Jump to content
Planeta.Ge

paolo

პლანეტელი
  • პოსტები

    335
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ინფორმაცია paolo

  • დაბადების დღე 03/29/1990

Profile Information

  • Gender
    Male

Contact Methods

  • Website URL
    http://

paolo'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. გეთანხმები. ნოღაიდელი არჩევნებს ვერ მოიგებს და ვერც პოსტსაარჩევნო არეულობას გამოიწვევს საკუთარი ძალებით. რჩება კვლავ ორი ვერსია: ან უკვე მოასწრო პუტინთან ისე დაძმობილება, რომ მისი პირდაპირი დახმარების იმედი აქვს, ანდა ეგ და სააკაშვილი ერთ თამაშს თამაშობენ.
  2. კარგი თემაა, მაგრამ ორი სათაური რა საჭიროა?
  3. ექიმთან მისვლაზე უკეთესს ვერავინ გირჩევს. თუმცა მე მქონდა შემთხვევა, რომ ბრმა ნაწლავი მეგონა, ექიმმაც იგივე დაადასტურა, შემდეგ კი თირკმელი აღმოჩნდა. ფეხს თუ გიკავებს ალბათ ბრმა ნაწლავია.
  4. და ვინ დაიპყრობს მსოფლიოს? რა არის ამაში ცუდი?
  5. T_A_T აბსოლუტურად მართალი ხარ ლ ი ც ი უიმე, რავიცი. აღარ მახსოვს მაშინ რა გავიფიქრე
  6. აზრი მოდი კიდევ დავუბრუნდეთ ამ საკითხს. შენ მართლა გჯერა, რომ არც სახარების ავტორებს, არც მის შემდგომ მრავალრიცხოვან ჩამსწორებლებს, არც საეკლესიო კრებების მონაწილეებს არ ამოძრავებდათ არავითარი ამბიცია გარდა სიმართლის წერისა? დღეს სახეზე გვაქვს ის, რაც ეკლესიამ ჩათვალა კანონიკურად, დანარჩენი კი უარყო. ისიც საინტერესოა თუ რატომ დატოვეს ოთხი სახარება, აქედან სამი სრულიად მსგავსი. თითქოს ლოგიკური იქნებოდა ერთის დატოვება. ხომ არ იდგა მათ უკან გარკვეული გავლენიანი წრეების ინტერესები? გადმოცემის ფორმითაც ეს ტექსტები სრულიად იდენტურია. მათში არანაირად არ იგრძნობა ავტორისეულ სტილებს შორის განსხვავება. გამოდის, რომ ისინი ან ერთი პიროვნების დაწერილია(რაც ნაკლებ სავარაუდოა) ან შემდგომი საფუძვლიანი რედაქტირება-გადაკეთების შედეგია. მე არც ის მჯერა, რომ ეს ქრისტეს თანამედროვემ დაწერა. აბა წარმოიდგინეთ, ამგვარად აღწერდით იმას, რისი მონაწილე და თვითმხილველიც იყავით? არაფერს დაწერდით თქვენს საუბარზე იესოსთან, თქვენს შთაბეჭდილებებზე? არაფერს იტყოდით თუნდაც მის გარეგნობაზე, მის მანერებზე და ხასიათის თავისებურებებზე? მაინტერესებს შენი აზრი ამასთან დაკავშირებით.
  7. აზრი და მაინც მოდი ეს ადგილიც მოვიყვანოთ მათეს სახარებიდან: 10. როცა შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა, და ამბობდნენ: ვინ არის ეს? 11. ხალხი კი ამბობდა: ეს არის იესო, წინასწარმეტყველი, გალილეის ნაზარეთიდან. 12. შევიდა იესო ტაძარში, და გამოყარა ტაძრიდან ყველა მყიდველი და გამყიდველი, ააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები. და ა.შ. ამგვარი მოვლენა შეუმჩნეველი უნდა დარჩენოდა მაშინდელ "ადგილობრივ ხელისუფალთ?" რათქმაუნდა არა, და მათთვის იესოს ყოველდღიური მოქმედების და ადგილსამყოფელის დადგენაც არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა. მაინც გაუგებარია თუ რა სამსახური გაუწია მათ ისკარიოტელმა. იოანედან ის ადგილი თუ არ ვცდები იერუსალიმში შესვლამდე პერიოდს ეხება. ჩემი აზრით ეს მხოლოდ ტექსტში არსებულ წინააღმდეგობებს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ალბათ ავტორებმა ან ტექსტის შემდგომმა რედაქტორებმა რაღაც ვერ გაითვალისწინეს.
  8. რა მოხდებოდა მაინც ძნელი სათქმელია, მაგრამ ჟვანიამ 2004 წლის აგვისტოში ააცილა საქართველოს დაახლოებით იგივე, რაც მაინც მოახერხეს 2008 წლის აგვისტოში.
  9. ბიბლიური არგუმენტებით ამას ვერ დავასაბუთებ, რადგან რათქმაუნდა ასეთი მოსაზრება ბიბლიასთან თანხმობაში არ არის. მაგრამ ვფიქრობ, რომ ღმერთის ძის სიტყვების და ქცევის ფორმა ამგვარი არ უნდა ყოფილიყო. ცოტა მიჭირს სიტყვებით იმის გადმოცემა, რისი თქმაც მინდა... მოკლედ, ეს ჩემ სუბიექტურ აზრად ჩავთვალოთ.
  10. კარიერიზმი არ არის ცუდი სიტყვა. კომუნისტები თვლიდნენ ასე.
  11. მე მაინც ვფიქრობ, რომ იესო ისტორიული პიროვნება იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეკითხვას (თუნდაც ის ცინიკურად ყოფილიყო დასმული) არ უნდა გაქცეოდა. ეს ის მომენტია, როდესაც იგავებით ვეღარაფერს გავხდებით, თუ ის მართლაც არის ძე ღვთისა, თუკი მართლაც აქვს კავშირი რაღაც უზენაეს ჭეშმარიტებასთან, მაშინ სწორედ ეხლა უნდა თქვა რაღაც პრინციპულად ახალი... მაგრამ რათქმაუნდა იესოს პასუხი არა აქვს.
  12. აზრი მართალია. ალბათ ეს შეკითხვა ცინიკურად იყო დასმული პილატეს მიერ და იესოს დუმილის ამგვარი ახსნა შესაძლებელია. მაგრამ მაინც ჩნდება სხვა მოსაზრებაც. ამაზე შემდეგ ვიტყვი, მაგრამ მანამდე კარგი იქნება თუ კიდევ ორ კითხვაზე გამოთქვამ შენს აზრს: 1. იესო დიდებით შედის იერუსალიმში, მას პალმის რტოებით ხვდებიან. რამ შეცვალა ამ ხალხის განწყობა რამდენიმე დღეში და რატომ არჩიეს მათ ბარაბა? 2. საერთოდ რაში მდგომარეობდა იუდა ისკარიოტელის მიერ ქრისტეს გაცემა? განა ვინმესთვის საიდუმლოს წარმოადგენდა მისი ვინაობა ან ადგილსამყოფელი? ტექსტი არ იძლევა საფუძველს ასეთი მოსაზრებისთვის. ამ კითხვებზე მე ჩემი პასუხი არ მაქვს.
  13. მე მაინტერესებს მაგალითად, რატომ არაფერს პასუხობს იესო კითხვაზე: რა არის ჭეშმარიტება?
  14. იქნებ ყველა ერთად გაერთიანებულიყვნენ ერთ დიდ "წარსულის პარტიაში?"
  15. მე კი ველოდი, რომ უფრო არსებითად მიპასუხებდით. ვისაც სრული სიმართლის გასიგრძეგანება არ უნდა და განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეუძლია, ის თემის დახურვასაც მოითხოვს და საერთოდ ფორუმისაც.
×
×
  • შექმენი...