ამ წუთებში ქუთაისში "გამარჯვების მემორიალის" ნგრევა მიმდინარეობს ამ წუთებში ქუთაისში "გამარჯვების მემორიალის" ნგრევა და დემონტაჟი მიმდინარეობს. ავტოქარხნის დასახლებაში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ეს მემორიალი იყო განთავსებული, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ამი შესახებ “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტი ქუთაისიდან იტყობინება ძეგლის დემონტაჟს კომპანია "ლიტოკონსტრუქცია" ახორციელებს. ამ დროისთვის უკვე აღებულია მემორიალის წინ მდებარე ცხენოსანი "მზეჭაბუკი", რომელსაც ახალგაზრდობის გამზირზე, სპორტის სასახლის შენობასთან უპირებენ გადატანას. ხოლო უშუალოდ მემორიალი, განადგურდება. ძეგლის დემონტაჟის თაობაზე ავტორმა - მერაბ ბერძენიშვილმა პირველად ქუთაისში გამომავალი "ახალი გაზეთის" საშუალებით შეიტყო: "რას მეუბნებით? კი, მაგრამ მე არაფერს მეკითხებიან? ქუთაისში, მე მეგონა, იყო ხალხი, რომლებიც მე მიყვარდა და რომლებსაც მე ეს ძეგლი მივუძღვენი, მაგრამ, თურმე, მათთვის მთავარი კუჭი ყოფილა. არამი იყოს, ალბათ, ჩემი შრომა მაგ ქალაქისთვის, აი, ეს მათქმევინეს ბოლოს და ბოლოს," - განაცხადა მერაბ ბერძენიშვილმა ამარჯვების მემორიალი ქუთაისში 1980-ანი წლების დასაწყისში დაიდგა და იგი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დიდებას მიეძღვნა. ძეგლის ავტორი ცნობილი ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილია. http://expressnews.ge/?lang=geo&id=991&nid=613