Jump to content
Planeta.Ge

beka_mindiashvili

პლანეტელი
  • პოსტები

    12
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

beka_mindiashvili'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. თუ გადავხედავთ რელიგიის, კონკრეტულად მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას, ის ჩასახვის დღიდანვე დროსთან და გარემოსთან ადაპტირებას ცდილობს. ხან ახერხებს ამას, ხან ვერა. ქრისტიანობის საზრისი ჯვარცმულის სიყვარულია ჯვარმცმელების მიმართ. რაც არ უნდა მოვინდომოთ ადამიანები ამას ვერ შევცვლით. ფორმა კი გამუდმებით უნდა იცვლებოდეს. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით პასუხებისა და გამოხმაურებებისთვის. სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ. იმედია მომავალშიც მოგვეცემა დისკუსიის გაგრძელების შესაძლებლობა.
  2. შიში საპატრიარქო მიმართ. ზოგადი განათლების შესახებ კანონით ეს იკრძალება. თუმცა კანონი არ სრულდება
  3. პირველ კითხვაზე: სოზარი ამას არ იკადრებდა და მე დავაშანტაჟე სოზარის ანგარიშებში ამ საკითხთად დაკავშირებით პოზიცია არ შეცვლილა. ვიზიარებ.
  4. 1. დღეს საპრეზიდენტო არჩევნები არ არის. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს. 2. ტალიავინის დასკვნაზე საპასუხოდ კომპეტენტური არ ვარ. სოზარი საუკეთესო პიროვნებაა. წარმატებულ პოლიტიკურ კარიერას ვუსურვებ.
  5. დემოკრატიის თვალსაზრისით, რუმითეთს ჩამოვრჩებით, აზერბაიჯანს ვუსწრებთ. პოლიტიკური პლურალიზმის გაძლერებისა და ინსტიტუციონალიზაციის მომხრე ვარ.
  6. 1) რელიგიის თავისუფლების ლიბერალური პრინციპი დასავლური ცივილიზაციის ფუნდამენტია, საპატრიარქოს ეს პრინციპი მიუღებელია. ეს საკითხის უტრირებაა, მაგრამ ამაზე მოკლედ ვერ გიპასუხებთ. წარმოადგენს. 2) დიდწილად ეკლესიის შეუწყნარებელი პოზიციაა განმსაზღვრელი. ამასთანავე ამ პოზიციისადმი პოლიტიკური სპექტრისა და მედიის სერვილისტური მიმართება. 3) ქრისტეს მოძრვრება. 4) 26 მაისის შემდეგ ნაკლებად. 5) დამოუკიდებელ საქართველოში სეკულარიზაციის პროცესი არ დაწყებულა. პრეზიდენტმა ნატოს დელეგაცია თუ გახსოვთ სამების ტაძარში მიიღო.
  7. თეოკრატიის ელემენტები მართლაც შეინიშნება, საპატრიარქო ცდილობს ჩაებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, საერთაშორისო და მედია პროცესებში, იგი ასევე დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების განწყობებზე. მაგალითად ერთი წლის წინ პარლამენტის ვიცესპიკერმა განაცხადა რომ ჩვენ (აქ მთელ პოლიტიკურ სპექტრს გულისხმობდა) ყველანი პატრიარქის კურთხევას უნდა დავემორჩილოთო, ეს კლასიკურად ,,თეოკრატიული~ პოზიციაა, ასევე გადაცემა დიდ ათეულთან დაკავშირებით წამოწყებული დისკუსიისას საზ. მაუწყებლის ბორდის რამდენიმე წევრმა აღიარა რომ პატრიარქის ნება კანონზე წინ იდგა მათთვის, შემიძლია კიდევ მრავალი მაგალითი მოვიყვანო. ბერკეტებთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სამოქალაქო სექტორის პროტესტმა ბოლო პერიოდში ,,გაამართლა~ მაგალითად შეჩერდა ბაგრატის აღდგენა და ასევე ,,დიდი ატეულიც განახლდა, თუმცა კომპრომისული ვარიანტით. მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ამ კუთხით საქართველოს ირანამდე ნაკლები მანძილი აშორებს, ვიდრე ევროპამდე.
  8. მე მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი სკოლებში სამლოცველოების შესახებ.მაგალითისათვის მოვიYვან თბილისის N36 სკოლას,სადაც არის სამლოცველო ოთახი და ურჩ პატარა ბავშვებს აშინებენ ღმერთით...
  9. თავად კონკორდატი შეუძლებელია ლახავდეს ვინმეს უფლებას, ვინაიდან ის ორ სუბიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაა, თუმცა ის ორივილეგიები რომლებიც ამ შეთახმებით საპატრიარქოსთვის არის გარანტირებული ქმნის დისკრიმინაციულ გარემოს, რაკი ანალოგიური შერავათებით სხვა რელიგიური გაერთიანებები არ სარგებლობენ, მაგალითად საპატრიარქო თავისუფალია გადასახადებისგან, სხვა დენომინაციები კი, არა. საპატრიარქოს წარმომადგენლები, გასულ წლებში, მართლაც აქტიურად ,,მეგობრობდნენ,, კანონიერ ქურდებთან და კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან. არაერთი ეკლესია აშენებულა მათი უკანონოდ მოპოვებული თანხებით, რაც ეკლესიისა და სახარებისეული პრინციპების საპწინააღმდეგო ქმედებად შეიძლება შეფასდეს. შეუძლებელია მოპარული თანხებით ტაძრების მშენებლობის გამართლება, თუმცა ამ ფულით მატრო ტაძები არ შენდებოდა, არაერთი სასულიერო პირისთვის ეს მეგობრობა პირადი კეთილდღეობის უზრუნველყოფასთან იყო დაკავშირებული. ახლა ეს ტრადიცია ნაწილობრივ შეიცვალა და სასულიერო პირების ,,მეგობრები~ ძირითადად ბიზნესმენები გახდნენ. ბოლო ბერიოდში ასეთი სკანდალის შესახებ არაფერი მსმენია, თუმცა 80–იან წლებში რამდენიმე ეპისკოპოსი და მღვდელი ამის გამო განიკვეთნენ და სსრკ–ს კანონების მიხედვით გასამართლდნენ კიდეც.
  10. სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლის დროს უამრავ პრობლემას წავაწყდით, მაგალითად წლების განმავლობაში ფაქტობრივად არ ისწავლებოდა ახალი აღთქმა, ეს იგივეა, რომ სამედიცინოზე არ ისწავლებოდეს ანატომია, გვაღელვებდა ასევე თავად ეკლესიაში არსებული პრობლემები, მაგალითად სასულიერო პირების განათლების უკიდურესად დაბალი დონე, პრობლემური ისიც იყო, რომ იმ დროს როცა ქვეყანა უკიდურეს სიღატაკესა და კორუფციაში იყო ჩაფლული წმინდა სინოდი სერიოზულად მსჯელობდა მოუნათლავად გარდაცვლილი ბავშვების საიქიო ხვედრზე და ა.შ. მიმაჩნია რომ დღეს საპატრიარქოსა და სასულიერო სასწავლებლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა და შესაბამისად ახლაც ანალოგიურად მოვიქცეოდი. თუმცა ამ მოკლე პასუხებში ზედმეტად რთულია მთელი იმ დრამატიზმის წარმოჩენა, რაც ჩვენს მოძრაობასა და, საპირისპიროდ, საპატრიარქოსა და მთელი პოლიტიკური სპექტრის ამ პროტესტზე რეაქციას ახლდა თან. რომ აღარ გავმეორდე: თავისუფლების ინსტიტუტიდან რა თქმა უნდა არ ვიმართებოდით, თუმცა ვხვდები რომ ამაში ვინმეს გადარწმუნება გამიჭირდება. თავად თავისუფლების ინსტიტუტის იმ დროინდელ საქმიანობას ერთმნიშვნელოვნად დადებითად ვაფასებ.
  11. მოგესალმებით! მადლობა შეკითხვებისთვის. საქართველოში ამ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით ილახება რელიგიური გაერთიანებების უფლებები. სომხური სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიები, ასევ მუსლიმთ თემი ვერ ახერხებენ საკუთარი ისტორიული ქონების დაბრუნებას, მაშინ როცა კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით საპატრიარქოს დაუბრუნეს და ახლაც უბრუნდება გასაბჭოების შემდეგ წართმეული ქონება, ანუ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უთანასწორო მოპყრობასთან სახელმწიფოს მხრიდან, რასაც დისკრიმინაცია ეწოდება. სახელმწიფომ ანალოგიური პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან მოპრობისას. რელიგიური გაერთიანებები ასევე ვერ ახერხებენ ახალი რელიგიური ნაგებობების მშენებლობის უფლების მოპოვებას (ხშირ შემთხვევაში), განსხვავებული მრწამსის ადამიანები ხდებიან თავდასხმის მსხვრპლნი, რასაც სამართალდამცველების მხრიდან არ მოყვება ადეკვატური რეაგირება, დისკრიმინაციული კლიმატია საჯარო სკოლებშიც და სხ. უფრო დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ პრობლემებს სახ. დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში.
×
×
  • შექმენი...