Jump to content
Planeta.Ge

jozefina

პლანეტელი
  • პოსტები

    25
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი jozefina -ს მიერ

  1. UTUFURS

    ვააჰ შენც ყოფილხარ აქ!

    ხო რა ვიცი :2kiss:

     

    ლ ი ც ი

    ისევ მაეჭვიანებ, არა?

     

    ჟოზეს გულისთვის ჩვენი ლექსებით დუელი გახსოვს?

    თეთრი მანდილი თან მაქვს ლიციკ, მაგრამ ლექსებით დუელს სიამოვნებით ვუყურებ :beee:

  2. შენს ძუძუს თავებს-

    ალუბლის მარცვლებს

    დავკოცნი როგორც

    ლალის საყურეს.

    მზე ასუფთავებს

    ვნებებს და განცდებს

    და აღზნებული ტანზე დაგყურებს.

     

    შენ გაშლი მკლავებს

    ფეხებს და თრთოლვით

    დაუცდი ნუშის

    დაკვირტულ რტოებს.

    გაზაფხულს კლავენ

    უხეში თოვლით

    და როგორც გუშინ

    მე გტოვებ!გტოვებ!

     

    მე მოვალ დილით,

    როდესაც შენში,

    სიზმარი ბოლო

    აკორდს აიღებს..

    და ისევ შიშველს

    აგიყვან ხელში,

    შერცხვება თოვას

    და გადაიღებს.

     

    მიგაწვენ ვარდის,

    ფურცლების ზვინთად,

    ხარ - ირემივით

    მოგიძოვ ვნებას

    და ისევ ბარდნის,

    და შენთან მინდა,

    და რაღაც ჩვენზე

    უზომო ხდება.

     

    მზე დადნა

    შენი განცდების ცქერით,

    გაიძრო ზეცა

    და შენსკენ მოდის

    და ვდგავარ,

    როგორც სამყაროს მცველი,

    და ვიბრძვი

    შენი სურნელის ტოტით..

  3. ლ ი ც ი

    არა, ჩემო ეკა, შენ როგორ დაგივიწყებ, უბრალოდ მე იქეთ იშვიათად ვიხედები, ხოლო შენ აქეთ არ შემოდიხარ

    ეეეეჰ აწი შემოვალ :P

     

    მოდერობა მინდა :D

     

    მადლობა ყვავილისთვის :D

  4. lasha_alo

    ჩაატარე საარჩევნო კამპანი

    100 პოსტიო და ამას თუ დამაშვებინებთ, კაი ბატონო :D მაგრამ ხალხი დამიჭერს მხარს? ეგრე არ მინდა, თუ ჩავატარებ კამპანიას უნდა მოვიგო :D

     

    ჰო კაი ვიტყვი, მაქვს პოლიტიკაში პოსტვის დიიიიდი ხნის გამოცდილება, მაგრამ სამწუხაროდ ტიმს ვერ მოვაწონე თავი იმ ფორუმზე რომ დავენიშნე, ერთი პერიოდიდაჟე ლიცის უნდოდა რომ მე ვყოფილიყავი წულფიკას მოადგილეს პონტში, შესაბამისად ეს ნიშნავს რომ ობიექტური ვარ, მოდერობის გამოცდილება მაქვს.

    ხოდა მოკლედ ვაყენებ ჩემს კანდიდატურას :D

     

    ვიცი არ მიცნობს ხალხი მაგრამ მაინც :P

  5. ერთხელ მინდა გავიღვიძო

    შენს მკლავებთან..

    ერთხელ მინდა გავახილო

    თვალები და...

    გითხრა, როგორ ჩამეძინა

    ვარსკვლავებთან,

    კოცნა როგორ აგიკრიფე

    ხალებიდან...

    მინდა ერთხელ, თუნდაც ერთხელ

    ძილში შემკრთალს,

    შენმა ტუჩმა დააფინოს

    კოცნა ბაგეს..

    ერთხელ მინდა დავიძინო

    მხოლოდ შენთან,

    გავეჯიბრო შენს სიზმარს და

    შენს წილ ღამეს.

    გული მერე სიყვარულმა

    გამიგიჟოს,

    სულმა ვეღარ დაიტიოს მონატრება,

    მითხრა ჩუმად... მხოლოდ ერთხელ

    დამიფიცო

    "შენ თუ წახვალ, ბევრი რამე მომაკლდება"

    ერთხელ მინდა გავიღვიძო

    შენს მკლავებთან,

    ერთხელ მინდა გავახილო

    თვალები და...

    გითხრა, როგორ ჩამეძინა

    ვარსკვლავებთან

    კოცნა როგორ აგიკრიფე

    ხალებიდან!!!!

     

     

    ბიაკო

     

     

    აბლაბუდებით ვქსოვე სიზმარი,

    ღამემ სული და ძილი შემიძრა...

    და მაშინ, როცა გიპოვე თითქმის,

    სასაცილოა... გამომეღვიძა.

    ნაცნობი ოთხი კუთხე კედლისა

    სუნი ნაცნობი, ფარდა და კარი

    და ჩემს მაგივრად დაუყვედრებლად

    საწოლზე ვიღაც ტიროდა ღამით.

    ხმაური ქუჩის ჩუმი და მკვეთრი

    ოთახში ეგდო როგორც ხალიჩა,

    დილამ დახედა სიზმარს ღიმილით

    გაათრია და გარეთ დახლიჩა.

    ვერ მოვასწარი ზმანება ჩემი

    დამეხატა ან წიგნად მეკინძა

    და დამენანა, ეს მერამდენედ

    შენს გარეშე რომ გამომეღვიძა.

     

     

    ბიაკო

  6. newstudio

    ანამ მეტი გამჭვივალობა არ იქნება სახემწიფო სტრუქტურებში მე წინააღმდეგი ვარ ლუსტრაცისს კანონის მიღების!!!

    კარგი ასე იყოს, მაშინ დაველოდოთ როდის იქნება ეს მეტი გამჭვირვალეობა :(

  7. newstudio

    და რა უნდა ხდებოდეს?

     

    გარანტია გაქვს რომ გაყალბებები არ მოხდება ამ მთავრობის ხელში?

    მაგის გარანტიას ვერავინ ვერ მოგვცემს :(

     

    მაგრამ ვერც იმის გარანტიას ვერ მივიღებთ რომ ვინც ამათ მერე მოვა ისინი პატიოსნად გააკეთებენ ყველაფერს....

  8. newstudio

    რაღა დროს ლუსტრაციაა...ეხლა მაგის მიღებაას არანაირი აზრი არა აქვს იმჰო

    არც ეგრე ცუდად არაა საქმე ბატონო არჩილ :givi: რა იცი იქნება და რა ხდება :(

×
×
  • შექმენი...