ნაცებმა მასწავლეს პრინციპი, ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო. მე ვატრაკებდი, სისულელეა მეთქი, მარა არაო, შენ არ გესმისო, ფორუმ-გეზე ქაფქიანამ და სედოიმ და კიდე ეგეთებმა მასტერკლასი ჩამიტარეს რომ მე დებილი ვარ, რადგან ეს ელემენტარული ჭეშმარიტება არ ვიცი, და რომ ამერიკა რუსეთის მტერია, რუსეთი ჩვენი მტერი, და ამიტომ ავტომატურად ამერიკა ჩვენი მეგობარია. ხოდა მეც მეტი რა გზა მაქვს, დავიჯერე, და შესაბამისად, ვიმსჯელე ლოგიკურად: მიშა არის საქართველოო, ნოღა საქართველოს მტერიაო. დავასკვენი რომ ზნაჩიტ ნოღა მიშას მტერია. მე მიშა არ მევასება, ხოდა ნოღა გამოდის ჩემი მეგობარი. აქ ერთი მომენტი ატრაკებს ან მიშა არაა საქართველო, ან მე საქართველო არ მევასება (რადგან მიშა საქართველოა). მცდარად ჩავთვალე ის, რომ მიშაა საქართველო და გამოვიდა, რომ ნოღა საქართველოს მტერი კი არა, მიშას მტერია, მიშა არაა საქართველო, და მე მიშა არ მევასება, და დავასკვენი, რომ ნოღასკენ უნდა ვიყო თურმე, ნაცებისვე ლოგიკით, ხოდა ვარ რა, მეტი რა გზაა ეხლა აქ გრაფიკულად ვერ ვხაზავ თორემ კარგი იქნებოდა, უნარ-ჩვევების კითხვა გამოვა რა კაი