-
პოსტები
16.920 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
34
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Siknadmo
-
როგორ ფიქრობთ, კანონიერი გზებიტ შესაძლებელია კრიმინალური და ავტოკრატიული რეჟიმის გაშვება ხელისუფლებიდან? როგორც ცნობილია მიშას და მათ თანაგუნდელებს ბრალად ედებათ სისხლის სამართლის დანაშაულობები და ეს ადამიანები თქვენის აზრით წავლენ ციხეში ისე რომ ძალას არ გამოიყენებენ? ან არ გააყალბებენ არჩევნებს ან სხვა რაიმე კრიმინალურ ქმედებას არ ჩაიდენენ? და საერთოდ მიგაჩნიათ თუ არა გამართლებულად ფაშისტური, კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ ძალის გამოყენება? ან რა რესურსი აქვს მშვიდობიანი ბრძოლის მეთოდებს, არ მიდის ეს კაცი და ვურტყათ კედელს თავი, რა აზრი აქვს
-
:tashi: ეს ფრაზა აპინეთ
-
-
არსით ერთი და სამპიროვანი ღმერთის შესახებ დადასტურებანი წმიდა წერილიდან: ძველი აღთქმა ერთი ღმერთის სამპიროვნების ჭეშმარიტება ძველ აღთქმაში მხოლოდ შეფარვით, მინიშნებით არის გამოხატული. სამების შესახებ ძველი აღთქმის ადგიების გაგება და ახსნა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. ამის შესახებ მოციქულიც სწერს იუდეველებს: „არამედ დღინდელ დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულსა მათსა ძეს. ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუის საბურველი იგი... რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების“ (2კორ. 3,15-16; 3,14). აი, ძირითადი ადგილები ძველი აღთქმიდან: შესაქ. 1,1 და სხვა: სახელი „ელიოჰიმი“ ებრაულ ტექსტში წარმოდგენილია გრამატიკულ მრავლობით რიცხვში. შესაქ. 1,26 - „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ“ - მრავლობითი რიცხვი მიანიშნებს, რომ ღმერთი ერთი პირი არ არის. შესაქ. 3,22 - „და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა ვითარცა ერთი ჩუენთაგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა“ (ღმერთის სიტყვები პირველმშობელთა სამოთხიდან განდევნის წინ). შესაქ. 11,6-7 - ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას, ენათა აღრევის წინ: „თქუა უფალმან ღმერთმან: ... მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ“. შესაქ. 18,1-3 - „ეჩუენა მას (აბრაჰამს) ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა... და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა და აჰა, სამნი კაცნი (ე. ი. კაცის სახე ჰქონიათ და არა ანგელოზის. Solveig)ზედა მოადგეს მას...და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა. და თქუა: უფალო, უკეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა და ნუ თანა-წარხდები მონასა შენსა“. „ნახეთ - გვასწავლის ნეტარი აგვუსტინე, - აბრაჰამი ხვდება სამს და ეთაყვანება ერთს... დაინახა სამნი და განჭვრიტა სამების საიდუმლო. თაყვანის-სცა როგორც ერთს და აღიარა ერთი, სამპიროვანი ღმერთი“1.
-
თქვა მან და გაუხარდა
-
ნუ ნერვიანობ, მხოლოდ და მხოლოდ არგუმენტები სამების გაგება მეც მიჭირს ამიტომაც ვარ ჩუმად, თორემ რა და როგორაა.. არ მაქვს ეხლა მაგის დრო რომ ამ საკითხს ჩავუღრმავდე, თვარა მართლმადიდებლებს მთელი ტომები აქვთ ამ საკითხთ ან დაკავშირებით დაწერილი, მინიშნებები ბიბლიაშიცაა და ნუ სახარებაში ხომ არის და არის, მე იმაზე მეცინება ზოგს ქრისტიანობა ბიბლიით და სახარებით შემოფარგლული რომ ჰგონია, ეს უბრალოდ ანეგდოტია რააა თუმცა საუბრის სხვა თემაა ეს
-
რას ლაპარიკობ, სადარდებელი მაკლდააა მეეეეეეhttp://s4.rimg.info/7f128715411985815551bf4f4e9a210e.gif
-
დამნაშავე მიზდევდა გენპროკურატურსი წარმომადგენელს
Siknadmo replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კი, გასაგებია, არადა ტიპებმა ჩეხეთი ნახეს და გასწორებულებში არიან, ან რესტორანში ან სასტუმროში მიდიოდნენ, აუ როგორ ეკიDათ ალბათ ყველაფერი დედამიწის ზურგზე -
იცი, პირადად მე სააკაშვილისტების მოძულე გავხდი ფორუმზე, მიშისტი იუზერების წყალობით, ფორუმ ჯიზე დავრწმუნდე რომ ანტიმართლმადიდებლები მართლაც არსებულან, არადა ეგ ამბავი ბნელი ტიპების მონაჩმახი მეგონა, დავინახე ასევე მათი არაადამიანური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და ჩემთვის უცხო, კომკავშირულ ბოლშევიკური სული, ძალიან უცხოები არიან ჩემთვის
-
დამნაშავე მიზდევდა გენპროკურატურსი წარმომადგენელს
Siknadmo replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ადრე ხომ გვყვავდა ჩინოვკინები, მაგრამ ეხლა იმენნა ვაფშე ჯიგარ დაცლილი გააააააა... არიან, მართლა გაეშვი მაგათ სანამ ეს ხელისუფლებაა მერე თუკი ნორმალური სასტავი გაიჩითა სცადე სიმარტლის მოძებნა, მე მესმის ამოგივიდა კისერში უკვე ეს გაურკვევლობა და სამშობლოს მონატრება, ნოსტალგია და რამე, მაგრამ ამათთან არ გაჭრის ეგ ამბავი -
ჯერ რადიოთი დაიწყეთ, რადიო კარგი პონტია ამოვიდა ერთი და იგივე იდეოლოგია ყელში, ბლა ბლა ბლა და მაყუთი მარტო მიშისტებსა აქვთ სხვები კი ასე ვართ აგერ ამერიკელები და რუსები ერთობლივი წვრთნების ჩAტარებას აპირებენ თურმე ევროპა კი უვიზო რეჟიმის მიცემას აპრებს რუსეთის მოქალაქეებისთვი, ერთი ჩვენ ვართ რააა, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი სხვისი ტაკოთი გამხურებელი, უტაკო გამხურებლები
-
ეს პასუხი კორექტულია? კაცმა დუელში გამოიწვია მიშისტები თუ თავი აქვს აიღოს პიშტო და იბრძოლოს წესების დაცვით
-
დამნაშავე მიზდევდა გენპროკურატურსი წარმომადგენელს
Siknadmo replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რაო ბაბუ არ გიჭერენ ოხრები? :resent: -
აბა მაგას სხვა არც არაფერი ეკერკება და
-
1, სატურნი ზნაჩიტ
-
საინტერესო იდეაა, აბა, აბა, ვნახოთ მიიღებენ თუ არა გამოწვევას ლიბერსტები
-
დასტოინი ადამიანია, რესპეკტ,
-
სორბონის კოლეჯი ( ფრანგ. Collège de Sorbonne) დაფუძნდა 1257 წელს საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის პირადი მოძღვრის რობერ დე სორბონის (1201-1274) მიერ, ვის სახელსაც ის დღემდე ატარებს. იგივე სახელს ატარებს მისი მთავარი კამპუსი პარიზში, სადაც ამჟამად რამდენიმე უნივერსიტეტია (ყოფილი პარიზის უნივერსიტეტის შთამომავლები) პარიზის რექტორატთან ერთად. თავდაპირველად ის შეიქმნა 20 თეოლოგი სტუდენტისთვის. მან სწრაფაც მოიხვეჭა განათლების ცენტრის რეპუტაცია და მე-13 საუკუნისთვის მასში უკვე 20.000-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რამაც პარიზი დასავლური სამყაროს ცოდნის დედაქალაქი გახადა. დღემდე უცხოელი სტუდენტები ქმნიან უნივერსიტეტის კამპუსის მნიშვნელოვან ნაწილს. სორბონი მალევე საფრანგეთის უმნიშვნელოვანესი თეოლოგიური ინსტიტუტი გახდა. 1622-1626 წლებში კარდინალმა რიშელიემ განაახლა სორბონა და უნივერსიტეტის თანამადროვე შენობები ამ პერიოდის არქიტექტურას განეკუთვნება. კარდინალის საპატივცემლოდ 1637 წელს სორბონის სამლოცველო იქნა დამატებული. რიშელიეს გარდაცვალების შემდეგ 1642 მისი ცხედარი სამლოცველოს ძვალთსაცავში იქნა დასვენებული. ფაკულტეტის ეკლესიასთან ახლო კავშირმა საფრანგეთის რევოლუციის დროს მისი დახურვა განაპირობა, თუმცა 1808 წელს ნაპოლეონის ბრძანებით მან განაახლა მუშაობა, როგორც პარიზის უნივერსიტეტის ნაწილმა. 1885 წლამდე სორბონი უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტსა და პარიზის აკადემიას მოიცავდა. მე-19 საუკუნის ბოლოს სორბონი მთლიანად გაემიჯნა რელიგიას. ა, ბატონო გაემიჯნა ხო? მარტო ალბათ ეს ინფორმაცია დაგაინტერესებთ, სხვა უნივერსიტეტების ისოტრიები მეზარება მაგრამ თითქმის ერთი პონტია რა
-
დიდ მეცნიერთა შეხედულებები მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთობაზე ნიუტონი (1642-1727 წწ.) - თავის კაპიტალურ ნაშრომში - „სამყაროს სისტემები“ - წერს: „ზეციური მეუფე მთელს სამყაროს განაგებს, როგორც ქვეყნიერების მბრძანებელი. უზენაესი ძალაუფლების გამო უზენაეს ღემრთს ვუწოდებთ მას. იგი მთელ სამყაროს მართავს იმით, რომ არსებობს, და იმით, რომ შეუძლია არსებობდეს. ყველგან და ყოველთვის ერთი და იგივე ერთიანი ღმერთია; გვაოცებს მისი სრულყოფილების მიზეზი, თაყვანსვცემთ მას და მუხლს ვიდრეკთ მის წინაშე უსაზღვრო ძალაუფლების გამო. ღმერთი საკუთარ ქმნილებათა მიმართ ამ უზენაესი ძალაუფლების გარეშე, წინასწარხედვისა და მიზნის გარეშე სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა ბუნება ან ბედისწერა. ბრმა ფიზიკური აუცილებლობიდან, რომელიც ყოველთვის და ყველგან ერთნაირია, ვერანაირი მრავალფეროვნება ვერ წარმოიშობოდა. ამიტომ დროსა და სივრცესთან შესაბამისობაში მყოფი ამ შექმნილი საგნების მრავალფეროვნება, რაც სამყაროს წყობასა და სიცოცხლეს შეადგენს, მხოლოდ და მხოლოდ თვითმყოფი არსების ნებითა და აზრით შეიძლებოდა წარმოქმნილიყო“. კარლ ლინეი (1707-1776 წწ.) - XVIII საუკუნეში ბუნების უდიდესი მკვლევარი, თავის ერთ-ერთ ნაშრომში ამბობს, რომ ადამიანს შეუძლია, ღმერთს მისი ქმნილებების მეშვეობით შეიცნობდეს. „მარადიულმა, უსაზღვრო, ყოვლისშემძლე ღმერთმა გვერდით ჩამიარა. მე მას პირისპირ არ შევხვედრივარ, მაგრამ ღმრთაების ანარეკლმა სული ჩემი უსიტყვო მოწიწებითა და კრძალვით აღავსო. მე ღმრთის ნატერფალს, მის ნაკვალევს მისსავე ქმნილებებში მის ყველაზე პაწაწინა და უჩინარ ქმნილებებშიც კი ვხედავდი. რა ძალაა, რა სიბრძნე, ენითუთქმელი რა სრულქმნილება! ვაკვირდებოდი, უმაღლეს საფეხურზე მყოფი სულიერი არსებები, როგორ არიან დაკავშირებულნი მცენარეულ სამყაროსთან, თავის მხრივ, მცენარეული სამყარო - მინერალურ ნივთიერებებთან, რომლებიც დედამიწის სფეროს ფესვებშია; თვით დედამიწის სფერო მზისკენ მიილტვის, მარად უცვლელი წესრიგით ბრუნავს მის ირგვლივ, და სიცოცხლესაც მისგან იღებს. ვხედავდი, მზე და ყველა ვარსკვლავი, მთელი მზის სისტემა, უსასრულო ვარსკვლავიერი ცა როგორ მოძრაობს სივრცეში, სიცარიელეში როგორ უჭირავს სამყაროს მიუწვდომელ პირველსაწყის მამოძრავებელს, არსებათა არსებას, მიზეზს, მმართველსა და მფარველს, ყოველი ქმნილების შემოქმედს“. ჩარლზ დარვინი (1803-1882 წწ.) - დარვინის სახელის ირგვლივ მიმდინარეობს ბრძოლა. ცდილობენ, დარვინიზმი რელიგიას დაუპირისპირონ. ჩვენის აზრით, ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის ნათელი უნდა იყოს, რომ სახეობათა წარმოქმნის არანაირი თეორია, თუკი იგი ჯანსაღ აზრს არ ეწინააღმდეგება, არ შეიძლება ბიბლიას ეწინააღმდეგებოდეს, რადგან ბიბლიაში ადამაინის წარმოშობის მხოლოდ პრინციპული მხარეა გადმოცემული, სახელდობრ - ღმრთის მიერ სამყაროს შესაქმის დასრულება ადამიანის შექმნით. ბიბლია აცხადებს, რომ ადამიანი ქმნილებათა გვირგვინია, თვით ღმერთის ხატება და მსგავსებაა. ბიბლია ამტკიცებს, რომ ადამიანი თავისი სხეულებრივი აგებულებითა და შემადგებლობით მიწისგანაა, ადამიანის სული კი - „ღმრთაების სუნთქვაა“. შესახებ იმისა, თუ დედამიწაზე როგორ გაჩნდა ყველა სახეობა და რამდენად ხანგრძლივად მიმდინარეობდა მათი განვითარების პროცესი, ასევე - თვით ადამიანის შექმნის პროცესის შესახებ, ბიბლია არაფერს ამბობს იმიტომ, რომ ეს უკვე მეცნიერების სფეროა და არა - რელიგიისა. ამიტომ დარვინიზმი, სრულიად დამოუკიდებლა დიმისგან, ჭეშმარიტია იგი თუ არაჭეშმარიტი, როგორც საბუნებისმეტყველო თეორია, არ შეიძლება, რელიგიას დაუპირისპიროთ. მაგრამ რადგან ისეთი ადამიანებიც არიან, სხვაგვარ პოზიციებზე რომ დგანან, უპრიანი იქნება, ვნახოთ, თვით დარვინი ამ საკითხს როგორ განიხილავდა. მოვიტანთ ფრაგმენტებს მისი ცნობილი წიგნიდან - „სახეობათა წარმოშობა“, რომელშიც მისი შეხედულებები ღმრთისა და ქვეყნიერების ურთიერთობაზე მკაფიოდ და ნათლად არის გადმოცემული. დარვინმა ეს წიგნი რამდნჯერმე გამოსცა, ამასთან, უკანასკნელად - სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. მაშასადამე, ამ შეხედულებებს იგი სიცოცხლის ბოლომდე იცავდა, პირველ რიგში, საგულისხმო და საყურადღებოა ეპიგრაფები. წიგნის დასაწყისში პირველი ეპიგრაფი: მატერიალურ სამყაროსთან დაკავშირებით შეგვიძლია, უკიდურეს შემთხვევაში, შემდეგი რამ დავუშვათ: ჩვენ ვხედავთ, რომ მოვლენები გამოწვეულია არა საღმრთო ძალის ცალკეული ჩარევებით, ძალისა, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში თავის ზეგავლენასა და ზემოქმედებას ახდენს, არამედ საერთო კანონების დადგინებითა და არსებობით“ - უდველი. აქ, როგორც ვხედავთ, არამც და არამც უარყოფილი არ არის თვით საღმრთო ძალის არსებობა და მნიშვნელობა სამყაროს წარმოშობის საკითხში. მეორე ეპიგრაფი სიტყვა „ბუნებრივის“ მნიშვნელობას განმარტავს. მესამე ეპიგრაფი უკვე მათ წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც სურთ, ადამიანური გონება ღვთიურ გონებას დაუპირისპირონ და განვითარების დარვინისტული თეორია ანტირელიგიური მიზნებით გამოიყენონ. „ამიტომ დავასკვნით, რომ არცერთი ადამიანი, რომელსაც სწორი დამოკიდებულება არა აქვს ჯანსაღი აზრის მიმართ, არ ეგების, ფიქრობდეს ან, მით უმეტეს, ამტკიცებდეს, რომ ადამიანს შეუძლია ბოლომდე ჩასწვდეს და ამომწურავად შეისწავლოს ღმრთის სიტყვა, ღმრთისმეტყველება ანდა ფილოსოფია. მაგრამ, დაე, ადამიანები ამ მიმართულებით ან უსასრულო სრულქმნილებისაკენ მიილტვოდნენ ან წარმატებას ესწრაფოდნენ“ - ბეკონი. მეცნიერების პროგრესი. მთელი ნაშრომისათვის წამძღვარებული ეს ეპიგრაფი იმდენად ნათლად მეტყველებს, თვით დარვინი როგორ და რომელ მსოფლმხედველობას იცავდა და უჭედა მხარს, რომ ყოველეგვარი კამათი აქ, უბრალოდ, ზედმეტად მიგვაჩნია. ეს ეპიგრაფები საინტერესოა, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა წიგნის დამამთავრებელი სიტყვები, რითაც დარვინი, ფაქრობრივად, სახეობათა წარმოქმნის საკუთარ თეორიას აჯამებს: „ყველა ეს მშვენივრად აგებული ფორმა, ერთმანეთისაგან ესოდენ განსხვავებული და, ამავე დროს, ერთმანეთზე ესოდენ დიდებულად ურთიერთდამოკიდებულნი, იმ კანონთა წყალობით შეიქმნა, რომლებიც ჩვენს ირგვლივ დღემდე მოქმედებენ. ყველაზე ფართო გაგებით, ამ კანონების არსი - ზრდა და კვლავწარმოება, მემკვიდრეობითობა, თითქმის გარდუვალად რომ გამომდინარეობს კვლავწარმოებიდან, ცვალებადობა, რომელიც პირდაპირ და ირიბად ცხოვრების პირობათა მოქმედებაზე და ვარჯიშსა და უვარჯიშებლობაზეა დამოკიდებული. იმდენად მაღალია გამრავლების პროგრესია, რომ მას სიცოცხლისათვის ბრძოლასთან და მის შედეგთან - ბუნებრივ შერჩევასთან მივყავართ, რასაც ნაკლენად სრულყოფილი ფორმების კვდომა მოჰყვება. ამრიგად, ამ მძვინვარე ბრძოლიდან, რომელიც ბუნებაში მიმდინარეობს, შიმშილიდან და სიკვდილიდან, უშუალოდ გამომდინარეობს ისეთი მაღალი შედეგი, როგორის წარმოდგენაც კი გონებას შეუძლია, - ცხოველური სიცოცხლის უმაღლეს ფორმათა წარმოქმნა. სიცოცხლის შესახებ ასეთ შეხედულებაში არის სიდიადე, - სიცოცხლის სხვადასხვაგვარი ძალა იმთავითვეა შემოქმედის მიერ ჩადებული ფორმათა ან უმნიშვნელო რაოდენობაში, ან მხოლოდ - ერთში. ამასთან ერთად, ჩვენი პლანეტა დღესაც აგრძელებს სივრცეში თავისი გზით გარშემოვლას მიზიდულობის უცვლელი კანონების ძალით. სწორედ მისი სივრციდან დაიწყეს გაჩენა და დღესაც აგრძელებენ გაჩენას განსაცვიფრებლად სრულყოფილი და მშვენიერი ურიცხვი ფორმები“. ამ სიტყვებით მთავრდება წიგნი - „სახეობათა წარმოშობა“. თავის არანაკლებ ცნობილ ნაშრომში: „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“, დარვინი თავში - „ღმრთის იდეის წარმოშობა“ - წერდა: „უნდა აღინიშნოს, რომ საკითხს ღმრთის იდეის წარმოშობის შესახებ არაფერი საერთო არა აქვს თვით შემოქმედი ღმრთის არსებობის საკითხთან, საკითხთან, რომელზედაც კაცობრიობის მრავალ უდიდეს გონებათა პასუხი დადებითი იყო“. „ჩემზე, - ამბობს დარვინი სხვა ადგილას, - გაცილებით უფრო მძაფრ და ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს სხვა წყარო, რომელიც ღმრთის არსებობაში გვარწმუნებს და რომელიც გონებიდან მომდინარეობს და არა გრძნობიდან. ასეთი რწმენა ჩნდება უკიდურესი სირთულიდან და შეუძლებლობიდანაც კი, უსაზღვრო და გასაოცარ სამყაროს განვიხილავდეთ ადამიანთან ერთად, რომელიც დაჯილდოებულია წარსულის განსჯისა და მომავალზე ფიქრის უნარით (რაც არის შეედეგი ბრმა შემთხვევის ან აუცილებლობისა). ყოველივე ამაზე ფიქრი მაიძულებს, ვაღიარო პირველმიზეზი, რომელიც, გარკვეულწილად, ფლობს ადამიანურ ინტელექტს; ამიტომ თეისტის, ე.ი. ღმრთის მორმწუნის სახელს ნამდვილად ვიმსახურებ“. ლუი პასტერი (1822-1895 წწ.) - „დადგება ჟამი, როდესაც ჩვენი თანამედროვე ფილოსოფიის სისულელეებს სასაცილოდ აიგდებენ. რაც უფრო მეტს ვმუშაობ, რაც უფრო მეტ დროს ვუთმობ ბუნების შესწავლას, მით უფრო მოწიწებული და მოკრძალებული განცვიფრება მიპყრობს შემოქმედის საქმეთა მიმართ. ლაბორატორიაში მუშაობის დროს ყოველთვის ვლოცულობ“ (Журнал «Вера и разум»; 1905, № 9, გვ. 370). ნ.ი. პიგოროვი (1818-1891 წწ.) თავის ცნობილ „დღიურში“ წერს: „რწმენა და უმაღლესი არსება, როგორც სიცოცხლის წყარო, სამეცნიერო მტკიცებებს არ ეწინააღმდეგება. მე რომ ღმრთის არსებობის უარყოფა მომესურვებინა, ამას ვერ შევძლებდი ისე, ჭკუიდან რომ არ შევშლილიყავი. თანამედროვენი ამტკიცებენ, რომ შემთხვევიდან - შემთხვევამდე ერთი სახეობიდან მეორე სახეობაში გადასვლას ძუძმწოვრების სახეობამდე მივყავართ, აქედან კი ერთი ხელის გაწვდენაღა რჩება ადამიანამდე, რომლის გონებაც, ბოლოს და ბოლოს, გაუმხელს და გაუმჟღავნებს მას, რომ მის წარმომქმნელ უჯრედს არსებითად არაფერი არ განასხვავებს სხვა ცოცხალი უჯდრებისაგან, და რომ მხოლოდ გარემოს, შემთხვევისა და დროის წყალობით უჯრედისაგან წარმოიქმნა და განვითარდა ადამიანი ან მისი მონათესავე მაიმუნი. ამ დოქტრინის მიმდევრობამ პიედისტალზე აიყვანეს შემთხვევა, შემთხვევით შეცვალეს ღმერთი, და როგორც ზედმეტი ხარახურა, ისე მოისროლეს სამყაროში არსებული გეგმაც და მიზანშეწონილობაც. დოქტრინაში წარსული აწმყოსთანაა შეთანხმებული. და ეს მისი მიმზიდველი მხარეა; ყველაფერი დაბადებულია, და არა - შექმნილი. მაგრამ რას წარმოადგენს ეს შემთხვევა ორიგანული წარმომქმნელი ძალის გარეშე, რომელსაც გარკვეულ დაჯგუფებებამდე მივყავართ, - არ ვიცი. ან იქნებ საერთოდ არც არსებობს შემთხვევა, ან იქნებ შემთხვევასა და ყველა იმ მოქმედებასა და მიზეზს შორის კავშირი არსებობს? ასეთი თვალსაზრისიდან გამომდინარე, შემთხვევა, არც მეტი, არც ნაკლები, იძენს მოქმედების სტატუსს, რისი მიზეზებიც სრულიად უცნობია, მრავალი მოვლენის შესახებ კი მართლაც შეიძლება დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ არც არასოდეს გახდება ცნობილი“. ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წწ.) - მსოფლიოს უდიდესი ფიზიკოსი, ფარდობითობის თეორიის ავტორი. 1930 წლის ნოემბერში აინშტაინმა ჟურნალისტს, რომელიც ღმრთის არსებობის შესახებ მისი შეხედულება აინტერესებდა, უპასუხა: „ჩემი რელიგია - ესაა მდაბალი, მოწიწებული აღფრთოვანება უსაზღვრო გონიერების წინაშე, რომელიც თავის თავს სამყაროს ამ ნამცეცა, უწვრილმანეს დეტალებშიც ავლენს, მხოლოდ ნაწილობრივ რომ ძალგვიძს ჩავწვდეთ და შევიცნოთ ჩვენი გონებით. სამყაროს აგებულების უმაღლესი ლოგიკური სიმწყობრისადმი ღრმა ემოციური რწმენა გახლავთ სწორედ ჩემი იდეა ღმრთისა“. „იცოდე, რომ სამყაროში ბევრი ისეთი რამ არსებობს, რომლებიც რეალურად არსებობენ, მაგრამ რომლებიც შეუმეცნებელია ჩვენთვის და თავის თავში უმაღლეს სიბრძნესა და უმაღლეს სილამაზეს შეიცავენ, იცოდე და გრძნობდე, - ესაა სწორედ წყარო ჭეშმარიტი რელიგიურობისა. ამ აზრით, მე რელიგიურ ადამიანებს მივეკუთვნები“. ვინ არ იცნობს სახელოვან ნიუტონს, როგორც უდიდეს მეცნიერს ფიზიკის სფეროში. მაგრამ ცოტა ვინმე თუ იცნობს მას, როგორც ღვთისმეტყველს, რომელმაც ახალი აღთქმის წიგნთა განმარტებები დაწერა. ზოგჯერ ეკლესიას განიკითხავენ, რომ იგი თითქოსდა მეცნიერების მოწინავე და საუკეთესო წარმომადგენლებს დევნიდა. სანიმუშოს კოპერნიკის, გალილეისა და ჯორდანო ბრუნოს ცხოვრებას ასახელებენ ხოლმე. ნიკოლოზ კოპერნიკი (1473-1543 წწ.) - ასტრონიმიის პროფესორი, პოლონეთის ეკლესიის მღვდელი, ერთ-ერთი ტიტანი აზრის, ენერგიის, ხასიათის მრავალმხრივობისა და განსწავლულობის თვალსაზრით, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, უვერცხლო ექიმი, კათოლიკურ-ლუთერანული კრების (1513-1517 წწ.) თვალსაჩინო მონაწილე, სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემის შემქმნელი. ალბათ, როგორც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, კოპერნიკის აღმოჩენის არსი მოკლედ იმაში მდგომარეობს, რომ მზე კი არ ბრუნდავს დედამიწის გარშემო, არამედ დედამიწა - მზის გარშემო. კოპერნიკი კათოლიკური ეკლესიის ერთგულ მსახურად რჩებოდა, ცდილობდა, ყოფილიყო ჭეშმარიტი და არა თვალთმაქცი ქრისტიანი, ესწრაფვოდა ცხოვრებაში ქრისტეს მცნებათა შესრულებას, ყველა უქონელს უანგაროდ უწევდა სამედიცინო-საექიმო დახმარებას. ეკლესიის მხრიდან არანაირი დევნა არ განუცდია და მეგობრებით გარშემორტყმული მშვიდობიანად გარდაიცვალა თავის სამშობლოში. ეპოქა, რომელშიც კოპერნიკი, ბრუნო, გალილეი ცხოვრობდნენ, მრავალი თავისებურებით გამოირჩეოდა. კერძოდ, ჯერ კიდევ ცოცხლობდა ძველ დროთა ტრადიცია, - ჭეშმარიტება განესაზღვრათ და დაეკანონებინათ ძალადობის გზით. პირველ რიგში, იმ ეპოქაში რელიგიას, ფილოსოფიასა და მეცნიერებას შორის ჯერ კიდევ არ არსებობდა მკაცრი დიფერენციაცია. იმ დროში მეცნიერებაც და დასავლეთ-ევროპული ფილსოფიაც ჯერ მხოლოდ თავიანთი საერთო დედის - რელიგიის ფრთებქვეშ იმყოფებოდა და რელიგია ორივეს იცავდა და მფარველობდა. [b]ის ადამიანები, რომელტაც გალილეი გაასამართლეს, ერთსა და იმავე დროს ეკლესიის წარმომადგენლებიც იყვნენ და მეცნიერებისაც. ხოლო ჯორდანო ბრუნოს გასამართლებისას წმინდა პოლიტიკური მომენტებიც ჰქონდათ მხედველობაში. შესაძლოა, იგი ასე არც დაღუპულიყო, მის მიმართ სამონასტრო შემოსავლებისა და მისი ქონების წინააღმდეგ გამოსვლის ბრალდება რომ არ წამოეყენებინათ. როგორც ეს უტყუარი, ნამდვილი დოკუმენტებითაა დამოწმებული და დადასტურებული, დაკითხვის დროს ინკვიზიტორებს განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ფაქტზე ჰქონდათ კონცენტრირებული (გადატანილი). რას ვიზამთ, არ უყვართ ადამიანებს, როცა მათ ქონებას ართმევენ![/b]
-
ნუ, მოკლედ გეტყვით რა, საბუნებისმეტყველო მენცირების განვითარებაში ლომის წვლილი მიუძღვით ევროპელ მენციერებს რომლებიც თავის აღმსარებლობით იყვნენ პროტესტანტები ან კათოლიკები და რომლებიც ცხოვრობდნენ არასეკულარულ სახელმწიფოებში და იყვნენ მორწმუნეები ჩამონათვალი იგივე რა შოკიც არ უნდა მოგგვაროთ თქვენ გალილეო გალილეი და ჯორდანო ბრუნო (ორივე იყო კათოლიკე, ვოტ, პახოდუ რაღაც გადახრები ჰქონდა ჯორდანოს გერმეტიკოსობის კუთხით) ნიუტონი, კოპერნიკი, არ ვიცი, კიდევ ვინ ჩამოგიწეროთ გადაშალე ვიკიპედია ვაააა საბუნებისმეტყველო მეცნიერება განვითარდა სწორად პროტესნტანტულ და კათოლიკურ ქვეყნებში თანაც ისე რომ საკმაოდ უკან ჩამოიტოვა ბატონებო როგორც ძველი საბერძნეთი, ასევე არაბეთი, ჩინეთი და ას. შ.
-
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ჩამოგითვალო თუ მეცნიერები?