითხის გადაწყვეტაში ექიმის მოსაზრება პრაქტიკულად არ არის გათვალისწინებული.

     

    დაწესებულება თითქმის არ არის უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურებით. თითქმის 3000 მსჯავრდებულს 2 ექიმი (თითო ცვლაში – 1) და ერთი ექთანი ემსახურება. შესაბამისად, ექიმები ვერ იცავენ კანონმდებლობის მოთხოვნას, სისტემატურად მოინახულონ პატიმრები, გააკონტროლონ ეპიდემიოლოგიური და სანიტარიულ–ჰიგიენური მდგომარეობა, საკვების ხარისხი და ა.შ.

     

    მონიტორინგის დროს აღმოაჩინეს სამედიცინო ცნობა, გაცემული ერთ–ერთ მსჯავრდებულზე აკადემიკოს ს. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიერ. ცნობაში ჩაწერილი იყო ასეთი რეკომენდაცია: „ესაჭიროება შემდგომი გამოკვლევა და მკურნალობა ნევროლოგიურ სტაციონარში (ჩვენს კლინიკას ნევროლოგიაში ლიცენზია არ აქვს)“. მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსების მიერ გაცემული იყო ასეთი რეკომენდაცია, მსჯავრდებული დააბრუნეს გეგუთის N8 დაწესებულებაში. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანი, რომელიც ნევროლოგიურ დახმარებას საჭიროებდა, ჰქონდა სერიოზული პრობლემები, ისევ ციხეში დააბრუნეს.

     

    მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ სამედიცინო ნაწილში წამლები არ აქვთ, ასევე გართულებულია გარედან წამლების მიწოდება.

     

    მონიტორინგის ჯგუფმა გამოავლინა ფსიქიკური პრობლემების მქონე რამდენიმე მსჯავრდებული, რომლებიც კვალიფიციურ ფსიქიატრიულ დახმარებას მოკლებულნი არიან.

     

    როგორც სახალხო დამცველის აპარატი გვაუწყებს, გეგუთის N8 დაწესებულებაში, რადგანაც არის საერთო და მკაცრი რეჟიმის, მსჯავრდებულებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უცნაური რეჟიმის გამო, მსჯავრდებულებს მხოლოდ 3–4 საათის განმავლობაში შეუძლიათ დატოვონ საცხოვრებელი. დანარჩენ დროს ისინი გადატვირთულ საცხოვრებელ ე.წ. ბარაკებში ატარებენ, რაც უფრო საპყრობილის რეჟიმს შეეფერება. აღნიშნულის მიზეზია ის გარემოება, რომ კორპუსებიდან სასადილოში გადიან რიგრიგობით და მაშინ, როცა ერთ–ერთი კორპუსის მსჯავრდებულები არიან სასადილოში, დანარჩენები ჩაკეტილები ჰყავთ.

     

    მონიტორინგის ჯგუფი ავრცელებს ინფორმაციას დარღვევის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ: მსჯავრდებულების მიერ შიმშილობის გამოცხადება, რაც საყოველთაოდ მიღებულ პროტესტის მშვიდობიან ფორმას წარმოადგენს, ადმინისტრაციის მიერ აღქმული იქნა, როგორც არეულობის მცდელობა – „რეჟიმის დარღვევა“, რის გამოც 28 თებერვლის შემდეგ დაწესებულებაში დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. მსჯავრდებულებს ჩამოართვეს ტელეფონით სარგებლობის უფლება და მხოლოდ ორი კვირის შემდეგ აღუდგინეს. ასევე აეკრძალათ დომინოს თამაში. ეს უფლება აღდგა 1 კვირაში. ასევე ჩამოერთვათ ტელევიზორები და რადიოები, რომლებიც მონიტორინგის დროსაც არ იყო დაბრუნებული.

     

    მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ მსჯავრდებულებისთვის გაძნელებულია გარე სამყაროსთან კონტაქტი – დაწესებულების 5 კორპუსს აქვს მხოლოდ ტელეფონის 5 აპარატი და, მსჯავრდებულების გადმოცემით, მათ მხოლოდ თვეში ერთხელ აქვთ საშუალება, ისარგებლონ ტელეფონით, ისიც 10 წუთით. გარდა ამისა, დაწესებულებაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთა ოჯახებიც არ იმყოფებიან საქართველოში, ვერ უკავშირდებიან ოჯახის წევრებს, რადგან არ არის სატელეფონო კავშირი უცხოეთთან.

     

    მსჯავრდებულთა გადმოცემით, მათ ეზღუდებათ მიმოწერის უფლებაც – დაწესებულებიდან არ იგზავნება საჩივრები და განცხადებები. მსჯავრდებულთა განმარტებით, რვეულის ფურცლებზე დაწერილ განცხადებას სოციალური სამსახური არ იღებს იმ მოტივით, რომ აკრძალულია განცხადების რვეულის ფურცელზე დაწერა, ხოლო თაბახის ფურცელს მსჯავრდებულებს არ აძლევენ, ეუბნებიან, არ გვაქვსო.

     

    * * *

     

    2010 წლის 24 მარტს მედიაში გავრცელდა ინფრომაცია, რომ გეგუთის N8 დაწესებულებაში სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ორ პატიმარს - დავით კოტორეიშვილსა და დავით ზარანდიას უმოწყალოდ სცემეს.

     

    სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გეგუთის N8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოინახულეს მსჯავრდებული დავიტ კოტორეიშვილი, რომელმაც კატეგორიულად უარყო მასზე ზეწოლსა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. ხოლო რაც შეეხება დავით ზარანდიას, ასეთი სახელისა და გვარის მსჯავრდებული აღნიშნულ დაწესებულებაში ვერ აღმოაჩინეს.

  10. ალბათ განაწესითაა აუცილებელი. აბა ქალს რა დაინტერესება უნდა ჰქონდეს რომ სხვა ქალი გაჩხრიკოს.

     

    სწორედ ამ ე.წ განწესის აბსურდულობაზე მაქვს საუბარი,

    თორემ პენიტენციალურ სისტემაში ლესბოსელები შემოგვეჩვიენთქო

    მაგას კი არ ვჩივი! :D

     

    პ.ს. რამაც შენი ყურადღება მიიქცია ყველაზე

    ნაკლები პრობლემაა, ბოლო-ბოლო აიტან ადამიანი.

    სხვა ბევრი და ბევრად უხეში დარღვევაა.

  11. ამ ჩხრეკას ქალი თანამშრომელი არ ატარებს?

     

    საბედნიეროდ კი!

    თუმცა აბსოლუტურად არასაჭირო პროცედურაა

    როდესაც პატიმართან მიახლოების შესაძლებლობა 0-ის ტოლია.

    პლიუს ფანჯარას ნახვრეტიც კი არ აქვს რომ რაიმე გადააწოდო.

  12. ნუთუ არ გსმენიათ ბატონო ფრიდრიხ თუ რა ხდება თუნდაც გლდანის #8 საპყრობილეში?

    თუ თქვენ ამ სისტემაში მუშაობთ ჩემი რჩევა იქნებოდა პერიოდულად შეისეირნეთ, ოღონდ არა

    ისე 3 დღით ადრე რომ აფრთხილებთ!

    ჩამოვთვალოთ დადებითი და უარყოფითი მხარეეები, მე არ ვუარყოფ რომ ბევრი კარგი გაკეთდა,

    მაგრამ აგრეთვე მინდა ავღნიშნო რომ დღემდე უხეშად ირღვევა ადამიანთა უფლებები – დიახ სწორედ ადამიანთა!

    ვინაიდან პატიმარი არის ჯერ ადამიანი და შემდეგ უკვე პატიმარი – ის არ არის თქვენი საკუთრება,

    არ არის თქვენი შინაური ცხოველი, ზოგ შემთხვევაში კი სრულიად უმიზეზოდ არის მოხვედრილი

    აღნიშნულ დაწესებულებაში.

    1. ავღნიშნავ რომ კვება ნამდვილად ნორმალურია

    2. დამყარებულია წესრიგი.

    უარყოფითი:

    1. პატიმარს მიმართავენ როგორც ოთხფეხა საქონელს,

    გაბედავს ხმის ამოღებას და გააპროტესტებს მიმართვის ფორმას

    და ჯერ მის ყველა ოჯახის წევრს აგინებენ, შემდეგ სცემენ, შემდეგ

    მიათრევენ კარცერში მინიმუმ 10 დღით. კარცერში მოხვედრა კი

    ნიშნავს უარყოფით დახასიათებას ციხიდან, უარყოფითი დახასიათება

    ციხიდან კი (მიზეზების გაურკვევლად) ნიშნავს იმას რომ შეწყალების

    ან უდოს იმედი სამუდამოდ დაკარგულია, ანუ თუ ადამიანს ოდნავი

    თავმოყვარეობა აქვს – ეს დასჯადია.

    2. სასეირნოდ თითქმის არავინ არ გადის! – ეს თითქმის დაუწერელი

    კანონია პატიმრებისათვის ვისაც ოდნავ მაინც თავმოყვარეობა გააჩნია.

    სასეირნოდ გაჰყავთ ღამის ცვლას, რომელსაც ერთი სული აქვს სახლში

    როდის წავა, შესაბამისად პატიმრის სეირნობა მიდის შემდეგი აკომპანიმენტის ქვეშ

    – ბადრაგი უყვირის, შეურაცხყოფას აყენებს და მოითხოვს რომ რაც შეიძლება

    სწრაფად ირბინოს და თუ პატიმარმა სვლა ოდნავ შეანელა მოხვდება

    მინიმუმ ფეხებში ჯოხი, მაქსიმუმ კი .....

    3. სასჯელაღსრულების სისტემას აბსოლუტურად ფეხზე კიდია

    პატიმრის ოჯახის წევრები. იმისათვის რომ პატიმარს ამანათი გადასცე

    უნდა დადგე დილიდან რიგში, ეს კიდევ არაფერი, როდესაც საბოლოოდ

    გაყინული/გაშეშებული შეაღწევ ამანათების ოთახში 1 სკამიც კი არ არის

    რომ ადამიანი ჩამოჯდეს, არადა გასარეცხი ტანსაცმლის ლოდინი უწევს

    დაახლოებით 40 წუთიდან საათნახევრამდე, დგანან ფეხმძიმეები,

    მოხუცები, ბავშვები, ცუდად რომ გახდე არავინ არ დაგსვამს, გეუბნებიან

    რომ ეს სკამები თანამშრომლებისაა.

    4. მოგეხსენებათ რომ შაბათს, აღდგომის წინა დღეს მოხდა პატიმრების შეწყალება,

    თავი დავანებოთ იმას, რომ დღემდე გაურკვეველია კონკრეტულად რა მუხლებს

    შეეხო შეწყალება და რა კრიტერიუმებით, რადგან იყო ხალხი რომელსაც 3 წელი

    ჰქონდა მისჯილი და აქედან მოხდილი სულ 5 თვე და ესეთი გამოუშვეს,

    თუმცა ამავე დროს არ გამოუშვეს ადამიანი რომელსაც 11 თვე ჰქონდა (წელიწადნახევრიდან)

    დარჩენილი და რომელსაც სახლში მცირეწლოვანი ბავშვები ელოდებიან).

    ეს დანაშაულის მხოლოდ ნაწილია, მომლოდინეები შაბათს მთელი დღე

    იდგნენ ციხის კართან, სიები ადმინისტრაციას დილიდან ჰქონდა მიღებული

    მთელი დღის განმავლობაში 1 ადამიანიც კი არ გამოსულა ადმინისტრაციიდან

    რომ ოჯახის წევრებისათვის პასუხი გაეცა, მხოლოდ 7 საათზე გადმოსცეს რაციით

    რომ მეტი აღარავინ აღარ გამოდის და დაიშალეთო.

    5. აგრეთვე მინდა გითხრათ რომ თქვენს მიერ გამოყოფილი 3 წუთი კვირაში

    ტელეფონზე დასარეკად, ეს უკვე არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა,

    რომ არაფერი ვთქვათ თვეში ერთხელ მოკლევადიან (1 საათი) პაემანზე

    სადაც პატიმარს ელაპარაკები შუშის მიღმა ტელეფონით. შუშის მიღმა

    პატიმრისათვის რაიმე ნივთის მიწოდება რა თქმა უნდა გამორიცხულია,

    თუმცა ყოველი შემთხვევისათვის პაემნამდე გადიხარ ჩხრეკას რომელსაც

    საკმაოდ შეურაცხმყოფელი ფორმა აქვს, მაპატიებთ და დავკონკრეტდები – ლიფშიც

    კი გიძვრებიან და გისინჯავენ... ალბათ ადმინისტრაციას ეშინია

    დაჟინებული მზერით გამყოფი შუშა არ დაადნო.

    მოკლედ მინდა ავღნიშნო რომ საბოლოო ჯამში პატიმრის ოჯახის წევრი

    არა ნაკლებ პატიმრისა გრძნობს თავს "დამნაშავედ" და მათაც ექცევიან

    როგორც ოთხფეხა საქონელს.

    6. ბიბლიოთეკა აღნიშნულ დაწესებულებაში არის მწირი (ეს მსუბუქად ნათქვამია),

    თუმცა ეს არ იქნებოდა პრობლემა ოჯახის წევრებს თავისუფლად რომ შეეძლოთ

    ტანსაცმელთან ერთად წიგნის შეგზავნაც. იმისათვის რომ პატიმარს წიგნი გაუგზავნო

    უნდა წახვიდე ფოსტაში სადაც წიგნებს აგიწონიან (თუ ამის ფინანსური საშუალება გაქვს)

    და კარგ შემთხვევაში 10 დღეში პატიმარი მიიღებს წიგნს – ან წიგნების ნახევარს,

    მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ გაგზავნილი 5 წიგნიდან პატიმარმა რატომღაც

    მიიღო მხოლოდ 2, დანარჩენი 3 წიგნი კი რომელშიც ოჯახის წევრს რა თქმა უნდა ფული

    აქვს გადახდილი უბრალოდ სადღაც აორთქლდა, დამტკიცებით კი რა თქმა უნდა ვერაფერს

    ვერ დაამტკიცებ.

     

    მოკლედ ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე მინდა ავღნიშნო

    რომ საქართველოს პენიტენციალური სისტემა ემსახურება არა ადამიანის აღზრდა/გამოსწორებას

    არამედ მის კიდევ უფრო მეტად დეგრადირებას – გამწარებას.

    შედეგად ვიღებთ გამწარებულ/დანგრეულ ოჯახებს და რეციდივისტებს

    და ეს ყველაფერი იმის ფონზე რომ საქართველოში დაახლოებით

    ჩემი ინფორმაციით 23000 პატიმარია.

     

    გმადლობთ ყურადღებისათვის

     

    პ.ს. მინდა ავღნიშნო რომ ზემოთ მოცემული მონოლოგი დავწერე არა იმისათვის,

    რომ რამენაირად დავამცირო ის მიღწევები რაც მართლა არსებობს ამ სისტემაში,

    არამედ დაგანახოთ ის მძიმე შეცდომები რაც არსებობს ამ სისტემაში და რაც აუცილებლად

    გამოსასწორებელია, ვინაიდან არანაკლები დანაშაულია ვიდრე ის დანაშაული რასაც

    პატიმრები აღნიშნულ სისტემაში მოხვედრამდე სჩადიან.

  13. ბუმერანგი რაღა შუაშია?

     

    ნუ ალბათ იმას გულისხმობდა, რომ

    ადრე თუ გვიან ორივე მოგიბრუნდება

    და "თავში მოგხვდება"

    ... ნუ სხვანაირი ფინალი მე ჯერ არ მინახავს :mad:

  14. ცოცხალი რომ ყოფილიყო ათასგვარად დაძრახავდით და გაკიცხავდიც.

     

    ცოცხალი რომ ყოფილიყო "ცოცხლად" შევჭამდით

    ... ასე რომ დაისვენა.

     

    თვისება გვაქვს ქართველებს... უჩვეულო - ყველა ჩვენზე ჭკვიან ადამიანს "ცოცხლად"

    ვჭამთ, გარდაცვალების შემდეგ კი იმაზე მეტად აგვყავს ცაში ვიდრე შესაძლოა იმსახურებდეს.

     

    :D

×
×
  • შექმენი...