-
პოსტები
16.920 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
34
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Siknadmo
-
მზად ვარ რომ ნაცების წინაშე წავიკუზო?????? არაოდეს, ლიდერად და არა ბელადად, ეგ არაა საბელადო მასტი, დანარჩენში გეთანხებისავით, მაგრამ ნაცები უბრძოლვეალად არაფერს დათმობენ
-
babuagiorgi გადამრევ ბაბუ შენ, რეებს მაბრალებ კაცო, როდის იყო რომ მე ქართველი ჯარისკაცისთვის, ან ოფიცრისთვის შეურაცხყოფა მიმიყენებია? ან აფხაზეთში მებრძოლისთვის ან ცხინვალში, აფხაზეთში ძირითადად მოხალისეები ბრძოლობდნენ და არავის არ დაუძალებლია მათთვის რომ თავი გაეწირათ სამშობლოსთვის, მათ ეს ნებაყოფლობით გააკეთეს-სამშობლოს სიყვარულიდან გამომიდინარე
-
ამჯერად ფრანგული სოციოლოგიური გამოიკითხვა
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მერე რეიზა დაანიშნინეთ -
ვავაი, ბაბუ ჩქმიც ცოდვა, რეიზა ვლაპარაკობ მე ახლა და შენ რეეეებს გებულობ, მე ქართველი ბიჭებს, მებრძოლებს შEვეხე უდიერად? მე არ ვცნობ საქ. ისტორიას და და სამშობლოსთვის დაღუპულ ბიჭებს? გეუბნები რომ არ იყო ერთიანი ხელმძღვანელობა არც 1993 და არც 2008 წელს თქვა და ეს თავისთავად გამორიცხავს ჯარის არსებობას, რაც არ გამორიცხავს შეიარაღებული ფორმირებების თუ გმირების არსებობას, თუნდაც კარგად გაწვრთვნილი ბრიგადის თუნდაც მოხალისეების მიერ საბრძოლო ოპერაციების შესრულებას, აფხაზეტის ომში ქართულ შეირაღებულ ფორმიებებს არ ჰქონდათ საბოლოო გეგმა გირგი ყარყარაშვილის სიტყვებია ეს, ჩემი მოგონილი არაა და ვინ უყარყოფს რომ ეს ესე არაა?
-
რა ვქნა ბაბუ, ეხლა შენს გულს ვერ მოვიგებ, ეს ისედაც გასაგებია, ჯარი საქართველოს 2008 წელსაც არ ჰყავდა, შEიარაღებული ფორმირება კი, ჯარი არა პოლიტიკური კუთხით არამედ სამხედრო თვალსაზრისით არ გვქონია, მიზეზები უკვე გითხარი და განმეორებას აზრი არა აქვს, ლომები რომ გყავდეს და ვეფხვები ჯარი მაინც არ იქნება თუკი არაა ერთიანის საბრძოლო სტრატეგია, ერთიაი ხელმძღვანელობა, ერთიანი ამოცანები, გენშტაბი უნდა ხელმძღვანელობდეს ჯარს და არა ქალაქის მერი და რომელიმე პარტიის აქტივისტები, თუკი ჯარში არ არსებოს სუბროდინაცია ის ჯარი კი არა არის ის რაც გყვავდა ჩვენ 90 წლებში გინდა ეხლა და რანაირ წარმატებასაც მივაღწიეთ კი ვიცით, რამდენჯერ გააგზავნე ნახუიზე გენერალი კამკამიძე თუ ვინც იყო
-
ბაბუ, ოფიცრების ყოლა და მგელი ჯარისკაცების ყოლაც არ ნიშნავს ჯარის არსებობას ჯარი არ გვყავს, სტრატეგია არ გვაქვს, კადრები წყვეტენ ყველაფერს [მაკა წიკლაური] ომი დანაკარგების გარეშე არ არსებობს. მან დანდობა არ იცის და არც იმის პროგნოზირება შეიძლება წინასწარ, თუ ვისი გამარჯვებით დასრულდება ესა, თუ ის საომარი ოპერაცია, როგორი იქნება მსხვერპლი ან რა რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა იქნება გამოყენებული სამხედრო მოქმედებების დროს. დღის წესრიგში უკვე დადგა საქართველოს არმიის შეიარაღებაში დარჩენილი მძიმე საბრძოლო ტექნიკის საკითხი. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ”პრესა გე”-ს თავისი მოსაზრებები სამხედრო ექსპერტმა, გიორგი თავდგირიძემ და სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის ”არსენალის” რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა გაუზიარეს. როგორ შეაფასებდით ქართული შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ საომარ მოქმედებებს და რამდენად მომზადებული იყო ჯარი? გიორგი თავდგირიძე: იმისთვის, რომ შეიარაღებული ძალების მოქმედება შეაფასო, უნდა იცოდე ის ბრძანება, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაუსახა ჩვენს შეიარარებულ ძალებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს ბრძანება არ გვაქვს, მიღებული შედეგების მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. ანუ, ამჯერად ჩვენი შეიარაღებული ძალების მოქმედება შეიძლება შეფასდეს, მხოლოდ უარყოფითად, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ გმირობის გამოვლინებებს, რომელიც არანაირად არ შეიძლება იყოს შეიარაღებული ძალების შეფასების კრიტერიუმი. შესაბამისად, ის, რაც ჩვენ ვნახეთ აგვისტოს დღეებში, ერთმნიშვნელოვნად არის იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენ შეიარაღებული ძალები არა გვყავს. რამდენად სწორად იყო გათვლილი სამხედრო სტრატეგია? - სამხედრო სტრატეგია არის შემადგენელი ნაწილი დიდი სრტატეგიისა, რომელიც ჩვენ ვერ დავინახეთ. საერთო სტრატეგიული ხედვა და მიზანი ჩვენი ხელისუფლებისა, თუ რისთვის სურდა, რომ იმ მოკლე საბრძოლო მონაკვეთში მიეღწია, ჩვენ ვერ დავინახეთ. ასევე, კონტექსტიდან მთლიანად იყო ამოგდებული საქართველოს დეკლარირებული კურსის, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი, ნატოში ინტეგრაციით. ამ შემთხვევაშიც ეს საბრძოლო ქმედება ვერანაირად შეუწყობდა ხელს ჩვენს ინტეგრაციას ნატოში. რა რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა განადგურდა შეიარაღებული კონფლიქტის დროს, როგორია დანაკარგები? - სამწუხაროდ, ციფრებით ვერ ვისაუბრებ, რადგან მხოლოდ ის მონაცემები გამაჩნია, რომელსაც რუსული საინფორმაციო საშუალებები აქვეყნებენ. ბუნებრივია, ამ მონაცემებს ვერ დავეყრდნობი. ხოლო ქართული მხარის, შესაბამისი უწყებების განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა. მხოლოდ უმაღლესმა მთავარსარდლმა გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მხოლოდ ხუთი პროცენტის დანაკარგი გვქონდა. სამწუხაროდ, ეს ტყუილია. ადრე თუ გვიან, ჩვენ ზუსტად დავადგენთ იმ დანაკარგებს, რაც გვქონდა ბრძოლის დროს. ომის დღეებში განხორციელებულ სტრატეგიაზე დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები აღმოჩნდნენ უმართავი ყველა დონეზე. ჩემთვის სრულიად გასაგები შეიძლება იყოს ის ფაქტი,რომ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იყო პანიკაში და მას ქვეყნის პატრონობაზე მეტად ქვეყნიდან გაქცევა სურდა, მაგრამ არსებობენ ბრიგადის და ბატალიონის მეთაურები,რომლებსაც პირდაპირ უწერიათ თავის მოვალეობაში, თუ როგორ უნდა იმოქმედონ კრიზისული ვითარების დროს. ამ სიტუაციის წინასწარ განჭვრეტა ყოველთვის შეუძლებელია, მაგრამ შესაბამისი ზომების მიღება შეიძლება. იმ მომენტში მათ შეეძლოთ გაენადგურებინათ ასაფეთქებელი მასალები, ტექნიკა და არ დაეტოვებინათ მოწინააღმდეგისათვის. მითუმეტეს, რომ ეს მოწინააღმდეგე მოულოდნელად არ შემოჭრილა ჩვენს ტერიტორიაზე. ამდენად, გაუგებარია ჩემთვის ის, თუ როგორ დაუტოვეს ჩვენმა მაღალჩინოსანმა ოფიცრებმა საბრძოლო ტექნიკა რუსებს. ამ დღეებში, ცხინვალის მოვლენებთან დაკავშირებით თქვენ გამოხვედით ინიციატივით, რომ დაიწყოს ხელისუფლების შეცდომების შესწავლა და სათანადოდ იქნას გაანალიზებული აგვისტოს მოვლენები... - მუდმივად ვხედავთ როგორ გვატყუებენ თანამდებობის პირები, მაღალჩინოსნები, რომლებსაც გზა ხსნილი აქვთ იმ ტელევიზიებში, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობენ. ისინი მუდმივად იტყუებიან და ფაქტობრივად, ყველა ფაქტი დაამახინჯეს. ასე ვთქვათ, წაგება მოგებად აქციეს და დანაკარგთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. ჩვენ გვინდა, რომ კარგად შევისწავლოთ ეს მოვლენები, რათა მომავალში მსგავსი შეცდომები არ განმეორდეს. რაც აფხაზეთში მოხდა არათუ არ უნდა გავიაზრეთ, არც კი შევისწავლეთ. 15 წელი აფხაზეთზე მითებს ვუსმენდით და ამ მითოლოგიით ვიკვებებოდით. ახლაც ახალ მითებს უყრიან საფუძველს, სადაც მერაბიშვილი მუდმივად ბრძოლის ველზე იბრძოდა და ასე შემდეგ. ანუ, არასწორი აქცენტები კეთდება ყველაფერზე. ფაქტობრივად, რეკლამირდებიან ის ადამიანები, ვინც ეს ომი გამოიწვია და ამდენად, ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს იმას, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ერთხელ და სამუდამოდ მოვახდინოთ ამ მოვლენების სწორი შეფასება და ანალიზი. ჩვენ აჩქარებას არ ვაპირებთ, ხალხი ისედაც ხედავს მთავარ დამნაშავეს, რომელსაც სააკაშვილის სისტემა ჰქვია. ”პრესა გე” ირაკლი ალადაშვილსაც ესაუბრა: ირაკლი ალადაშვილი: რეალობამ გვიჩვენა, რომ ჩვენ მხარეს ბევრი პრობლემა ქონდა. მთავარი მაინც იყო ის, რომ ქყეყანა ამ პროვოკაციაში არ უნდა ჩათრეულიყო. ჩვენ ომი უნდა აგვეცილებინა თავიდან. მე ყოველთვის ვამბობდი: ჩვენ ან უნდა დავასწროთ რუსეთს და შევიდეთ ნატოში, ან რუსეთი დაგვასწრებს და ჩაგვითრევს ომში მეთქი. სამწუხაროდ, მეორე ვარიანტი გათამაშდა. რამდენად იყო მზად ქართული მხარე რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის გასაწევად და როგორ შეაფასებთ რუსეთის მხრიდან ავიაციის გამოყენების საკითხს? - ომი ნიშნავს ომს და არ მესმის, რატომ იყო იმის ილუზია, რომ რუსეთი ავიაციას არ გამოიყენებდა? როდესაც რუსეთის ტერიტორიიდან ოპერატიული ტაქტიკური ტიპის რაკეტები გვესროლეს, ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ რუსეთი ავიაციას აუცილებლად გამოიყენებდა. რუსეთი ადრეც გვბომბავდა და ახლა რატომ არ გააკეთებდა ამას? 8 აგვისტოს, ცხინვალის შესასვლელთან, ერთ-ერთ დაბომბვაში მეც მოვყევი და მაშინ მივხვდი, რომ მართლა სერიოზული ომი დაიწყო. რამდენად მომზადებული იყო ჩვენი ჯარი? - ჯარის მზადება მუდმივად მიმდინარეობდა და ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ აუგი არ გვეთქმის. საქმე საფრთხის სიმძიმეშია. როდესაც რუსეთის ჯარის კოლონები ერთმანეთის მიყოლებით შემოდიოდა, იქ ქართული ჯარი კი არა, მთლიანად კავკასია რომ გაერთიანებულიყო, შეიძლება მასაც გაჭირვებოდა. სწორედ ამიტომ იყო საჭირო ამ ომის თავიდან აცილება, ისევ და ისევ პოლიტიკური გზებით. რა რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა დარჩა ქართული შეიარაღებული ძალების არსენალში? - საკმაო შეიარაღება დაგვრჩა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ სერიოზული დანაკარგები ქართულ მხარეს, რუსეთთან შედარებით, მაიმცდამაინც არ განუცდია. მაგრამ ჩემთვის მთავარი, ამ შემთხვევაში, ის კი არ არის, რა რაოდენობის ტყვია წამალი დაგვრჩა არსენალში, არამედ მთავარი არის კადრები საკითხი, რომელიც ქვეყანაში ავტომატურად მუშაობს. სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ცხინვალის მოვლენებთან დაკავშირებით დაიწყოს ხელისუფლების შეცდომების შესწავლა - ანალიზი აუცილებლად არის საჭირო. მე თუ მკითხავთ, არა მარტო 7 აგვისტოდან კონფლიქტის ბოლო დღემდე უნდა იქნას შესწავლილი ომის მთელი ქრონიკა, არამედ უნდა მოხდეს ამ პროცესის წინამდებარე მოვლენებიდან დაწყებული ბოლო დღემდე ყველაფრის კარგად გამოკვლევა და გაანალიზება. თუ ჩვენ გვინდა, რომ მომავალში წარმატებას მივაღწიოთ, აქ არ არის მარტო არმიაზე საუბარი, უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი ანალიზი იმისა, თუ რა მოხდა, რატომ მოხდა და რა შეცდომები იქნა დაშვებული, რა მიღწევები გვქონდა და ასე შემდეგ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები არ დავუშვათ.
-
მე მაპატიეტ და ჯარის განმარტება დავდე ვიკიდან, ყურადღებით წავიკითხოთ რაც წერია და თუკი აფხაზეთის ომის დროს ჩვენ ჯარი გვყვავდა.. რა ვიცი, რა ვიცი, რას იტყვით? ჯარი იგივეა რაც არმია. ჯარი კრებითი სახელწოდება სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისა, რომელიც აერთიანებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სამხედრო ძალებს (ჯარებს). ჯარის უმთავრეს დანიშნულებას წარმოადგენს შეიარაღებული ბრძოლის წარმოება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ჯარი ემორჩილება უმაღლეს მთავარსარდალს, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში წარმოადგენს ქვეყნის მეთაური. ჯარის მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს გენერალური შტაბი, რომელიც უფლებამოსილია შეიმუშავოს ოპერაციის (ბრძოლის) გეგმა და უხელმძღვანელოს მის წარმოებას დაქვემდებარებული შტაბების საშუალებით.
-
თუკი ევროპა ამერიკა ამ ტერიტორიებს ოკუპირებულად მიიჩნევს ეს ნიშნავს რომ პერსპექტივაში არსებობს ამ მიწების დაბრუენბის შAნსი ბაბუ, აფხაზეთის ომის დროს საქართველოს ჰყავდა ის რასაც არმია ჰქვია? სამხედრო სტრუქტურაა რა თქმა უნდა იყო, მეტსაც გეტყვი სპეცებიც გვყვავდა მაგრამ ეს საკმარისია არმიისთვის? ვის ექვემდებარებოდა ქართული არმია
-
რატომ მეჩხუბები ბაბუ და რატომ თვლი რომ პატრიოტი არ ვარ, იყვნენ გულანთებული ბიჭები, რომლების დიდი უმრავლესობა არ ასრულებდა ბრძანებას ან საიდან უნდა გვყოლოდა ჯარი ასე უცებ? არანაირად არ ვაკნინებ ჩვენი ბიჭების გმირობას, რაც შეეძლოთ გააკეთეს, მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ფორმირებები არ იყო ჯარი, ჯარი დაჟე ეხლაც არ გვყვავს, რაც იმას არ ნიშნავს რომ ჯარისკაცები და მეომრები არ გვყვავს, არ არსებობდა მაშინ ერთიანი ხელმძღვანელობა, ერთიანი ტაქტიკა, რაც გამორიცხავს ჯარის არსებობას, აფხაზეთის ომის გმირი და გულანთებული პატრიოტი გიორგი თავდგირიძეს სიტყვებია რომ აგვისტოს ომმაა სამწუხაროდ გვიჩვენა ერთი ცუდი რამ, რომ ჯარი არ გვყვავს დღეს რეალურად-იმიტომ რომ არ არსებობს ერთიანი ხელმძღვანელობა
-
მეც ვიცი რაღაც რაღაცეები ამ ომის შესახებ, ჯარი ჩვენც არ გვყვავდა, იყო ბანდფორმირებები ძირითადად, აფხაზებმა გმირულად იომეს ქართველების წინააღმდეგ, ასევე ადგილობრივმა სომხებმაც, დიახაც ენგრე იყო, ჩრდილო კავკასიელები-ძირითადად აფხაზების მოძმე ეთნოსი ადიღეველები-იგივე ჩერქეზები საბრძოლო მოქმედებიდან 1 თვეში ჩამოვიდნენ აფხაზების დასახმარებლად
-
ალასანია მორალურად მდგრადი ადამიანი ჩანს, ეს მისი პლიუსია ჩემს თვალში, თანაც არც ნოღAიდელივიტ ფულზეა გაწუწკებული
-
დიდება შენდა უფალო, მაინცაა გამთლიანების შანსი, თუკი ტუტუც ვრაცებს წესიერი ქართველები ჩაანაცვლებენ აფხაზები რატომ გავიწყდება? 2 500 აფხაზი დაიღუპა ამ ომში 60 000 კაციდან, ეს იყო ქართულ-აფხაზური ომი, ხოლო აფხაზებს მხარს უმაგრებდნენ რუსეთის მოქალაქეები და ცალკეულ შემთხვევაში რუსეთის სამხედროებიც, გავიხსენოთ ტამიშის დესანტი, რა თქმა უნდა რუსეთის ხელისუფლება ყველანაირად ხელს უწყობდა სეპარატისტებს და რა თქმა უნდა რუსების დახმარებით წარმატებას ვერ მიაღწევდნენ, მაგრამ მაინც, ეს ომი იყო ქართულ-აფხაზური-პირველ რიგში
-
ამჯერად ფრანგული სოციოლოგიური გამოიკითხვა
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონო ძუკუ, "მე თვითონ" პარტიას ხშირად ახსენებდით ადრე და ასე მეგონა თქვენს თავზე საუბრობდით და ძალიან ვიბნეოდი -
+++++++++++++ ჩემთვის პირადად ამერიკა, ნატო, ევროკავშირი, თუნდაც რუსეთთAნ ურთიერთობის დათბობა არაა მიზანი, არამედ საშუალება რომ წესიერი სახელმწიფო შევქმნათ, ერთ-ერთი საშუალება, თორემ ყველაფრის ხარჯზე ნატოში შესვლა იდიოტიზმია და არც მიგვიღებენ თუკი წესირი სახელმწიფო არ გვექნება