Jump to content
Planeta.Ge

პლატონი

პლანეტელი
  • პოსტები

    25
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლატონი

  1. პატ. აზრო! ინტელექტუალური პატიოსნების საუკუთესო წარმომადგენელი იმანუელ კანტია. თუ მიაკითხავთ მას, გაიგებთ, რომ მეტაფიზიკური, ანუ რელიგიური საკითხები მხოლოდ და მხოლოდ რწმენის საქმეა და არა ინტელექტის. თქვენ გწამთ ერთი, მე სხვა, სხვას მეორე, მესამეს მესამე და ა.შ., თქვენ გწამთ მხოლოდ ბიბლია და მხოლოდ მასზე დაფუძნებული ლოგიკის, სხვას სწამს საეკლესიო კრებების და კრებაზე მომხდარი სასწაულის, ზოგს სწამს ყურანის, ზოგიც ათეისტია, რაც ასევე რწმენაა, და ჩვენს შორის მხოლოდ რწმენის საგანშია განსხვავება და არა არსში – ჩვენ ყველანი მორწმუნეები ვართ საბოლოო ჯამში და არანაირი ერთი ობიექტური საზომი არ არსებობს რათა დადგენილ იქნეს რომელიმე რწმენის უპირატესობა. აი როცა ამას მიხვდებით, მაშინ არავის აღარ დაადანაშაულებთ სიცრუესა და დემაგოგიაში. 21 საუკუნეა, აღარაა შუა საუკუნეები! თქვენ აღარა ხართ ჩემთვის საინტერესო მოსაუბრე, მე კიდევ თქვენთვის. ჰოდა, მშვიდობით.
  2. პლატონი ეკითხება აზრს: "თქვენ თვლით რომ ბიბლია ერთადერთი ჭეშმარიტი წიგნია. რატომ თვლით ასე? რას ეფუძნება თქვენი ასეთი აზრი?" აზრი პასუხობს: *ბევრი რომ არ გამიგრძელდეს ამ შეკითხვებზე პასუხი გაცემა მოკლედ გეტყვით, თუ რას ეფუძნება ჩემი ასეთი თვალსაზრისი. ჩემი თვალსაზრისი თვით ბიბლიაზე და ქრისტიანობის ფუძემდებლის, იესო ქრისტეს სიტყვებს ეფუძნება, რადგან იესომ ღვთის სიტყვას (რომელიც გახლავთ ბიბლია) უწოდა "ჭეშმარიტება": "შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა" - იოანეს სახარება*. პლატონის კომენტარი აზრის პასუხზე: ალოგიკური პასუხია ჩემი აზრით: თქვენი თქმით ბიბლია ჭეშმარიტებაა იმიტომ, რომ ბიბლიაში წერია ასე!
  3. სალამი აზრს! არ მიყვარს დოგმატები. ვთვლი რომ სანამ კაცობრიობა იქნება, ყოველთვის იქნება რაღაც ახალი და არასოდეს არ იქნება ისეთი სწავლება, რომელიც მარად უცვლელი სახით მარად იარსებებს. კი ბატონო, ეხლანდელი ქრისტეანობა არაა ისეთი როგორიც პირველ საუკუნეში იყო, მაგრამ ეს ფაქტი ჩემთვის პოზიტიურია და არა ნეგატიური.
  4. სალამი! არის თუ არა იესო ქრისტე ღმერთი. სამების საკითხის პრობლემა საბოლოო ჯამში ესაა. ამის დასადასტურებლად გავიხსენოთ სამების დოგმატის ისტორია. სამების დოგმატი შემუშავდა (325 წ.) კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო კრებაზე. კრება მოწვეულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე დიდის მიერ, რათა წერტილი დაესვათ ალექსანდრიელი ეპესკოპოსების არიოზოსა და ალექსანდრეს დავისათვის. დავა მიმდინარეობდა იესო ქრისტეს პიროვნების რაობის თაობაზე; არიოზო ამტკიცებდა რომ იესო ქრისტე არ არის ღმერთი. ამის გამო ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ბრალი დასდო მას ღვთის გმომაში. ანუ ალექსანდრე იესო ქრისტეს ღმერთობას აღიარებდა. კრებამ დაგმო არიანელობა და დაადგინა პოსტულატი იესო ქრისტეს ღმრთობის შესახებ, ანუ აღიარა ის ღმერთად. ასე რომ, კამათი სამების შესახებ თავის არსში არის კამათი იმაზე, არის თუ არა იესო ქრისტე ღმერთი. ეხლა ისმის კითხვა: ნიკეის პირველ კრებამდე ნეტავ რომელი აზრი იყო უფრო გავრცელებული – რომ იესო ქრისტე ღმერთია თუ რომ არ არის. ორივე აზრი რომ არსებობდა, ფაქტია, რამეთუ ნიკეის კრება მოიწვიეს ამ საკითხის გადასაწყვეტად. კიდევ საინტერესოა, რომელი აზრი იყო თავიდან, იესო რომ ღმერთია, რომ ღმერთი არაა თუ თავიდანვე ორივე აზრი იყო გავრცელებული. ამ კითხვებზე ალბათ ზუსტი ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია.
  5. არის ორნაირი სიცოცხლე. ხორციელი და სულიერი. სიცოცხლე, რომელზეც ახალ აღთქმაშია საუბარი და რომელსაც იესო ქრისტე ჰპირდება მის მოყვარულთ, წარმოადგენს სულიერ სიცოცხლეს, რომელიც მთლიანად პოზიტიური მოვლენაა: არის მარადიული, ნეტარებით და სიხარულით და სიმშვიდით სავსე. მატერიალური სიცოცხლე როგორც წარმოიშვა ჩემთვის სრულიად არაა საინტერესო, რამეთუ ის დროებითი და წარმავალი მოვლენაა და თუ სულიერს არ შეიძენ, ფიზიკურად ცოცხალი სულიერად მკვდარი იქნები. ხორციელი სიცოცხლის წარმოშობა იქნება თუ სხვა მასთან დაკავშირებული საკითხები, არაა რელიგიის საგანი, არამედ მეცნიერების. რელიგიის საგანია სულიერი სიცოცხლე, რომელსაც სულიერად მკვდარი ადამიანი მხოლოდ ღმერთისგან ღებულობს.
  6. დავიწყოთ ფილოსოფიის ამოსავალ ორ ფუნდამენტურ დებულებიდან – ერთი დეკარტს, მეორე კი სოკრატეს ეკუთვნის. 1. აბსოლუტურად სანდო ცოდნაა საკუთარი არსებობა, ანუ ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცით, არის ის, რომ ჩვენ ვარსებობთ. Так как мы рождаемся детьми и составляем разные суждения о вещах прежде, чем достигнем полного употребления своего разума, то многие предрассудки отклоняют нас от познания истины; избавиться от них мы, по-видимому, можем не иначе, как постаравшись раз в жизни усомниться во всем том, в чём найдем хотя бы малейшее подозрение недостоверности…. Если мы станем отвергать все то, в чём каким бы то ни было образом можем сомневаться, и даже будем считать все это ложным, то хотя мы легко предположим, что нет никакого Бога, никакого неба, никаких тел и что у нас самих нет ни рук, ни ног, ни вообще тела, однако же не предположим также и того, что мы сами, думающие об этом, не существуем: ибо нелепо признавать то, что мыслит, в то самое время, когда оно мыслит, не существующим. Вследствие чего это познание: я мыслю, следовательно существую, — есть первое и вернейшее из всех познаний, встречающееся каждому, кто философствует в порядке. И это — лучший путь для познания природы души и её различия от тела; ибо, исследуя, что же такое мы, предполагающие ложным все, что от нас отлично, мы увидим совершенно ясно, что к нашей природе не принадлежит ни протяжение, ни форма, ни перемещение, ничто подобное, но одно мышление, которое вследствие того и познаётся первее и вернее всяких вещественных предметов, ибо его мы уже знаем, а во всем другом ещё сомневаемся. 2. და მეორე ფუნდამენტალური დებულება, რომელიც პრინციპში იგივე ზემორე მოცემული დებულებაა, ოღონდ სხვანაირად ნათქვამი: მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი. По свидетельству философа Платона, так говорил великий мыслитель Древней Греции Сократ (470—399 до н. э,). И пояснял эту мысль так: люди обычно полагают, будто они что-то знают, а оказывается, что они не знают ничего. Таким образом получается, что, зная о своем незнании, я знаю больше, чем все остальные. მეთანხმები ამ ორ პუნქტში? 1. ვარსებობ. 2. ვიცი რომ არ ვიცი.
  7. აუფ! რა გვეშველება ეხლა! ღამე აღარ დაგვეძინება ალბათ ნერვიულობით ჩვენც და თქვენც
  8. აზრს მიესალმება პლატონი! ეს კარგია. რაც შეეხება იესო ქრისტეს ღმერთობის ფაქტს, საინტერესოა შემდეგი ინფორმაცია: *В течение нескольких дней Собор (ლაპარაკის ნიკეის პირველ კრებაზე) не мог логически доказать неправоту Ария, святитель Николай, не выдержав такого положения дел, ударил Ария по лицу, за что даже был на время запрещен в священнослужении*. და შემდეგ: *По преданию, доказательством христианского представления о Боге как о неслиянной и нераздельной Святой Троице явилось чудо, сотворенное святителем Спиридоном. Он взял в руки глиняный черепок и сказал: «Бог, как и этот глиняный черепок, есть Бог Отец, Бог Сын, и Бог Дух Святый», вместе с этими словами из черепка вырвались языки пламени, затем полилась вода и, наконец, образовалась глина. После этого Собор отверг арианское вероучение и утвердил Символ Веры для всех христиан империи*. ანუ ამ კრებაზე ეკლესიამ უარი თქვა ლოგიკაზე, როგორც ჭეშმარიტების დადგენის მეთოდზე. ამავე დროს უარი თქვა ბიბლიაზე, როგორც ჭეშმარიტების ერთადერთ წყაროზე. ზემორე ინფორმაცია თქვენს წისქვილზე ასხავს წყალს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენთვის ბიბლია და ლოგიკა მეტი არგუმენტია, ვიდრე სასწაული. მით უმეტეს, რომ მოხდა თუ არა ნიკეის კრებაზე ეგ სასწაული, ამაშიც შეიძლება ეჭვის შეტანა და ასევე იმაშიც, რომ თუ მოხდა კიდეც, ვითომ რატომ ნიშნავდა ეს სასწაული არიოსოს მტყუანობას. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ყველანაირი უთანხმოების სათავე არის ხოლმე საწყისი პოზიციების განსხვავება. თქვენთვის ბიბლია და მასზე დაფუძნებული ლოგიკა ჭეშმარიტების საფუძველია, ზოგისთვის ბიბლია არაა საკმარისი და მას ემატება სასწაული და წმიდა მამათა დადგენილი დოგმატები. პროტესტანტების უმრავლესობაც მხოლოდ ბიბლიას აღიარებს რწმენის საფუძვლად, მაგრამ იესოს ღმერთობის უარყოფამდე არ მიდიან, რამეთუ გონებას და ლოგიკას ისინიც არ მიიჩნევენ ჭეშმარიტების დასადგენ ინსტრუმენტად. მოდი და გაარკვიე, რომელია უფრო მართალი. საბოლოო ჯამში ხომ ყველას რწმენას რაღაც აპრიორად მიღებული წანამძღვარი გააჩნია. აზრი: თქვენი რწმენაც ეფუძნება გარკვეული წანამძღვრების აპრიორად აღიარებას. კონკრეტულად, რომ ბიბლია და მასზე დაფუძნებული ლოგიკა ჭეშმარიტების წყაროა. თქვენ წერთ: *... ღმერთი ისე უნდა გავიგოთ, აღვიქვათ და გავაანალიზოთ, როგორც თავად ღმერთი წარმოგვიდგენს თავის თავს თავისივე სიტყვაში ბიბლიაში, რომელსაც ქრისტიანობის ფუძემდებელი ჭეშმარიტებას უწოდებდა. (იოანე 17:17)*. ანუ თქვენ აპრიორი ღებულობთ თქვენი რწმენის წანამძღვრად ბიბლიას, რომლის ჭეშმარიტებას ადასტურებთ იმავე წიგნიდან. გამოდის, რომ ბიბლია ჭეშმარიტია, იმიტომ რომ ბიბლიაში ასე სწერია. ბიბლია ღვთის სიტყვაა იმიტომ, რომ ბიბლიაში ასე სწერია. იესო ღმერთი არაა, იმიტომ რომ ბიბლიაში ასე არ სწერია და ასე შემდეგ, მთელი თქვენი რწმენები ეფუძნება იმას, რომ ბიბლიაში ასე სწერია. მე შემიძლია მოგთხოვოთ დაასაბუთოთ ბიბლიის ღვთივსულიერება და მისი ყოველი აზრის ჭეშმარიტება, ოღონდ არა ბიბლიიდან. ამ შემთხვევაში თქვენ შეიძლება რაიმე მეთოდოლოგიას მიმართოთ ამისათვის, მაგრამ მე კვლავ შემიძლია მოგთხოვოთ იმის დასაბუთება, თუ რატომ არის მოცემული მეთოდოლოგია იმის დამამტკიცებელი რომ ბიბლია ჭეშმარიტია და ა.შ. გაუთავებლად. მაგალითად ერთი ვინმე ბიბლიის უცდომელობას ამტკიცებდა იმით, რომ რაც მასში ნაწინასწარმეტყველებია აქამდე ყველა ზუსტად ახდაო და ზნაჩიტ რაც არ მომხდარა და წერია, ეგაც ნაღდად იქნებაო. მაგრამ, ხომ შეიძლება ვიკითხოთ: ვითომ რატომაო? და იქნება ერთხელაც მოხდეს და არ ახდეს, ჰა? აქაც რაღაც ლოგიკის რწმენაა ხომ. მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ საბოლოო ჯამში ყველა რწმენა რაიმე წანამძღვრის როგორც ჭეშმარიტების დამადასტურებელი საგნის თუ მოვლენის აპრიორად დაშვებას ეფუძნება. თქვენ ამბობთ, რომ ბიბლიიდან შეგიძლიათ დაასაბუთოთ ესა თუ ის ჭეშმარიტება, მაგრამ ბიბლიის აბსოლუტური უცდომელობა საიდან უნდა დაასაბუთოთ? და საიდანაც ამას დაასაბუთებთ, იმ მეთოდის როგორც ჭეშმარიტების დამდგენ უცდომელ საშუალებას საიდან დაასაბუთებთ? და იმის, იმის, იმის და ა.შ. იმის როგორც ჭეშმარიტების კრიტერიუმს როგორ დაასაბუთებთ. ანუ უსასრულობაში მოგვიწევს მოგზაურობა, თუ სადმე არ გავჩერდით და არა ვთქვით: აი ეს არის ჭეშმარიტების დასადგენი კრიტერიუმი! და კითხვაზე, რატომ, იქნება პასუხი: იმიტომ! აქ მოყვანილი მსჯელობის კითხვისას არ დაგავიწყდეთ ნამდვილად მშვენიერი დევიზი: *ინტელექტუალური პატიოსნების პატრონს ახასიათებს მზადყოფნა, შეამოწმოს თავისი შეხედულებების სისწორე და გულდასმით განიხილოს სხვა ხელმისაწვდომი ფაქტები*. თქვენ გწამთ რასაც ქრისტიანობის ფუძემდებელი იესო ქრისტე ასწავლიდა და I საუკუნეში მცხოვრები მისი თვითმხილველი ქრისტიანები. მიაქციეთ ყურადღება: გწამთ! რატო გწამთ? იტყვით იმიტომ და ამიტომ? რატომ იმიტომ და ამიტომ? აქაც იქნება იმიტომ და ამიტომ და ასე გაუთავებლად. რწმენა იმიტომაა რწმენა, რომ მას მისი ჭეშმარიტების დამასაბუთებელი წანამძღვარი საბოლოო ჯამში არ გააჩნია. ამიტომ ვთხოვდეთ ადამიანს დაასუბუთოს რწმენა ნიშნავს მოვთხოვოთ მას სხვა რწმენა. ყოველივე ზემოთ თქმული ჩემი მოგონილი არაა. ეს ყველაზე კარგად იმანეულ კანტმა ჩამოაყალიბა თავისი შემეცნების თეორიაში. Кант отвергал догматический способ познания и считал, что вместо него нужно взять за основу метод критического философствования, сущность которого заключается в исследовании способов познания самого разума; границ, которые может достичь разумом человек; и изучении отдельных способов человеческого познания. რის შედეგადაც მან საკმაოდ ნათლად აჩვენა, რომ მეტაფიზიკური ჭეშმარიტებების დამტკიცება შეუძლებელია. კანტის შემდეგ არცერთი მოაზროვნე აღარ კამათობს მეტაფიზიკურ ჭეშმარიტებებზე. ნუ მიწყენთ, მაგრამ როცა თქვენ ამბობთ, რომ იესო ქრისტეს რაობას ბიბლიაზე დაფუძნებით დაასაბუთებთ, ამით კანტამდელ მოაზროვნედ გამოდიხართ. მე ვიზიარებ კანტის აზრს, რომ დოგმატური შემეცნება შეუძლებელია და დოგმატური ცოდნა რწმენას ეფუძნება მხოლოდ. ამ დასკვნით კანტი არიოსოს მოწინააღმდეგე გამოდის და მისი მოწინააღმდეგეების მხარს იჭერს, რომელნიც ნებისმიერ დოგმატურ ცოდნას რწმენას და მხოლოდ რწმენას აფუძნებენ. ოღონდ ისე არ გავიგოთ, რომ კანტი არიოსოს მოწინააღმდეგეთა აზრს იზიარებს. ის იზიარებს არა აზრს, არამედ მეთოდს: რომ ღმერთის და სხვა რელიგიური დოგმატების საფუძველი საფუძვლის არმქონე რწმენაა. ასე რომ, ჩემი მორკძალებული დასკვნა ასეთია: არის თუ არა იესო ქრისტე ღმერთი – საბოლოო ჯამში ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რწმენის საკითხი. P.S. მინდა მადლობა მოგახსენოთ იმაში, რომ თქვენთან საუბარში ბევრ რამეს ახლებურად და ახალი სიღრმით ვიმეცნებ და მიუხედავად იმისა შევთანხმდებით თუ არა, ვფიქრობ, ჩვენ ჩვენ სარგებელს მაინც ვიღებთ.
  9. აზრი აზრს სალამი! სხვა თემაში თქვენდამი მოძღვნილ პასუხში მოგახსენეთ რომ მართლმადიდებელი არ ვარ, და არც სხვა ვინმე, უბრალოდ ფილოსოფოსი ვარ. შესაბამისად სამებას არ ვეთაყვანები. მე ასე მესმის იესო: თვით ღმერთი მარიამის მეშვეობით ღვთის სულით და ადამიანის სხეულით მოევლინა დედამიწას. ჩემი აზრით იესო ქრისტე არის ერთდროულად მამაც, ძეც და სული წმინდაც, ანუ იესო ქრისტე არის წმინდა სამება. ანუ იესო ქრისტეში ეს სამი ერთია. თქვენ არ მოგწონთ ეს შედარება, მაგრამ მე მომწონს: როგორც ადამიანში ერთია სხეული, აზროვნება და ლაპარაკი. რატომაა ვითომ ეს უხეში მაგალითი, როგორც თქვენ მოიხსენიებთ: განა ადამიანის ეს სამი თვისება, მოქმედებდეს სხეულით, სიტყვით თუ აზრით გარკვეულწილად დამოუკიდებელი არაა. საბოლოოდ საქმე კი სამებაში კი არ არის, არამედ იესო ქრისტეს რაობაშია. სამების დოგმატი მხოლოდ იმიტომ იქნა მიღებული, რომ იესო ქრისტეს ღმერთობა ეღიარებინათ. მე პირადად სულაც არ ვთვლი სამებას რაღაც მიუწვდომელ და ჩაუწვდომელ რამედ, არამედ სრულიად გასაგებად განვიხილავ მას. რაც შეეხება წარმართულ დროში არსებულ სამებებს, რომლებიც მოცემულია ეგვიპტურ, ბერძნულ თუ ინდუისტურ მსოფლმხედველობებში, ჩემთვის ეს ფაქტი სწორედაც რომ ადასტურებს ღმერთის სამების ფაქტს, მაგრამ არა გაუგებარი და ჩაუწვდომელი სამებისას, არამედ გასაგებისა. თქვენ საბოლოო ჯამში ეყრდნობით ბიბლიას, ბიბლიას და მხოლოდ ბიბლიას და თვლით რომ ჭეშმარიტება მხოლოდ ბიბლიაშია მოცემული. მე ასე არ ვფიქრობ. ჭეშმარიტება სხვადასხვა ფორმით და აზრით მოცემულია არა მარტო ბიბლიაში, არამედ მთელ რიგ სხვა რელიგიებსა და ფილოსოფიებშიც. სხვადასხვა რელიგიური და ფილოსოფიური მოძღვრებები ჩემთვის ერთმანეთს კი არ უარყოფენ, არამედ სხვადასხვანაირად განიხილავენ და წარმოაჩენენ ერთი და იგივე ჭეშმარიტებას. თქვენ თვლით რომ ბიბლია ერთადერთი ჭეშმარიტი წიგნია. რატომ თვლით ასე? რას ეფუძნება თქვენი ასეთი აზრი? განა ცოტა რამაა საინტერესო და ჭეშმარიტი მაგალითად პლატონში. ან სხვა ფილოსოფოსები განა ცოტა რამეს იძახიან ჭეშმარიტს? ასე ხელაღებით ბიბლიის გარდა ყველა დანარჩენის ისტორიის სანაგვეზე მოსროლა მე არ მომწონს. საინტერესოა თუ იცნობთ პლატონის, კანტის, შოპენჰაუერის, სვედენბორგის, სარტრის, კამიუს თუ სხვა თვალსაჩინო მოაზროვნეების თხზულებებს და თუ იცნობთ რას ფიქრობთ მათზე, რავა მთლად აფრენდნენ ეგენი? ჰა? :
  10. ამის დადგენას სულ ცოტა 15 წელი მოვანდომე და ძალიან ვრცელი თემაა ფორუმისთვის. მოკლედ ასე ვიტყვი: გულმოდგინედ შევისწავლე როგორც თეისტური და იდეალისტური, ასევე ათეისტური და მატერიალისტური მსოფლმხედველობები და ჩემი არჩევანი თეიზმისა და იდეალიზმისაკენ გადაიხარა.
  11. აზრს სალამი! საინტერესო მოსაუბრე ბრძანდებით, თქვენს პასუხში სჩანს რომ ხართ კარგი ინტელექტუალი, კარგად ინფორმირებული, ლოგიკურად მოაზროვნე და ტოლერანტული განსხვავებული აზრისადმი. მეც ასეთად მიგულვეთ. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ მე არ გახლავართ რომელიმე რელიგიის ან სექტის მიმდევარი. მე ჩემს თავს უბრალოდ ფილოსოფად, ანუ სიბრძნისა და სიყვარულის მკვლევარად და მაძიებლად ვთვლი და ჩემი შეხედულებები თითქმის ყველა რელიგიის და ფილოსოფოსთა სწავლების ერთგვარი შეჯამებაა. არც ერთ რელიგიური თუ ფილოსოფიურ მოძღვრებას ბოლომდე და მთლიანად არ ვიზიარებ და არც მე მაქვს ჩამოყალიბებული საბოლოო და დამთავრებული სახით ჩემი მოძღვრება. არის საკითხები რომლებშიც დარწმუნებული ვარ საბოლოოდ, არის საკითხები რომელთაკენაც უბრალო ვიხრები, არის რომლებსაც ვიკვლევ და არის რომლებიც არ ვიცი. კონკრეტულად იესო ქრისტეს რაობას რაც შეეხება, იგი მიეკუთვნება იმ ნაწილს საკითხებისას, რომლებისკენაც ვიხრები როგორც უფრო მართებულის ან როგორც უფრო ჩემთვის მოსაწონი და მისაღებისადმი და საბოლოო ჯამში არ ვიცი 100 პროცენტით და დანამდვილებით მართალი ვარ თუ არა. მაგრამ იმ ინფორმაციაზე და შემეცნებაზე დაყრდნობით რაც მაქვს უფრო ვიხრები მოსაზრებისაკენ რომ იესო ქრისტე ღმერთია, ასევე გარკვეულწილად სიმპათიური განწყობის გამო იესოს პიროვნების მიმართ, უფრო მომწონს, მსიამოვნებს, აღმაფრთოვანებს და ჩემი აზრით მარგებს იესო ქრისტეს ღმერთად ჩათვლა. რაც შეეხება თქვენს პასუხს ჩემდამი, იგი უფრო დაწერილია კათოლიკესა და მართლმადიდებლის მისამართით, თქვენ ალბათ ერთ–ერთ მათგანად აღმიქვით. ამიტომ გავაკეთე ის შესავალი, რაც ზემოთაა მოცემული. თუმცა მე კათოლიციზმსაც და მართლმადიდებლობასაც კარგად ვიცნობ და შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი არგუმენტები მათი ეკლესიის მოძღვრებიდან მიუღებელი იმის გამო, რომ წმინდა წერილის გარდა მათი მრწამსი თანაბარ დონეზე ეფუძნება საღმრთო გარდმოცემასაც და საეკლესიო კრებების დადგენილებანი წმინდა წერილთან ერთად განიხილება როგოც რწმენის საფუძველი. ბოლო საუკუნეებში წარმოშობილი პროტესტანტული და სხვა მიმდინარეობათა უმრავლესობა კათოლიციზმს და მართლმადიდებლობას ბრალს სდებს სწორედ ამაში, რომ მათ წმინდა წერილის გარდა რწმენის საფუძვლად აქვთ საღმრთო გარდმოცემაც (წმინდა მამათა ნაწერები და საეკლესიო კრებათა დადგენილებები), რომელიც მათი აზრით წარმოადგენს წმინდა წერილის დამახინჯებას. მაგრამ კათოლიკენი და მართლმადიდებელნი ასე არ თვლიან. თქვენ მოგყავთ შემდეგი ციტატა: "დოგმატური ფორმულა 'სამპიროვანი ღმერთი' მხოლოდ IV საუკუნის დასასრულისთვის ჩამოყალიბდა და საბოლოოდ დამკვიდრდა ქრისტიანთა ცნობიერებასა და მრწამსში. სწორედ ამ ფორმულას ეწოდა პირველად 'სამების დოგმატი'. პირველი ეკლესიის მამები თავიანთი მრწამსით ძალიან შორს იყვნენ ასეთი თვალსაზრისისგან" (New Catholic Encyclopedia, ტ. XIV, გვ. 299). ამაზე კარგად განსწავლული მართლმადიდებელი ასე გიპასუხებდათ: მოცემულ ციტატაში მოყვანილი ფაქტები ჭეშმარიტია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამების დოგმატი, რომელიც ადრე არ იყო და მხოლოდ პირველ საეკლესიო კრების შემდეგ გაჩნდა, არასწორია. საქმე იმაშია, რომ ქრისტეანობამ თავისი საბოლოოდ დასრულებული სახე მართლმადიდებლური სწავლების თანახმად მიიღო შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ, რომელთაგან მეშვიდე 787 წელს იყო მოწვეული. (კათოლიკეთათვის კი საბოლოო სახე არც მიუღია და არც არასოდეს მიიღებს, ამიტომ ისინი აღიარებენ 20–ზე მეტ საეკლესიო კრებას და მომავალში კვლავ ექნებათ კრებები და ახალ დოგმატებსაც მიიღებენ თუ ჩათვალეს საჭიროდ). ამიტომ, მართლმადიდებლისათვის პირველი, მეორე თუ მეხუთე საუკუნის ქრისტეანობა სულაც არაა საბოლოო სამაგალითო რამ, არამედ ის ასეთია მეშვიდე კრების შემდეგ (ნუ კათოლიკეთათვის დღესაც არაა საბოლოო სახით მოცემული, ისინი ბიბლიის შემეცნებას უსასრულრ პროცესად თვლიან). შემდეგ თქვენ ამბობთ: " საკითხის მიუკერძოებელი განხილვა, ადამიანს ნათლად ანახებს რომ "სამება" არაა ქრისტიანული და ბიბლიური სწავლება. ის IV საუკუნის ეკლესიის დოგმატურ-ფილოსოფიურ მოსაზრებებს წარმოადგენს, რომელსაც ბიბლიის მხარდაჭერა არ აქვს". აქ მართლმადიდებლობა დაგეთანხმებათ, რომ სამების სწავლება IV საუკუნის ეკლესიის დოგმატურ-ფილოსოფიურ მოსაზრებებს წარმოადგენს, მაგრამ მათი მიდგომიდან გამომდინარე სარწმუნობის საკითხისადმი, არ დაგეთანხმებათ, რომ მას ბიბლიის მხარდაჭერა არ აქვს და ამაზ არგუმენტებსაც მოგიყვანენ ბიბლიიდან. მე მინდოდა ზემორე ინფორმაციით და მსჯელობით უბრალოდ მეჩვენებინა თქვენთვის, რომ ნებისმიერ რელიგიურ კონფესიასთან ან მის კარგად ნასწავლ წარმომადგენელთან კამათს აზრი არა აქვს, ვინაიდან ყველა რელიგიურ კონფესიას აქვს ლოგიკურად ჩამოყალიბებული სწავლება და ყველა კითხვაზე თავის შესაბამისი ლოგიკური პასუხი, რომელიც ლოგიკით ვერ უკუიგდება, ვინაიდან სხვადასხვა კონფესიათა ლოგიკა ეფუძნება სხვადასხვა დოგმატებს, რომელნიც საერთოდ არაა ლოგიკაზე დაფუძნებული. ამიტომაა რომ ეკლესიები ერთმანეთში არ კამათობენ, არამედ როგორც წესი ერთმანეთს ბრალს სდებენ ხოლმე საკითხისადმი მიდგომის არასწორობაში. აი თქვენც სამებას აკრიტიკებთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს სწავლება არ იყო მეოთხე საუკუნემდე და მხოლოდ მეოთხიდან გაჩნდა და ეს ფაქტი თქვენთვის ადასტურებს ამ სწავლების სიცრუეს, მაგრამ მართლმადიდებლობა არ თვლის თავისი სწავლების ერთადერთ წყაროდ მხოლოდ წმინდა წერილს, არამედ საღმრთო გარდმცემასაც აღიარებს და საკლესიო კრების დადგენილებას მათთვის წმინდა წერილის თანაბარი ძალა აქვს. ასე რომ თქვენი აზრი საფუძველში ეყრდნობა სხვა მიდგომას სარწმუნოებისადმი, მათი კი სხვას, აქაა მთავარი სხვაობა. თქვენ თუ გინდათ სამების დოგმატის აღმსარებელი დაარწმუნოთ მის სიცრუეში, მაშინ ის უნდა დაარწმუნოთ საეკლესიო კრებების ზედმეტობაში. ეს ყველაფერი ასე ვთქვათ მართლმადიდებლის მაგივრად გითხარით, იმიტომ რომ თქვენი წერილი ჩემდამი როგორც მართლმადიდებლისადმი იყო დაწერილი. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებებს, ამ წერილის თავში უკვე ვთქვი, რომ დანამდვილებით არ ვიცი ვინ იყო იესო ქრისტე, მაგრამ უფრო მეტად ვიხრები და მომწონს მოსაზრება, რომ ის არის ღმერთი. რაც შეეხება თქვენს ამ აზრს: "პლატონი, ლომის შვილი ლომია, და ადამიანის შვილი ადამიანი, მაგრამ მამა ლომი სხვაა და შვილი ლომი სხვა. თქვენ კი იესოს ღმერთზე და მამაზე და იესოზე ამბობთ, სხვა და სხვა კი არ არიან, ერთი და იგივე ღმერთიაო. ამ მარტივ სინამდვილეზე თვალს თუ დახუჭავთ და მაინც სამებისკენ გადაიხრები, შენი ნებაა". ამაზე მე ასეთი აზრი მაქვს: იესო ქრისტე არის განსხეულებული ღმერთი, ანუ თავად ღმერთი ადამიანის სხეულით მოსული. ღმერთის ძე გამოდის იმ აზრით, რომ ღმერთი ადამიანის სახით მოევლინა როგორც რაღაც ახალი რამ, კაცის ძე არის იმიტომ რომ ქალისაგან იშვა. ანუ მოკლედ რომ ვთქვა, იესო ქრისტე არის განკაცებული მამა ღმერთი. არასოდეს არ უნდა გვავიწყდებოდეს რომ იესო ღმერთიც არის და კაციც. როდესაც ის ლოცულობს მამა ღმერთისადმი, ამ დროს ის არის კაცი, როდესაც ახდენს სასწაულებს და ასწავლის, არის ღმერთი. თუ როგორ არის იესო ღმერთიც და კაციც ეს ჯერ არ ვიცი, არ ვიცი უამრავი სხვა რამეც, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ღმერთის შემეცნება დაუსრულებელი პროცესია და ნეტარება სწორედა ამ პროცესში მდგომარეობს და არა დასრულებულ ცოდნაში. ერთი მწიგნობარი იესოს ეკითხება: "რომელია უპირველესი მცნება?". იესო პასუხობს: "პირველია: 'ისმინე, ისრაელო, უფალი, ჩვენი ღმერთი, უფალი ერთია". კი ერთია და ეს უფალი ჩემთვის არის განკაცებული მამა ღმერთი იესო ქრისტე. მამა, ძე და სული წმინდა არის ერთი ღმერთი. არაა ეს სამი, რომელიც ერთია. სამპიროვნული სულაც არ ნიშნავს სამს. აი ადამიანში არის სხეული, ლაპარაკი და აზროვნება და ეს სამი განა დამოუკიდებელი რამ არაა. მე შემიძლია მაგალითად შეშას ვჭრიდე სხეულით, ვფიქრობდე ღმერთზე და ვინმეს ველაპარაკებოდა ფეხბურთზე.მაგრამ ეს სამი ადამიანში ერთი არაა. ადამიანი შედგება სხეულის, სამშვინველისა და სულისაგან და ამ სამ ნაწილს აქვს როგორც საერთო, ისე დამოუკიდებელი ფუნქციებიც. ასე მესმის მე ღმერთის სამება, ადამიანის სამების მსგავსად, რამეთუ ადამიანი არის ღვთის მსგავსი არსება. კი, ებრაელებმა არ იცოდნენ სამება, არ იცოდნენ პირველი საუკუნის ქრისტეანებმაც. მერე გაიგეს და შეიმეცნეს. რა მოხდა მერე, არ შეიძლება სულიერი ცოდნა ღრმავდებოდეს? ჩემი აზრით შეიძლება. პატივისცემით აზრისადმი, პლატონი
  12. აზრი ჩვენი პლანეტა – დედამიწა, მაგნიტური და გრავიტაციული ველი სამი რამაა, თუ ერთი? სამიც არის და ერთიც ხომ! თან ერთი უფროა, ვიდრე სამი ხომ! ანუ საბოლოო ჯამში ერთია, მათი გაყოფა ხომ შეუძლებელია. თუმცა ამავე დროს სამივეს თავისი მოქმედების სხვადასხვა სფერო აქვს. და თუკი მატერიალური სხეული შეიძლება იყოს სამება, რატომ არ შეიძლება ასეთი იყოს ღმერთი. რა არის აქ გაუგებარი! ასე რომ, იესო ქრისტე ღმერთიც არის, ღვთის ძეც და პლუს კიდევ ადამიანის ძეც. აზრი აქ იესო უნდა განვიხილოთ როგორც ადამიანი. სახარებაში იესო ქრისტე მოქმედებს ხან როგორც ადამიანი, ხან როგორც ღმერთი. ის ხომ ორივე ერთად იყო, რამეთუ იყო ღვთის და ადამიანის შვილიც. ეს ფაქტი არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ და გაუგებარი არაფერი იქნება. აზრი წინადადება არასწორადაა გამოთქმული. სწორად კი ითქმის ასე: მამასისიც ღმერთია და ღვთის ძეც ღმერთია. და ეს ორი რომ ერთი ღმერთია, ამის შესახებ იხილე ზედა მსჯელობა. არა მარტო ასე, არამედ იესო ბიბლიაში სხვა სახელითაც, ძე კაცისად მოიხსენიება: 6. ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დავრდომილს - აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში(მათეს სახარება.თავი მეცხრე). აზრი ამ შემთხვევას რომ ააბსოლუტურებ, სხვა შემთხვევებს კი არა, ვითომ რატომაო? 28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! (იოანეს სახარება.თავი მეოცე) იესოს ეუბნება თომა ხომ? რავა, პეტრეს სიტყვაა სიტყვაა და თომასი არა? აზრი იესო თავის თავს ძე კაცისას უწოდებს. რატომ აქვს თქვენთვის პეტრეს ნათქვამს საბოლოო ჭეშმარიტების პრეტენზია, თომას ნათქვამს კი და თვით იესოს ნათქვამს კი არა?
  13. ფილოსოფია არსებობს ადამიანისთვის. ვინც საერთოდ არ ფილოსოფოსობს, ის ადამიანს მხოლოდ ჰგავს.
  14. მე პირადად ვიხრები იმ მოსაზრებისკენ, რომ იესო ქრისტე არის ღმერთიც და კაციც, ანუ იესო ქრისტე ღმერთკაცია. ამ მოსაზრებას ვაფუძნებ ნათელ ლოგიკაზე: ადამიანის შვილი არის ადამიანი. ლომის შვილი არის ლომი. და ასე, ნებისმიერი რამ შობს თავის ანალოგს. ჰოდა ვითომ რატომ უნდა იყოს ერთი გამონაკლისი ამ წესიდან? შესაბამისად ლოგიკისა, იესო ქრისტე არის ღმერთკაცი, ანუ ღმერთი და ადამიანი, ვინაიდან ის არის ღმერთის და ადამიანის შვილი.
  15. Nukriko ყველა რელიგია ეფუძნება საწინააღმდეგო აზრს. ლენინიც კი არ ფიქრობდა ასე, ადამიანის ბუნების შეცვლის საშუალებას ის სოციალურ–ეკონომიკურ წყობაში ხედავდა. თქვენს მიერ გამოთქმული აზრი წარმოადგენს მეტაფიზიკური ათეიზმის საფუძველს, რომელსაც მე არ ვთვლი ჭეშმარიტად. რა თქმა უნდა თქვენს გადარწმუნებას არ ვეცდები. დემოკრატიაა ახლა და ყველას აქვს უფლება იქონიოს ნებისმიერი აზრი და რწმენა.
  16. მოგესალმებით! ჩემის მოკრძალებული აზრით აქ მყოფნი საბოლოო ჯამში კამათობთ იმაზე თუ, არის თუ არა იესო ქრისტე ღმერთი. სამების პრობლემა საბოლოო ჯამში ესაა. ამის დასადასტურებლად გავიხსენოთ სამების დოგმატის ისტორია. სამების დოგმატი შემუშავდა (325 წ.) კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო კრებაზე. კრება მოწვეულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე დიდის მიერ, რათა წერტილი დაესვათ ალექსანდრიელი ეპესკოპოსების არიოზოსა და ალექსანდრეს დავისათვის. დავა მიმდინარეობდა იესო ქრისტეს პიროვნების რაობის თაობაზე; არიოზო ამტკიცებდა რომ იესო ქრისტე არ არის ღმერთი. ამის გამო ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ბრალი დასდო მას ღვთის გმომაში. ანუ ალექსანდრე იესო ქრისტეს ღმერთობას აღიარებდა. კრებამ დაგმო არიანელობა და დაადგინე პოსტულატი იესო ქრისტეს ღმრთობის შესახებ, ანუ აღიარა ის ღმერთად. ასე რომ, კამათი სამების შესახებ სინამდვილეში არის კამათი იმაზე, არის თუ არა იესო ქრისტე ღმერთი. ბიბლიიდან, სხვადასხვა ადგილების სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციით ინტელექტუალურად შეიძლება ვადასტუროთ როგორც ერთი, ისე მეორე მოსაზრება. მე პირადად ვიხრები იმ მოსაზრებისკენ, რომ იესო ქრისტე არის ღმერთიც და კაციც, ანუ იესო ქრისტე ღმერთკაცია. ამ მოსაზრებას ვაფუძნებ ნათელ ლოგიკაზე: ადამიანთა შვილი არის ადამიანი. ლომის შვილი არის ლომი. და ასე, ნებისმიერი რამ შობს თავის ანალოგს. ჰოდა ვითომ რატომ უნდა იყოს ერთი გამონაკლისი ამ წესიდან? შესაბამისად ლოგიკისა, იესო ქრისტე არის ღმერთკაცი, ანუ ღმერთი და ადამიანი, ვინაიდან ის არის ღმერთის და ადამიანის შვილი.
  17. ა) ფილოსოფიის საგანი სრულიად სხვაა, ფსიქოლოგიის სხვა. ადამიანი შედგება სამი არსებითი ნაწილისგან: სხეული+სამშვინველი+სული. ფსიქოლოგიის საგანია ფსიქე, რუსულად душа, ხოლო ფილოსოფიის საგანია სული, რუსულად дух. სამშვინველი ცხოველებსაც აქვთ. აი სული კი მხოლოდ ადამიანებს. ფსიქოლოგიაში არ არსებობს ჭეშმარიტებისა და სიცრუის, სიკეთისა და ბოროტების, საიქიო ცხოვრების პრობლემები, იმიტომ რომ სამშვინველი ამ სფეროების მიღმაა. სამშვინველი, ისევე როგორც სხეული, შეიძლება დაავადდეს, და ბოლოს სხეულის სიკვდილთან ერთად ისიც წყვეტს არსებობას. სული კი მარადიულია და განაგრძობს არსებობას სულიერ კოსმოსში. თავად სული ორი განუყოფელი ნაწილისგან შედგება: ნებისა და გონებისგან. ნების საგნებია სიკეთე და ბოროტება, გონების ჭეშმარიტება და სიცრუე. ბ) კი, ადამიანს შეუძლია სხვასაც ატყუებდეს და თვითონაც ტყუვდებოდეს, სიკვდილზეც კი წავიდეს სხვების დასანახავად, მაგრამ ყოველთვის ასე არაა. ამ საკითხზე, ანუ ადამიანის ბუნებაზე, ჩვენ სხვა თემაში გვაქვს საუბარი და იქ განვავრცობ სათქმელს. გ) ფილოსოფიაში არ შეიძლება რომ ყველაფერი ნათელი და ზუსტი იყოს. ეს იმიტომაა საჭირო, რომ ადამიანს ჰქონდეს თავისუფალი არჩევნის საშუალება. წარმოიდგინე რომ სპორტსმენმა ან მეომარმა ასი პროცენტით იცოდეს(იცოდეს და არა სწამდეს, ცოდნაა სხვაა, რწმენა სხვა, რწმენა სულის თავისუფლებას და სიმამაცეს ეფუძნება ცოდნისაგან განსხვავებით, სადაც თავისუფლება არ არსებობს), რომ გაიმარჯვებს, განა დარჩება მას იმის საშუალება, რომ გამოავლინოს სულის ისეთი მშვენიერი თვისებები, როგორიცაა ვაჟკაცობა, თავდადება, შეუპოვრობა, სიმამაცე, რაინდობა, კეთილშობილება, იმედი, რწმენა და სხვა მრავალი ისეთი თვისება, რაც აგრერიგად ამშვენებს და აღამაღლებს ადამიანს; ფილოსოფიის დანიშნულებაა ჭეშმარიტი ადამიანის ჩამოყალიბება, ამისათვის კი ფილოსოფიამ უნდა დაუტოვოს ადამიანს ჭეშმარიტი ადამიანისათვის დამახასიათებელი ბუნების გამოვლინების საშუალება. ამიტომ აუცილებელია, რომ ფილოსოფიაში ბოლომდე ნათელი და ბოლომდე ცხადი არაფერი არ იყოს. ამაშია ფილოსოფიის ძალა და მომხიბვლელობა. ფილოსოფიაა არაა სუსტების საქმე, ისევე როგორც ჩემპიონობა.
  18. ადამიანი არის სხეულის, ნების და გონების ერთიანობა და ეს სამი ერთი ადამიანია. ჩაიხედე სარკეში და დაინახავ სამების ანალოგს. ანალოგი მატერიალური სფეროდან: მზე = ნივთიერება+სითბო+სინათლე ვფიქრობ სულიერი ჭეშმარიტებები არც ისე ძნელი გასაგებია, უბრალოდ ადამიანს არ უნდა ხოლმე რომ გაიგოს(თქვენზე არ ვამბობ). მთავარია სურვილი! თუ გაგების სურვილი არის, გაგებაც მოხდება და თუ არ არის, ყოველივე მცდელობა ამაოა.
  19. Nukriko მხოლოდ ადამიანისათვის დამახასითებელ განსაკუთრებულ უნარს წარმოადგენს საკუთარი ბუნების არსობრივი ცვლილების შესაძლებლობა. ადამიანს შეუძლია აღარ იყოს ისეთი, როგორიც არის და გახდეს ისეთი, როგორიც არ არის. უზოგადესად არსებობს ადამიანის ორგვარი ბუნება. ერთი თანდაყოლილი და მეორე შესაძლებელი. თანდაყოლილია მონური ბუნება. თავისუფალი კი შეძენილ უნდა იქნეს. თავისუფლებაც ამაში მდგომარეობს, განვუდგეთ მონურ სულს და შევიძინოთ თავისუფალი.
  20. Nukriko ა)ფილოსოფია სულის მეცნიერებაა, მას თავისი გამოყენების სფერო აქვს, სადაც ყველა სხვა მეცნიერება სრულიად უძლურია. არასწორია საერთოდ მეცნიერებების ერთმანეთთან შედარება, ეს იგივეა რომ ვადარებდეთ ერთმანეთს ექიმს და ფეხბურთელს, ან ასფალტის მტკეპნელს ფორმულა ერთის მანქანას. ბ)ჭეშმარიტი ფილოსოფოსი თავის ნათქვამს ამტკიცებს თავისი ცხოვრებით და არა სიტყვებით. ასეთები იყვნენ ჭეშმარიტი ფილოსოფოსები: მაგ. სოკრატე. გ)ადამიანი არავის არ უნდა ენდოს, არამედ თვითონ უნდა გახდეს ფილოსოფოსი, ყველა თავისი შესაძლებლობის შესაბამისად.
  21. სულიერი მზე, უფალი იესო ქრისტე, ჭეშმარიტების და სიკეთის, მარადიული სიცოცხლის წყარო.
  22. მზე, სითბო და სინათლე, ყოველივეს საფუძველი კოსმოსში.
  23. paolo ფილოსოფია,როგორც მოგახსენეთ, არის სიბრძნე და სიყვარული. ეხლა გავიმეოროთ თქვენი შეკითხვები ამ კონტექსტში. მივიღებთ: რა მისია აკისრია სიბრძნეს და სიყვარულს? რისთვისაა ისინი საჭირო? რისი მოცემა შეუძლიათ მათ? შესაძლებელია, რომ მათ გავლენა მოახდინონ ადამიანთა ამქვეყნიურ ყოფაზე? ამის შემდეგ უნდა ვთქვათ თუ რა არის სიბრძნე და რა არის სიყვარული. სიბრძნე არის სიკეთე – ბოროტების გარჩევის უნარი. სიყვარული კი არის სიკეთეში ცხოვრება. აქედან უკვე ნათელია, შესაძლებელია თუ არა, რომ ფილოსოფიამ გავლენა მოახდინოს ამქვეყნიურ (და არა მარტო ამქვეყნიურ) ყოფაზე. რისთვისაა საჭირო ფილოსოფია? კეთილის და ბოროტის გარჩევისთვის და კეთილად ცხოვრებისთვის. რისი მოცემა შეუძლიათ მათ? სისრულის, სრულყოფილების. რამეთუ კეთილის და ბოროტის გარჩევაში და კეთილად ცხოვრებაშია სრულქმნა. საბოლოო ნაყოფი ყოველივე ამისა კი არის ნეტარი სიცოცხლე.
  24. ფილოსოფია არაა რწმენა, არც ურწმუნოება – ფილოსოფია ცოდნაა. ფილოსოფოსმა რაც იცის, იცის უეჭველად და რაც არ იცის, იცის რომ არ იცის. ანუ არცოდნის შემთხვევაში ფილოსოფოსმა იცის თავისი არცოდნის შესახებ. ამიტომაა ფილოსოფია ცოდნა, მაგრამ ვინაიდან არცოდნის ცოდნა არცოდნის აღიარებას წარმოადგნეს, ამიტომაა ფილოსოფია ასევე სიბრძნის სიყვარული, ანუ სწრაფვა ცოდნისაკენ. ფილოსოფოსი არის ადამიანი რომელიც არცოდნის ცოდნიდან იწყებს. ცნობილი გამოთქმა: „მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“, წარმოადგენს არა ფილოსოფიის არსს, არა ფილოსოფიის დასკვნას, არამედ ფილოსოფიის დასაწყისს. ვინც აღმოაჩენს თავის არცოდნას და შემდეგ ან რწმენაში, ან ურწმუნოებაში გადავარდება, არაა ჭეშმარიტი ფილოსოფოსი. მორწმუნე და ურწმუნოც ფილოსოფოსობს, მაგრამ ამ ფილოსოფოსობით ერთი რწმენაში, მეორე კი ურწმუნოებაში მტკიცდება. ფილოსოფოსია ის, ვინც არცოდნის ცოდნიდან, შემდგომ ახალ ცოდნას მიაგნებს, შემდეგ კიდევ ახალს და ა.შ., ანუ სულ უფრო მეტ და მეტ უეჭველ ცოდნას ეუფლება. რა არის ცოდნა? ცოდნის მთავარი მახასიათებელი არის აბსოლუტური მარტივი სიცხადე და შესაბამისად ურყევი ეჭვშეუტანლობა მასში. მაშინ როდესაც რწმენა შეიძლება შესუსტდეს ან გაძლიერდეს, ან კიდევ უარესი, დაკარგოს კიდეც ადამიანმა, ცოდნას ეს არ ემუქრება. მაგალითად, ასეთია ადამიანის მიერ იმის ცოდნა, რომ ის არსებობს. აბა სცადეთ და ვინმე დააჯერეთ, რომ ის არ არის. აი რაც შეეხება რწმენას, მაგალითად სულის უკვდავობისა ან ღმერთის არსებობისა, ეს რწმენა შეიძლება დაკარგოს ან შეიძინოს ადამიანმა. სულიერების სფეროში ცოდნა ნიშნავს ჭეშმარიტისა და კეთილის, ცრუსა და ბოროტისაგან განსხვავების უნარს. ადამიანებში არსებობს ცოდნის ორი დონე: პირველი – ცხადი და უშუალოდ მოცემული, როდესაც ადამიანი მეყსეულად, მარტივად და ნათლად განარჩევს ჭეშმარიტსა და კეთილს, ცრუსა და ბოროტისაგან. ასეთი ცოდნა იშვიათია და ფილოსოფიაში პერცეპციის სახელითაა ცნობილი. პერცეპციის მქონე ადამიანებში ეს უნარი ასევე სხვადასხვა დონისაა. მეორე – როდესაც ადამიანს შინაგანი გრძნობა კარნახობს ზოჯერ მაშინვე, ზოგჯერ მოგვიანებით, თუ რასთანა აქვს საქმე, ჭეშმარიტსა და კეთილთან, თუ ცრუსა და ბოროტთან. ამას სინდისი ეწოდება და ასევე სხვადასხვა დონის არსებობს ადამიანის სულიერების მიხედვით. შესაბამისად, უცოდინარობა მდგომარეობს ზემოთ ნახსენები უნარის, ჭეშმარიტისა და კეთილის, ცრუსა და ბოროტისაგან გარჩევის არ ქონაში. ზემოთ ნათქვამი რელიგიურად ასე გამოითქმის: ჭეშმარიტი და კეთილი ღმერთია; ცრუ და ბოროტი ეშმაკი. შესაბამისად, ცოდნა გამოდის ღმერთისა და ღვთიურის, ეშმაკისა და ეშმაკისეულისაგან განსხვავების უნარს. მოკლედ: ცოდნა სიკეთისა და ბოროტების ცოდნაა. მცოდნემ იცის რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. უცოდინარმა არც ერთი იცის და არც მეორე. ზემოთ ნათქვამი ზოგს მოეჩვენება მცდარად შემდეგი მიზეზით. ბიბლიიდან ვიცით რომ ადამის ცოდვათდაცემის მიზეზი იყო ნაყოფის ჭამა ხიდან კეთილის და ბოროტის შეცნობისა. და რომ ამის შემდეგ „აჰა, გახდა ადამი ... შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა“(ძველი აღთქმა.დაბადება.თავი მესამე.22). გამოდის, იფიქრებს ზოგი, სიკეთის და ბოროტის ცოდნა ღუპავს. დიახ, ღუპავს, მაგრამ მაშინ როდესაც ადამიანი თავისი ჭკუით ანსხვავებს სიკეთეს და ბოროტებას და არა ღმერთის მიხედვით. ადამმა თავიდან ჭეშმარიტად იცოდა სიკეთისა და ბოროტის გარჩევა, ვინაიდან ამას ღმერთის მიხედვით (ღმერთიდან) აკეთებდა, ხოლო ცოდვათდაცემის შემდეგ საკუთარი ჭკუით მოინდომა და ეშმაკისეულ ხიბლში ჩავარდა. ასე რომ, ცოდვათდაცემამდე ადამის ცოდნა იყო ჭეშმარიტი (ღვთიური) და ცოდვათდაცემის შემდეგ გახდა ცრუ (ეშმაკისეული). * * * ბევრს ჰგონია რომ ფილოსოფია მხოლოდ თაროებზე შემოდებულ წიგნებში და ფილოსოფოსთა თავებშია. ეს არათუ ესე არაა, უფრო მეტიც – ფილოსოფია არის ყველგან და ყველაფერში. ყოველ ეპოქას მთლიანად განსაზღვრავს და აყალიბებს ამ ეპოქაში გაბატონებული ფილოსოფია. ფილოსოფია აისახება ადამიანის ცხოვრების ყოველ მსხვილმანში თუ წვრილმანში, სახელმწიფოს უზოგადეს და კონკრეტულ კანონებში, მორალში, ყველა ხელოვნებაში. *** რატომ არ არის ფილოსოფოსი მორწმუნე? და რატომ არ არის მორწმუნე თუ ურწმუნო ფილოსოფოსი? პასუხი: მე (ფილოსოფოსმა) არ ვიცი რა არის სიკვდილის შემდეგ და ამიტომ არაფერს ვამბობ ამაზე. ეს ნიშნავს რომ რაც არ ვიცი, ვიცი რომ არ ვიცი. და რახან არ ვიცი არც არაფერს ვამბობ ამაზე. მორწმუნემაც არ იცის და ათეისტმაც არ იცის რა არის სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ერთს სწამს რომ არის რაღაცა და მეორეს სწამს რომ არაფერი არაა. მორწმუნემ თუ ათეისტმა ეს არ იცის. ერთს სწამს რომ ზნეობრივი ცხოვრება სამოთხეს დაუმკვიდრებს და ამიტომაა ასეთი, მეორე კი თუ ზნეობრივია, მხოლოდ იმიტომ რომ კანონი ან საზოგადოებრივი მორალი აკავებს. თუ რომ მორწმუნე ან ათეისტი შეიმეცნებს იმას, რაც ზემოთ ვთქვი, ანუ ნათლად აღმოაჩენს რომ უზნეობა აუბედურებს და ზნეობრიობა აბედნიერებს, მაშინ იგი უკვე გახდება მცოდნე. *** ფილოსოფოსები ყველა ეპოქაში ყოველთვის ყველაზე ცოტანი იყვნენ, მაგრამ ისინი განსაზღვრავდნენ ეპოქის სულს. რაც უფრო ფილოსოფიურია ეპოქა, მით უფრო ბევრს უტოვებს იგი როგორც თანადროულ, ისე მომავალ საზოგადოებას. ასეთი ეპოქები იყო ელინური და აღორძინების ეპოქები. რაც უფრო კვდება ფილოსოფია საზოგადოებაში, მით უფერული ხდება ცხოვრება – ასეთი იყო მთელი რიგი საუკუუნეები, რომელთაც თითქმის არაფერი დაგვიტოვეს. თვლის რა რომ არ ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, ფილოსოფოსი ყოველთვის სიფრთხილით და პატივისცემით ეკიდება ყველას და ყველაფერს, არის ყურადღებიანი ყველას და ყველანაირი აზრის მიმართ, საკუთარ აზრებს სიფრთხილით და გულმოდგინედ აყალიბებს, არავის არ შეურაცხყოფს და ვერც მას შეურაცხყოფს ვერავინ, რამეთუ იგი თავის აზრებს და შეხედულებებს არ აკერპებს, არც ვინმე ადამიანს თუ საკუთარ თავს. ფილოსოფოსი არავის ებრძვის, არავის არ აწვება, ყოველთვის ცდილობს მხოლოდ გააგებინოს და აუხსნას და თუ არ გამოსდის, მშვიდობიანად გაეცალოს. ფილოსოფოსობა არაა ადვილი საქმე. იგი მუდმივ მუშაობას მოითხოვს როგორც საკუთარ გონებაზე, ასევე გულზე. მუდმივ თვითშემეცნებას და მუდმივ სრულქმნას. ფილოსოფოსი არ ეძებს ამ ქვეყნად ბედნიერებას, იმიტომ რომ იცის რომ მოკვდავია, და არ ელოდება საიქიო ცხონებას, იმიტომ რომ არ იცის არის თუ არა იქით რამე. ფილოსოფოსი ცხოვრობს დღევანდელი დღით და არ აშენებს ოცნების კოშკებს მომავალში. იცის რა თუ რა არის ცხოვრება და ადამიანი, იგი თავისუფალია ილუზიებისაგან და კმაყოფილდება რეალობით. მას უყვარს სიცოცხლე, მაგრამ არ გიჟდება მასზე. მან იცის რომ არყოფნა მუდამ მის გვერდითაა სათუთად აფასებს ყოველ მშვიდ და უშფოთველ წუთს თავის ცხოვრებაში. ნათლად ხედავს რა ადამიანის ცხოვრების სიმოკლეს, საბოლოო უსუსურობას და ტანჯულ ყოფას, თანაუგრძნობს ყველას განურჩევლად და არავინ არ სძულს, არამედ შეეწევა ყველას ყველაფერში რამდენადაც კი ეს შეუძლია. ფილოსოფოსი შემეცნებაში არავის არაფერს არ უჯერებს, გარდა საკუთარი თავისა. ის ეკითხება თავის თავს – ვინ ვარ მე? როგორი ვარ? რატომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ? შეიძლება რამე შევცვალო? და თუ კი, მაშინ როგორ? ფილოსოფოსი შემეცნებას აწარმოებს საკუთარი თავიდან. ის არ კითხულობს ვინ არის და როგორია ივანე თუ ვალიკო. ის ცდილობს გაერკვეს თავის თავში და აქედან გაიგოს ყველა და ყველაფერი. ფილოსოფიური შემეცნების გზაა თვითშემეცნება. შეიცან თავი შენი – აი ფილოსოფოსის კრედო და მანათობელი ვარსკვლავი. საკუთარ თავში აღმოაჩენს ფილოსოფოსი მზესაც, მთვარესაც, ვარსკვლავებს, მიწას. საკუთარ თავში აღმოაჩენს იგი შიშს, სიძულვილს, უმეცრებას, სიმშვიდეს, სინათლეს და სიყვარულს. საკუთარ თავში აღმოაჩენს მთელ კოსმოსს. ასე იმეცნებს იგი ყველას და ყველაფერს – საკუთარ თავში. * * * გარე სამყარო, სხვა ადამიანები ფილოსოფოსისთვის სარკეა, სადაც ის ხედავს თავის თავს. შესაბამისად ყველასთან და ყველაფერთან მას აქვს ისეთი დამოკიდებულება, როგორც საკუთარ თავთან. ფილოსოფია არის ყოველივეს საფუძველი, ყოველივე ფილოსოფიაა და ყოველში ფილოსოფიაა. ფილოსოფოსი არის რეალობის უშუალო შემმეცნებელი. ყოველივე სხვა რეალობას იმეცნებს იგავის მეშვეობით. ფილოსოფია არ არის სიბრძნის სიყვარული, როგორც ჩვეულებრივ ჰგონიათ. ფილოსოფია არის ფილეო და სოფია, ანუ სიყვარულის და სიბრძნის ერთობა. ფილოსოფია იწყება ცოდნით (სიბრძნით) და თავის დასრულებას ნახულობს სიყვარულში. ანუ ჭეშმარიტი ფილოსოფოსი არის სიბრძნის და სიყვარულის მფლობელი.
×
×
  • შექმენი...