ძველი ტემა ვერ ვიპოვე ხელახლა შეგახსენებთ ჩვენი თAნამემამულეების მდგომარეობას : მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების მდგომარეობა კვლავ მძიმეა სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მეკობრეებმა ქართველ მეზღვაურებს მესამე დღეა, საკვების მიწოდება შეუწყვიტეს ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მეზღვაურთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა, ანატოლი ჩიჯავაძემ განუცხადა. ჩიჯავაძის ინფორმაციით, ბოლო კონტაქტი ქართველ მეზღვაურებთან გუშინ შედგა. დატყვევებული გემის კაპიტანის თქმით, მელკობრრბმა ქართველი მეზღვაურები 3 ჯგუფად გადაანაწილეს და საკვების მიწოდება შეუწყვიტეს. მეზღვაურთა პროფკავშირის ხელმძღვანელის განცხადებით, მოლაპარაკებები ტყვეების განთავისუფლებასთან დაკავშირებით თითქმის ჩაიშალა, რადგანაც გემთმფლობელი კომპანია სომალელ მეკობრეებს ათი დღეა, აღარ დაკავშირებია. მეკობრეები გამოსასყიდის თანხის გადახდას ითხოვენ. სომალელი მეკობრეები ტყვეობაში არიან ბათუმელი მეზღვაურები მემედ ზაქარაძე, შალვა ვერძაძე, დავით დევაძე, თემურ ბედინაძე, ზურაბ შერვაშიძე, გიორგი სირაძე, ჯაბა ქარჩავა, ნუკრი ჯიჯავაძე, ირაკლი ჯიქიძე, თემურ ვარშანიძე, ანზორ ფარტენაძე, ასლან დემურაძე, ჯიმშერ ასანიძე, თემურ მახარაძე, გენადი ტიმოფეევი და ოლეგ ნოდია. ქართულმა მხარემ დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/153055-mekobreebis-mier-datyvevebuli-qarthveli-mezghvaurebis-mdgomareoba-kvlav-mdzimea.html