Jump to content
Planeta.Ge

sopo_pataraia

პლანეტელი
  • პოსტები

    23
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

sopo_pataraia'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. დიდი მადლობა მოწვევისათვის ძალიან საინტერესო იყო შეკითხვები, მადლობას გიხდით კეთილი სურვილებისათვის და მუდამ მოხარული ვიქნები თუ რაიმე ახალი შეკითხვები გაჩნდება ვეცადო პასუხი მოძიებას საღამო მშვიდობისა
  2. როცა გონია რომ არაფერი გამოდის მაშინ ხვდები იმას თუ რისთვის გინდა რომ იბრძოლო, პერსპეკტივას ჩვენ თვითონ ვუქმნით თავს. რაც შეეხება პრაკტიკულ რჩევებს ვინმეს თუ კონკრეტული ინფორმაცია სჭირდება მომწერეთ და ვეცდები მაქსიმალურად მოვიძიო
  3. ფლანგვიდან დავიწყოთ თანხები რომელიც სახელდება არის დახარჯული 20 წლის მანძილზე და ათასობით კოლაბორაციის წევრი იყო დასაქმებული ამ 20 წლის მანძილზე, მაგას თუ გავითვალისწინებთ ფლანგვის მაგივრად მგონი უფრო მომჭირნედ უხდიდნენ კიდევ ერთი არგუმენტი ყველაფერი ფარდობითია და თუ შევადარებთ თვითეოეული ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტს სამეცნიერ ბიუჯეტთან დავინახავთ რომ სამეცნიერო შეგვიძლია დავივიწყოთ და რაც შეეხება გამართლებას ყველა ამ თანხების დახარჯვისა: საერთაშორისო კოლაბორაცია და ერების გაერთიანება ერთ პროექტში, საუკუნეების კითხვები: ვინ ვართ ჩვენ, რა არის ჩვენ გარშემო და 1000000000 რატომ და რისთვის? და ადამიანობის განსაზღვრება: მე ვაზროვნებ ანუ მე ვარსებობ
  4. მეორე შეკითხვაზე ამდენი ხანია არ მიპასუხია შემთხვევითი არ არის, არ ვიცი რა ვთქვა და იმიტომ, მე რათქმაუნდა ვისურვებდი ჩვენი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების კარგ დაფინანსებას, საერთაშორისო ექსპერიმენტებში და კოლაბორაიცებში ჩართვას, არსებული ძლიერი სკოლის შენარჩუნებას და განვითარებას. წარსული კვლევების ელექტორნული ბაზების შექმნას და ასე შემდეგ და რაც მთავარია საქართველოს გაერთიანებას და გაძლიერებას, რადგან 4 მილიონი ვართ ჩვენ სიძლიერე მხოლოდ გონიერი გზით თუ შეიძლება რომ მოხდეს.
  5. Higgs ველი შეგვიძლია შევადაროთ წყლის ზედაპირს სადაც არის მუდმივი ტალღები ველი კვანტური ფიზიკის ჟარგონია და გამოიყენება ნაწილაკების ურთიერთქმედების აღსაწერად
  6. ელემენტარული ნაწილაკები არ არსებობენ თავისუფალ მდგომარეობაში რადგან მათ გააჩნიათ თვისება მიიზიდონ საპირისპირო თვისების ნაწილაკები და წარმოქმნან ნეიტრალური სისტემა. ზოგჯერ ჩვენ შეგვიძლია ისინი დავაშოროთ ერთმანეთს თუ მათ შორის ურთიერთქმედება მცირდება რაც უფრო დიდია მანძილი ნაწილაკებს შორის მაგალითად დადებითი და უარყოფითი მუხტის მიზიდულობა მცირდება თუ მათ შორს მოვათავსებთ ერთმანეთისაგან. არსებობს კვარკები რომელიც ელემენტარული ნაწილაკებია რითაც პროტონები და ნეიტრონები შედგება და მათ შორის მიზიდულობა იზრდება რაც უფრო ვაშორებთ ერთმანეთს ამიტომ მათი განცალკევება შეძლებელია (იდელური ურთიერთქმედება მაგალითად შეყვარებული ადამიანებისათვის). ამიტომ ისინი თავისუფლად არ არსებობენ და ქმნიან ნეიტრალურ სისტემას, ყველაზე მარტივია კვარ და ანტი კვარკის სისტემა რომლებსაც მეზონები ჰქვიათ, შემდეგ მოდის სამი კვარკის კომბინაცია რომელთაც ჰქვიათ ბარიონები, მაგალითად პროტონი და ნეიტრონი შედგება სამი კვარკისაგან. ბარიონები და მეზონები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სპინით. მეზონებს აქვთ მთლიანი სპინი და ამიტომ არიან ბოზონები და ბარიონებს აქვთ ნახევარი სპინი და არიან ფერმიონების ოჯახის წევრი. მუონებს ეძახდნენ მეზონებს წარსულში მაგრამ შემდეგ აღმოჩენილ იქნა რომ ისინი არიან ელემენტარული ნაწილაკები და არ შედგებიან კვარკებისაგან როგორც მეზონები. მადლობთ ყველას კეთილი სურვილებისათვის
  7. Higgs მექანიზმის მიხედვით არსებობს მასიური ნაწილაკი რომელთანაც ურთიერთქმედებს ყველა არსებული ნაწილაკთან და ამ ურთიერთქმედების შედეგად ისინი შეიძენენ მასას. ანუ ვაკუუმი არის შევსებული Higgs ველებით რომელსაც მასა გააჩნია მოდელის ფარგლებში, დანარჩენებს მასა არ აქვთ და მხოლოდ ამ მასიურ ველთან ურთიერთქმედების შედეგათ შეიძენენ მასას.
  8. მაიას ტომებს დაეზარათ კალენდრის გაკეთება რადგან იცოდნენ 2012 წელს უამრავი ელექტრონული კალენდარი იარსებებდა
  9. ჩემის აზრით მზის ენერგიას შეიძლება ადვილად ვუწოდოთ მუდმივი ენერგიის წყარო, რადგან კიდევ რამოდენიმე მილიონი წელი გვირდებიან ფიზიკოსები მის ნათებას და რადგან მაინც ანათებს მისი ზედმეტი გამოყენების საშიშროებაც არ არის. განსაკუთრებით მზიური საქართველოსათვის.
  10. მე ვაკეთებ ჩემ დოკტორანტურას ATLAS ექსპერიმენტში რომელიც მოთავსებულია ამაჩქარებლის ერთ-ერთ ნაწილაკების შეჯახების წერტილში. ჩვენი ექსპერიმენტი ეცდება შეისწავლოს ფუნდამენტური ნაწილაკების თვისებები, აღმოაჩინოს ახალი ნაწილაკები, და დადასტუროს ან უარყოს არსებული თეორიული მოდელები. ფიზიკის შეკითხვებირ ომელიც დაისმევა იქნება, რა არის ელემენტარული მასის წარმოქმნის მიზეზი, რა ნაწილაკები არიან კოსმოსის 30% რომელსაც ამ ჯამად შავი მასა ჰქვია, რადგან ჯერ-ჯერობით არ არის აღმოჩენილი მისი შემადგენლობა, აგრეთვე სივრცის და გრავიტაციული ურთიერთქმედების მრავალი მოდელი შემოწმდება 14 ტერა ელექტრონ ვოლტ ენერგიებზე. მე თავად ვმუშაობდი software-ზე რომელიც დეტექტორის კალიბრაციას აკეთებს რათა შევძლოთ აღვადგინოთ რაც შეიძლება ზუსტად რა მოხდა შეჯახების დროს. აგრეთვე მე ვცდილობდი პროცედური შესწავლას როგორ მოვახდინოთ იდეთიპიკაცია ელემენტარული ნაწილაკებისა როგორიცაა კვარკები, კვარკები არის პროტონებისა და ნეიტრონების შემადგენელი ნაწილაკები. მე ვმუშაობ კვარკების მესამე ოჯახზე რომელიც სულ 14 წლის წინ აღმოაჩინეს მისი ბოლო წარმომადგენელი, რომელიც ისეთი მასიურია რომ ოქროს ატომის მასის ტოლი მასა აქვს და იგი თავისუფლად არ არსებობს რადგან იშლება მომენტალურად წარმოქმისთანავე. მომავალ პარასკევს მაქვს დაცვა ჩემი სადოკტოროს თემის მაქს-პლანკის ინსტიტუტსა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ფარგელბში და იანვრიდან რამოდენიმე თვით გადავდივარ ცერნ-ში, რითაც ძალიან გახარებული ვარ რადგან ამაჩქარებელმა ეხლა დაიწყო ფუნქციონირება და წინ დიდათ ამაღელვებელი მომენტებია
  11. ძალიან საინტერესოა ეს მოსაზრება, რატქმაუნდა ექსპერიმენტის მიზანია დაადტუროს თეორიული მოდელები ან გამორიცხოს ისინი. რა შეიძლება გამოირიცხოს ცერნ-ში არსებული ექსპერიმენტით: Higgs-მექანიზმი მასების წარმოქმნის შესახებ თუ სწორეა ეს ნაწილაკი უნდა აგმოჩენილი იქნეს ამ ენერგიებზე, რადგან მოდელი ამ ენერგიებზე საჭიროებს მას. სუპერ სიმეტრიამ თუ უნდა გადაჭრას მასის წარმოქმნის პრობლემა, ანალოგიურად სუპერ პარტნიორი ნაწილაკები უნდა აღმოჩენილი იყოს ამ ენერგიებზე, თუ არა მაშინ სუპერ სიმეტრია შეიძლება მაინც არსებობდეს მაგრამ იგი არ გადაგვიჭრის მასის პრობლემას. თუ ვერ დავმზერთ ეფექტს კვანტუტ გრავიტაციიისას (მაგალითად მაიკროსკოპული შავი ხვრელების წარმოქმნას და დაშლას) მაშინ გვეცოდინება რომ კვანტური გრავიტაცია სკალა ამ ენერგიებზე არ არის. შემდეგი ექსპერიმენტული ლიმიტებია გაიზარდოს ენერგიები შეჯახებისა. ამაჩქარებელი შეეიქმნას არა წრიული არამედ სწორხაზოვანი, გამოვიკენოთ სხვადასხვა ნაწილაკები შეჯახებისა. ეს ყველაფერი ემსახრება სეჯახების ენერგიების გაზრდას და ერთიდაიგივე მოვლენის სხვადასხვა მეთოდებით შესწავლას რათა გადმოწმდეს და უფრო ზუსტი შედეგები მივიგოთ
  12. სიმთა თეორია როგორც საკმაოდ აბსტრაკტული თეორია მათემატიკიდან დაიწყო, რამოდენიმე მეცნიერი გვარი ვინც სათავეებთან იდგა შემიძლია მოგწერო: ვიტენი, შვარცი, როს და ვენეციანო. მაგრამ ამჯამად ათასობით კაცი მუშაობს ამ მოდელის განვითარებაზე და ალბათ თანაავტორად მოგვევლინებიან მომავალში იმ ერთადერთისა რომელიც შეესაბამებოდეს იქნება რეალობას რათქმაუნდა ყველა ფიზიკოსის ოცნებაა საბოლოოო თეორიის შექმნა. არსებობს მოსაზრება რომ პრონციპულად შეუძლებელია ყველაფრის თეორიიის შექმნა თუმცა ეს მოსაზრებაც დასაბუთებული არ არის მყარად ასე რომ გაუშვი იოცნებონ ფიზიკოსებმა
  13. ეს საკითხი მართლა აქტუალური პრობლემაა, რათქმაუნდა მრავალი კველვა არსებობს ფიზიკაში სადაც ჯერ კიდევ 5 მეცნიერი მუშაობს მაგრამ მაგალითად ATLAS-ში 2000 მეტი მეცნიერია ჩართული და სტატია როცა იბეჭდება გვარების ჩამონათვალი ერთი ცალკე სტატიის ხელაა ეხლა ნელნელა იგონებენ მექანიზმებს რათა გამოიკვეთოს ყველა სტატიაში ინდივიდუალური მეცნიერების და ჯგიფების წვილი უფრო დეტალურად. არსებობს მონაცემთა ბაზები და უამრავი ტექნოლოგიები ამის საკონტროლებლად. მთავარი პრობლემაა ის რომ თუ ვიპოვით ახალ ნაწილაკებს ვის მისცემენ ნობელის პრემიას რაც შეეხება ჩემ აზრს ინდივიდუალრ მეცნიერებზე, გეტყვით რომ იმდენად გრანდიოზულია იმ ეფექტის დამზერვა რომ ყველა ფიზიკოსი დამოუკიდებლად მუშაობს თავის კველვაზე, თვითონ არჩევს საკითხს და მეთოდებს მის გადასაჭრელად და ასეთი მეცნიერი 2000 ცერნ-ში. ყველა წარმატებული შედეგი არა მარტო ინდივიდუალური ფიზიკოსის ტრიუმფია არამედ ამ იმის დასტური რომ ბაბილონის აგება ისევ შეგვიძლია ადამიანებს
  14. რაც შეეხება თეორიებს ისინი უნდა აღწერდნენ რეალობას რომელსაც ექსპერიმენტები ხედავენ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ მარტო მცირე ნაწილს რეალობისა, ანუ დამატებითი თეორიები ჩნდება მაშინ როდესაც რომელი ექსპერიმენტული შედეგი არ აღიწერება თანამედროვე მოდელით. დღესდღეისობით არსებობს ფართოდ გავრცელებული მოდელი "სტადარტული მოდელი" რომელიც აღწერს ყველა დამზერილ ნაწილაკს და ურთიერთქმედებას, მაგრამ წლების მანძილზე დაგროვდა რამოდენიმე პრობლემა რომელსაც სტანდარდული მოდელი ვერ აღწერს ან პასუხს ვერ სცემს რატომ არის ესე, ეს შეკითხვებია: რატომ აქვს ნაწილაკებს მასა, არსებობს თეორიული მექნიზმი ამის ასახსნელად მაგრამ არ არსებობს ექსპერიმენტული დადასტურება ჯერჯერობით. არიან ნაწილაკები რომელსაც არ უნდა ჰქონდეთ მასა სტანდარტული მოდელის მიხედვით და მათ აქვთ ესენია ნეიტრინოები არის რამოდენიმე ექსპერიმენტი რომელიც მცირედიტ განსხვავებულ შედეგს იგებს ვიდრე თეორია წინასწარმეტყველებს სტანდარდტულ მოდელში არ არის გრავიტაციული ურთიერთქმედება გაერთიანებული დანარჩენ სამ ურთიერთქმედებასთან თეორიულ საფუძვლებზე. ამ პრობლემების ასახსნელად არის რამოდენიმე შემოთავაძება: სუპერ სიმეტრიული მოდელი რომელიც ახსნის მასას ნაწილაკებისას არის სტრუნთა თეორია რომელიც გააერთიანებს ყველა ურთიერთქმედებას. და ეს ორი მოდელი არ ნიშშნავს ორ მოდელს, რადგან ისინი ჯერ ექსპერიმენტულად დამზერილი არ არისნ მათ აქვთ უამრავი ვარიაციები მაგალითად სიმთა თეორიაში 10-იანი 500 ნულით ვარიანთი არსებობს სტანდარტული მოდელის შექმნის და კაცმა არ იცის რომელი მათგანია ის ერთადერთი რომელიც ჩვენ გვინდა ცერნ აფინანსებს წევრი სახელმწიფოები და ასოცირებული სახელმწიფოები, ჯერჯერობი თანხების შემცირების შესახებ არაფერი თქმულა და იმედია ასეც შენარჩუნდება
  15. რომ დაინახო უჯრედები გჭირდება მაიკროსკოპი და სინათლის სხივი რომელიც გაიბნევა უჯრედზე, რომ დაინახო ატომები გჭირდება ელეკტრონების აჩქარება და მათი გაბნევა ატომზე, რომ დაინახო ბირთვი ატომის უფრო დიდათ უნდა ააჩქრო ელეკტრონები და ისინი შეძლებენ მიუახლოვდნენ ბირთვს და განიბნენ მასზე. რომ დაინახო პროტონები გჭირდება კვარკები დიდი ენერგიიტ (კვარკები ელემენტარული ნაწილაკებია სტანდარტული მოდელის) რომ დაინახო სტრინგები გჭირდება ენერგია რომელის სიდიდეც ჯერ არ არის ცნობილი რადგან სიმები არის ყველაზე ელემენტარული ნაწილაკები, მხოლოდ მათი კომბინაცია შეიძლება იქნეს დანახული ჩვენ მიერ. ანუ ჩვენ ვხედავთ ტრუქტურას მხოლოდ იმ სიღრმით რა ენერგიითაც ვუახლოვდებით. მოდელი ატომისა ბირთვისა და პროტონისა სწორე არის რათქმაუნდა სიმთა თეორიაშიც, მხოლოდ დზალიან ღრმა სტრუკტურულ ეტაპზე შეიძლება სიმების ეფექტის დანახვა. შემდეგ სიმების ურთიერთქმედება წარმოქმნის ყველა იმ მოდელს რომელსაც ჩვენ დავმზერთ. უმჯებესია რომ ასე იყოს რათქმაუნდა ისევ სიმთა თეორიიისათვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნოაა რეალობას შეესაბამებოდეს ჩვენ ენერგიებზე
×
×
  • შექმენი...