archi
-
პოსტები
4 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
პოსტები დაპოსტილი archi -ს მიერ
-
-
“ექსპრესნიუსმა” და PLANETA.GE-იმ კონფლიქტოლოგებთან შეხვედრა გამართეს
http://expressnews.ge/?lang=geo&id=991&nid=886
მამუკა არეშიძე: აფხაზეთის არჩევნები მხოლოდ ფორმალური მომენტი იყო
http://expressnews.ge/?lang=geo&id=991&nid=885
პაატა ზაქარეიშვილი: ედუარდ კოკოითთან შეხვედრა მნიშვნელოვანი ბერკეტი იყო
http://expressnews.ge/?lang=geo&id=991&nid=883
გატაცებული მოზარდების ჯანმრთელობა მძიმეა
-
-
ამ წუთებში ქუთაისში "გამარჯვების მემორიალის" ნგრევა მიმდინარეობს
ამ წუთებში ქუთაისში "გამარჯვების მემორიალის" ნგრევა და დემონტაჟი მიმდინარეობს. ავტოქარხნის დასახლებაში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ეს მემორიალი იყო განთავსებული, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ამი შესახებ “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტი ქუთაისიდან იტყობინება
ძეგლის დემონტაჟს კომპანია "ლიტოკონსტრუქცია" ახორციელებს. ამ დროისთვის უკვე აღებულია მემორიალის წინ მდებარე ცხენოსანი "მზეჭაბუკი", რომელსაც ახალგაზრდობის გამზირზე, სპორტის სასახლის შენობასთან უპირებენ გადატანას. ხოლო უშუალოდ მემორიალი, განადგურდება.
ძეგლის დემონტაჟის თაობაზე ავტორმა - მერაბ ბერძენიშვილმა პირველად ქუთაისში გამომავალი "ახალი გაზეთის" საშუალებით შეიტყო: "რას მეუბნებით? კი, მაგრამ მე არაფერს მეკითხებიან? ქუთაისში, მე მეგონა, იყო ხალხი, რომლებიც მე მიყვარდა და რომლებსაც მე ეს ძეგლი მივუძღვენი, მაგრამ, თურმე, მათთვის მთავარი კუჭი ყოფილა. არამი იყოს, ალბათ, ჩემი შრომა მაგ ქალაქისთვის, აი, ეს მათქმევინეს ბოლოს და ბოლოს," - განაცხადა მერაბ ბერძენიშვილმა
ამარჯვების მემორიალი ქუთაისში 1980-ანი წლების დასაწყისში დაიდგა და იგი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დიდებას მიეძღვნა. ძეგლის ავტორი ცნობილი ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილია.
-
ბათუმში 27 წლის რევაზ ბეჟანიძე H1N1 ვირუსით გარდაიცვალა
ბათუმში 27 წლის მამაკაცი რევაზ ბეჟანიძე H1N1 ვირუსით რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “ექსპრესნიუს” ჯანდაცვის სამინისტოში უდასტურებენ.
ჯანდაცვის მინისტრიეს ინფორმაციით პირველი ლეთარული შედეგი დაფიქსირდა დაღუპულია 27 წლის პაციენტი ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
გუშინ რევაზ ბაჟანიძე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ბეჟანიძეს, ე.წ. ღორის ვირუსთან ერთად, ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. ექიმები აცხადებდნენ, რომ მისი მდგომარეობა გართულებულია, რის გამოც მკურნალობა არაეფექტური იყო.
ამასთან, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სასუნთქ აპარატზე H1N1 ვირუსით დაავადებული ორი ადამიანია შეერთებული. 55 წლის მამაკაცი და 48 წლის ქალბატონი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან. მათაც ორმხრივი, ტოტალური პნევმონია აღენიშნებათ.
პაციენტთა მდგომარეობის გართულების მიზეზად ექიმები დავიანებულ ჰოსპიტალიზაციას ასახელებენ.
დაავადევათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯნმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში H1N1 ვირუსის 530-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
-
-
ბათუმში 27 წლის მამაკაცი H1N1 ვირუსით რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა
-
დაღესტანის შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კრემლს პოლიციის ქართულ მოდელზე გადასვლას სთხოვს
-
არეშიძე და ზაქარეიშვილი ფორუმელების სტუმარი
in პოლიტიკა და საზოგადოება
Posted