მორჩა! უ''გულო'' ცხოვრებას ვიწყებ მუზა მესტუმრა და ისევ ჩაუჯექი წერას ... ვფიქრობ რა დავწერო და ხელები თავისით გარბიან :სევდაააააა. ტკივილიიიიიი... მომენატრა ... უი როგორ მაკლია და კიდევ უამრავი ფრაზა ტივტივებს ფიქრებით დამძიმებულ თავში ,თუმცა არ დავწერ აი ესე პროტესტის ნიშნად არ დავწერ და მორჩა! ––– დავიღალე ამდენი სევდის და უიმედო სიყვარულის დემონსტრირებით.სადაც გავიხედე ყველა საკუთარ ტკივილს დასტირის , ზოგი მიატოვეს ... ღმერთო ჩემო_ გაახილეთ თვალები ... ვინ ღირს თან გაყოლად და გულის გაწვრილებმადე ტირილად ? ნუთუ ვინმე იმსახურებს ამას ?> არაა ! დამიჯერედ არავინ! ზოგმა მიატოვა ... უი წახვედი ? ჯანდაბამდე გზა გქონია – მიაძახა ვიღაცამ და ესაა სულ შენი love story ... ზოგს ცალმხრივად უყვარს ... ეს ნამდვილად არ მწამს = გიყვარდეს ვიღაც და ის კი იჯდეს და სხვას უჟუჟუნებდეს ტუშით დამძიმებულ თვალებს –სისულელეა .. ის შეიყვარე ვინც შეგიყვარებს და იყავი ბედნიერი–=რა საჭიროა დაკავდე უაზრო მაზოხიზმით და იტანჯო თავი ! შევწუხდი რა ... გაქცევა მომინდა ამდენი ტკივილიანი ამბების მერე – ხო გაქცევა სადმე შორს _შოოოორს –იქ სადაც ვერავინ მოწვდება გრძნობებს , მაგრამ გულს რა უყო ? სად დავტოვო ? ვის მივაბარო ? __ არ იტოვებს არავინ = ზოგმა– ჩემი ‘’გულ’’ებიც ოხრად მრჩება,შენი რათ მინდაო ... ზოგმა– ‘’გულ’’ს ვერ ვენდობი არეულობა იცის და ვერ დავიტოვებო ... ზოგმა –ვაიმე შარშან ისე გადამრია ერთმა ‘’გულ’’მა ,მას მერე ‘’გულის’’ ატანა აღარ მაქვსო... ზოგმა –‘’გულ’’ს ნუ დამანახებ ოღონდ და მილიონი ვალი მქონდეს მირჩევნიაო... ზოგმა – არა გენაცვალე მე და ‘’გული’’ ვერ ვრიგდებით ,ასე რომ სადაც წახვალ თან წაიყვანეო ... არადა მე’’გულ’’ება ეხლა მე ?! : ) სად მაქვს ამის მოვლა–პატრონობის თავი. იქ გრძნობებით ასაზრდოვე _აქ ვნების ცეცხლი შეუნთე, იქ მზრუნველობა არ მოაკლო_აქ სიყვარულით მორწყე დილა –საღამოს ... არა არ მინდა – ვტოვებ ! გამოჩნდება ვინმე ‘’გული’’ანი და დაიტოვებს ... მე კი წავალ და უ’’გულ’’ოდ დავისვენებ ... უუფ რა ნეტარებაა ! აღარავინ გამიწვრილებს _ აღარავინ მატკენს _ აღარავინ ამიჩუყებს_ აღარავინ გამიტეხს_ და საერთოდ აღარავინ შეეხება _გულს ! ესეც ასე, უ’’გულ’’ო ცხოვრებას ვიწყებ და ‘’გული“სხმიერებას ნუ მომთხოვთ ! : ) + თემა დახუროს მოდერმა...