Jump to content
Planeta.Ge

murTazi

პლანეტელი
  • პოსტები

    197
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

murTazi'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. მოვა გამარჯვება, მოვა. აქ იმდენი მიზეზი ჩამოთვალეთ, როგორ ნანგრევებში ვართ ყველაფრის, წამში და გრანდიოზული გამარჯვება არ მოდის წინაპირობების გარეშე. ძალიან რთული პერიოდია, ხალხს ტვინები ათასნაირად აქვს აშლილ-აყრილი. ამიტომ სულ არ არის დაგვიანებული 20012 და 13, მანამდე უტოპიაა, რადგან ქართველს გამარჯვება უნდა, მაგრამ არ გეხმარება, ქართველს შედეგი უნდა, მაგრამ ხელს გიშლის და ცინიკურად გაკვირდება - აბა მაინც თუ გამოძვრებიო, რომ წაიქცევი წამოსაყენებლად ცოტა იხრება, სამაგიეროდ ქვის სროლა არავის ეზარება, ქართველს რაღაც უნდა, მაგრამ რა უნდა არ იცის, ქართველი ხმას ყიდის თუმცა იცის, რომ ამ ფულს მასვე ამოაღებინებენ, რომ ყველაზე მეტად მას დააწვება დოლარის კურსიც, მედიკამენტის ფასიც...ხალხი მზად არაა გამარჯვებისთვის, მითუმეტეს ევოლუციური გამარჯვებისთვის. მე კი მჯერა, რომ 1 წლის პოლიტიკური შედეგი, თავისი შეცდომებიან- სწორი გათვლიანად, ალასანიამ უცებ და როგორც ჩანს ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებებით, ძალიან სწორად შეაჯამა საკუთარი პოლიტიკური გზა და უცებ გადავიდა ახალ ეტაპზე. თვითონ მშვიდი ჩვეულებისმაბერ, ირგვლივ კი ატყდა დიდი ჯახაჯუხ-ხმაური. ახლა ამ წლის განმავლობაში მან უკვე უნდა აჩვენოს სხვა ტიპის ეფექტური მუშაობა.
  2. აი მესმის შემოქმედებითობა, ალუჩის რეკლამა ასე უნდა! გრეჩიხა ნამეტანი გადაბოროტდა. ცოდოა საწყალი.
  3. ძუკუ ძუკუ ბატონო, უსუფაშვილზე ცუდი არასდროს დამცდენია და კბენების საილუსტრაციოდ დავით ბერძენიშვილის საქციელიც საკმარისია. მისი გრძელი ენა და დანარჩენი მოგახსენეთ, დავეთანხმე დირეს კონცეფციას თანამშრომლობის კულტურაზე. ესაა მოდელი ნებისმიერ ურთიერთობაში - ცოლ-ქმრულიდან, მეგობრულ-ბიჭურამდე და მითუმეტეს საქმეში და მითუმეტეს მონსტრებთან ბრძოლაში. პომპიეროსთან და ქალებთან ბოდიშს ვიხდი აქ, რაღაც არ მოეწონათ ჩემს ნატქვამში. "ქალური კბენები" სტერეოტიპული გამოთქმაა, რომ ქალები აჭარტალებენ ენას და ა.შ, თორემ ისე ქალებს ვიცნობ, შეგნებით და ყველაფრით კაცებს ჯობნიან ბევრს. ასე რომ მაპატიეთ ეს ერთი სიტყვა. ახლა რომ გითხრათ მურთაზი არა ვართქო, ეგეც ტყუილი იქნება, მითუმეტეს რომ მართლა მურთაზი მქვია.asds როგორ გითხრათ ბატონებო, თქვენნაირი ხალხის მეტი რა არის საქართველოში, თქვენ ის კატეგორია ხართ, ვისაც იმედი არც უნდა ქონდეს, ვინც შორიდან უყურებს მოვლენებს და სინამდვილეში რა უნდათ ვერ გაიგებ ვერასდროს. მე კი მომწონს ის ხალხი, ვინც იტყვის, მივეხმაროთ, გვერდზე დავუდგეთ და იმედიც გაიზრდება და ძალაც საკმაისი გახდება,..
  4. dire გიორგი 68-ს არ მოსწონებია რა ძნელია, როცა ელემენტარულ რამეს საკამათოდ ხდიან ადამიანები. Pompiero დემაგოგია მკლავს რა. არ გავხარ შენ უჭკუო კაცს, რომელიც ნათქვამს სწორად ვერ იგებს. ხოდა თუ ეს უბრალო ჭეშმარიტება ვერ გაიგეთ, ამიტომაც არის ძალიან ლოიკური, რომ ახლა ყველამ თქვენს ჭკუაზე იაროთ და ის მაქსიმუმი, ანუ სინამდვილეში მინიმუმი მაინც შეძლოთ, რომ მნიშვნელოვან საკითხებში დაუდგეთ ერთმანეთს და ითანამშრომლოთ.აქაც კი ფორუმზე არ უნდა გეტყობოდეთ ღვარძლი ქალებივით კბენების ალასანაის მიმართ და მითუმეტეს, ერთმანეთის კრიტიკა თანაც საჯაროდ შეწყვიტოთ (გინახავთ მთავრობის წევრების კინკლაობა ეთერში? თქვენ ეჭვი გეპარებათ როგორ ვერ იტანენ ბევრი მათგანი ერთმანეთს, მაგრამ რესპებზე მეტი ჭკუა და ტაქტი ერთმანეთის მიმართ მათაც კი აქვთ. წარმომიდგენია თქვენ რომ ყოფილიყავით ალასანიას ჩამოცილების მოსურნე, რა ლაფში გასვრიდით და რეებს იკადრებდით, ამ კაცს შინაგანი კულტურა და მამაკაცური ჰორმონი აქვს ელემენტარულად მეტი, რომ ქალივით არ წიწინებდეს და თავს არ იმართლებდეს რატომ დაშალა ალიანსი. ლამაზად და ჭკვიანურად დაასაბუთა და ვეთანხმები, აბა ჯერ შორ დისტანციაზე მიეჩვიეთ პარტნიორობას და თუ ამას მაინც შეძლებთ, ალასანიას კი არა, იქნებ ხალხმაც კი შეცვალოს აზრი თქვენზე და შეუყვარდეთ. ერთი რამე უნდა იცოდეთ, თქვენ ისეთი ტიპის პარტია ხართ, რომ ფსონს შედარებით მოაზროვნე, კულტურულ ხალხზე დებთ ხო მართალია? ხოდა გულწრფელად გეტყვით - ასეთ ხალხს განსაკუთრებით არ მოწონს არაკულტურული და ღვარლიანი ქცევა.
  5. dire აი ეს ამონარიდი არის კანონი მუშაობის ეთიკის.
  6. lasha_alo გეთანხმებით სრულიად. მეც მისი "დამოუკიდებლობის" მომხრე ვიყავი სულ. ახლა კი მთელი ძალით მოუწევს მუშაობა. მოდუნების საშუალება წუთი არ უნდა ქონდეს. უგულავასთან შეხვედრა ცხადზე უცხადესი იყო, რომ ცუდად უნდა შეებრუნებინათ, ამ აჟიოტაჟის ფონზე, რომ არჩევნები მოიგო ხელისუფლებამ, ხალხი გამწარებულია, ცხადია ჯობდა არ მომხდარიყო შეხვედრა, თუმცა ისიც არ ივარგებდა, როცა გეუბნებიან შენი პროგრამიდან რამეს შევასრულებ ისეთი კარგი ვარო და შენ რომ უკრძალავ არ შეასრულოო. ვაიდა არ ტყუის და მართლა ასრულებს? (ამის რათქმაუნდა არ მჯერა) ეჰ... ძნელია კიდევ დროში გაჭიმვის წარმოდგენა, რათქმაუნდა დღესვე მერჩივნა ყველა შედეგი, მაგრამ სადაც ამდენი წელი, დავიციდ და ერთხელ მაინც გაკეთდეს, მაგრამ საფუძველში გაკეთდეს სწორი ნაბიჯები.
  7. დამიჯერე, თვითონ ნოღაიდელს, თვითონ ბურჯანაძეს და ა.შ არ უნდათ გაერთიანება. ზოგი დავალებას ასრულებს და ზოგს პრეზიდენტობა უნდა და მორჩა!წინასწარ თუ არ აღიარებ, წყალს არ მოგაწვდის რომ კვდებოდე. ხოდა ბურჯანაძეს ვინც პრეზიდენტად აღიარებს, მე იმას პატივს არ ვცემ და ტქვენი არ ვიცი. მე ამ არჩევნებში მონაწილეობის მთავარ სიკეთედ სწორედ რომ ამ ნაგავი ხალხის აშკარა გამიჯვნა მიმაჩნია ალასანიასგან. მანამდე პატივის ცემა "ევალებოდა" ახალბედას "ვტერანების". ცვლილებას დრო უნდა, ხოლო იმაში, რომ ალასანია დინებას მიყვება, ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით. ფაქტების მიხედვით ყველაზე ნაკლებ კონფორმისტი აღმოჩნდა, არავის არ წაუხარა თავი სინამდვილეში, არც ხალხის ისტერიას აყვა არასდროს "ხმას აუწიოს!" "გააკრიტიკოს!" "ასე თქვას, ისე ქნას". მასზე გავლენას როგორც ჩანს, იოლად არაფერი ახდენს. მანამდე ბერიძესაც უთხრა გადაცემაში ხმამაღალი ლაპარაკი ვიცი უყვართო, მაგრამ მე თუ ნებას მომცემთ ხმადაბლა ვილაპარაკებ, მაგრამ შევცვლიო. ალასანია საინტერესო კაცია აშკარად.
  8. babuagiorgi არ იყო შეცდომა. დარღვევების ფაქტები არ იყო იმ მასშტაბის დოკუმენტურად მოპოვებული, რომ აშკარა ყოფილიყო, რომ რეალურად მან მოიგო. ეს რომ ცხადი ყოფილიყო, მაშინ სხვა საქმეა იბრძოლო რეალური გამარჯვების დასაცავად. მიუხედავად ამისა, 200-ზე მეტი საჩივარი გვაქვს შეტანილიო ხომ თქვა ერთერთ გამოსვლაში. ანუ იურიდიული ბრძოლა თავის პროცენტების ნაწილობრივ დასაბრუნებლად პროცესშია. რომ არ ეღიარებინა დამარცხება, მაშინ უნდა გასულიყო ქუჩაში. რაც განვითარდებოდა ორი შესაძლო სცენარით: ბოიკოტისტები, რომელთა მთავარი მიზანი და იმედი ალასანაის დამარცხება და შემდეგ მისი დისკრედიტაცია იყო, არც ქუჩაში მიეხმარებოდნენ, ალასანაის ხალხს დაალეწავდნენ ცხვირ-პირს, შედეგი დადგებოდა ცუდი და თან ნოლი. ვარიანტი მეორე - შეუერთდებოდნენ დიდსულოვნად ბოიკოტისტები და წავიდოდა მესამე იგივე წრე ბესელიას კივილით და გუბაზის ბრექვით, გრეჩიხას "ჯიგრობით". არსებობს მესამე ვარიანტიც - გაბრაზებულ ალასანაის გადმოეღო თავისი პანკისური არსენალი და მოეწყო შეიარაღებული აჯანყება , - ნუ ეს ხუმრობით დავწერე რათქმაუნდა. მან მიიღო ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილება : ამ სეტში თავის დამარცხებულად ცნობა და სწრაფი ტემპით მზადება შემდეგი შეტევისთვის. ამჟამად სიტუაცია იცით როგორი იყო? - იმასაც კი, ვისაც მისი მოგება უნდოდა, არჩევნებზე წასვლა დაეზარა ხშირ შემთხვევაში. იფიქრეს სხვა წავაო. აი მა ვარიანტს რაც შეეხება, რომც რამე გამოსვლოდათ, ამათ რა უნდა ჩააბარო? გულისამრევი ხალხია პროდაჟნიე ონი ვსე.
  9. babuagiorgi აი ეს "გაუპრავეს", ერთი რომ იტყვის ხოლმე სიტყვას თბილისში და რომ აიტაცებს ყველა. ამიხსენით "გაუპრავეს" რას ნიშნავს? გაპრავებული არ ქონდა? და რომ არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა ვერ "გაიპრავებდა?" თუ ალასანიასაც ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინა და საკაშვილი კი მაინც გაიპრავებდა, მაგრამ კაი ბიჭის სახელი აღარ ექნებოდა? ირონიით კი არ ვამბობ, - გულწრფელად მაინტერესებს რისი თქმა გინდათ ამ გაიპრავათი. ისიც მითხარით თუ შეიძლება, - ეს ხაზი რომ აირჩია ოპოზიციამ, რომ "ყველაფერი ალიანსის ბრალია", იმან, ვინც ბოიკოტი გამოაცხადა და ერთიანობა არ აჩვენა, იმათ არ "გაუპრავეს?" ის 4 ყველაზე დიდი პარტია რომ დასდგომოდა, შანსი ხომ განუსაზღვრელად დიდი, მუხტი და ხალისი და გამბედაობა ხალხის მხრიდან ხო ბევრად დიდი იქნებოდა და იქნებ გაემარჯვა ოპოზიციას და გაეხლიჩა ძალაუფლება სააკაშვილსითვის. რატომ არ იბრძოდნენ ამისთვის? არ მითხრათ გამარჯვების არ ჯეროდათ და წაგებაზე არ წავიდნენო. ამაზე გულისამრევი კაცისგან არაფერი გამიგია. ახლა ალიანსს რაც შეეხება, ჩემი აზრით კარგია რომ დაიშალნენ. საშინლად ცუდი კოორდინაცია ქონდათ. არჩევნების მერე თუნდაც ერთი პატარა მაგალითი რომ მოვიყვანო - გამოდის ალასანია ტელევიზორში, ყველა საინტერესებს რას იტყვის, პირველად უნდა ახსნას რას აპირებს, რა მოხდა..დავიწყე გადართვა და სანამ ამ არხამდე მივედი, ვხედავ სხვა არხზე ზუსტად მაშინ გამოდის ლევან ბერძენიშვილი. ხო ვითომ პატარა რამეა? სინამდვილეში დიდი. ეს ნინავს, რომ არანაირი კოორდინაცია არ იყო რას ამბობს ალასანია და როდის ამბობს და ამის შესაბამისად აეწყოთ პოლიტიკის სტილი. ამიტო, რახან მაინც ყველას თავის ინდივიდუალური სტილი აქვს, ასე უფრო ჯანმრთელი იქნება მათი თანამშრომლობა, რომ ერთმანეთს დაუჭჭირონ მხარი ძირეულ საკითხებში. ნუ იმას არ გავიხსენებ, მაშინდელი ღვარძლის ფრქვევის გამო რამდენი ავნეს და რა ცუდი ადამიანური მაგალითი იყო.
  10. პოლიტიკაში მტერ-მოყვარის გარჩევას მინიმუმ დიდი გამოცდილება ჭირდება, ამიტომაც ეს უნარი კორელაციაშია ასაკთან. თქვენი პასუხი ცოტა ახალგაზრდულად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ წერთ murTazi, on დღეს, 12:15 AM, said: ვაძლევ რჩევას ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით, აი თუნდაც დააკვირდით - ესაა რესპუბლიკელების სტილი, როგორც კი ოდნავ, სულ ოდნავ შეეკამათები შეურაცხყოფაზე გადადიან ხალხის. პირდაპირ სულელურად გამოიყურებაო აღარ თქვით. ამასაც სარკეში მინდა ჩაგახედოთ, თორემ რა მრჯის
  11. Pompiero ამ იგავიდან 3 დასკვნა: 1. ვინც თავზე დაგაქაქავს, ყველა შენი მტერი არაა. 2. ვინც ქაქიდან ამოგათრევს, ყველა შენი მეგობარი არაა. 3. როცა ყელამდე ქაქში ხარ, ჭიკჭიკს თავი დაანებე ხოდა მოდი მეც ნუ ჩამთვლით რესპუბლიკელების მტრებად, რადგან ვაქაქავ თავზე. ჩაიხედონ სარკეში და დასკვნა გააკეთონ, რატომ ვერ იტანს ხალხი. მათ მიმართ უზარმაზარი უარყოფითი დამოკიდებულებაა და მთლად შემთხვევით არაფერი არ ხდება. ების ჭკუაზე უნდა გადართულიყო. კარგია,რომ თვითონვე მალე მიხვდა, ვისთანაც ექნებოდა საქმე. მე შეიძლება სულ არ მეხატებოდეს გულზე ბევრი რესპი , მაგრამ ვერ დავუკარგავ მათ ცოდნას, გამოცდილებას, კანონის პატივისცემას, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებლობის რწმენას, პრინციპულობას და კორუფციული გარიგებებისგან ძალიან შორს დგომას. ამის გულისთვის როგორმე ავიტან, თუ მომეჩვენა ვიღაცისგან იაზვობა, ამბიციურობა, ქედმაღლობა . . . ან თუნდაც არც მეჩვენებოდეს და ასეც იყოს. დამიჯერეთ, იგივე არანაკლები დოზით აქვს პოლიტიკაში აქტიურად ჩართულ ნებისმიერ ადამიანს და გაცილებით უფრო აუტანელია, როცა ასეთ პრეტენზიებს უვიცი რეგვენები გიყენებენ. ცდებით. მაღალი ინტელექტის ადამიანები რაც ენაზე მოადგებათ პირდაპირ ტელევიზორში არ განიხილავენ. მითუმეტეს პრეტენზიის მქონენი პოლიტიკურ მასშტაბზე. კულისები არსებობს მოსალაპარაკებლად შენივე გუნდის წევრთან. მათ ძალიან ბევრი ავნეს ალასანიას, თუ დამიჯერებთ ასეა და ნება თქვენია ისე.
  12. მე რაც დავწერე იმის თქმა მინდოდა ზუსტად და ძნელად გამოსაცნობი არაფერი დამიწერია. მე რაზე დამწყდა გული ეგ ერთია და გულში მაინც დამეთანხმეთ, რომ ყველა ის რეიტინგის დამგდები გამონათქვამი და იარლიყი, რესპუბლიკელების განსაკუთრებით დავით ბერძენიშვილის დამსახურებაა, რაც სიხარულით ააფრიალეს და განავრცეს ნაცებმა. სწორედ ახალგაზრდა და სიბინძურეში კარგად ვერგათვითცნობიერებული კაცი რომაა, ამიტომ ვაძლევ რჩევას ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით, რომ ვინც ერთხელ გიმტრობს, ვინც ცნობილია როგორც არასანდო და არაკეთილი, ის არ შეიცვლება და მისგან საფრთხე ყოველ გაუთვალისწინებელ მომენტში იქნება.
  13. აგერ მოვედი კიდევ ერთი ალაფანი ჩემი აღსარებით. კარგა ხანს ავად ვიყავი, მერე ხალისი არ მქონდა ფორუმზე აქტიურობის. ხალისი გამიფუჭა რესპუბლიკელების და სუბარის უზნეო ქცევამ, ალასანიას რომ მიწა დააყარეს. ველოდი, რომ მაშინ ალასანია გადაყრიდა სანაგვეზე ამ ყოვლად უხეირო ხალხს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ჯერ გული გამიტყდა, მერე ვიფიქრე, ამ ეტაპზე ალბათ უარესს გამოიწვევდა, ეს ბუნებით მიზანტროპი ხალხიც რომ მტრად მოკიდებოდა. მოკლედ საბოლოო ჩემი შეჯამება ისაა, რომ ალასანიას მხრიდან ამ უდიდესმა რისკმა, რაც იყო შინ და გარეთ მტრულ ვითარებაში ბრძოლაში ჩაბმა, უფრო გაამართლა ვიდრე არ გაამართლა. ეს ბიჭი გარეგნულად ძალიან მშვიდად გამოიყურება, მაგრამ მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე ჩანს რომ პირველი და შეუპოვრად მიძვრება სარისკო სიტუაციებში. ჩემი აზრით აჯობებს დაშორდნენ ეს არამსგავსი ადამიანები ერთმანეთს (ალიანსს ვგულისხმობ) და ალასანიამ მეთოდურად წამოწიოს წინ თავისიანები, რომელთაგან მე ბევრს ვიცნობ პირადად და დიდ პატივს ვცემ და რაც მთავარია, შეცდომების დრო ახლა დამთავრდა. აქამდე ალასანიას გამამართლებელი უამრავი ფაქტორია: 1. ერთი წელია პოლიტიკაში შედგა ფეხი 2. ამ ერთი წლიდან ნახევარზე მეტი არანორმალურ ვითარებას, მიტინგებს, საკნებს, ოპოზიციის საშინელ წინააღმდეგობას (როგორც კლასში ახალ ბავშვს მტრობენ, ისე არ უნდოდა არავის მისთვის განძრევის საშუალება მიეცა) შეალია 3. ხალხს რომ გაეცნო ამის საშუალება მხოლოდ ბოლოსკენ ერთი-ორი თვე მიეცა 4. ავტორიტეტი დააკარგვინა რესპუბლიკელების და მემარჯვენეების (განსაკუთრებით რესპუბლიკელების) ბოღმამ და ენის ტლიკინმა 5. არჩევნებში ოპოზიციის ნახევარმა ხმა გაუყო, მეორე ნახევარმა ბოიკოტი გამოუცხადა, სააკაშვილი აღარავის ახსოვდა. 6. უფულობა რა რჩებოდა ალასანიას? უარი ეთქვა არჩევნებზე? მაშინ რა იქნებოდა? მაინც 2012-თვის უნდა დაეცადა ხომ? დაცდა მაინც უწევს, სმააგიეროდ შეიძინა გამოცდილება და მოიპოვა უფლება ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს ზედმეტად აღარ გაუყადროს თავი და დასახოს ახალი გეგმა. მისთვის ახლა ძალიან ნაყოფიერი პერიოდი უნდა დადგეს, თუკი ჩამოიფერთხავს ყველა ტვირთს, თავად გამოვა ასპარეზზე, ამიტომ მთავარია ყველა მის გვერდზე მდგომი ადამიანი იყოს მობილიზებული და ჭკუით, უშეცდომოდ გაიარონ გზა, რომელიც აუცილებლად მივა მიზნამდე.
×
×
  • შექმენი...