დარეპორტება დადაიზმი in შემოქმედება და ხელოვნება Posted November 10, 2009 დადა მანიფესტი ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინიასპარსულ რომ ჩამოაქვს ენზელიდანშიგ ეტევა მთლი აზიის სისულელედა ხარკს არ გადაიხდის საკავშირო რესპუბლიკისთვის.რაშეედრება, როცა ყრუ სომეხი მუცელს იცლისექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმათქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა ##################ჩემს იქით პარიზია…ელისეის მინდვრებიჩასუქებული ჟოფრი მოუტაციათ წმინდა ილიას ცხენესპოლ კლოდელი კოცნის ჩინელი ქალის ბალღამიან ფეხსდა ტრისტან ტცარა ათამაშებს ”დადას” კუკლას.ვზივარ მოედანში.. შეღბილი ინით თათარიატორებს კამათლებს (ესეც კოსმეტიკაა და თავის გასართობი)(ამბობენ არაბები ვარსკვლავთმრიცხველობენ).უნდა იყო იდიოტი, რომ ძველებურად სწერო ლექსებიროცა სატურიის სანაობზე გლეხებს უხსნიან ელექტროფიკაციასროცა პრეზიდენტია მიხა ცხაკაია.მთაწმინდის შემოღამებას მარტო ბოზები ელიანერთი დარჩა ქუჩა გაუწითლებელივის უნდა შენი ნაზი ლექსებიორსული ქალიშვილები სიცილით იხოცებიანთუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს. 22 ოქტომბერი, 1923წტიციან ტაბიძე
დადაიზმი
in შემოქმედება და ხელოვნება
Posted
დადა მანიფესტი
ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია
სპარსულ რომ ჩამოაქვს ენზელიდან
შიგ ეტევა მთლი აზიის სისულელე
და ხარკს არ გადაიხდის საკავშირო რესპუბლიკისთვის.
რაშეედრება, როცა ყრუ სომეხი მუცელს იცლის
ექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმა
თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა ##################
ჩემს იქით პარიზია…
ელისეის მინდვრები
ჩასუქებული ჟოფრი მოუტაციათ წმინდა ილიას ცხენეს
პოლ კლოდელი კოცნის ჩინელი ქალის ბალღამიან ფეხს
და ტრისტან ტცარა ათამაშებს ”დადას” კუკლას.
ვზივარ მოედანში.. შეღბილი ინით თათარი
ატორებს კამათლებს (ესეც კოსმეტიკაა და თავის გასართობი)
(ამბობენ არაბები ვარსკვლავთმრიცხველობენ).
უნდა იყო იდიოტი, რომ ძველებურად სწერო ლექსები
როცა სატურიის სანაობზე გლეხებს უხსნიან ელექტროფიკაციას
როცა პრეზიდენტია მიხა ცხაკაია.
მთაწმინდის შემოღამებას მარტო ბოზები ელიან
ერთი დარჩა ქუჩა გაუწითლებელი
ვის უნდა შენი ნაზი ლექსები
ორსული ქალიშვილები სიცილით იხოცებიან
თუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს.
22 ოქტომბერი, 1923წ
ტიციან ტაბიძე