იუზერმა იო-იომ მოგავწოდა ეს ლინკი( ტავად არ სცალია) ხოდა ესე ამ ლინკს ტემის სატაური უხდებოდეს პირველად ვხედავ) მიხეილ სააკაშვილი - რუსეთში ბევრი ოცნებობს, რომ ციმბირის მაღაროებზე გამაგზავნოს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთში ძალიან ბევრი ოცნებობს, რომ ციმბირის მაღაროებზე გააგზავნოს. ეს განცხადება სააკაშვილმა "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტთან საუბრისას გააკეთა . ჟურნალისტი წერს, რომ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში სადილობისას, პრეზიდენტ სააკაშვილს რუსეთთან დაკავშირებული მოგონებების გახსენება სთხოვა. "რუსეთში ძალიან ბევრი ოცნებობს, ციმბირის მაღაროებზე გამაგზავნოს, _ თქვა პრეზიდენტმა. შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ასტანაში რუსეთის პირველ პრეზიდენტთან ბორის ელცინთან შეხვედრის ისტორიას იხსენებს. სააკაშვილი და ელცინი გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ. დიდ მაგიდასთან სადილობდნენ, ღვინოს სვამდნენ და საუბრობდნენ. მოპირდაპირე მხარეს მჯდომი პუტინი მათ დაძაბულად აკვირდებოდა და ისმენდა. იმ შეხვედრაზე სააკაშვილმა გაიხსენა, რომ 90-იანი წლების დასაწყისში, წითელ მოედანზე ჟირინოვსკის გამოსვლას უსმენდა, ამ დროს კრემლიდან ელცინი გამოსულა და ტვერსკოისკენ წასულა. ხალხი მას მიჰყოლია, მათ შორის სააკაშვილიც. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ მაშინ პირველად უნახავს ახალი ფორმაციის პოლიტიკოსი. ისტორიის მოსმენის შემდეგ, ელცინს მუშტი დაუტყამს მაგიდაზე. "საზიზღრები". _ "ვინ?", _ "რუსული ტელევიზიები. ქართველებზე სულ იტყუებიან", _ "ჩუმად, ჩუმად", _ ისმოდა პროტოკოლის სამსახურიდან. "რა იყო, ჩემი ხმა ისმის?", _ გაკვირვება ხმამაღლა გამოუთქვამს ელცინს და ხმის დაუწევლად უთქვამს სააკაშვილისთვის: "გამომიგზავნეთ 2-3 ყუთი ღვინო, იუბილე მაქვს მალე". " "რუსეთში მალევე აკრძალეს ქართული ღვინის იმპორტი", _ წერს ლარისა მალიუკოვა. ლარისა მალიუკოვა თბილისში რუსული კინოს ფესტივალის ფარგლებში ჩამოვიდა. "ნოვაია გაზეტამ" პრეზიდენტ სააკაშვილთან ინტერვიუ 17 ნოემბრის ნომერში გამოაქვეყნა. პ.ს. იგივე იუზერს აინტერესებს -ასტანა, ელცინი და სააკაშვილი- პრეზიდენტი ერტი დროის მონაკვეტში ერტ განზომილებაში როგორ მოხვდნენ ეგების ახსოვს ვინმესო :TAT: