სააკაშვილის პერსონა ნონგრატად გამოცხადებას ევროპელი ადვოკატებიც უერთდებიან ც-ანუ კიდევ ვინ ჩალიჩობს ამას? ანუ ევროპელი ადვოკატებიც აწერენ ხელს სააკაშვილის პერსონა ნონგრატად გამოცხადებას? - ისინი მხარს უჭერენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივას და ევროკავშირში წერილს დამოუკიდებლად გააგზავნიან. კონკრეტულად რომელი ქვეყნების ადვოკატები გააკეთებენ ამას? - მართებული არ იქნება, თუ მათ ვინაობას მიმართვის გაგზავნამდე დავაკონკრეტებ. მათ მითხრეს - ”ვინაიდან ამ კაცზე (სააკაშვილზე) არ ჭრის სამართლებრივი მიმართვები, უფრო მკაცრი ზომების მიღება იქნება საჭირო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ საკითხის განხილვა ჯერ კომისიაზე, შემდეგ კი ევროპარლამენტის სხდომაზე მოხდესო”. მათ ამგვარი უპრეცენდენტო ნაბიჯის გადადგმა ქართველი კოლეგების მდგომარეობის გამო გადაწყვიტეს; აქ არსებული ვითარებით ჩვენი ევროპელი კოლეგები შეშფოთებულები არიან. მათ ასევე სხვადასხვა ღონისძიებები დასახეს. თვითონ თქვეს - ”შევიკრიბოთ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ დავეხმაროთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასო”. http://www.presage.tv/?m=society&AID=3726