Jump to content
Planeta.Ge

utilizatori

პლანეტელი
  • პოსტები

    256
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

პოსტები დაპოსტილი utilizatori -ს მიერ

  1. Grig

     

    კაცო 3 ლიტრა არაყი ცარიელი ქვაბი რომ დადგა იმას გამოუვა :D რაღაც არ გექნებოდა კარგად გაკეთებული 300 კილო ყურძნის ჭაჭიდან აშკარად მეტი უნდა გამოსულიყო :yes:

     

     

    თუ არადა, იყიდე სპირტი, გამოხდილი წყალი, გააზავე რომ გრადუსი გემოვნებით დადგეს, ჩაასხი სამლიტრიან ბანკაში და ჩატენე ბლომად ფროთოხლის ქერქი, ფეიხოა, და ა.შ რისი გემოც გინდა რომ ჰქონდეს. უფრო სწორად ჯერ უნდა ჩატენო ბლომად და მერე ჩაასხა არაყი. ბევრი უნდა ქერქები, არ დაგენანოს. დახუფე და გააჩერე 1 თვემდე.

     

    კამფეტ! :yes:

     

    პ.ს. ფეიხოა ყველაზე ჯიგრული გამოდის :)

     

    utilizatori ეგრე არაა?

    კი ფეიხოას არაყი მაგარია

    მარა ჭანჭურის არაყიც ძალიან გემრიელია :D

    და ისე არაყი ცუდია

    ხიხია

  2. გთხოვთ მიპასუხეთ რა ბოტკინს დაზღვევა ამინაზრაურებს? ვინმეს გქონიათ ბოტკინი და დაზღვევით გიმკურნალიათ? ქრონიკულიაო და რაღაც ეგეთ სისულელეებს ხომ არ მეტყვიან ?

     

    უნდა დააზღვიოს დაზღვევამ მაგ დაავადების მკურნალობა ყველა ვარიანტში

    ბოტკინის დაავადება ანუ იგივე A ჰეპატიტი

    ასევე B ჰეპატიტიც უნდა დააზღვიოს

    ნუ თუ ნამუსგარეცხილი დაზღვევა არ არისს :D

     

    C შეიძლება არ დააზღვიოს

  3. utilizatori

     

    ხომ არ გაჟრიალებს კაცო, რას ჰქვია მოახერხო?

     

    რამდენი ხნით მიდიხარ?

     

    ეხლავე დაგიბრონავ ბილეთებს :givi:

     

    სამი კვირით მოვდივარ

    18-ში ჩავალ გერმანიაში

  4. utilizatori დღეღამეში ორჯერ რომ დავიძინო? ღამე 5 საათი და შუადღეს 2? :)

     

    წარმოდეგნა არა მაქვს რა ეფექტი იქნება :D

     

    საინტერესო რამე ვნახე ეხლა

    ძილში არის გარკვეული ფაზები

    ხოდა სულ 5 ყოფილა

    პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე :v:

    ხო კაი ოთხი ფაზაა და მე5 ანუ "სწრაფი ძილის ფაზა" ანუ ინგლისურად REM (rapid eye movement) ფაზა ყოფილა სამიზნე

    ანუ ტვინი მაშინ ისვენებს როცა ამ ფაზას მიაღწევს და სწორედ ამ ფაზაში ვხედავთ ჩვენ სიზმრებს

    ხოდა ყველა ამ ფაზის გავლას (ანუ ძილის ერთი ციკლის შესრულებას) 90-დან 110 წუთამდე სჭირდება და ძილის დროს რამოდენიმეჯერ აღწევ ნირვანას კი არა და ნუ რაც არის REM

    ხოდა დღისით 2 სააათი რომ დაიძინო ერთ REM-ს კი მოასწრებ და დანარჩენს ღამე გაივლი :D

     

    ხოდა დაწვრილებით აქანე წაიკითხეთ

    http://longevity.about.com/od/sleep/a/sleep_stages.htm

  5. utilizatori

    არ მგონია რომ ასე სერიოზულად იყოს ყველაფერი, ვფიქრობ ორგანიზმი რომ დაიღლება უბრალოდ გაითიშები და დაიძინებ... :)

     

    არ არის ეგრე ადვილად საქმე

    თუ არ გაითიშა მერე კომაში გადადის და კომა ტვინის დაზიანებას ნიშნავს და არა ტვინის დასვენებას

     

    ვიპოვე ის სტატია საშუალოდ 7 საათია ნორმა ძილი

    6-ზე ნაკლები და 8-ზე მეტი უკვე ცუდია

     

    http://www.healthcentral.com/sleep-disorders/insomnia-introduction-000027_5-145.html

     

    2002 study of sleeping habits in over 1 million people reported that people who slept 7 hours a night lived the longest. People who slept more than 8 hours or less than 6 hours, or who took sleeping pills, had lower survival rates.

  6. utilizatori

     

    სამედიცინო თვალსაზრისით რამდენი საათი ჭირდება ნორმალურ ადამიანს სრულყოფილი ძილისთვის? :)

     

    და რამდენი საათია საკმარისი დაიძინოს ადამიანმა რომ არ გარეკოს? :givi:

     

    ზუსტად მაგაზე ვნახე რაღაც სტატია და ვეღარ ვპოულობ

    დიდი კვლევა ჩატარდა და თუ არ ვცდები 6-დან 8 საათამდე ვისაც სძინავს ყველაზე დიდი სიცოცხლის ხანგრძლოვობა მათ ქონდათ

    და 8 საათზე მეტი ძილი დღეში პირიქით ცუდიაო

  7. ეს ფილოსოფიური შეკითხვაა თუ სამედიცინო?

    იმიტომ რომ სამედიცინო თვალსაზრისით საკმაოდ მძIმე პათოლოგიაა უძილობა

    ასევე გააჩნია რამდენ ხანს გრძელდება და უძილობის რა ფორმაა

    იმიტომ რომ მაგალითად ფატალური ოჯახური უძილობა გენეტიკური პათოლოგიაა და ლეტალური გამოსავალით მთავრდება

    სხვა უძილობის ფორმები ასე არ მთავრდება მაგრამ შეიძლება გაგიჟდე სტრესისგან :)

  8. utilizatori

    ბიჯო შენ ცოცხალი ხარ? დაგკლავ ღორივით.... სადა ხარ რო არა ხარ?

     

    რას შვრები ამ ზაფხულს, არ მოდიხარ?

     

    ცოცხალი ვარ :)

    http://www.all-creatures.org/anex/pig-01.jpg

     

    ეხლა 15-ში ჩავდივარ გერმანიაში ხოდა ვნახოთ

    შეიძლება მოვახერხო გამოსვლა :P

  9. სისხლს შედედებისთვის 5-დან 10 წუთამდე სჭირდება

    და პროთრომბინის დროს 10-16 წამია

    იდეაში ეს ის დროა რაც პლაზმას სჭირდება შედედებისთვის შედედების ქსოვილოვანი ფაქტორების დამატების შემდეგ

    ეგ ფაქტიურად შედედების კასკადის დასაწყისია

    მაგის მერე პროთრომბინი თრომბინად უნდა გადაიქცეს და შემდეგ თრომბინის დახმარებით ფიბრინოგენი ფიბრინად

    და მერე ხდება მხოლოდ ფიბრინის კოლტის წარმოქმნა ანუ შედედება

     

    INR საერთაშორის ნორმალიზებული შეფარდებაა და მარტივად გამოითვლება პაციენტის პროთრომბინის დრო იყოფა "ნორმალურ" პროთრომბინის დროზე

    ეს "ნორმალური" პროთრომბინის დრო დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ ამზადებს ქსოვილოვან ფაქტორს

    ყველა მწარმოებელი თავის ე.წ. ISI-ს აყოლებს ქსოვილოვან ფაქტორს რომ იცოდე რა ციფრზე გაყო პაციენტის პროთრომბინის დრო

     

    INR-ზე გეთანხმები მხოლოდ ვარფარინის მიღებისას გამოიყენება დოზის კონტროლისთვის

    ნორმაში 1.2-ია მაქსიმუმ თუმცა გააჩნია პაციენტს ზოგჯერ 2-ი და 2.5-იც კი არის ხოლმე სამიზნე მნიშვნელობა

    ისევ ვიმეორებ გააჩნია პაციენტს და რა პათოლოგია და რა ოპერაცია აქვს გაკეთებული

     

    ჰეპარინის და ფრაქცინირებული ჰეპარინების დოზის კონტროლისთვის აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო გამოიყენება aPTT

  10.  

    მადლობა :* მალე გამიარა გამიარა და კბილის ექიმი არ დამჭირადა, უბრალოდ ცივი წყალი დავლიე და მაგრა მეტკინა :what: ისე შენ ექიმი ხარ ხო? რაღაც მახსოვს მგონი სადღაც გეწერა :)

     

    კი ექიმი ვარ ოღონდ არავის უთხრა http://www.overclockers.ge/public/style_emoticons/default/xelitavi.gif

  11. ვერ ჯობია. იმიტომ რომ 10 მცნების დამრღვევი მორწმუნე ინანიებს და ცოდვა აღარ აქვს, ამავე მცნებების დამრღვევი ურწმუნო კი არ ინანიებს და ცოდვა რჩება.

     

    აი ზუსტად მანდ ვარ მეც

    თუ იმრუშებ და იპარავ და კაცსაც მოკლავ მერე მოინანიებ და ვითომც არაფერი?!

     

    წავალ მაშინ რასაც მინდა ვიზავ მერე მოვინანიებ და ცოდვები არ მექნება

    მასეთ რწმენას არ რწმენა ჯობია ყველა შემთხვევაში

    თავს მაინც არ იტყუებ :)

  12. utilizatori

     

    მასე თუ მიუდგები, კარგის და ცუდის ნახვა ყველგან და ყველაფერშია შესაძლებელი. ათეისტიც მინახავს კარგი და თეისტიც. ათეისტიც მინახავს გაიძვერა და არაკაცი და თეისტიც. ასე რომ ცალკეული ადამაინების მაგალითით ვერ იტყვი ყველაზე იგივეს, ვერც თეისტებზე და ვერც ათეისტებზე.

     

    პრინციპში ჩემი პოსტების მიზანიც ეგ არის მასე მიდგომა :)

     

    არავის არ ვუშლი რწმენას

    პირიქით ბევრჯერ დავწერე რომ მშურს იმ ხალხის ვისაც სწამს

     

    მე ჩემი უბედურება მაქვს რომ არ მწამს :givi:

     

    და სამწუხაროდ არც ის შეგონებები მოქმედებს ჩემზე რომ რწმენა კარგია და არ რწმენა ცუდი

    არ არის აცულიებელი ეკლესიაში სიარული რომ ათი მცნება დაიცვა (პირველ ორს არ ვგულისხმობ :) )

  13. მე კაი ბიჭი ვარ, ძმაო ;) :D

     

    :givi:

     

    გასაგებია

     

    ათეიზმი არ დგას რაიმე კონკრეტული იდეოლოგიის უკან, ყველა თავისით(აღზრდისა და განათლების მიხედვით) წყვეტს.

    გეთანხმები

    ჩემის აზრით რწმენა არ რწმენა სულაც არ განსაზღვრავს პიროვნებას დადებითია თუ უარყოფითი

    აღზრდას ბევრად მეტი მნიშვნელობა აქვს და უამრავი მაგალითია როცა ათეისტი ჯობია მორწმუნეს თუნდაც იმ ათი მცნების დაცვა/არ დაცვაში

    ან პირიქით

  14. ათეიზმი არ დგას რაიმე კონკრეტული იდეოლოგიის უკან, ყველა თავისით(აღზრდისა და განათლების მიხედვით) წყვეტს.

     

     

    მაშინ ასე დავსვამ კითხვას, რატომ არ აქვს ქალს იმის უფლება რომ დქაიკავოს უმაღლესი საეკლესიო პოსტი?

     

    utilizatori

    არსებობს ერთი საინტერესო მოძრაობა : Atheists for Jesus

     

    შენი ვერ გავიგე რა თესიტი ხარ თუ ა-თეისტი :D

  15. utilizatori, on გუშინ, 05:49 PM, said:

    ცხოვრებიდან მეტი დადებითი უნდა წაიღო მაგრამ არა სხვის ხარჯზე და სხვისი ბედნირების ხარჯზე

     

    ამას რა კავშირი აქვს მაგ. ათეიზმთან ანაც აკონფესიურობასთან?

    ყოველთვის არის იმის შანსი რომ ათეისტმა უგულველყოს ნებისმიერი რელიგიური თუ ეთიკური ნორმებიც და ასე ვთქვათ ფეხებზე დაიკიდოს ყველა და ყველაფერი, რადგან ათეისტი დარწმუნებულია არავინ არ მოჰკითხავს პასუხს (კანონით დასჯად ქმედებებს არ ვგულისხმობ)

    მოკლედ შანსი არის იმის რომ თავისი კმაყოფის და კარგად ყოფნის სანაცვლოდ ნებისმიერი ადამიანი დაიკიდოს

    მაინც არავინ განსჯის სამსჯავროზე

    იცხოვროს მხოლოდ მიწიერი ცხოვრებით და არ იზრუნოს "სულზე" ასე ვთქვათ

    მოკლედ ათეისტმა სინდის ნამუსი და ეთიკა არ უნდა დაივიწყოს თუმცა იგივე მორწმუნემაც შეიძლება გააკეთოს

     

    utilizatori

     

    ამაზე გამახსენდა, ზოგადად არარელიგიური ხალხისთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს "წმინდა წერილები"-ს ტაბუიზირება(იმუნიზაცია კრტიკისგან),რაც კაცობრიობის განვითარებასთან ერთად სერიოზულ პრობლემებს აწყდება. ჩვენ თუ ჩავთვლით წმინდა წერილებს როგორც ერთგვარ მაშინდელ ცოდნის,გამოცდილების, დაკვირვებების და ა.შ., მაშინ შევძლებთ მისგან დღეისათვის სასარგებლო თუ საჭირო მოსაზრებების თუ ღირებულებების "გადმოტანას"

     

    ხო მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი მწამდეს რომელიმე რელიგია და ღმერთი

    ურწმუნო კაცსაც შეუძლია გამოიყენოს და გაიზიაროს მაშინდელი ცოდნა, გამოცდილება და დაკვირვებები

    თუნდაც წმინდა წერილებში წაკითხული

     

    მე არ ვამბობ რომ წმინდა წერილებში არაფერია ჭკვიანური

    პირიქით ძალიან ბევრი სასარგებლო წერია (თუმცა არა ყველაფერი :) )

    მე უბრალოდ არა მჯერა რომ ზებუნებრივი ძალები ჩაერივნენ ამ წერილების დაწერაში

    ეს წერილები და ბიბლიაც ჭკვიანი ხალხის დაწერილია და შემდეგ თავისი ნაშრომის და სწავლელების ავტორებად გამოიყენეს ისეთი ავტორიტეტები როგორიც არის სულიწმინდა და მამა ღმერთი :)

    ავტორებს რომ დაეწერათ ეს ჩვენი იდეებია და "ზევიდან" არავის მიერ არ არის "ნაკარნახევიო" სულ სხვა პოპულარობა ექნებოდათ მაგ წიგნებს :)

    ასე მგონია მე :)

  16. ანუ ის რაც ბიბლიაში წერია და რასაც ეკლესია ამბობს უფლის მიერ არის ნაკარნახევი

    ან სულიწმინდას მიერ მაინც?

     

    საიდან ვიცით ვინ კარნახობს

    იქნებ სატანის კარნახით არის ეგ ყველაფერი დაწერილი :)

     

    P.S. მედიცინაში არის ესეთი მცნება: სმენითი ჰალუცინაციები

  17. utilizatori

    ჩემი სუსტი არგუმენტით ჭეშმარიტება არ იცვლება

     

    :D

    ზოგჯერ ძლიერი არგუმენტებითაჩ შეიძლება სიმართლე ამტკიცებდე მაგრამ მაინც ცეცხლზე დაგწვან :D

     

    ხო მაგრამ მგლის შიშით ცხვრები ვის დაუხოცია, ამიტომ ცხოვრებიდან გაცილებით მეტი დადებითი რამ უნდა წავიღოთ ვიდრე შიში,ფანატიზმის და მისგან გამოწვეული აგრესია და ა.შ.

     

    ცხოვრებიდან მეტი დადებითი უნდა წაიღო მაგრამ არა სხვის ხარჯზე და სხვისი ბედნირების ხარჯზე

    ანუ ვემხრობი იმ იდეას რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ისე როგორც ათ მცნებაში წერია

    არ იპაროს

    არ იმრუშოს

    არ კლას

    არა ცილი სწამოს

    უფრო მეტიც დავარდნილს ხელი გაუწოდოს

    ორმოში ჩავარდნილი ამოიყვანოს და ასე შემდეგ

     

    მაგრამ ამისთვის მარხვა დიეტია, სანთლები და ბიიბლის ყოველ ღამე წაკითხვა სულაც არ არის საჭირო ჩემის აზრით :)

  18. utilizatori

    კარგი მაგ სიმართლით იარე

    თვითდაჯერებული რომ მართალი ხარ:D

     

    სუსტი არგუმენტია :D

    კაი მე თვითდაჯერებული ვარ, ვაღიარებ

    ეხლა ამაზე მიპასუხეთ გინდათ ისეთ სამყაროში ცხოვრება სადაც ბოროტება არ არსებობს? :)

     

    მე არ მინდა

    გაუმარჯოს ბოროტებას

    და გაუმარჯოს სიკვდილს :D

     

    შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა :)

  19. არსებობს :yes: მაგალითად ნული.

     

    მერე ნული ხასიათია, მცნება, ემოცია თუ რელიგია?

    ნუ პრინციპში რელიგია კი არის :D

    მაგრამ როგორც ჩანს შენის აზრით სიკეთე ბოროტების გარეშე კარგი იქნებოდა

    ეგეთი დასკვნა დავინახე შენს პასუხში :D

  20. რას აბმობთ.სად მაკი და სად ვინდოუსი. მაკთან შედარებით ვინდოუსი ნაგავია :):). და ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. აიმაკი ნებისმიერ ფცზე მაგარია და მაკბუქ პრო კიდე ყველა ლეპტოპზე. დიზაინითაც და ყველაფრითაც. მარტივი ლოგიკაა. უბრალოდ ფასს დააკვირდით. ტყუილად კი არ ღირს APPLE ბევრად ძვირი ფცზე.

     

    როგორც გეტყობა კომპიუტერული ტექნიკისგან ძალინ შორს დგახაარ :)

    დიზაინით და MAC OS-ით კი ბატონო ჯობია (სხვათა შორის რაც PC-ზე თამაშები მიდის იმის ნახევარის ნახევარიც არ მიდის მაკზე)

    დალშე პირდაპირ თეორემის დამტკიცებაზე გადავალ :D

     

    17 დიუმიანი

    MacBook Pro - 2,459 დოლარი

    http://www.amazon.com/Apple-MacBook-MC024LL-17-Inch-Laptop/dp/B003G2ZKMC/ref=sr_1_4?s=pc&ie=UTF8&qid=1298141175&sr=1-4

     

    # 2.53GHz Intel Core i5

    # 500 GB Hard Drive, 8x DVD/CD SuperDrive, 4GB DDR3 RAM

    # 17 inch LED-backlit display, 1920-by-1200 resolution

    # Intel HD Graphics and NVIDIA GeForce GT 330M with automatic graphics switching and 512 MB dedicated graphics memory

     

     

    17 დიუმიანი HP

    HP Pavilion dv7-4190us - 1,275 დოლარი

    http://www.amazon.com/HP-Pavilion-dv7-4190us-17-3-Inch-Laptop/dp/B00400ORPU/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1298141120&sr=1-1

     

    # Intel Core i7-720QM Processor (1.60GHz); 6GB DDR3 SDRAM memory (2 DIMM) (expandable to 8GB); 1TB (Terabyte 2x500GB 7200 RPM) hard drive; Genuine Windows 7 Home Premium 64-bit

    # 17.3 Inch diagonal High-Definition+ HP BrightView LED Display (1600 x 900), ATI Mobility Radeon HD 5650 switchable graphics with 1GB dedicated DDR3 memory up to 3738MB total graphics memory

    # External Ports: 5-in-1 memory card reader; 4 USB 2.0 (4th port shared with eSATA); 1 HDMI; 1 VGA (15-pin); 1 RJ -45 (LAN); 1 Headphone-out; 1 Microphone-in

    # LightScribe Technology Blu-ray/SuperMulti DVD Burner; Beats Audio and HP Triple Bass Reflex Subwoofer; Integrated 10/100/1000 Gigabit Ethernet LAN; Wireless LAN 802.11b/g/n WLAN

     

    ანუ HP ყველა კომპონენტში ჯობია და ორჯერ იაფია !!!

     

    ერთადერთი მიზეზი რის გამოც მაკი უნდა იყიდო მაკის ლოგოა

    ისე საღოლ სტივს მაგარი ლოგო გააკეთა, ხალხი ორჯერ მეტს იხდის მაგ ლოგოში :)

  21. რატომ არ არსებობს სიკეთე ბოროტების გარეშე?

    არაფერი არ არსებობს საწინააღმდეგო ცნების გარეშე

     

    ესე ფილოსოფიაზე საუბარშიც შეიძლება გადავიდეთ :D

     

    სიკეთის საწინააღმდეგო მხარეს ყოველთვის დგას ბოროტება და ყოველთვის არის გარკვეული გრადაცია

    უფრო კეთილი, უფრო ბოროტი, ნაკლებად კეთილი, ნაკლებად ბოროტი

    ეს შუალედებიც აუცილებელია

     

    ეგ რომ არ იყოს, მაშინ საერთოდ ყველაფერი უაზრო იქნებოდა ქვეყანაზე

    აბსოლუტურად ყველა გრძნობა ფუჭი

    არანაირი ემოცია

     

    სიკვდილი რომ არ იყოს სიცოცხელს არავინ დააფასებდა

    ჩალის ფასიც არ ეღირებოდა სიცოცხლე საერთოდ არაფერი იქნებოდა

    ნუ არის სიცოცხლე და დევს ქვაზე... ფუჭია...

     

    სიძულვილი რომ არ იყოს სიყვარულს არავინ დააფასებდა

    უნდა არსებობდეს სიძულვილიც, რომ მიხვდე, რომ გაარჩიო რომ არსებობს სიყვარულიც, ანუ სიძულვილზე უკეთესი გრძნობაც

     

    ეს სიძულვილი რომ არ არსებობდეს და მარტო სიყვარული სულ სხვა განზომილება იქნებოდა

    არანაირი ემოცია, არანაირი ცრემლი, სიხარული...

     

    და წარმოიდგინე ორი სამყარო

    ერთში არსებობს ორივე, სიკეთეც და ბოროტებაც და ამ პირველი სამყაროდან უყურებ მეორე სამყაროს

    რომელშიც სიტყვაზე მარტო სიკეთეა, ერთი მცნება

    ანუ იმ სამყაროში ყველაფერი და ყველა აბსოლუტურად ერთნაირად კეთილია, მინიმალური სხვაობაც კი არ არის არავის და არაფერს შორის

     

    მაშინ ამ სამყაროსთვის აზრიც კი არ ექნება ეს საერთო, ერთიანი მცნება, სიკეთე იქნება თუ ბოროტება

    თუ ყველა ერთნაირად ბოროტი ან კეთილია

    აბსოლუტურად ერთნაირი ემოციები აქვთ აბსოლუტურად ერთნაირად განიცდიან (თუ არ განიცდიან) ყველაფერს

    საერთოდ არ ექნება აზრი დადებითი იქნება ეს ემოციები და ქმედებები თუ უარყოფითი

     

    სწორედ მაგიტომ იყო რომ "უფალმა" თუ ეკლესიამ (მერე წმინდა წერილი რომ დაწერა) შექმნა ბოროტებაც სიკეთესთან ერთად

    და თუ არა გჯერათ გაიხსენეთ ჯოჯხეთი

     

    აი წარმოიდგინეთ რომ მარტო სამოთხე იყოს

    ყველანი უკლებლივ სამოთხეში მივდიოდეთ და ბოროტი ბოლო (საწინააღმდეგო ცნება) ანუ ჯოჯოხეთი არ არსებობდეს მაშინ თქვენც მიხვდებით რამდენად უაზრო იქნებოდა ეს ყველაფერი (ყველაფერში ვგლისხმობ, კაცობრიობას, სამყაროს აბსოლუტურად ყველაფერს)

    ფაქტიურად არარეალური

     

    ასე რომ არ არსებობს სიკეთე ბოროტის გარეშე

    სიყვარული სიძულვილის გარეშე

    სიცოცხლე სიკვდილის გარეშე

×
×
  • შექმენი...