Jump to content
Planeta.Ge

bingo

პლანეტელი
  • პოსტები

    2
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი bingo

  1. აქ ბევრი დილეტანტი უაზროდ ენას იფხანს (ნუ ეს ისე ზრდილობიანად, თორემ ისე მახათს იყრის), მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეზე ორივე მხარემ (ესეც პირობითად ვყოფ, მაპატიეთ, მე მართლამადიდებლური ერთიანობის მოხრე ვარ აუცილებლად) დავწეროთ ათი შეკითხვა პატრიარქს ალბათ შეიძლება რომ მან პირადად გვიპასუხოს, ჩვენ ხომ მისი სულიერი შვილები ვართ, თან ამდენი...(თუნდაც საპატრიარქოდან ვინმემ გვიპასუხოს, უწმინდესობის ნდობით აღჭურვილმა პირმა) და პირიქით ათი შეკითხვა მწვალებლებს. პასუხები კონკრეტული, ვრცლეად დემაგოგიის გარეშე, ან ღია დებატები ტვ–ში, ერთხელ და საბოლოოდ ხომ უნდა გადაწყდეს რასთან გვაქვს საქმე და რა ხდება ჩვენს თავს...
  2. მოგესალმებით ბატონო ბასილ, ვიცი რა, რომ თქვენ ბრძანდებით საეკლესიო სამართლის კარგად მცდოდნე ადამიანი, თუ შეიძლება ამიხსენით: 1.რატომ ეტრფის ასეთი ნეტარებით მისი უწმინდესობა მტრის ასევე მტრულ სამღვდელოებას, აგვისტოს ომიდან სამი თვის შემდეგ, რატომ ეპატიჟება თბილისში უცნაური ხალისით სამღვდელოებას, უფრო სწორად შერეულ დელეგაციას(კრემლის ემისრებთან ერთად) რომელიც გულმოდგინედ აკურთხებდა რუსულ სამხედრო ტექნიკას და ჭურვებს, რომლებმაც მრავალი ჩვენი სამხედროს და მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეიწირა. არის თუ არა ეს ომში დაღუპული გმირების სულების შეურაწყოფა? ან შეიძლება მე არ ვიცი და მართლმადიდებლურად პირიქით, დიდი პატივია? 2. აქვს თუ არა საქართველოს მოქალაქეს უფლება იკითხოს, თუ სად ხარჯავს ჩვენი ეკლესია ჩვენი ჯიბიდან ბიუჯეტში შესული თანხის 25 მილიონ ლარს, ყოველწლიურად? თუ ეკლესიურად ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება ნუ მიპასუხებთ, და საერთოდ მორწმუნე ადამიანს აქვს თუ არა უფლება დაუსვას თავის მოძღვარს ანალოგიური შეკითხვები? 3.ეკლესიურად გამართლებულია თუ არა, რომ მეუფე დავით ალავერდელი იმიტომ რომ თბილისთან ახლოს უნდა, რომ იყოს და ალბათ პრესტიჟულად მიაჩნია, მოიწყოს 5 ვარსკვლავიანი რეზიდენცია, ასევე 5 ვარსკვლავიანი კელიებით? და თუ ეს დარღვევაა სინოდმა და პატრიარქმა უნდა მიუთითოს თუ არა ასეთ ქმედებაზე? თუ ხელი ხელს ბანს პრინციპია? 4.მე ვიცი, რომ ძალიან საინტერესო მიმართვა გააკეთა კიევის პატრიარქმა ფილარეტმა, კირილეს უკრაინაში ჩასვლამდე, მგზნებარე და პატრიოტული, ვერსად ვნახე და თუ გაქვთ იქნებ განათავსოთ ან ელექტრონული მისამართი დაწეროთ. შეკითხვები ბევრი მაქვს, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ.
×
×
  • შექმენი...