გამარჯობა ხალხო )) ძვირფას მოდერს ვთხოვ - თუ თემა შეუსაბამო განყოფილებაშია გადაიტანოს იქ სადაც არს ადგილი მისი. ხო ეხლა რა ხდება მასაი - ერთერთი ყველაზე ცნობილი ტომია აღმოსავლეთ აფრიკაში. ისინი ცხოვრობენ კენიის სამხრეთითა და ტანზანიის ჩრდილოეთით, სავანაში. მიუხედავად თანამედროვე ცივილიზაციის მიღწევებისა, ისინი ინარჩუნებენ ტრადიციებს და ცხოვრობენ ზუსტად ისე, როგორც საუკუნეების წინათ. მასაების ტომი 900 000 ადამიანს ითვლის. სავარაუდოდ ისინი სუდანში ნილოსის დაბლობიდან მოხვდნენ ახ.წ. 1500 წლიდან. მიუხედავად იმისა, რომ სხვა აფრიკული ტომები აარსებდნენ სამეფოებს, მასაის ხალხი არ გასცდა ცხოვრების მესქაონლე-მომათაბარე სტილს. თუმცა ამ ბოლო დროს ურბანიზაციის გამო თანდათან იზღუდება მათი საცხოვრისი. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში მასაის ხალხი მთლიანად აკონტროლებდა სავანას და ევროპელებთან არანაირ კომპრომისზე არ მიდიოდნენ. თუმცა მალე მათ შორის გავრცელდა ეპიდემია, რომელიც ბუზი ცეცე-ს მიერ ვრცელდებოდა - ამან საგრძნობლად შეასუსტა მათი პოზიციები. მიუხედავად იმისა,რომ მასაებს ძლიერი მეომრების სახელი აქვს, მათი კულტურის საწყისს, ცენტრს - ჯოგი წარმოადგენს. ისინი მესაქონლეები არიან. ერთერთი წმინდა მითი ამბობ, რომ წვიმის ღმერთმა ნგაიმ მთელი საქონელი მასაის ხალხს გადასცა, ამიტომ მათ ვისაც ასევე ყავს საქონლის ჯოგი - უბრალოდ მოჰპარეს მასაის ხალხს. ამ წარმოდგენამ მასაის ხალხი ხშირად დაუპირისპირა მეზობელ ტომებს. მასაის ხალხის სახლები ნაგებია გამხმარი პატივით, ხოლო ერთგვარ რიტუალურ სასმელს წარმოადგენს ძროხის სისხლი. როდესაც კენიაში ტურიზმი განვითარდა მასაებმა ვერ შეძლეს ესარგებლათ მათთვის ხელსაყრელი პოზიციებით სავანაში. სხვა ტომებმა ხალისით დაუთმეს უფლებები მასაებს საქონელსა და ჯოგზე და აიღეს ხელში ტურიზმის ინდუსტრია. შედეგად მოხდა ისე, რომ ტურიზმის განვითარებამ ვერანაირად ვერ გააუმჯობესა მასაების მატერიალური მდგომარეობა. ამჟამად მასაები ასე ვთქვათ ქაოტურად "ითრევენ" ტურისტებს, სთხოვენ მათ ფულს, წვრილმან საჩუქრებს და კვლავ და კვლავ არ მონაწილეობენ ტურისტების მოზიდვას და არანაირ შემოსავალს არ ღებულებობენ ამ სფეროდან. ისინი არ თანხმდებიან ფოტოების გადაღებაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება თუ მათ მცირეოდენ თანხას გადაუხდით. მასაის ტრადიციების მიხედვით მათი სიცოცხლე მკაცრად არის რეგლამენტირებული. ბავშვების აღზრდის მეთოდები ემორჩილება ასაკობრივ კატეორიებ, ამ კატეგორიებს შორის დადგენილია ტრადიციული ურთიერთობები. გოგონები და ვაჟები გადიან ინიციაციის ცერემონიაზე. კატეგორიულად აკრძალულია ადრეულ ასაკში ქორწინება. ქორწინებამდე მამაკაცები უნდა გამოიცადონ ომსა და ნადირობაში. როდესაც ისინი ასაკში შედიან შესაბამისად გადადიან ტომის მმართველობაში. უხუცესი მამაკაცები კი იხსნიან ამ ვალდებულებას და ასრულებენ სხვა ფუნქციებს. მასაის მამაკაცები ემორჩილებიან უამრავ ტრადიციას და მონაწილეობას ღებულობენ მრავალ ცერემონიაში. ყველაზე ცნობილი არის "ნახტომთა ცეკვა". ამ ცეკვას ასრულებენ ახალგაზრდა მეომრები, ისინი ერთ ადგილზე დგანან და რაც შეიძლება მაღლა ხტებიან, ეს იმისთვის, რომ გამოავლინონ საკუთარი ძალა და მოხერხებულობა. ეს ტრადიცია მათი წარსულიდან მოდის. გადმოცემის თანახმად ერთხელ მასაების ძალიან დიდმა ლაშქარმა შეასრულა ცეკვა მტერთან შეტაკების წინ, მათი ფეხების ქვეშ მიწა იძრა. იმისთვის, რომ მეომრის წოდება მიეღო ახალგაზრდა მასაის უნდა მოეკლა ლომი. თუმცა დღესდღეობით ეს აღარ ხდება. თუმცა როგორ ამბობენ კენიის შორეულ პროვინციებში ამ ტრადიციას მაინც ასრულებენ. ასევე ადრე მიღებული იყო, რომ ახალგაზრდა ვაჟების ჯგუფს უნდა აეშენებინა ახალი სოფელი და ეცხოვნა იქ რამოდენიმე წლის განმავლობაში. ამით ისინი მამაკაცის სტატუსს მიიღებდნენ. დღესდღეობით ეს ტრადიციაც აღარ სრულდება, რადგან აღარ არის საკმარისი მიწები. სხვა ტომებისაგან განსხვავებით მასაის ქალები ტომის კულტურასა და ცხოვრებაში უდიდეს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. მათ იოლად გამოარჩევთ სხვებისგან გადაპარსული თავით, მკვეთრი, ჭრელი სამოსით და მძივებით. გარდა ამისა ორივე სქესში მIღებულია ქვედა კბილებიდან რომელიმეს ამოღება ან ამოჭრა. ამასთან ბიჭებმა ამ დროს ხმაც კი არ უნდა ამოიღონ, ხოლო გოგონებისთვის ეს არ არის აუცილებელი. კენიის ხელისუფლება ცდილობდა ეს პრაქტიკა გაენადგურებინა, თუმცა უშედეგოდ. ამის წინააღმდეგ თავად მასაის ქალები აღდგნენ. აი ასეთია მოკლე ისტორია ამ ულამაზესი ხალხის შესახებ : ვინმე თუ წახვალთ იქ - მეც წამიყვანეთ http://s56.radikal.ru/i153/1104/cb/66c1c01bd45f.jpg http://s50.radikal.ru/i127/1104/d7/07fb7b976340.jpg http://i056.radikal.ru/1104/2a/c4c49fe2a10d.jpg http://s007.radikal.ru/i302/1104/66/efbde9ac1f01.jpg ძალიან საინტერესო ხალხია და თუ ვინმე რამეს დაამატებს ვფიქრობ უფრო საინტერესო გახდება ამ თემაში შემოხედვა * * * http://s52.radikal.ru/i137/1104/19/6eda46cb1d80.jpg http://s004.radikal.ru/i208/1104/8a/49c3c2e7291a.jpg http://s011.radikal.ru/i316/1104/23/9f08f8f70b08.jpg http://i058.radikal.ru/1104/8f/f1194aa69017.jpg http://s008.radikal.ru/i305/1104/b5/1924c2f60b23.jpg http://s60.radikal.ru/i168/1104/1f/9038ac253c23.jpg http://s02.radikal.ru/i175/1104/0d/20885b112e6b.jpg http://s53.radikal.ru/i139/1104/79/34931674525e.jpg http://i023.radikal.ru/1104/39/287f9b7f6825.jpg http://s41.radikal.ru/i091/1104/71/662fab08f613.jpg http://s016.radikal.ru/i337/1104/df/38ec1094cfe1.jpg http://s008.radikal.ru/i304/1104/a5/f77da9a310f0.jpg http://s49.radikal.ru/i126/1104/32/71a6bf19636e.jpg http://s015.radikal.ru/i331/1104/3e/42e669cbba3d.jpg http://s39.radikal.ru/i086/1104/c8/07d1a5df4573.jpg http://s46.radikal.ru/i113/1104/ad/6035290da722.jpg http://s60.radikal.ru/i168/1104/41/1d45c332d7e6.jpg