lasha1997 მეორე კანდიდატი ხელისუფლებასთან შეთანხმებული იქნება თუ არა რა თქმა უნდა ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს, ამიტომ ,,ქართული დაისი" პრინციპული პოზიცია, რომ ხელისუფლებას დავუპირისპიროთ ერთიანი კანდიდატი, ამისთვის კი საჭიროა ცოტა ჭკუა, ცოტა სინდისი. ვიწრო პატრიული ეგოიზმის დაძლევა. ,,ქართულმა დასმა'' მხარი დაუჭირა 50 % ბარიერს თუმცა ეს გავაკეთეთ ოპოზიციური სოლიდარობის მიზნით, ხოლო გადამწყვეტის მნიშვნელობსი საკითხად მიგვაჩნია საარჩევნოო ადმინისტრაციის ცვლილება, კერძოდ, საარჩევნო ადმიანიტაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების თანაბარი რაოდენობით წარმოდგენა, ანუ ჩვენი მიზანია ხელისუფლებამ დაკარგოს კონტროლი ყველა დონის საარჩევნოი ადმინიტრაციაზე. პარლამენტში ჩვენი შემოსვლის შემდეგ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადავწყვიტეთ, თუმცა თავისი მნიშვნელობით გამობვყოფდი ორ საკითხს, პირველი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემსწავლელ კომისიის საკითხს და მეორე ამინისტიის კანონს, შეწყალებით და პირობით ვადაზა გათავისუფლების პროცესის დაწყებას, რამაც საბოლოო ჯამში შედეგად მოგვცა, რომ პატიმრობიდა იქნა გათავისუფლებული უკვე 3000 მეტი ადამიანი და მათ აბსოლიტურ უმრავლესობას განმეორებითი დანაშაული არ ჩაუდენიათ, ეს კი იმას ნისნავს, რომ ჩვენ რეფორმები სწორი გზით წამოვიწყეთ ამ სისტემაში და ჩვენი მიზანია ამ რეფორმების ბოლომე მიყვანა. 2010 წლისთვის ვგეგმავთ მინიმალური პენსიის გათანაბრებას 150 ლართან, ანუ საარსებო მინიმუმთან. სიღარიბის ზღვარს მიღმა პროგრამაში მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმად შემოსავლების შემოღებას რაც გაამარტივებს ამ პროგრამის მსურველთათვის პროგრამაში მოხვედრას. ვგეგმავთ განათლების სისტემაში კატასტროფულად გაძვირებული ფასების სახელმნწიფო რეგულირების დაეწესებას, ანუ სწავლების გაიაფებას, უფასო სწავლების სექტორის შემოღებას, ,,სისიხლის სამართლის კოდექსში'' ცვლილებებს: ,,უდოს" ვადების შემცირებას, შეკრობითობის პრინციპის გაუქმებას და მის ნაცვლად მთლიანი ან ნაწილობრივი პრინციპის შემოღებას რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სასჯელებს, 55-ე მუხლიდან პროკურატურის თანხმობის საჭიროების ამოღებას, ვმუშაობთ სასამართლო რეფორმაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ მხოლოდ თავისუფალ სასამართლოს შეუძლია ქვეყანაში თავისუფალი მედიის, ბიზნესის, პოლიტიკური პროცესების უზრუნველყოფა და ადამიანის თავისუფლების დაცვა. სამინისტროებზე კონტროლი ქვეყნის არადემოკრატიულობის მთავარი მაჩვენებელია. lasha1997 ,,პატრიოტის აქტის'' მიღების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ტოტალიტარიზმის გაძლიერება. თქვენ თავად როგორ მიგაჩნიათ ოპოზიციური პარტია?