#1 - რატომ არ ხართ ჩართული უფრო აქტიურად თბილისის შიდა პრობლემებთან დაკავშირებით? იქნებ დაგვეხმაროთ თბილისელებს იმ უმსგავსობის წარმოჩენაში, რაც ამ ე.წ. მშენებლობის ბუმს მოყვა - აღარ დარჩა მწვანე საფარი, ყველაგან შენობები შენდება პარკებში, იპოდრომზე... რაც მთავარია, დარღვეულია ქალაქის იერ-სახე, ნადგურდება ისტორიული ქუჩები... (მაგალითად, მირზა შაფის ქუჩის თემა წამოწიეთ - რა გაუკეთეს ამ ისტორიულ ქუჩას უგულავას ხელდსასხმით), თუნდაც რას უკეთებენ ძველი საბჭოთა არქიტექტურის შენობებს, რაც დღეს უკვე ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს(იმელის შენობა) და ა.შ. - ასევე, თუ გსმენიათ, იმ საშინელი შუშებიანი ხიდის შესახებ(ამჯერად უკვე მიშას მორიგი კაპრიზი), რომელსაც ძველ თბილისში აშენებენ? ძალიან დიდი იმედი გვაქვს თქვენი, რომ მართლა დაინტერესდებით ასეთი საკითხებით, თბილისი მართლა გადასარჩენია, გადასახედია მთელი რეგულაციები მშენებლობებთან დაკავშირებით - თორემ უგულავას ხელში გადაიქცა ჩაბეტონებულ უსიცოცხლო ქალაქად (რუსთაველის გამზირსაც კი დაუკარგეს ძველი იერსახე და საერთაშორისო ორგანიზაციების წინ გაშენებულ ტროტუარს დაამსგავსეს...) #2 სააკაშვილი ისევ აგრძელებს რისკიანი და უგუნურ პოლიტიკას რუსეთის მიმართ. - თქვენის აზრით, რას მოგვიტანს ახალი კავკასიის ტელევიზია - რომელსაც როგორც ვხდებით, მხოლოდ ერთადერთი ფუნქია აქვს: რუსეთის გაღიზიანება (თორემ ერთი ტელევიზია რომ რუსეთს ვერ დაშლის , ყველამ კარგად ვიცით) ? - რატომ არავინ ხმას არ იმაღლებს ოპოზიციური სპექტრიდან, რომ ეს ინიციატივა ისევ ცეცხლთან უპასუხისმგელო თამაშია ჩვენი მთავრობის მხრიდან? - რატომ უფრო არ ამახვილებთ ყურადღებას იმ საკითხზე, რომ საკაშვილმა საქართველო ფინიად გადააქცია, რომელსაც მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს - უყეფოს რუსეთს ... თან ისე, რომ ჩვენ კბენასაც კი ვერ ვახერხებთ. =) თუნდაც, რუსეთის პატრიარქზე შეტევები იმედის ტელევიზიაში, იგივე ფინიას როლის პირნათლად შესრულებაა . ე.ი. გამოდის რომ ეს კონფრონტაციული პოლიტიკა ისევ გრძელდება. ამ გზამ კი მხოლოდ უბედურება მოუტანა ქვეყანას და კიდევ უფრო მეტ უბედურებას მოუტანს, თუ ეს არ შეჩერდა. - ამიტომ, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნარის არ ქონა - სააკაშვილის მთავრობის აქილევსის ქუსლი? - და იმის ფონზე, რომ ამ მთავრობას რუსებთან ურთიერთობის დარეგულირება კი არა, არსებული საფრთხეების შემცირებაც კი არ შეუძლია და არც ცდილობს რაიმეს შეცვლას ამ მიმართულებით - არის თუ არა ეს (უსაფრთხოების უზრუნველყოფის უუნარობა) ის თემა, რომელზეც ყველაზე მეტად უნდა აკრიტიკებდეს ოპოზიცია მთავრობას?