Jump to content
Planeta.Ge

shiola

პლანეტელი
  • პოსტები

    42
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი shiola -ს მიერ

  1. ყველაზე კარგად მაგი იაპონელებმა იციან, კიმანოს რომ უკან ბალიში აქვს, ხო იცით რატომაც? იმიტომა, რომა ქალმა თავისი დანიშნულება ყოველთვის და ყველგან შეასრულოს, როცა და სადაც კაცს მოუნდება :)
  2. ლ ი ც ი

    ესე იგი, ნამეტური კარგი ვარო. სასტაულია .

     

    მაშ-ს ასე:

     

    ვინც სიყვარულის ძალას არ იცნობს,მას აფროდიტე უმოწყალოდ სჯის.აი,როგორი მისაგებელი მიაგო მდინარის ღმერთის კეფისოსისა და ნიმფა ლარიოპეს მშვენიერ,მაგრამ ციერსა და ამაყ

    ვაჟს,ნარკისოსს.ახალშობილს მისანმა უწინასწარმეტყველა,რომ მიაღწევდა სიბერემდე,თუ არ იხილავდა თავის სახებას.თავდაპირველად არ ირწმუნეს მისნის ნათქვამი,მაგრამ დრომ ცხადყო მისი ჭეშმარიტება :ჭაბუკს არავინ უყვარდა საკუთარი თავის გარდა,მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევდა სიყვარულის ღირსად.მისი მშვენიერებით კი ბევრი იხიბლებოდა.

    ერთხელ,როდესაც ნარკისოსი ჩრდილოვან ტყეში ნადირობდა,ნიმფა ექომ დაინახა და შეიყვარა მთელი არსებით .მაგრამ საბრალო ნიმფას მზვაობარ ჭაბუკამდე მიეღწია თავისი გულისთქმა.იგი დუმდა და მხოლოდ სხვათა სიტყვებს იმეორებდა.ექჯს ეს სასჯელი მოუვლინა ჰერამ,რადგანაც ნიმფებთან მონებივრე ზევსთან მიმავალ ქალღმერთს იგი გზად აყოვნებდა ხოლმე ხანგრძლივი ყბედობით,ხოლო ნიმფები თავს შველოდნენ ამასობაში.

    მდუმარე ნიმფა აღფრთოვანებული შეჰყურებდა ხოლმე მშვენიერ ჭაბუკს.მის გულში სიყვარულის ცეცხლი გიზგიზებდა,მაგრამ ფოთლებში მიმალული ხმას ვერ იღებდა.

    ექო არავის ეჩვენებოდა,სიყვარულისგან გატანჯული გახდა,ჩამოხმა.მისგან ხმა დარჩა მხოლოდ და ნაღვლიანი გამოძახილი.ხოლო ნარკისოსი ,უწინდებურად გულზვიადი,თავის თავზე შეყვარებული,სხვათა სიყვარულს უარყოფდა.

    ერთხელ,მისგან უსიყვარულოდ მიტოვებულ ნიმფას აღმოხდა:“შეიყვაროს და ვერ შეეხოს თავის სიყვარულს!“ აფროდიტემ შეისმინა ექოს ვედრება.ნადირობისას ნარკისოსი მიადგა ვერცხლისფერტალღა წყაქროს.ჯერ ვერ მიეგნო მისთვის ვერც მწყემსს,ვერც მონადირეს,მას არ ამღვრევდა არც ნადირი,არც ჩიტი,არ ეხებოდა ხის ტოტიც კი.გარშემო ერტყა მწვანე ბალახი,ხოლო მზისაგან იფარავდა უსიერი ტყე.ხვატითა და ნადირობით გადაღლილინარკისოსი ცივ წყაროსთან მივიდა და წყურვილის მოსაკლავად დაიხარა.როგორც სარკეში, ისე ირეკლებოდა ყველაფერი ანკარა წყალში.კიპარისების სიმწვანე ჩანდა,ზეცის სილურჯე.მთელი თავისი ისმშვენიერით წარმოისახა წყალში ნარკისოსიც.აქ უწია მას აფროდიტეს სასჯელმა.განცვიფრებული შესცქეროდა იგი თავის სახებას და დაუძლეველი სიყვარული ეუფლებოდა უსხეულო აჩრდილს ეტრფოდა.თავისი თავი აოცებდა,გონება ებინდებოდა,ტრფობით იწვოდა და ხედავდა,იწვოდა ისიც,ვინც მას უმზერდა.სურდა ამბორი, მაგრამ წყალი ,სურდა ხელების შემოჭდობა,მაგრამ წყალში თავს ვერ იჭერდა.ნარკისოსი არ სცილდებოდა წყაროს,თვალმოუშორებლად შეჰხაროდა თავის სახებას.არც ჭამდა,არც სვამდა,არც ეძინა.ბოლოს სასოწარკვეთილმა ნარკისოსმა თავი ბალახებზე დახარა და სილამაზით გაოცებული თვალები დახუჭა.

    ტყეში ნიმფებმა რომ გაიგეს ნარკისოსის გარდაცვალების ამბავი,მორთეს ტირილი,მათ ხმას აძლევდა ექოც.ხოლო როდესაც საფლავი გათხარეს,საკაცე, ცეცხლი,ჩირაღდნები რომ გაამზადეს,ცხედარი ვერ იპოვეს .იმ ადგილას სადაც ნარკისოსს ბალახზე თავი დაეხარა, ამოსულიყო მშვენიერი თეთრი ყვავილი.ამ სიკვდილის ყვავილს ნარგიზს (ნარცისს)უწოდებენ.

    ხოოო, ერთობ საინტერესო პოსტია, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს? :rolleyes:

  3. ვახ! მოვედი, ვნახე, გამიკვირდა :)

    დაჟე ჩემს კითხვებზე გასცა პასუხი :)

     

    ისე, სერიოზულად თუ ვიტყვი, არ მოველოდი ასეთ კომპეტენტურ პასუხებს და დღემდე უცნობ და საინტერესო ინფორმაციებს.

  4. ძალიან თეთრით ნაკერი საქმეა და ესენი რო აღარ იქნებიან ხელისუფლებაში ეგრევე გაიხსნება ეს ნაკერი
  5. lasha1997

    ილაპარაკეთ სიმართლე და ვანოსი ნუ შეგეშინდებათ.

    რა ამბობ, რაის სიმართლე, ზოგს ვანოსი კი არა, თავისი ცოლისა ეშინია. დაგვიფაროს ღმერთმა, ყველა სიმართლეს ლაპარაკობდეს ყოველთვის, ხო დაიქცა ნაციანალებს გადარჩენილი ქვეყანა :)

    მთავარია ნამუსი და სინდისი ქონდეს ადამიანს, თორე სულ სიცრუის დეტექტორზე წარმატებით ჩაბარებული პასუხები არ გვინდა

  6. Saturn

    მიუხედავად მრავალჯერ თხოვნისა თუ გაფრთხილებისა, ცილისწამებები მოდერაციისა და ადმინისტრაციის მიმართ გრძელდება. შედეგად Siknadmo –ს ერთი საათით ეზღუდება პოსტვის უფლება (გამაფრთხილებელი აქცია).

    აი ამ შერჩევით სამართალზეა ლაპარაკი :D

    ეხ, გავიდე თორე მეც ჩემი აზრის გამოთქმისთვის ეგრევე დამადებენ ბანს :husein: :|

  7. Jonathan Livingston

    ეს რას ნიშნავს უკაცრავად?

    ორი ბატონის მსახური არ გინახია შენ? :)

    ისე ამ შემთხვევაში ორივე ბატონი სინამდვილეში გარიგებულები არიან :)

     

    babuagiorgi

    მერე შეეკითხე საიდან იცის ამ ჩემის სუნი

    საღოლ, ვერ მოვიფიქრე :)

  8. ლ ი ც ი

    shiola

    რუსული ჩექმის სუნი აგდის უზერო

    თუნდაც ეს პოსტი არის დასტური ამ უზერის სიტყვებისა :)

    Siknadmo

    მაშინ ლიცის საკითხი უნდა დადგეს,

    ვფიქრობ რომ ის ტენდენციურია და ძალიან ნერვიული,

  9. lasha_alo

    ვინ მიგაჩნიათ მოდერობის კარგ კანდიდატად?

    ნებისმიერ ფორუმში დაუშვებელია მოდერი იყოს ამ ხელისუფლების სამსახურში მყოფი პირი ან რომელიმე პარტიის სამსახურში ასე თუ ისე მნიშვნელოვან თანამდებობაზე. სხვაგვარად ფორუმის თავისუფლება უბრალოდ ბლეფია. აღარაფერს ვამბობ შინაგანი წესიერებაზე და პიროვნული მიუკერძოებლობის აუცილებლობაზე!

    პერსონალიებს არ აქვს მნიშვნელობა

  10. Siknadmo

    შენ ნაღდად არ უნდა იყო მოდერი რაააა, ტენდენციური ხარ ნამეტნავი

    არაობიექტური, ვოტ

    დასტურ :maladec:

    მაგრამ ხელშეუხებელია! რატომ? ზნაჩიტ ინტერესია. ხოდა ეგაა რა ლოგიკა, თავად მიგიყვანს ახსნამდე :)

    მოკლედ გინდა ჯი და პლანეტა - ერთი ძერმოკრატიული ფორუმებია :)

  11. Saturn

    ისე ეგ ნიკუშა-მარქსმა არ გაიგოს თორე ინფარქტი დაარტყამს

    თქვენ სამში ერთადერთი ნიკუშა აირჩიეს ნაღდად, შენც რაღAც ხმები მოაგროვე, მარა აი მესამეზე რა გითხრა :)

    ასე მოვიდა ხმები. ხმები კი ძმაუ ნაღდია

     

    ლ ი ც ი

    და თქვენ თვლით რომ მე ხელისუფლების მიმართ ლოიალური ვარ?

    ყველა მასე თვლის და მე რა წითელი კოჭი ვარ :)

    და კიდევ ერთი: მეც დამრთავთ ნებას "შენ"-ით მოგმართოთ?

    შენ რა სხვადასხვა თემებში სხვადასხვაგვარად მიმართავ იუზერებს?

  12. ლ ი ც ი

    პოსტებს ნუ კემსავ უზერო და სათქმელი კაცურად თქვი: სად უკაკუნებ? რა შუაშია სატურნის და ლიცი?

    კემსვა აღარ უშველის, უკვე იმდენად დაშტოპილია. შუაში კი არა თავშია, აქაც და ჯიზეც თუ მინიმუმ ლოიალურად არ ხარ ხელსუფლებისადმი დამოკიდებული, მოდერი არ იქნები :)

  13. უკვე ბავშვების მოტაცებაზეც მიდიან ახვრები

    ვახ. ესენიც ახვრები ყოფილან?

    მოკლედ საახვრეთია ჩვენს გარშემო, ჩვენ კი ანგელოზები? :D

    არადა ახვრობა ჩვენი მოგონილია

  14. სამწუხაროა, მაგრამ საზოგადოების მდგრადობა და კონსოლიდაციის დონე იმდენად დაბალია, რომ რუსეთ-სომხეთის ტანდემმა ამით შეიძლება ისარგებლონ. ჩემი აზრით, ეს მხოლოდ ნიადაგის მოსინჯვა იყო. არ არის გამორიცხული რომ უახლოერს ხანში "ნიადაგის დამუშავებაც" დაიწყონ ახვრებმა

    მაიცა, ახვრები რატომ არიან? ჩვენ არ ვუქნივართ ღმერთს და მაინც ჩვენს გარდა ყველაა ახვარი?

    ახვრები ჩვენ ვართ, და ესაა თავი და თავი

  15. maliari

    ცოლის ცრემლი მმართავს

    სიდედრისი უმართავს მხდის

    საყვარელს იქით ვმართავ ცრემლით

    :maladec:

    ცოლი და საყვარელი იასნია, მარა აი სიდედრი რატომ გიღვარღვარებს ცრემლებს? :D

  16. ქალბატონო მაია!

     

    ფრიად სასიამოვნო და სიმპატიური ქალბატონი ბრძანებულხართ :flow:

    აქედან გამომდინარეა პირველი ჩემი შეკითხვა:

     

    1. რამ განაპირობა თქვენდამი ფორუმში, რბილად რომ ვთქვა, ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება?

     

     

    იმიტომაც, რომ ასეთი აჟიოტაჟი ატყდა თქვენი სახელის ირგვლის, არ დავიზარე და დავგუგლე და აღმოჩნდა რომ თქვენ საინტერესო პოლიტიკური აქტიურობებიც გქონიათ. როგორც ვნახე, სხვაზე რომ არ შევჩერდე, თქვენ ყოფილხართ ავტორი სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის კონცეფციისა, რომლის ამონარიდებიც 2005 წელს მიშა სააკაშვლს გამოუყენებია სტრასბურგში სამშვიდობო ინიციატევებად.

     

    აქედან გამომდინარე არის ჩემი მეორე შეკითხვა;

     

    2. მას მერე, რაც მოხვედით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, რატომ ვერ შეძელით ამ კონცეფციის ამოქმედება, ისე რომ ამას შედეგი მოჰყოლოდა, რაც აუცილებლად აგვაცილებდა ომს შარშან აგვისტოში. რადგან როგორც ვნახე, თავის დროზე ამ კონცეფციამ სერიოზული დაინტერესება გაოიწვია ოსურ მხარეშიც.

     

     

    დიდი მადლობა

  17. ლ ი ც ი

    კიიიიიიიიი კუპიდონის ვირტუალურმა ისარმა ერთხელ განგმირა ჩემი გული

    აქსიომაა, რომ ჩვენს წარმოსახვაში გული ყველა ჩვენი ემოციის და განცდის სიმბოლური წყაროა: სიყვარული, სიხარული, სიძულვილი, მწუხარება სწორედ გულიდან მოდის და აქედან გამომდინარე, თუ წარმოსახვაშია გული ასეთი, რატომ არ შეიძლება, რომ გულმა ვირტუალური გული იპოვოს და შეიყვაროს

    shiola

    შენ მართლა ვირტუალურად დამწვარხარ :D შენ თუ განგმირე? :D

×
×
  • შექმენი...