დედანი! დედანი ვიპოვე ხალხო, დაგლიჯა ამ ქალმა წინა თაობა ყველა KGB-იაო KGB შნიკი? ახალი გზით ვიაროთო, ვაფშემცრა, პათოსი როგორი უჭირამს :jump: სუ გამაძაგძაგა, არადა რა ქალია, სიამოვნებით, ტქვენტან უკაცრავად და, ეხ,ოხ და ახ! თავისუფლება დეტალებშია!!! ევროპაში ყოფნისას, მაშინ როდესაც დავწერე MY MANIFEST - "თავისუფლების შესახებ", და საქართველოში უკან დაბრუნებულმა, ჩემს მიერ დაწერილი მანიფესტები (ესები) გამოვაქვეყნე, და უძღვენი იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომელთა სიცოცხლეც ხელყო "სამართალდამცველებმა". მე და ჩემმა მეგობრებმ...ა გადავწყვიტეთ აღნიშნული წიგნის პრეზენტაციის გაკეთება "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში", და გავაკარით უნივერსიტეტის ყველა კორპუსის სტენდებზე შესაბამისი აფიშები. ჩემთვის "მოულოდნელად", უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმართველობამ და მისმა ხელმძღვანელებმა, ჩემმა "მეგობრებმა" ამ აფიშების ჩუმად ჩამოხევა დაიწყო., ჩამოხეულ აფიშების ადგილას სტენდებზე ახლ აფიშებს ვაკრავდი. პრეზენტაციამდე ერთი დღე იყო დარჩენილი და გვინდოდა ეს ინფორმაცია როგორმე მისულიყო სტუდენტებამდე. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, მათ მიერ წახალისებული და "ხელდასხმული" კომკავშირელების აქტიურობით, რომ ვერ დაკმაყოფილდა შ.ს.ს – დან გამოუძახა შესაბამის სამოქალაქო ფორმებში გადაცმულ პირებს რომლებიც 30–35 წლის ასაკის მამაკაცებს წარმოადგენდნენ. ისინი ხევდნენ აფიშებს და ჩვენს კითხვებზე თუ ვინ იყვნენ, და რატომ ხევდნენ აფიშებს, რა ესაქმებოდათ საერთოდ უნივერსიტეტის შენობაში იგნოამიტომ ჩვენ, რირებას უხეშად უწევდნენ. ამ დღეს, როდესაც სახლში დავბრუნდი, და დავრჩი საკუთარ თავთან მარტო, და გავაცნობიერე, თუ საიდან იყვნენ ეს ადამიანები "წარმოგზავნილები" და რა "მისიით" ძალიან შემეშინდა, შემეშინდა იმიტომ, რომ მივხვდი, არასასურველი ადამიანები "დაინტერესდნენ" ჩემით. მაგრამ იმავდროულად ვიგრძენი, რომ უფრო სწორად, დღეს დილით ჩემთვის ხმაურიან ფიქრებში, რომ ვიყავი ჩაძირული, სწორედ დღეს დილით მივხვდი, რომ მე ამ დღეს, სწორედ ამ დღეს დავიბადე პიროვნებად – ადამიანად, თავისუფალ ადამიანად! ვინაიდან, მიუხედავად იმ დღეს, და მას შემდეგ ჩემზე და ჩემს მეგობრებზე განხორციელებული ზეწოლისა, მე არ გავჩერდი და გავაგრძელე ბრძოლა, აზრის გამოხატვის და საერთო, საყოველთაო თავისუფლებისათვის! საყოველთაო თავისუფლებისთვის რადგან ის "თავისუფლება", რომელი თავისუფლებითაც ქვეყანაში მხოლოდ 10 კაცი – "ერთი გუნდი" სარგებლობს, თავისუფლება არ არის! რეალური თავისუფლება სწორედაც, რომ საყოველთაოა!... მე ვაგრძელებ ბრძოლას, მეტიც, სულ მალე გამოვცემ ახალ წიგნს; MEIN KAMPF FUER DIE FREIHEIT ანუ "ხმამაღალ ფიქრებს თავისუფლებაზე", რომელიც მერწმუნეთ, სულაც არ იქნება "სასურველი" , როგორც არსებული რეჟიმისთვის, ასევე ქვეყანაში არსებულ ნეოკონფორმისტულ ძალებისთვის და ფსევდო ლიბერალებისთვის, რომლებიც მხოლოდ და მოხოლოდ ემსახურებიან სწორედაც ლიბერალური და დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას საქართველოში! მე იმ დღეს, ასევე მივხვდი, რომ სააკაშვილის რეჟიმს – ხელისუფლებას ისევე ეშინია პიროვნებების და თავისუფალი ადამიანების , როგორც "ფაშისტურ გერმანიას" და " ბოროტების მანქანას" USSR- ს ეშინოდა! ეს შავი, კუპრივით შავი ხვრელია, და ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიდეთ ამ სიბნელიდან, ახალგაზრდებმა ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ამისთვის, უნდა განვახორციელოთ გადამწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისთვის! ჩვენ ყველანი ახლებად უნდა დავიბადოთ, საკუთარ თავში უნდა მოვახდინოთ ცვლილებები, გარდატეხა, ურთიერთპატივისცემის, კონსოლიდაციის და სოლიდარობის გზით უნდა მივაღწიოთ ახალ საქართველოს დაბადებას! სხვანაირად, ერთმანეთის კრიჭაში ჩამდგრები, ერთმანეთის ქილიკსა და დისკრედიტაციაში ამ ქაოსში, ვერაფერს შედეგს მივაღწევთ, ეს ნაკლი ჩვენი თაობის, რომეელიც წინა თაობისგან მემკვიდრეობად გვერგო, უნდა მოვიშოროთ! უნდა განვკურნოთ ამ სენისგან საკუთარი თავები! წინა თაობის შეცდომები გაკვეთილებად მივიღოთ, მოგიწოდებთ, ნუ გავყვებით მათ გზას! მათი სახე, ფასეულობაც და სიმბოლოც КГБ-ს ჯვარია! ამიტომ,ჩვენ ახალი გზით უნდა ვიაროთ, უფრო სამართლიან და სუფთა გზით, სუფთა გულებით, გადავახალისოთ გონებრივი ჰორიზონტი და მსოფხედველობა ჩვენი, და თუ საკუთარ თავთან ბრძოლაში გავიმარჯვებთ, მაშინ წინ ათასი გამარჯვებები გველოდება! დღეს ქართველი ხალხი არ ცხოვრობს, არის მცდელობები ხალხის მხრიდან რომ გამოვიდეს ქვეცნობიერიდან, და გაცნობიეროს თავისი რეალური ყოფა, რომელიც არ ყოფნას უფრო ჰგავს! მაგრამ ამ მცდელობებს რეჟიმი საფუძველშივე ახშობს, ახშობს ყველა მეთოდით და საშუალებით, ამ ქვეყანაში ადამიანებზე ძალადობას საზღვარი არ აქვს! ამას ათეულობითი სადისტურად მოკლული ჩვენი თანატოლების ახალგაზრდების ფაქტებიც მოწმობენ. მძიმეა და ძნელი ასეთ პირობებში სრულ სიბნელესა და სიცრუეში, დეზინფორმაციის ბატონობის ჟამს, დაწყო ფიქრი, დაიწყო ცხოვრება, დაიწყო რეალური ბრძოლა თავისუფლებისათვის, საკუთარი თავისუფლებისათვის, რომელიც სულაც არ გამორიცხავს სხვათა თავისუფლებისთვის ბრძოლას, ქვეყნის თავისუფლებისთივის ბრძოლას, მაგრამ ყველაფერს აქვს გამოსავალი და საყრდენი წერტილი, და თავისუფლების საყრდენი წერტილი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერთიანობა და სოლიდარობა იქნება! არა ისეთი "ერთიანობა", რაც სააკაშვილის რეჟიმს ახასიათებს, სადაც ერთი კაცის გვერდით მონური ერთგულებით არიან შეკრულნი, ასეთი ერთიანობა ზემოთ ხსენებულ ფაშისტურ და კომუნისტურ მთავრობებსაც ახასიაებდათ; სააკაშვილის "ერთობა", რომელიც ხალხის, ადამიანების და ქვეყნის ბედზე ერთობა! ასე შეიძლება ფორმულირდეს; ერთობას – პლურალიზმი= ტოტალიტარიზმს! "გააერთიანე და იბატონე"! –"დაშალე და იბატონეს" მსგავსი და ხატი...მოკლეთ, მე ლექციებზე მაგვიანდება; იფიქრეთ, იფიქრეთ გაერთიანებაზე, სოლიდარობაზე, ერთმანეთში კონსტრუქციული და ჰარმონიული თანამშრომლობაზე, იფიქრეთ ცალ–ცალკე და თუ გნებავთ ერთად ,ერთად ვიფიქროთ, ჩვენი ერთიანობის მიღწევაზე, რომ შედეგზე გავიდეთ! შედეგი ვაჩვენოთ, ხალხს, და ჩვენს თავებს! ნუ დავემსგავსებით ზოპარკში გამოკეტილ ლომებს, რომლებიც ამაოდ ცდილობენ დაუბრუნდნენ თავისუფალ სამყაროს – ბუნებრივ მდგომარეობას!იმ ლომებისგან განსხვავებით ჩვენ ჩვენი ნებით გამოვკეტეთ ჩვენი თავები ამბიციების ტყვეობაში, ამას არავინ გვაიძულებდა, ამიტომ ჩვენვე შეგვიძლია დავახწიოთ თავი ამ ტყვეობას! ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანები ამას შეძლებენ, საკუთარ თავთან ბრძოლას მოიგებენ, და იგივე თავისუფალი ადამიანები – პიროვნებები იბრძოლებენ მხოლოდ და მხოლოდ რეალურ თავისუფლებისთვის! ხსნა პიროვნებებშია, ხსნა თავისუფლებაშია! თავისუფლება კი დეტალებშია, რომელ დეტალებსაც ჩვენ ზედაპირულად ვეხებით, და ვფიქრობთ მათზე. ჭეშმარიტი! და არა ცრუპენტელა – ვარდისფერი თავისუფლება, ჭეშმარიტი თავისუფლება ერთ დღეში, ერთ წელში და.ა.შ არ მიიღწევა, თავისუფლება მუდმივი ძალისხმევას და მუდმივ მოძრაობას, მუდმივ ბრძოლას ითხოვს!... ადამიანი მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაშია თავისუფალი, აი ეს არის თავისუფლება! რა წამს შეაჩერებ ბრძოლას და მოძრაობას იმ წამს ხელებიდან გეცლება "ასე ნანატრი თავისუფლება"! დიახ, ხელებიდან გეცლება! ამიტომ არ დაიჯეროთ, თუ ერთ დღეს გამოგიცხადებენ, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა, რომ ქვეყანაში 'დემოკრატია გაბრწყინდა", რადგან არ არსებობს არსად მსოფლიოში "გაბრწყინებული დმოკრატიები", არ ა რ ს ე ბ ო ბ ს! ისევე,როგორც არ არსებობს სააკაშვილი, როგორც "დემოკრატიის შუქურა" საქართველოში, ეს ფარსია, აბსურდის სპექტაკლი! ხალხის ტვინების გამორეცხვისთვის! ხატია შიუკაშვილი სტუდენტი–ახალგაზრდობის "დემოკრატიული ლიგის" პრეზიდენტი