ჩემი აზრით არასწორი მოთხოვნაა. როგორც მოგეხსენებათ პოლიციელის სამსახური მარტო დუბინკა და შვიშტოკი არაა. ყველას არ შეუძლია თავპირი ამტვრიოს მომიტინგეებს, ათასი სამსახურია პოლიციაში, ხოდა ერთ-ერთში მუშაობს სატურნი. მაგ ხალხისთვის სამუშაო საათები შეუზღუდავია, სადაც არის, იქაა მისი სამსახური, სახლში, მეგობრებთან, მეზობლებთან თუ ბარდელში. ახლა ჩვენ თუ ვიცით, რომ სამინისტროში მუშაობს, ე.ი. მთელმა სამინისტრომ იცის, რომ აქ პოსტავს. ძაანაც რომ მოინდომოს საკუთარი აზრის გამოთქმა, ვერ გაბედავს, ყველაზე კარგად თვითონ იცის, როგორ კონტროლდება ინტერნეტი. მოკლედ სამსახურშია ეგ კაცი და პირნათლად ასრულებს დავალებას. ჩანერგვა ფორუმზე ისეთ მაღალ დონეზე მოხდა, დამალვაც არ ჭირდება, მოდერათაც დანიშნეს. ასე რომ კონტროლის საქმეში წინ გადადგმული ნაბიჯია.