ყველა ადამიანი თავის თავს უქმნის პრობლემას, მითუმეტეს ფინანსურს, ვისაც დღეს ფინანსური პრობლემები აქვს და ამის გამო ეზიზღება ბანკირები, უბრალოდ არასწორია ყველანაირი შეხედულებით, დარწმუნებული ვარ არცერთს არ შევარდნია არცერთი ბანკი სახლში კრედიტი აიღეთო, უბრალოთ თუ არ გაქვს შესაბამისი ცოდნა და უნარი წარმართო საკუთარი ფინანსები და ფინანური საქმიანობა (ბიზნესი), ბანკის ფულით არ უნდა დაიწყო, დაიწყე საკუთარი ფულით და პატარა ბიზნესით მაგრამ ჩვენ ხო ყველა მაქსიმალისტები და სულმოუთქმელები ვართ, შრომა გვეზარება და გვინდა მალე გავმდიდრდეთ, სწრაფად და ერთი ხელის მოსმით კი არაფერი არ კეთდება, ამიტომ თუ ვიჩქარეთ,რისკები არ გავითვალისწინეთ და ბიზნესის სამყაროში თვალდახუჭული გადავეშვით.. მაშინ ყველაფერი თქვენი ბრალი ყოფილა და არა ბანკის ან ბანკირების..