პოლონურმა მხარემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ვარშავაში გამგზავრებისგან თავის შეკავების თხოვნით მიმართა 18:34 - 15.04.2010 საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვარშავაში პრეზიდენტ კაჩინსკის დაკრძალვაზე აღარ გაემგზავრება. როგორც "პირWელისთვის" გახდა ცნობილი, პოლონეთის საელჩომ პარლამენტს მიმართა და იმის გათვალისწინება სთხოვა, რომ "პოლონეთში სხვადასხვა ქვეყნებიდან პრეზიდენტის დაკრძლვაზე უამრავი დელეგაცია ჩადის და არსებობს ტექნკური პრობლემები, რომელიც მეტწილად ჩასული სტუმრების დაბინავებას უკავშირდება". უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ელდარ კვერნაძემ, რომელიც ქართული დელეგაციის დაკომპლექტების პროცესში უშუალოდ იყო ჩართული, დაუდასტურა "პირWელს", რომ ქართული საპარლამენტო დელეგაცია ვარშავაში აღარ გაემგზავრება, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ "პოლონელ ხალხს საქართველოს სახელით მხოლოდ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუსამძიმრებს". რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, გაემგზავრება თუ არა იგი ვარშავაში, კვერნაძისთვის ჯერჯერობით უცნობია. ამასთან დაკავშირებით "პირWელი" პარლამენტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მაკა გიგაურსაც დაუკავშირდა, რომლისთისაც საპარლამენტო დელეგაციის ვარშავაში არგამგზავრების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია უცნობი აღმოჩნდა. რაც შეეხება უშუალოდ დავით ბაქრაძის ვიზიტს, როგორც გიგაურმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე კოლეგებთან ერთად ავღანეთიდან დღეს საღამოს დაბრუნდება და მისი პოლონეთში გამგზავრების საკითხი ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა