Jump to content
Planeta.Ge

Temuri Yakobashvili

პლანეტელი
  • პოსტები

    56
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი Temuri Yakobashvili -ს მიერ

  1. როგორც გამოაცხადეს - 7

    წავედი ახლა სხვა შეხვედრებზე. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. მადლობთ ყველა კითხვითვის თუნდაც კრიტიკუილსთვის (თუმცა მგონი ყველა კრიტიკული იყო). ასეთი დებატები ჯანსაღი მოვლენაა და მინდა მადლობა ვუთხრა პლანეტა.გე-ს კოლექტივს.

    მე მჯერავს, რომ საქართველო გამთლიანდება და ჩვენ ბევრს ვიკამათებთ რა იყო სწორი და რა არა. ბედნიერად და წარმატებით იყავით!

  2. Temuri Yakobashvili

     

    დიახ ვნახე ბატონო თემურ და გულის გახეთქვი მეტი არაფერი აფსუები ლამბადის ცეკვით სევიდნენ კოდორში ეგ ქარაგმულად რა. დროშას ბილწავენ და რამე. გამოეტანათ ეგ დროშა არ შეიძლებოდა?

     

    კოდორში ხო?

     

    ხო შეიძლება მოძიება? ეგ მნიშვნელოვანი არაა ჩვენთვის? რამდენი კაცი დააჯილდოვა ბაღაფშვა ეგეც არ არის ცნობილი?

    როგორც გამოაცხადეს - 7

  3. აუუ რა ცუდია ბატონმა თემურმა რო დაგვტოვა არადა ეს კითხვები მიჭერს და მახრჩობს? ბოლო ბოლო ვართ თუ არა ტრაკიანი მებრძოლები თუ რუსებს დავუჯერო რო კურდღლები ვართ>?

    ქართველი მეომრების მამაცობამ ბევრი გააოცა. უკანალიც გვაქვს და იმის წინ წყვილი რაღაცაც! რუსების პროპაგანდას ნუ დაუჯერებთ, საკუთარ ჯარისკაცებს ენდეთ. ასეთი ზარალი რუსებს მეორე მსოფლიო ომის მერე არ განუცდიათ, იმიტომაც გვესროლეს ბალისტიკური რაკეტები. კიდევ რომ გვეომა, შეიძლება ბირთვული ბომბიც ესროლათ...

  4. Temuri Yakobashvili

     

    და დანაკარგები რამდენია? დაგვეღუპა მებრძოლები? ბრძოლები ვის გავუმართეთ აფსუებს? ამაზე რატო არაა ვიდეორგოლები ან საერთოდ საუბარი. ექსპერტები ერთხმად ამტკიცებენ რო ბრძოლები არ ყოფილა.

     

    აფსუებს რამდენი ქონდათ დანაკარგები? ეგ ასე რო ყოფილიყო არ მიიჩმქმალებოდა.

    რა ძალა იცავდა კოდორს. და რა ძალა უტევდა?

    სამხედრო კითხვებზე დეტალურ პასუხებს ვერ გაგცემთ. ყველა ბრძოლის ვიდეოროლი ნახეთ??? უცნაური კითხვაა. ბაევილი კი არ იყო, ნამდვილი ომი იყო! ვის ეცალა ვიდეორგოლების გადასაღებად?

    ჩვენი მხრიდან დაჭრილია 3 პოლიციელი. მათი მხრიდან მსხვერპლის შესახებ ზუსტი მონაცემები არ ვიცი. მოგვიანებით ბაღაფშმა "პასმერტნა" დააჯილდოვა რამოდენიმე კაცი...

     

    ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ახალგორისა და ცხინვალის რეგიონის ნაწილის მიტაცება ძალიან ძვირი დაუჯდათ და ძლივს მოგვტაცეს?

    თვითონაც ასე თვლიან და არ დავეთანხმო?

  5. გეხვეწოთ შეკითხვაზე პასუხი გამეცით-მეთქი,თუ? :rolleyes:

    თქვენი კითხვების ტონს სმაილიკის იმიჯი არ უხდება. თანაც ვერდიქტის ტონით სვავთ კითხვებს.

    არცერთ ჩამოთვლილ თემაში არ გეთანხმებით! ჩვენ ჩვენი ქვეყანა დავიცავით იმდენად, რამდენიც შეგვეძლო და ამას ჩვენი ხალხის სიცოცხლე შეეწირა! როგორ იძახით ამის მერე, რომ თავი არ დაგვიცვიაო???? თქვენზე ნაკლებად ხელისუფლებას უნდოდა ომის მოგება??? ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აკისრია მელ საქართველოზე და არა მარტო მის ცალკეულ ნაწილებზე, შესაბამისად დაცვის ხაზი სტატიკური აღარ არის, როცა შენს საღზვრებს გადმოკვეთავენ.

    დიახაც ჩვენ დავიცავი თავი და ის ფაქტი, რომ თბილისიდან გწერთ ქართულ ენაზე, ამის დასტურია.

     

    Temuri Yakobashvili

     

    და რატომ არაა არაფერი ნახსენები ამ ბრძოლებზე არც ტალიავინის და არც საქართველოს საპარლამენტო კომისიის დასკვნაში?

    ტალლიავინის კომისიის დასკვნაში წერია, რომ საერთოდ კოდორზე შეტევა უკანონო იყო და დაირღვა მოსკოვის შეთანხმება. ცალკე ბრძოლებზე მგონი საერთოდ არ წერია იქ.

  6. ბატონო თემურ

     

    მას შემდეგ რაც ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო დავკარგეთ კონტროლი კოდორზე სამაჩაბლოზე (ახალგორზე) როგორ გესახებათ თქვენი აპარატის მუშაობის აუცილებლობა. ომის შემდეგ ერთი წელი გავიდა და ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეთ რეინტეგრაციის მიმართულებით?

    აპარატის რეორგანიაცია იგეგმება. ვსწავლობთ სხვა ქვეყნების გამოცდილებებს.

  7. ისე კოდორზეც ვთქვთ ორიოდე სიტყვა ბატონო თემურ, მართალია მოგაბეზრეთ თავი ჩემი კითხვებით მაგრამ მაქვს უფლება მოქალაქეს ეგ ვიცოდე.

    რატო არ მოხდა იქ ბრძოლები და რო არ მოხდა რატო არ გამოიტანეს იარაღი და ეროვნული ღირსება დროშა? ჰაიჰარად რო მოხვეტეს აფსუა ბანდიტებმა? ხო შეიძლებოდა კოდორი დიდი სისხლის ფასად აეღოთ ოკუპანტებს ღირსების ამბავია ბოლო ბოლო, ტერიტორია დავკარგეთ უსისხლოდ ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს? ხო უნდა შემეძლოს პასუხი გავცე აბეზარ აფსუას მაგის დაცინვაზე რო კურდღლებივით მოვკურცხლეთ .

     

    ზუგდიდში პრეზიდენტი რო ჩამოვიდა შეხვედრაზე განაცხადა რომ ოკუპანტებს დიდი ზიანი მიაყენეს ენგურთან ანუ როცა სარადარო დანადგარები გაჰქონდათო გავანადგურეთო. რა ინფო გაქვთ ამ ბრძოლებზე თუ იყო და რუსებმა რა დანაკარგი განიცადეს?

    ჩემი მონაცემებით ბრძოლები იყო. თუ არ ვცდები სოფელ ქვაფჩასთან. ესე ადვილადაც არ ჩაგვიბარებია.

  8. ტარგამაძემ ინგას გადაცემაში თქვა რო რუსების დანაკარგი საერთოდ არის 3000 კაცი. რატო ხდება ამის მიჩქმალვა? რუსული ორესა და ინეტ საიტები ამას ცრუ ინფორმაციებს უწოდებენ. ხო არ გვაქ საქმე გაბუქებასთან ისე როგორც აი 80000 რუსი გვიტევსო?

    სად წაიღეს რუსებმა ცხედრები მერე ამ დაღუპულების მშობლები ხმას რატო არ იღებენ რუსულ ტყუილზე?

    კარგი კითხვაა. რუსები რომ მალავენ, ყველამ ვიცით. სად წაღეს ცხედრები, არ ვიცი, თუმცა ძალიან მჭიდრო კონროლის ქვეშ იყო და არის ყველა ინფორმაცია, რომელიც ამ ომს შეეხება. ისე ჩეჩნეთში უამრავი ხლხი დაიხოცა (რუსები) მათი ცხედრები გგონიატ ანაღვლებდათ? გაიხსენეთ ბესლანის ტრაგედია და როგორ მალავდნენ ინფორმაციას და ციფრებს.

  9. ქართული არხები ავრცელებდნენ ცნობებს რო 500 კაციანი ოსური აპალჩენციდან 6 გადარჩაო ცოცხალი. მოგვატყუეს?

    ისე რუსები მაგრად მიუშავებიათ ჩვენებს ამ დანაკარგებში ჩეჩნური ბატალიონიც შედის ხო???

    კოდორი ისე რატო დავთმეთ. გული მისკდება მაგ კადრებს რო ვუყურებ როგორ შეცუნცულდნენ აფსუები და ქართUლი დროშა შებილწეს. თუ წინააღმდეგობას არ ვწევდით ხო შეიძლებოდა ღირსების გადარჩენა? ჰაიჰარად იარაღის მთა რო დავახვედრეთ?

    კოდორიდან როდის გადიან ეგენი? აფსუები დგანან მანდ თუ რუსები?

    500 კაცზე თავად დაწერეს ოსებმა. მე უბრალოდ რუსეთის საგამოძიებო კომისიის დასკვნის ციფრები მოვიყვანე. ყველა სამოქალაქოა თუ არა, არ ვიცი.

  10. რა ოპტიმიზმი უნდა მქონდეს ბატ.თემურ,როცა მიშა პიარს არის გადაყოლილი და როცა საქართველოში ამდენი გაჭირვებული ცხოვრობს და პრეზიდენტი ჰოლივიდუს ფილმში ამდენ ფულს ხარჯავს?

     

    რაც შეეხება ამერიკელებს,თქვენის აზრით არასოდეს იტყუებიან?

    პრეზიდენტის თვითმფრინავი საკუთრებაა და საწვავიც თავის ჯიბიდან ჩაასხა? :(

    თვითმფრინავი სპეციალურად გაგზავნა?

  11. ბატონო თემურ ჩემთვის ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე წარსულ შეცდომებზე მსჯელობა . მე არ ვკითხულობ ისეთ რაღაცას რომ გასაიდუმლოება იყოს საჭირო . მაინტერესებს რა მდგომარეობაა ჩრდილოეთის საზღვრის მამისონის მონაკვეთზე და მაინტერესებს ვის მფლობელობაშია ჩრდილოეთის საძღვრის მამისონის მონაკვეთზე მდებარე კოშკურა რომელიც ქართველი მესაზღვრეების მიერ იყო კონტროლირებადი და გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად თუ ქართველმა მესაზღვრეებმა მიატოვეს ის საგუშაგო და იმ კოშკურას დღესდღეობით აკოპნტროლებენ რუსი მესაზღვრეები , უნდა დადგეს თუ არა საზღვრის დაცვის უფროსის პასუხისმგებლობის და ამ საკითხსი პასუხისმგებელი პირების საკითხი

    კოშკურის თემა გულახდილად არ ვიცი, მაგრამ გადავამოწმებ.

  12. დამიკიდეთ ბატონი თემურ? :D((

    პ.ს თქვენი გვარი ასე კი არა Yakobashvili ასე იწერება Jakobashvili

    ეგრე გერმანიაში წერენ. მე აქოური ვარ:( პაპის პაპა უკვე თბილისელი იყო, თუმცა ვიცი, რომ იაკობაშვილები ქუთაისში, საჩხერეში და ახალციხეში ცხოვრობენ. ხოხბის ნათესაობას ვერ დავიჩემებ (რომელსაც ვახტანგმა მიმინო მიუქსია), მაგრამ თავს თბილისელად ვგრძნობ.

  13. Temuri Yakobashvili

    კარგი იქნებოდა რაიმე კოორდინატს თუ დაწერდით,რომლის მეშვეობითაც დაგიკავშირდებოდათ ეს პიროვნება . გასათვალისწინებელია ისიც ,რომ რუსი ჩეკისტები გააკონტროლებენ მის საქმიანობას თუ მიმოწერას .სასურველია ამ ჭაობიდან ამოვიდეს. :(

    ალბათ ჩვენს მისიას უნდა დაუკავშირდეს მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში. სხვა მექანიზმები არ მაფიქრდება.

  14. დანაკარგებზე ბატონო თემურ გთხოვთ უმორჩIლესად. როგორც ქართული ასევე ოსურ რუსულ დანაკარგებზე შეგიძლიათ გვითხრათ?

    ქართული იცით, 418 მშვიდობიანების, სამხედროების და პოლიციელების ჩათვლით. ოსები - 168. მათი ციფრებია, ჩვენ სხვა არ გვაქვს. რუსები - 2341 ჯარისკაცი. წყაროს ღიად ვერ დაგისახელებთ.

     

    Temuri Yakobashvili

     

    ჯანჯღავას იმდენი აქვს გამოვლილი ამ გადასვლა-გადმოსვლაში, უკვე შეეჩვია :D ჯარის საკითხებზე საუბარი ახლა უადგილოა ნამდვილად...

    მინდა დავუბრუნდე გენერალ ყურაშვილის საკითხს..აქაც პირადად თქვენი აზრი მაინტერესებს, ვიცი რომ არ ხართ კომპეტენტური, მაგრამ აზრი ხომ შეიძლება რომ გამოთქვათ..

    მისმა განცხადებამ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენასთან დაკავშირებით, დამეთანხმებით, საკმაოდ გაგირთულათ საქმე დიპლომატიურ ფრონტზე..საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მან განაცხადა, რომ იყო კონტოზირებული და ამიტომ "წამოსცდა". როგორ ფიქრობთ, ეს წინადადება კონკრეტულად მას ეკუთვნოდა თუ ის ხელისუფლების მხრიდან იყო ნათქვამი და ყურაშვილმა ის მხოლოდ გაახმოვანა?

    ზისტად ვიცი, რომ მხოლოდ ყურაშვილის ფრაზაა. ხელისუფლებაშჲ არავის მსგავსი არ უთქვავს.

     

    Temuri Yakobashvili

     

    არანაირად არ ვარ ნაწყენი, რას ბრძანებთ :( უბრალოდ პირველად მეუბნებიან რომ დემაგოგი ვარ :) უკეთ უნდა დავაკვირდე საკუთარ თავს ალბათ :D

    ხედავთ რამდენ ნიჭს აღმოაჩენთ ინტერნეტში!

  15. Temuri Yakobashvili

     

    ღმერთმანი, რა პატივია :( ჩემი ბლოგის კონკრეტულად რომელი ჩანაწერი მოგეჩვენათ დემაგოგიად?

    საერთოდ, მწვავე შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის ასარიდებლად სიტყვა "დემაგოგია" ძალიან ეფექტურია :D :D

    დემაგოგიის გაკვეთილების ჩასატარებლად დაგპატიჟებთ:) ბლოგი ნიჭიერების კონტექსტში ვახსენე. დემაგოგი უნიჭო ვერ იქნება. სამწუხაროა, რომ ასეთი ნაწყენი ბრძანდებით. ისე რომელ კითხვას ავარიდე თავი?

  16. ბატონო თემურ, როინ შავაძის მკვლელობის გამოძიებაზე რას გვეტყოდით? როგორ ფიქრობთ მაინც რამ გამოიწვია ამ კაცის ასეთი ნაჩქარევი ლიკვიდაცია?

    სამწუხაროდ არ ვიცი ვინ იყო და არც მის მკვლელობაზე ვიცი რამე.

     

    Temuri Yakobashvili

     

    არ გაუშვიათ, "დააწინაურეს" და მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს..

    თქვენთვის ჭკუის სწავლებას არ ვაპირებ, უბრალოდ გეტყვით, როდესაც სამხედრო მოსამსახურეს ფორმას ხდიან და კოსტიუმს აცმევენ, ეს არ არის დაწინაურება..კაცი მოაშორეს სამხედრო საქმეს და დასვეს მინისტრის მოადგილედ..ამასობაში გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს დამთავრებული გენერალური შტაბის აკადემია. გენერალ ჭანკოტაძის წინააღმდეგ არაფერი მაქვს, უძლიერესი არტილერისტია და ომის დროს რა ზიანიც მიადგა მტერს, 80% (მეტი თუ არა)მისი დამსახურებაა, მაგრამ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა ცოტა სხვა საკითხია..

    ჯანჯღავა ხომ დააწინაურეს. მგონი მას აქვს სათანადო განათლება. მთლად შავ-თეთრი არ არის ყველაფერი.

  17. Temuri Yakobashvili

     

    ვლადიმერ ჩაჩიბაია

    მე როგორც ვიცი, ის ჯარიდან არ გაუშვიათ. კარგი სპეციალისტია. ბლოგი მართლა მომეწონა!

  18. Temuri Yakobashvili

     

    მოახდინეთ მოსახლეობის ევაკუაცია, გააძლიერეთ ადმინ.საზღვარი, ჩაკეტეთ თუ საჭიროა, გაავლეთ ხაზი, რამე ქენით! აუკრძალეთ მოსახლეობას სახლებიდან გასვლა, დააწესეთ კომენდანტი საათი...

     

    და ამას თქვენ მეუბნებით? :(

    კი. მას მერე რაც თქვენს ბლოგს გავეცანი:D

  19. რაიმე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ლევან გუდაძის საქმესთან დაკავშირებით,რომელიც ცხინვალში გაიქცა და მისი თქმით პრობლემები აქვს ფეესბესთან უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით...

    შესაძლებელია თუ არა ხელისუფლება მას დაეხმაროს დაშვებული დიდი შეცდომის მიუხედავად და ექნება თუ არა უსაფრთხოების გარანტია? ცხადია აღნიშნულზე სრულად თქვენ ვერ გვიპასუხებთ,მაგრამ იმედი მაქვს დაინტერესდებით ამ კაცის საკითხით....(ცხადია ჩემთვის მიუღებელია ,რაც გააკეთა,მაგრამ საფრთხის ქვეშაა მისი მეუღლე და ბავშვი)

    http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=139242

    ეს მისი მიმართვა

    დიდი ხანია ვცდილობ ვინმე ვიპოვო, ვინც მაგ კაცს იცნობს, მგრამ ვერ მოვახერხე. თუ მის წინააღმდეგ საქმე არ არის ჩვენთან აღძრული, მაშინ მისი დაცვა გვევალდებულება.

     

    Temuri Yakobashvili

     

    დიდი მადლობა პასუხისთვის... მაგრამ ამ პასუხს ჩემი პენსიონერი მეზობელიც მომცემდა, შეიძლება გავიგოთ რა გაკეთდა?

    მოიყვანეთ პენსიონერი მეზობელი მთავრობაში!

  20. Temuri Yakobashvili

    თვლით თუ არა რომ, შარშანდელი საგარეო, სამხედრო და საშინოა პოლიტიკის ფიასკოს შემდეგ ხელისუფლება უნდა გადამდგარიყო სრული შემადგენლობით?

    ვინ აგო პასუხი ამ "შეცდომების კასკადზე"?

    თუ არ აგეს - რატომ?

    არა მგონია, რომ ფიასკო იყო, შესაბამისად დანარჩენი კითხვები არარელევანტურია.

     

    Temuri Yakobashvili

     

    ასეთი არგუმენტებით კვებავთ თქვენ ასაკით პატარა მინისტრებს? :(

     

    თუმცა ხო სამხედრო მოქმედებები არ უხსენებია პრეზიდენტს :D

    ისინი ძირითადად ფაქტებით იკვებებიან. ხანდახან ხინკლითაც:D

  21. ბატონო თემურ თვლით თუ არა რომ საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება ( მათ შორის ეს ხელისუფლებაც ) რომელიც საქართველოს სრული ტერიტორიის აბსოლიტურ დეოკუპაციამდე წავა რუსებთან მოლაპარაკებაზე იქნება მოღალატეობრივი და კოლაბორაციონისტული

    გააჩნია მოლაპარაკების თემა რა იქნება. თუ ლაპარაკია ტერიტორიების დათმობაზე, მაშინ რა თქმა უნდა ორივე ერთად იქნება!

     

    Temuri Yakobashvili

     

    და რატომ არ არის ამ დასკვნაში მითითებული თუ ვინ გავიდა და ვინ შემოვიდა? რატომ მოხდა ამ ინფორმაციის გამოქვეყნება მხოლოდ ნაწილობრივ?

    მაგ დასკვნას მე არ ვწერდი, შესაბამისად თქვენს კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ჩემი აზრით მოსახლეობამ ყველაფერი უნდა იცოდეს. გასულიც და შემოსულიც. მაგ საკითხში არ უნდა იყოს არაფერი დამალული.

     

    1 . ეს ინფორმაცია ჩემს მიერ კი არა მამუკა არეშიძის მიერ არის გაჟღერებული . 2 . ჩვენთვის უფორ მომგებიანია პირობითი საზღვრის განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანა ვიდრე საზღვრის დემარკაცია ( მიზეზების დასახელება ამ ეტაპზე არაპრაგმატული და არადიპლომატიური ნაბიჯი იქნება ) . თუ ხდება საზღვრის კონტროლის გამკაცრება ხელისუფლების მხრიდან ყველა პერიმეტრზე რათა თავიდან იქნეს აცილებული ეგრეთ წოდებული მცოცავი ანექსია

    კი ხდება. ამ საკითხზე მეტს ახლა ვერ გეტყვით, გასაგები მიზეზების გამო. იმედია გამიგებთ.

     

    ბატონო თემურ,

     

    ეს კითხვა არ გახლავთ,ეს დასკვნა არის ჩემი:

     

    საქართველოს ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა საგარეო პოლიტიკაში!

     

    და არავის და არაფრის იმედი არ ააქვს დღეს საქართველოს,სამწუხაროდ!

     

    მადლობა.

    სურათი მომეწონა:(

  22. მაინტერესებს იურიდიული თვალსაზრისით მსოფლიო სამართლის მიხედვით ზიანის მომტანი იქნება თუ არა ქვეყნისთვის ყველა ოფიციალურ დოკუმენტში რომ ოფიციალურად მოხსენიებულ იქნეს მხოლოდ ცხინვალის რეგიონი ან სამაჩაბლო და საერთოდ იქნას ოფიციალურად ხმარებიდან ამოღებული ,, სამხრეთ ოსეთის '' ხელოვნურად შეკოწიწებული ტერმინი

    იურისტებს ვკითხავ

  23. Temuri Yakobashvili

     

    ჩინოვნიკი მარტო მინისტრი არაა და მგონი ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით :(

    თქვენ გინდათ თქვათ, რომ აგვისტოში ცხინვალზე შტურმი სამხედროების გადაწყვეტილება იყო?

    რატომ? მერე თბილისზე რუსებთან ერთად შტუმის დაგეგმვა რომ დამაბრალოთ თქვენ მიერვე კონტროლირებადი მედიასაშუალებებით?!

    ვინმემ რამე უკვე დაგაბრალათ? სად და რას უნდა ესროლონ, ამას სამხედროები განსაზღვრავენ. მგონი ეს თქვენთვის სიახლე არ უნდა იყოს. ამ ფორუმსაც ხომ არ ვაკონტროლებთ შემთხვევით? ქვედა რგოლის ჩინოვნიკების თემა საინტერესოა. მოღალატე ან არაკომპეტენტურ/დამნაშავე ოფიცერს თუ დაიჭერ "ნაომარი ხალხი დაიჭირესო"! მგონი ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, სადაც და ვისაც არ უნდა მსახურობდეს.

  24. ბატონო თემურ,

    "საქართველოს ხელისუფლების მიზანია, სამხრეთ ოსეთის რეგიონში კრიმინალური რეჟიმის დასრულება”-ეს განცხადება თქვენ 7 აგვისტოს გააკეთეთ. ინტერპრესნიუსის საიტზე ახლაც შეგიძლიათ ნახოთ არქივებში...ბოლობოლო, ვის წინააღმდეგ ვიბრძოდით ჩვენ, ოკუპაციის თუ კოკოითის რეჟიმის წინააღმდეგ?

    და რადგან თქვენ (და სხვა პოლიტიკოსები) უცბად შეითავსეთ სამხედრო ოპერაციების მმართველობის ფუნქციები, აქვე შეგეკითხებით: სანამ ცხინვალზე შეტევის ბრძანებას გასცემდით, გქონდათ თუ არა გააზრებული მოსალოდნელი შედეგები?

    აქვე კიდევ ერთ შეკითხვას დავსვავ: თვლით თუ არა ცხინვალს საქართველოს ერთ-ერთ ქალაქად? თუ თვლით, რატომ გაიცა მასზე შეტევის ბრძანება?

    თქვენ ბინაში თუ ბანდიტები დაბანაკდებიან, გვაქვს თუ არა უფლება მათ შეუტიოთ?

×
×
  • შექმენი...