მთელი მასალა გადავათვალიერე. ვაღიარებ, რომ აქამდე მეგონა, თავს მხოლოდ იგიჟიანებდა, მაგრამ , როცა ამ პრესკონფერენციაზე არა მარტო მისი პოსტების ცარიელ შინაარს, არამედ, მის ნერვიულ, იმპულსურ ქცევასაც დავაკვირდი, რასაც მისი ასაკის ჯანმრთელი ახალგაზრდა ქალისთვის შეუთავსებელი არანორმალურ რეჟიმიც დაემატა ( ორ საათიანი წყვეტილი ფრაგმენტებით იძინებს, თურმე, თუკი საერთოდ იძინებს, როცა არ პოსტავს და მერე ისევ ინრენეტ- ლაბირინთებში შემოდის მოჯადოებულ- მონუსხულივით ..). და თუმცა, ოპონენტთა უმეტესობას სტუმარმა იქით დაუსვა ფსიქიატრიული დიაგნოზი, ამ უკანასკნელის აზროვნება, ხმამაღალი ისტერიული ხარხარი თუ ათასნაირი ღიმილაკის ფოერვერკებითა და შადრევნებით ცალმხრივად გართობა მთელი დისკუსიის განმავლობაში, ნამდვილად აქეთაა დასაფიქრებელი. სიცილით იფხრიწება და მიწაზე ხოხავს , სადაც, სერიოზულ პასუხს ელოდებიან და სრული სერიოზულობით პასუხობს ღადაობასა და ხუმრობაზე. ჩემი აზრით , ახალგაზრდა ქალის უსაშინლესი, გაუკონროლებელი დეპრესია და გაანჩხლებაა ამ ყველაფრით მხოლოდ შენიღბული და მისი კმარული წარსულის გახსენებაც კმარა , როგორ უსიყვარულოდ, ქრონიკულ აგრესიასა, წყევლა-გინებასა თუ მეხთაცემაში აქვს გატარებული ცხოვრების საუკეთესო, განუმეორებელი წლები, როცა ნებისმიერ გოგოს ბარიკადებზე წივილ -კივილი და რევოლუციონერობა კი არა, მარტო სითბო და სიყვარული სჭირდება ბედნიერებისთვის და თუმცა, სიძულვილი, ზიზღი და დაცინვა თვითონვე დაიტეხა თავს, მტერმა გაუძლოს (თუნდაც, უმსხვილესი გრანტების ფასად) და ახლა რომ ასეა, მერე რაღა იქნება , როცა მოვა სულ სხვა, გაცილებით უარესი ასაკობრივი კრიზისები თუ კატასტროფები ... სიბრალულის განცდა დამეუფლა მხოლოდ.მე შევეშვი. გიჟები თავისუფლები არიან მთელ მსოფლიოში...