-
პოსტები
16.920 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
34
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Siknadmo
-
გამოდის რომ მიშამ შეძლო თვითრეალიზაცია აბა რომელ ჩვენგანს აუსრულებია ბავშვობის ოცნება
-
Nukriko რაღAცას რომ უარყოფ უნდა იცოდე ის რასაც უარყოფ, მითუმეტეს თუკი შენს მრწამსს, ვთქვათ ათეისტურს, ღვთის უარყოფაზე ამყარებ
-
Nukriko რელიგიური ცრურწმენები არსებობს და ეკლესიის ვალია ებრძოლოს ცრურწმენებს
-
Ostap დაააა
-
რა განსხვავებაა ათეისტსა და იმ მორწმუნეს შორის რომელიც მცნებებს არ იცავს, რახან ადამიანი ათეისტია ე.ი. ამას აქვს მიზეზი, მითუმეტეს თუკი ის კარგი და გონიერი ადამიანია, თუკი გონება გაქვს ამ მხრივ გახსნილი და ხვდები იმას რომ უფალი არსებობს, მაგრამ არაფერს არ ცვლი, ალბათ უფრო მოგეკითხები ვიდრე იმ ადამიანს, რომელიც უბრალოდ ვერ ხედავს არ ესმის, არ გამოვრიცხავ რომ ასეც იყოს საჭირო, რომ ის ვერ ხედავდეს, ყოფილა შEმთხვები როდესაც ათეისტი მორწმუნე გამხდარა და მისი ცხოვრება უარესისკენ შეცვლილა,თუკი ადრე მას თავისი ზნეობრივი პრინციპები გააჩნდა, შEმდგომში მან ყველაფერი მის წარმოდგენაში არსებულ ზებუნებრივ ძალას ჩააბარა და მოიხსნა ვალდებულებები, ნუ რა თქმა უნდა ყოფილა კარგი შEმთხვევებიც , ზოგჯერ ძალიან მცირედია ზღვარი მორწმუნესა და ურწმუნოს შორის, მე მაგალითად ვერასდროს ვერ გავუგებ ათეისტს ამ საკითხში, ანუ მისი მრწამსის მიმართ არ მექნება პატივისცემა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მისი პიროვნების მიმართ ვიყო უპატივცემულო, ადამიანის მრწამსის აბუჩად აგდება უგუნრებაა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რამ განაპირობა ასეთი მრწამსის ჩამოყალიბება მასში, ზოგჯერ კი არა ძირითადად მიუღებელი მრწამსის მიღმა შესაძლოა ნორმალური ადამიანი იყოს, ანუ რაღაც ნიღაბი ჰქონდეს გაკეთებული და ეგონოს რომ ეგრე ფიქრობს, უცებ ბაც, რაღაც შემთხვევა და ადამიანის მრწამსისგან არაფერი რჩება
-
როგორ რა შუაშია ვარ კაცო, მიტინგებზე დავდიოდი, ერთადერთი მიშა მიშას არ ვყვიროდი და ნაცმოძრაობის წევრი არ ვიყავი თორემ დანარჩენი რა
-
და ვინ მეუბნებოდა?
-
ფეხი არ შეეტია
-
ორი ლიმონი ლიბიური დინარი 1.7. მწვანეს უდრის
-
მე დავწერე თუკი არ იცოდა და არც შეეძლო ცოდნოდა თუკი სათანადო ასაკს მიღწეულია ადამიანი და ის შEრაცხადია მან კარგად იცის რაცაა თოფი, გამორიცხულია არ იცოდეს (ნუ პაპუასი თუ არ მაეკითხება), მე ვგულისხმობ ისეთ შემთხვევას როდესაც ადამიანმა ნამდვილად არ იცის და არც შეიძლება იცოდეს რომ მის ქმედებას სიკვდილი მოყვება, მაშინაც კი თუკი ადამიანმა იცის რომ თოფში ტყვია არ დევს და დამიზნებით, გართობის მიზნიტ ესვრის სხვას ის მაინც დაისჯება გაუფრთხილებლობისთვის, მაგრამ აი ზის ადამიანი ავტომობილზე, მიდის თავისთვის და ამ დროს გამვლელი შეუვარდება ბორბლების ქვეშ ასეთ შEმთხვევაში მძღოლი პასუხს არ აგებს ანდა ვთქვათ ადამიანი პოლიგონზეა და ავტომატს ან გაუბიცას ისვრის ამ დროს კი ვიღაც მასტი გაიჩითება იქ , რა ასეთ შემთხვევაშიც პასუხი უნდა აგოს მსროლელმა?
-
რა მნიშვნელობა აქვს ეხლა რას დავწერ ან თუნდაც ამ მომენტში როგორ ვფიქრობ, ნამდვილი რწმენა სწორი ცხოვრებისა და აზროვნების შედეგად მოიპოვება, შეიძლება ადამიანს მცდარი წარმოდგენები ჰქონდეს საკუთარ თავზე და მიიჩნევდეს რომ მას რწმენა აქვს, მაგრამ ეს შეიძლება ილუზია იყოს და ეყრდნობოდეს არა საკუთარ გამოცდილებას, არამედ მექანიკურ წამბაძველობას, ან კიდევ, როდესაც ადამიანი ეთანხმები სხვების წარმოდგენებს რწმენის შესახებ, ხოლო თავად რწმენა არ გაქვს ძვალ რბილში გამჯდარი , უბრალოდ შენთვის მისაღEბია ის გამოცდილება რაც სხვებს აქვს და მიიჩნევ რომ მათი აზრები სწორია
-
თუკი ადამიანმა არ იცოდა და არც შეეძლო ცოდნოდა რომ მისი ქმედება ზიანს მიაყენებდა სხვას პასუხს არ აგებს
-
უნდა ვთქვა რომ ბაბუაჩემი ნაყინის ფულს მიჟმოტავდა
-
ნე სერიოზნაე ეტო პრედლაჟენიე ხაწია ი ზამანჩივაე ტოვარიშჩ დონ კარედო :nekro: მაშინ საზოგადოებას არ ჰქონდა სათAნადო ინფორმაცია გაეგო ის თუ ვინ იყო მიშა და ნაცმოძრაობა, შესაბამისად მოსახლეობის აქტიურობა ლოგიკური იყო, ხალხს უნდოდა ჩAმყაყებული შEვარდნაძის რეჯიმის მოშორება
-
ერთხელ შევესწარი ნაცმოძრაობის შეკრებას დიდუბაში, უგულავას შეხვდნენ შემიძლია თამამად ვთქვა რომ ყველა კატეგორიის ადამიანი იყო იქ, ინტელიგენტური სახიდან დაწყებული, პროვინციული სიფათით დამთავრებული,
-
სისხლით ქართველები არიან დიდი უმრავლესობა, არ შეიძლება ჩვენი პრობლემები გადავაბრალოთ სომხებს, უბრალოდ სირცვილია+არაა სიმართლე, ასეთი მიდგომით ჩვენ ხელებს ვიბანთ და ვამბობთ, ვა ვსიომ ჟიდი ვინოვატი პრობლემა არაა მხოლოდ ნაცმოძრაობაში, თუმცა დღეს დღEობით ნაცმოძრაობა ნომერ პირველი პრობლემაა რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ სულ ერთი და იგივე პრობლემის წინაშე ვდაგვართ, კერძოდ იმის რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანები სხვების გაუბედურების ხარჯზე მაყუთს ღუნავენ, ხოლო კიდევ უფრო დიდი ჯგუფი ამ ნასუფრალით ცხოვრობს, ვგულისხმობ კარდუებს, უზულჩიკებს დდა ას. შ.
-
შემოიღონ გადასახადი გონივრულ ფარგლებში, ოღონდ გზები დააგონ მაგალითად მუხათგვერდში,უამრავი მიტოვებული საფლავია და სასაფლაოები იზრდება და იზრდება, თანაც ბალახს და ჭუჭყს მიაქვს იქაურობა, ინდივიდუალურად ჭირისუფალი ვერ გასწვდება მაგ ამბავს, სასაფლაოს ადმინისტრაციამ უნდა ითავოს ეს საქმე,
-
ვაიმეეე, რა კარგიაა, როგორი კურტულური გახდება საფლავები, ეხლა რომაა მინგრეული და მოუწესრიგებელი
-
ხოდა, რეალურად ერი, არის დიდიიი ოჯახი, ხოდა როდესაც ოჯახის წევრებს ერტმანეთი კიდიათ ასეთი ოჯახი ან ინგრევა, ან თახსირდება, პრინციპში რაც ხდება საქართველოში ესაა კანონზომიერება, ნაცმოძრაობა ამ "მე მკიდიას" ყველაზე ისეთი ასე ვთქვათ, გულახდილი გამოხატულებაა, ეს არის შედეგი, ოღონდ ორგანიზებული, ჩამოყალიბებული, იდეოლოგიზირებული რომლებიც თავიანთი ქმედებით და აზროვნების მანერით კიდევ უფრო აღვივენ ხალხში ამ განცდას და ცდილობენ ეს წარმოაჩინონ როგორც ბუნებრივი რამ, არადა სოლიდარობის განცდა ეს ყველა ნორმალურ ადამიანში უნდა იჯდეს, ადამიანს აქვს ასეთი თვისება, რომ მას შეუძლია სხვის მდგომარეობაში ჩააყენოს საკუთარი თავი და აქედან მოდის სხვისი ჭირის თანაგანცდის უნარი, ეს განცდა ცხოველესაც კი აქვთ მეტ ნაკლებად, მაგრამ რეპტილიებს არა
-
ეგრეა რა, მე მკიდია სხვისი ჭირი და სხვასაც კიდია ჩემი, ლტოლვილების გამოსახლება -იმიტომ რომ დევნილი არ ვარ, მიკროავტობუსების გაძვირება -არ ვმგზავრობ ხორცის გაძვირება -ქათმის ხორცს გეახლებით პატიმრების მდგომარეობა-არ მყავს არავინ პატიმარი აი დენის მიბმა ნაგავზე კი კანდიციანერის გამო მაგრამ ჰა, ჰა, ერთი თვე გავიწეწო და ეგაა, ასე რომ ეგეც მკიდია რეალურად, ხოდა თუკი არ ვარ მარტო და ასეთია დიიიდიი უმრავლესობა, რა გამოდის, ვართ კი საზოგადოება, არა, ვინაიდან ან არ გვაქვს საერთო ინტერესები, ან ვერ ვხედავთ ამ ინტერესებს, რა გვაერთიანებს ქართველებს, მხოლოდ ენა? ხოდა ვილაქლაქოთ ჩვენს მშობლიურ ენაზე და ვიყოთ ეგრე ჩვენი ლაპარაკით ვერაფერს ვერ შევცვლით, უბრალოდ, თავს შევიქცევთ და ეგაა
-
არ იმრუშო, არ ჩავარდე რისხვაში, იარე ეკლესიაში დაესწარი წირვა ლოცვას, წაიკითხე დილისა და საღამოს ლოცვები, ეს არის მცირედი მოთხოვნები, რასაც გულისყურით უნდა შესრულება, ნამდვილად არაა სახალისო და სასიამოვნო,, თუკი ცდილობ მცნებები დაიცვა ეს უკვე ნიშნავს იმას რომ რწმენისთვის სწირავ რაღაცას და თმობ იმას რაც სასაიმოვნოა დილის ძილიდან დაწყებული ნაყროვანებით დამთავრებული
-
რავი აბა, პროსტა ფოტო დადე და ეგ არაფერს არ ნიშნავს იქნებ ერთსექსიან ქორწინებას ითხოვენ
-
რას ითხოვენ ქაოსი და შესაძლოა ლიბია ორ ნაწილად გაიყოს
-
საზოგადოება ძლიერია იქ სადაც ძლიერია სოციალური პროტესტი, გინახავთ თქვენ ამერიკაში მომიტინგე ხალხი? რამეს რომ ითხოვენ და გგონიათ ყველაფერი წესრიგშI აქვთ? მაგენი ისე ცხოვრობენ უკეთეს ვარიანტში როგორც ჩვენ ვცხოვრობდით განვითარებული სოციალიზმის ეპოქაში კი, გასაგებია რომ დეფიციტი იქ არასდროს არ ყოფილა, ეგ კი, მაგრამ რომ გადავთვალოთ რამდენს ხარჯავდა საბჭოთა მოქალაქე ბინაში, ტანსაცმელში საკვებში, და იგივე მაჩვენებელი რომ ავიღოთ დღევანდელ ამერიკელზე ვერანაირად ვერ ვიტყვით რომ ის ამერიკელი საბჭოელზე უკეთ გრძნობს თAვს მატერიალური თვალსაზრისით, სადაც ხალხი ნამდვილად კარგად ცხოვრობს ესაა ბენელუქსის ქვეყნები, გამართული ქვეყანაა ასევე გერმანია, სოციალური სამართლიანობაა
-
მსოფლიოში არსებობს უძლიერესი კლანები და ორგანიზაციები რომლებიც აკონტროლებენ სხვადასხვა ქვეყნების თუ მთლიანი რეგიონების რესურსებს, ამ კლანებსა და ორგანიზაციებს შორის არსებობს ხან დაპირისპირება ხანაც თანხმობა, რაც შეეხება საზოგადოებას აქაც ყველაფერი ერთგვაროვანი არაა, იქ სადაც ძლიერია საზოგადოება იქ კლანები იძულებულები არიან ანგარიში გაუწიონ ადგილობრივ მოსახლეობას, თანაც არსებობს ხელისუფლებები რომლებიც ყოველგავრი შიშის გარეშე, ანუ შიშის გამო კი არა რაღაც ვალდებულებების გამო ფიქრობენ საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე, მაგალიტად ჩინეთი, ჩინეთში საზოგადოებას არანაირი ბერკეტი არა აქვს ზემოქმედება მოახდინოს ხელისუფლებაზე, მიუზედავად ამისა ქვეყანა მაინც ვითარდება, რაც შეეხება ევროპას აქ ძირითადად საზოგადოებაა ძლიერი და ამის გამო ხელისუფლებაც იძულებულია ან შეგუებულია იმას რომ მოსახლეობის ინტერესები გაითვალისწინოს, აი შტატებში კი არის ასე ვთქვათ მომავალი მოდელი კაცობრიობის, როდესაც ადამიანის თავისუფლება მინიმუმამდეა შეზღუდული, სოციალურად დაუცველია და თანაც გონია რომ ბედნიერია ეს ქვეყანა აბსოლუტურად კონტროლდება ტრანსკორპორაციების მიერ, თუმცა ფასადური დემოკრატია უმაღლეს დონეზე აქვთ აყვანილი ამერიკის უცნაურობა იმაშიც მდგომარეობს რომ მიუხედავად იმისა რომ არააა დემოკრატია, სასამართლო დამოუკიდებელია