Jump to content
Planeta.Ge

Siknadmo

პლანეტელი
  • პოსტები

    16.920
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    34

ყველა პოსტი Siknadmo

  1. მადლობთ ლაშა, სუბიექტურმა ფაქტორებმა მნიშვნელოვნად განაპირობა საქ. ბედი
  2. ამ სამხედრო გადატრიალებას თბილისელების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაუჭირა მხარი, იმ პერიოდში მომიწია რუსთაველზე არაერთხელ ყოფნამ და მინდა ვთქვა რომ რუსთაველის მეტროდან დაწყებული ვიდრე მთ. სასახლემდე თბილისელებით იყო გადატენილი და ზვიადისტების ჭაჭანება არ ყოფილა, ზვიადისტები ძირითადად საქართველოს სხვადასხვა რაიონის, განსაკუთრებიტ კი სამეგრელოს მკვიდრნი იყვნენ, ოჯახებში იყო დაპირისპირება, იყო უდიდესი ზიზღი ზვიადისტებსა და არა ზვიადისტებს შორის, რუსთაველის გარდა დაგნარებიც ხშირი იყო, გინება-შეურაცხყოფა მუშტი კრივი, ნუ ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ასეთი დაპირისპირება ქართულ საზგოადოებაში არასდრო არ ყოფილა როგორც მაშინ, დიახ ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირება ზვიადისტებსა და არა ზვიადისტებს შორის
  3. ანუ მონაწილეობას მიიღებდი სამოქალაქო ომში ზვიადის მხარეს, გასაგებია
  4. ნამდვილად, ნამდვილად ზვიადზე უკეთესი იქნებოდა, ეთნოკონფლიქტებს დიდის ალბათობით ავიცილებდით და არც კაგებეს აგენტად გამოაცხადებდნენ საქ. ინტელიგენციის ცნობად სახეებს, არ იქნებოდა სამოქალაქო ომი აბა სხვებს რაღაც მოუწოდებ "ბევრი ქართველი რომ გამოსულიყოო იმ ნაძირლების წინააღმდეგ" სხვას უნდა ერბინა და ტყვიაზე წასულიყო და შენ თბილად მჯდარიყავი?
  5. 1990 წლიდან გამწვავდა ჭანტურიას ურთიერთობა ზვიად გამსახურდიასთან. პირველი დაპირისპირება სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტის გარშემო მოხდა. ჭანტურია აკრიტიკებდა გამსახურდიას მიდგომას ეთნიკური პრობლემებისადმი და ამტკიცებდა, რომ ეროვნული მოძრაობის პირველადი ამოცანა დამოუკიდებლობის მოპოვება უნდა ყოფილიყო. 1990 წლის 11-13 მარტის კონფერენციაზე საბოლოოდ გაიყო მათი პოლიტიკური გზები. ჭანტურიამ, გამსახურდიასგან განსხვავებით, არ მიიღო მონაწილეობა 1990 წლის არჩევნებში და სცადა პარალელური საკანონმდებლო ორგანოს — ეროვნული კონგრესის ორგანიზება, მაგრამ მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა ერთის მხრივ კონგრესის არაპოპულარობისა და მეორე მხრივ მის ლიდერთა შორის მზარდი კონფრონტაციის გამო. 1991 წელს გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჭანტურიას პოზიცია კიდევ უფრო შეურიგებელი გახდა. ედპ აქტიურად ჩაება მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებში და გამსახურდიას გადაგომა თავის ლოზუნგად აქცია. 1991 წლის 17 სექტემბერს მოსკოვში გასაფრენად გამზადებული ჭანტურია პოლიციამ დააკავა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის ბრალდებით დააპატიმრა. გათავისუფლების შემდეგ ჭანტურია კვლავ მონაწილეობდა გამსახურდიას წინააღმდეგ მიმართლ გამოსვლებში. 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების შემდეგ ჭანტურია ედუარდ შევარდნაძის მიმართ ზომიერ ოპოზიციაში იყო, თუმცა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლის შემდეგ მისი პოზიცია უფრო კრიტიკული გახდა. 1994 წ. ჭანტურიამ ღიად გააკრიტიკა შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა კვირაია, უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე და თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე და მათ პრორუსულ ორიენტაციაში დასდო ბრალი. ყველაფერ სიკეთესთან ერთად ზვიადისტიც ხომ არ იყავი
  6. ცხინვალისკენ ლაშქრობა მოაწყო წერეთელმა და ზვიადმა, დაპირისპირება მრგვალებსა და ედეპეშნიკებს შორის უკვე არსებობდა, ედპ მრგვალი მაგიდაში არ შედიოდა და კრიტიკულად იყო განწყობილი ნაციონალისტური ისტერიის მიმართ, ოსების დარბევის შესახებაც არა ერთხელ ამოუღიათ ხმა ედეპეშნიკებს, რის გამოც მოღალატის იარლიყიც მიაწებეს, თავდაპირველად სწორად კიტოვანის გვარდიელებმა გაათავისუფლეს გია ციხიდან, ზვიადს ჰყავდა დატყვევებული და ბუნებრივია დადებითად იყო განწყობილი პუტჩისტების მიმართ, მაგრამ მერე შეიცვალა მისი დამოკიდებულება, შევარდნაძესთან, კიტოვანთან, ჯაბასთან და გიორგაძესთან დაპირისპირების გამო იგი მოკლულ იქნა, ამაზე მეტი რა გინდა
  7. ხოდა მეც მაგას ვამბობ რომ მაგარი სიგიჟე გააკეთეს რომ არჩევნებში არ მიიღეს მონაწილეობა, პრაქტიკულად ეს გახდა დაპირისპირების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, 30% მაინც მიიღებდა ედეპე და პარლამენტი (უზ. საბჭო) მეტ ნაკლებად გაწონასწორებული იქნებოდა, ზვიადი კი, რომელიც არ იყო ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანი თავისი პარტიის წარმატებამ საერთოდ დააკარგინა რეალობის შეგრძნება, პრაქტიკულად პარლამენტში ოპონენტი არ ჰყავდათ თუ არ ჩავთვლით ნათაძეს, რომელსაც სერიოზულად არც განიხილავდნენ და დასცინოდნენ, ედპ პარლამენტში უნდა ყოფილიყო ქართული საზოგადოების არაზვიადისტური ნაწილის ხმა, მათი ინტერესების დამცველი
  8. ეროვნულ დემოკრატიული პარტია საკმაოდ ნორმალური ძალა იყო იმ დროისთვის, შეიძლება ითქვას საქ. ასეთი პარტია არც ჰყოლია იმ პერიოდისთვის, თბილისელებში პოპულარობით სარგებლობდნენ და მათი პარლამენტში მოხვედრა ალბათ გაანეიტრალებდა მდგომარეობას, ძალიან დიდი შანსი იყო რომ სამოქალაქო ომი არ დაწყებულიყო, რეალურად ხელოვნური მიზეზები გამიყენა კაგებემ ამ ომის პროვოცირებისთვის, ლომის წილი რა თქმა უნდა ზვიადს და მერე ერონვულ კონგრესს, რაც შეეხება კიტოვანს ეგ თავიდან ბოლომდე დეგენერატი იყო, მაგას რა უნდა მოსთხოვო, ან ყაჩაღ ჯაბას
  9. ერთი რამ მოხდა, გამოუსწორებელი შეცდომა რამაც გამოიწვია სამოქალაქო დაპირისპირება, ეგ. წოდებულ ეროვნულ კონგრესში გაერთიანებულმა პარტიებმა დეგენერატული მოტივით აქაოდა კომუნისტური კანონმდებლობით მოწყობილ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო, უალტერნატივო მდგომარეობაში დატოვეს ქართული საზოგადოების ის ნაიწილი ვისთვისაც მიუღებელი იყო ზვიადი, იქ რომ მონაწილეობა მიეღო ედპ-ს და სხვა პოლიტიკურ ძალებ მრგვალი მაგიდა არ აღმოჩნდებოდა ასეთ უმრავლესობაში და ზვიადიც არ გარეკავდა ბოლომდე, ბრძოლა პარლამენტში გადაინაცვლებდა, ვფიქრობ რომ ეს ბოიკოტი კაგებეს ნაჩალიჩარი იყო და ეს ჩერჩეტებიც აყვნენ, მოხდა ის, რომ თბილისელებისთვის უსამარცხვინოესი პარლამენტი მივიღეთ, რაღაც სბროდი, ფურთხება მოგინდებოდა კაცს, არადა ვისი ბრალი იყო ეს, მხოლოდ ზვიადის? რა თქმა უნდა არა, ისეთი ბანძი სასტავი ჩითავდა მანდ რომ კომ. ნომენკლატურა მოგენატრებოდა, ესეც იყო ალბათ გათვლილი
  10. რატომ აყენებთ სტალინს და ჰიტლერს შეურაცხყოფას?
  11. ზვიადი რომ ჭკვიანად ყოფილიყო არანაირი გადადგომა და დაჭერები არ იქნებოდა საჭირო, ეგეც ჯიგრულად იქნებოდა და ჩვენც და ვანიაც და ძიძია სემიც
  12. უკაცრავად და სოფლის ინტელიგენტის ნაწერს გავს, ზღვა რომ ნახა და დიდიაო, თბილისელი ნაღდად არ უნდა იყო, ან უკიდურეს შემთხვევაში გლდიანი
  13. პრინციპში, შენ პირადად, გადაშენება გადაგვარებას მინდა გითხრა რომ... ნამდვილად ვერც იგრძნობ კორექტულად თუ არ გააგრძელებ საუბარს, შენ იგრძნობ მინიმუმ ერთი დღით "გადაშენებას". Saturn
  14. ქართველ ერში თვითგადარჩენის ინსტიქტიტი მუშაობს, რომელიც ზოგჯერ არც თუ ისეთ ლამაზ ფორმებს ღებულობ, თანაც მარგალები ნამეტნავი ემოციური ხალხია, იაღოველები თავის მენტალიტეტით აღარ არიან ქართველები, ეს ის ხალხია ვინც ნებაყოფლობით ამბობს თავის ეთნიკურ კუთვნილებაზე უარს, ბუნებრივია ეს აღშფოთებას იწევევს, დიახაც მე არ ვარ ტოლერანტული, სულ მკიდია თქვენი ტოლერანტულობა ვოტ :rolleyes: ვინაიდან საფრთხე დღეს ჩემი ეთნოსის ყოფნა არ ყოფნას ეხება
  15. ძველი ბიჭი თუ ნაც-ბოლშევიკი? მე პირადად ქალაქური ჯიგარ დამწვარი ტიპები მირჩევნია ამ კომკავშირლებს, ორივეს კი ალასანია
  16. ნაცმოოოოო ;): არა მგონია შენ კარგად გესმოდეს რაა კარგი ოჯახი ან რაა ნამდვილი ქუჩა :rolleyes: გრეჩო უფრო წესიერი ოჯახიდანაა გამოსაული ვიდრე ეგ .. თუმცა ნაცმო თუ ხარ ეგ სხვაა, თქვენ ხომ სულ სხვა გაგება გაქვთ, თუ არ გაქვთ პირიქით
  17. არც კი ვფიქრობდი რომ ლევანს მომხრეები დარჩა, გამიკივრდა, ალასანია
  18. კი და რა პრობლემებია, წარმატებით ვინტეგრირდებით, საქ. ტერიტორიის 75% გაწმენდილია დამპყრობლებისგან
×
×
  • შექმენი...