Jump to content
Planeta.Ge

triumpi

პლანეტელი
  • პოსტები

    78
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

Profile Information

  • Gender
    Male
  • Location
    Tbilisi

triumpi'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. ანარქია აუცილებელია ძირმომპალი სისტემის დასანგრევად... თვით საძირკვლიანად ---სარეველის მოთიბვა უგუნურებაა ფესვის ამოუძირკვავად. თუ, უფრო უკეთესი და სამართლიანი სისტემის შექმნა არ დაიყენა სამომავლო ლოზუნგად ანარქიამ --- იგი ვერ შედგება.
  2. საინტერესო რევოლუციის აკვანი ირწევა აქა --- ქოცნაცმოს კოჰაბიტაცია აკურთხა საპატრიარქომ?..... დაუსვა ბეჭედრქიანკუდიანი?
  3. ზღაპარი სინამდვილედ ქცეულა, რამეთუ ყველა ცხოველის ქურქ-სამოსელში გახვეული --- ადამიანობადავიწყებული ადამიანი აღმოჩნდა.
  4. babuagiorgi ჯანმრთელობას,სიკეთეს და დღეგრძელობას გისურვებ და ღმერთმაც არ მოგიშალოს უმეტესი ბედნიერება! მალე სამშობლოში დაბრუნებულიყავი და ერთად გვეზეიმოს სამართლიანობის აღდგენა, მისი კეთილდღეობა,აღორძინება! ჩვენი სასიკეთო წვლილიც შეგვეტანოს მცირედი თუნდაც.
  5. rsebobs რა ხდება ჯაბა? იქაც გაიხსნა თემა შენს ბოიკოტზე...
  6. Siknadmo ეგ ილუზიაა რომ პიროვნულად არ ''გაგწირავენ'' და ''ორმოში'' შენ არ ჩაგაგდებენ კრიტიკულ მომენტში. არადა ყველას გაწირავენ უგუნურად მაგ დროს. და დაგაბრალებენ იმას რასაც თავად მოიმოქმედებენ რეალურ მომენტში. ნიღბების მიღმა ნამდვილი სახე ვერ იმალება. არადა ორმოს გამთხრელი საბოლოოდ თავად ვარდება იქ..... და ერთიც: ემიგრაცია მძიმედ სცოდავს თვითმკვლელივით ---ჯანსაღ და უკომპრომატო უმცირესობას არ ეძიებს უკან ღირსეულად დაბრუნებისათვის.
  7. ხილვა მეწვია და მესმა: ნაცმოძრაობის ,,ელიტამ'' საბოლოოდ მოამზადა საქართველო სრული დაშლა-ოკუპაციისათვის. 1.მოაწერა ხელი კაპიტულაციას. 2.სრულად მიეყიდა თითქმის ყველაფერი რუსეთს. 3.შექმნა სრული ძარცვა-სტაგნაციით --- ნაცისტურ-კლანური ბანდა. 4. მოსახლეობის უმრავლესობა აქცია არაფრისმქონე გაძარცვულ-ღატაკად. 5.პროვოცირებას ახდენს ბუნტისას და დაპირისპირებებს კუთხურ-ნაციონალური ნაციზმით. 6.იწვევს რუსეთს ,,ყველანაირად'' მოახდინონ ქვეყნის სრული ანექსია-ოკუპაცია. 7. სთავაზობენ ოკუპანტებს მართვის ,,ექსპერიმენტგავლილ საკუთარ მოდელს''. 8.ჩაფლავების შემთხვევაში ეძიებენ ,,თბილად დევნილობის'' გარანტიებს ნაძარცვ-ნაოხარის შენარჩუნებით. 9.დაუნდობელი ცინიზმით და სამშობლოს სიძულვილით მიდიან ,,ვა-ბანკზე''. 10.ყველაფერი უნდა ,,შეეტენოს'' გამოყენებულ და ნახმარ ოპოზიციას.....რომელიც ვერ არსებობს. არსებობს მხოლოდ ვაი-ოპზიცია. 11. დუმილი კი თანხმობის ნიშანია???...... ღმერთო გვიშველე!
  8. პოლისები განზრახ დაგვიანდა და.....სიებით გასანაღდებელი ჩეკები ააკრეფინეს? ''რწყილებს'' ორჯერ ატყავებენ? :018:
  9. ... ერთადერთი მოძღვრებაა კაცთა კრებულის საბედნიეროდ და რომელიც გვასწავლის: ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის, შენც იცხოვრე და სხვაც აცხოვრეო. ეს მცნება ურომლისოდაც ვერა კრებული, ვერა საზოგადოება, ვერა ერი ვერ ჰხეირობს, შესაძლოა კაცმა დროთა ხელშეწყობით გასთელოს, მოშუშოს, მაგრამ ძირი მაგარი აქვს, როცა იქნება ამოხეთქავს და თავისას მოითხოვს უნაკლულოდ. თუ ადამიანი თავისს თავს კაცად ჰხადის, სხვასაც უნდა კაცად იგულოს, თორემ თვითვე გაიჭყლიტება და გაითელება თავისისავე მოძღვრებისაგან. დრო და ჟამი არავის შეარჩენს უსამართლობას, სხვის ჩაგვრას და თელვას. ... ადამიანისათვის სულ ერთია, ცალკე კაცი ჰლახავს ადამიანურს უფლებას, თუ რაზმად დაწყობილი კრებული ორგანვე სამართლიანია მდურვა და ყვედრება, თუკი დათრგუნვილ უფლების აღსადგენად იღვწიან და იბრძვიან. საკვირველი ეს ღვაწება და ბრძოლა კი არ არის ჭკუათამყოფელ კაცისათვის, არამედ უამისობა იქნებოდა, იმიტომ რომ ლახვა სხვის უფლებისა, მერე იმისთანისა, რომელიც ბუნებითად მინიჭებული აქვს ყოველს ადამიანს, შეუწყნარებელია და დაუზოგველად განსაკითხავი ყოველგან და ყველასგან. შენც იყავ და მეც მამყოფე, განა ბუნებური და სამართლიანი სურვილი არ არის? 1897 წ. ილია ჭავჭავაძე/ თხზულებათა აკადემიური გამოცემა/ XIII ტომი/ თბ. ილიას ფონდი/ 2007 წ./ გვ. 303–307 „ვით მამა ზეცისა იყავნ შენც სრული“ – აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია, ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, – ამ სისრულის გზაზე, ვინ წამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა-სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, – აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა. ადამიანი და ნამეტნავად ერი არა მარტო „პურითა ერთითა ცოცხალ არს“. მართალია, მშიერი დიდს მანძილს ვერ გაივლის ამ მადლისა და ბოროტების ჭიდილის გზაზე, მაგრამ უმადლოდაც, როგორც ხორცი უსულოდ, არაფრის მაქნისია. ცხოვრება ერთიანი მდინარეა ორის დიდის ტოტისა: ერთს რომ ხორცისათვის მოაქვს საზრდო, მეორეს სულისათვის. თუ ან ერთი დაშრა, ან მეორე, – გვამი ერისა მკვდარია, ვითარცა უსულოდ ხორცი და უხორცოდ სული, სააქაოსათვის მაინცა. ამიტომაც, ვინცა ჰჩივის და ჰღაღადებს სახოციელო პურისათვის, ის იმდენადვე, თუ არ მეტად, უნდა იღვწოდეს სასულიერო პურისათვისაც. ადამიანი, თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური სჭამოს, არამედ პურსა სჭამს იმისათვის, რომ კაცურ-კაცად იცხოვროს და აცხოვროს თავის შთამომავალი. ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული – გაგითბობს, ღმერთი ძლიერია… ყველას გულში, – ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, – ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა, ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს… რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის… ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა. ღმერთა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას – ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, – იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: „რასაცა გასცემ – შენია, რაც არა – დაკარგულია“. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.
  10. shavlego91 babuagiorgi მე არასოდეს ვყოფილვარ არც კომკავშირში,არც არანაირ პარტიაში დღემდის და არც საბჭოთა ჯარში. არც პუტჩში მიმიღია მონაწილეობა და დღევანდელ ხელისუფლებასაც ბებერი წითელი ''ელიტოსნების'' წვრთნილ-მართულად მივიჩნევ. ასევე მთავარ რეჟისორს ოკეანის გაღმა ვხედავ... და ორივე იმპერიას ერთი რეჟისორი ''გეგმავს'' ისევ. არც აბორიგენებისთვისაა ცნობილი რეალური გამთიშველის მზაკვრული მიზნები გენოციდური...... მე ასრე ვუწყი და ვაცნობიერებ: ბესარიონის მხარში დგომაა სოლიდარული გამოსავალი. რაი ვქნათ ჟამსა ამასა მძიმესა?
  11. shavlego91 და რა არს ცოდვაი? თუ გავიხსენებთ საწყისს --- ასრე ითქვა: შემცნობელი კეთილისა და ბოროტისაო.... ვინ არს? ბნელეთის სამეფოს ლეგიონით მართავს უსახო. ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს შეაგონოს ყოველს --- რომ იგი არ არსებობს. რატომ? იმიტომ რომ შემომქმედს დაბრალდეს ყოველივე... ავიც და კარგიც. სწორედ ამ უპირველესი მოშურნის და ცილისმწამებელის არსის შეცნობაც გვევალება ---რამეთუ უამისოდ ყოველთვის შეგაცდენს შენთვის უცნობი და გაგიბატონდება იოლად. მისი იგნორირება და არარაობად ჩათვლა --- მისთვის შეუზღუდავი და თავისუფალი სივრცის მინიჭებაა მეფობისათვის. და რადგან უბოროტესია --- ბოროტად გამოიყენებს ღვთისაგან ბოძებულ თავისუფლებას მის არ და ვერმცნობი ადამიანისას.... ''შეუცნობელი სიკეთე კი ბოროტებაზე უარესიაო!'' რატომ? და თუ შენი სიმართლე არ აღემატება ფარისეველ-მწიგნობართა სიმართლესო ---როგორღა დაამარცხებო? თავად მაცხოვარი გვმოძღვრავს...
  12. ყველა ლიდერი სახელგატეხილია და სწორედ ულიდერო სტიქიურობაა საშიში. მიშისტები კი სარკასტული ცინიზმით თავდაჯერებულნი მაინც ერეკებიან წერაატანილებივით. ყველა სასიკეთო რჩევას მედიდურად და ცინიკურად უღიმიან ''უაზროდ''. :TAT:
  13. სისტემის შეცვლას --- გაცნობიერებულით! სხვანაირად რეჟიმში მხოლოდ პერსონების შეცვლა-ქამელეონიზაცია მოხდება --- რეჟიმი იგივე დარჩება.
  14. Marta1 ცნობიერების და განათლების რევოლუციაზეა საუბარი და არა გაუცნობიერებელ ტლანქ-ფიზიკურზე. :TAT:
  15. თანაც გამოუსწორებელი! ჩემი ერთადერთი პატრონი და მფარველი ღმერთია და მისი ღირსეული შვილნი! დანარჩენი......მკიდია. :018:
×
×
  • შექმენი...