Jump to content
Planeta.Ge

Led_Zeppelin

პლანეტელი
  • პოსტები

    49
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

Profile Information

  • Gender
    Male

Led_Zeppelin'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. განსაკუთრებით საყურადღებოა მდინარე ნილოსის ქვემო წელში მდებარე ქალაქ ტანის მიდამოში 1963 წელს საფრანგეთიდან წარგზავნილი არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი იქაური ფარაონის საფლავის ქვა იეროგლიფური წარწერითა და ძალაუფლების სიმბოლოს _ ქორის გამოსახულებით: ორივე თათში კეთილდღეობის სიმბოლო აქვს ჩაბღუჯული (თითოში _ თითო). ეს სიმბოლო მიაგავს ქართულ ასომთავ-რულ „დ»-ს, რომელიც, თავისთავად, გამოსახავს მზეს ჰორიზონტის ხაზზე, რაც აღნიშნავს ახალი წლის პირველი დღის დადგომის მომენტს _ იქაური კალენდრის საფუძველზე. ამ ფილაზე კვეთილობა ძვ.წ. 1020-იან წლებშია შესრულებული ფარაონის სახელისა და თარიღის მიხედვით. იმ წლებში ქართის//ქართუს//საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იყო ბაბილი//ბაბილონი, რომელიც შუამდინარეთის, მესოპოტამიის სახელით შემდგომში ცნობილ მხარეში მდებარეობს. ბაბილში მდებარე სასახლეში ცხოვრობდა ქართის მეფე, სახელად ნაბუ-კოდორ I. მან სახელი გაითქვა სახელმწიფო აღმშენებლობით, კულტურის გაფურჩქვნაზე ზრუნვით და იმდენად კარგი სახელი დაიმკვიდრა, რომ ძვ.წ. 604 წელს გამეფებულ მეფე ნაბუ-კოდორ II-ს თავის დროზე მშობლებმა-მეფემ და დედოფალმა სწორედ პირველი ნაბუ-კოდორ მეფის პატივსაცემად დაარქვეს მისი სახელი, რითაც დაბადებიდანვე იზრუნეს თავისი ქვეყნისადმი ერთგულების, თავდადების ნიშნით მის აღზრდაზე. მან მშობლების იმედი გაამართლა და ნაბუ-კოდორ „დიადის» სახელი დაიმკვიდრა. 19 წლისა თავისი ვრცელი სახელმწიფოს ჯარს მეთაურობდა; ალაგმა რამდენიმე წლის წინ მის დასავლეთ ნაწილში ტერორისტული გზით დამკვიდრებული უცხოელები და განდევნა; ნილოსის ქვემო წელში მდებარე ძირძველი, მისი წინაპრების კუთვნილი მიწა-წყალიც დაიბრუნა. ნაბუკოდორ დიდის ყმაწვილობისა და მოწიფულობის დროინდელმა ორმა სურათმა დღემდე მოაღწია და მრავალჯერ გამოქვეყნდა. რადგან ქართის სახელმწიფო იყო ნაბუკოდორ II-ის მეფობისას ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით მიმდებარე მხარეც, უნდა დავეთანხმოთ იმ ფაქტორს, რომ ძვ.წ. IVს-ში ფარნავაზ I, ძვ.წ. I ს-ში მითრადათა დიდიც იმ ძველქართულ მხარეებს სამართლიანად ფლობდნენ, მართავდნენ და უცხოტომელი ტერორისტებისათვის მათ დათმობას არ აპირებდნენ. კიდევ უფრო წინათ, ძვ.წ. XI ს-ში, ქართველთა ყოფნას მდინარე ნილოსის ქვემო წელში არსებულ ქალაქ ტანაში მოწმობს ფრანგი არქეოლოგის მიერ 1963 წელს იქვე აღმოჩენილი ზემოხსენებული მეფის საფლავის ქვაზე ქორის თათში ჩაბღუჯული ქართული ასომთავრული „დ»-ს ქვემოთ ქართული „მხედრული» ანბანით მიწერილი სიტყვის „იბერ» არსებობა. ამით მისმა შემქმნელმა საზოგადოებას მიანიშნა, განუმარტა, რომ თათში ჩაბღუჯული გამოსახულება იბერთა ანბანით წერია. ასევე ძველია გამომწვარ თიხაზე აღბეჭდილი, მეფე-ქალის შესაფერად, დარბაისლურად შემოსილი, გვირგვინოსანი კოლხი მედეას გამოსახულება. ხელთ უპყრია არა თვალ-მარგალიტით მოოჭვილი მდიდრული, არამედ მწიფე მტევნებით დახუნძლული ვაზის რტოს უბრალო კვერთხი; კაბის შუა წელზე კი ქართული მხედრული ასოებით სიყვარულით ამოუქარგავს თავისი ქვეყნის სახელი _ «აიია». უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ძველი სახელწოდებაა „ქართი». სიტყვა „ქართი» ჩვენიანებმა შექმნეს ორი სიტყვის: „ქიანა ართი»-ს შერწყმით. ორივე სიტყვა მეგრულია. ქიანა-ქვეყანას, მიწა-წყალს, სახელმწიფოს ნიშნავს, „ართი» არის ერთი, ერთიანი, ანუ ის, რისი მთლიანობის მოშლაც მიუტევებელი დანაშაულია. ჩვენს უძველეს დამწერლობას (ლურსმნულს) მისი შემქმნელი ჩვენიანები „ემეგრ»-ულს უწოდებდნენ წერილობით მრავალჯერ აღბეჭდილ ტექსტებში. ასეა ეს განმარტებული ბრიტანეთის, კოლუმბიისა და სხვა ენციკლოპედიებშიც, ლურსმნული დამწერლობის სახელმძღვანელოებში. ზემო თქმულის გათვალისწინებით სავსებით გარკვეულია, რომ ქართის სამეფო ჯერ კიდევ წარღვნამდე შექმნეს მეგრელებმა ანუ ეგრებმა და პირველი ცნობილი მეფე იყო სახელად ალული; შემდგომში ათმა იმეფა მიმდევრობით, რასაც მოჰყვა მერეხი (ძლიერი წვიმა სეტყვით) და იმ კუთხის დატბორვა, სადაც იყო ქალაქი ერეხი. «ერეხელი ვარ, ერეხელი, მერეხელი, ამისთანა საარიკო»... _ ომახიანი სიმღერით იხსენებენ იმ სტიქიურ მოვლენას ჩვენიანები. ეს სიმღერა _ «ერეხელი» _ ზუგდიდის გუნდმა შეასრულა სსრკ-ს დედაქალაქის _ მოსკოვის უდიდეს დარბაზში 1937 წელს საქართველოს რესპუბლიკის საზეიმო ორკვირიანი ღონისძიების მსვლელობისას. მშვენივრად მღერიან მას ბიჭუნების გუნდ «მართვეს»//(არწივის ბარტყები) ათი წლის წინანდელი წევრები. სასურველია ამ ძველთაძველი ქართული//მეგრული//კოლხური სიმღერის ხშირად გადაცემა რადიო-ტელევიზიით, დადგმა ცეკვითა და სიმღერით ჩვენი სათანადო ანსამბლების მიერ. ეგრი „ჯვარს» ნიშნავს შუმერულში ანუ ძველ მეგრულში. სინამდვილის გათვალისწინებით, ჩვენი სახელმწიფოს ძველი სახელწოდებაა „ქართი» და არა „საქართველო». სასურველია ამჟამად პრესაში ამ ძველი სახელწოდების აღდგენა და დამკვიდრება, რათა აღარ დაგვჭირდეს იმის ახსნა-განმარტება, რომ ამჟამინდელი საქართველო ხუთი-ექვსი ათასი წლის წინ (შესაძლოა, უფრო წინათაც) დაარსებული სამეფო „ქართი»-ს გამგრძელებელი პოლიტიკური რეალობაა. წინა წერილებში განვიხილეთ, რომ „ლურსმნული» ანუ მეგრული//ეგრული დამწერლობით მოღწეულია ჩვენი მეფის, სახელად ური-ენგურის შესახებ ტექსტები, ასევე, მისი ბიუსტები, მთლიანი ქანდაკებები, მის სიცოცხლეშივე მის სამეფო კარზე შექმნილები. ამ მეფეს კეთილი, ქართული სახე აქვს. მან გაიყვანა სარწყავი არხები, ააგო დიდი ტაძრები. ეს სასიკეთო საქმიანობა განაგრძეს მისმა მემკვიდრეებმა. ამ მეფემ შექმნა წერილობით მსოფლიოში დღეისათვის ცნობილი უძველესი-პირველი წესების, კანონების კრებული. შემდგომში ის კიდევ მეტად გააუმჯობესა მისმა ერთ-ერთმა შვილთაშვილმა _ მეფე ჰამურაპმა//ჰამურაბმა. ურ-ენგური ძვ.წ. 2000-ან წლებში ზეობდა. მის მომდევნო პოლიტიკოსებზე სიტყვას ამჟამად აღარ გავაგრძელებთ. გაკვრით შეგახსენებთ, რომ „მთიანი ქართის» ანუ მითანის ქვეყნის მეფე რატის ასულია თათუ, რომელიც 14 წლისა გაათხოვეს ძვ.წ. XIVს-ის შუა წლებში ქვეყანა გიმეთის (შემდგომში ეგვიპტე რომ უწოდეს) ფარაონ ექნ-ამონზე. მან გამეფების მეხუთე წლისთავზე ქართების სარწმუნოება „ათენა» (გამთენებელი) შემოიღო თავის ვრცელ სახელმწიფოში, თავადაც „ათენას მიმდევარი» _ ექნ-ათენა დაირქვა, ცოლს თათუს, სადედოფლო სახელით, ნეფერტიტი-ამონას _ სახელი გადაარქვა და ნეფერტიტი-ათენა უწოდა, შვიდ შვილსაც თავიდანვე სახელებში „ათენა» ჩაურთო; ანქი-სე-პა-ათენა, მერი-ათენა, ვაჟს-თუთა-ანქი-ათენა უწოდა. შემდგომში ვაჟი გაფარაონდა და საზოგადოების ზემოქმედებით, წლების შემდეგ, „ათენას» ნაცვლად „თუთა-ანქი-ამონი» დაირქვა. ეს სახელი ჩვენში, სამწუხაროდ, ტუტან-ხამონის სახით არის ცნობილი-რუსული ენის გავლენით. „თუთა» მთვარეა მეგრულში და გიმეთურშიც (ძველ ეგვიპტურში), „ან» _ ცაა, „ქი» _ მიწაა. „გიმე» მეგრულში ქვემოს ნიშნავს და მართლაც მიესადაგება „გიმეთის» სახელწოდებას, რადგან ის ნილოსის სწორედ ქვემო წელში მდებარეობდა. ქართული/მეგრული და გიმეთური//ეგვიპტური მრავალი საერთო სიტყვის, ცნების მსგავსი ასო-ნიშნების არსებობას ბატონმა ლადო ალფენიძემ წიგნი მიუძღვნა, რომელსაც „სფინქსის ღიმილი» უწოდა. ის ძალიან საინტერესოა. უნდა გვახსოვდეს, რომ გადმოცემით ქართის//საქართველოს მეფე აია//აიეტი და ფარსის//პერსიის//სპარსეთის დამაარსებელი მეფე პერსე ძმები იყვნენ. ამით შთამომავლობას გადაეცემოდა ცოდნა ქართებისა და პერსების//ფარსელების//სპარსების ათასწლეულების წინათ ნათესაობის შესახებ. დიდი ხნის წინ პერსიას ერქვა „მედია»//მედეთი _ იქ ქართველი ქალის მედეას, მის შემდგომ კი მისი ვაჟის-სახელად „მედე»-ს მეფობისას შერქმეული სახელი. მანამდე ქართველთა ერთ-ერთი ტბის (ამჟამინდელი სახელწოდებით, კასპიის ტბის) ირგვლივ მიმდებარე მიწა-წყალს ერქვა „არია» ანუ „არიელების ქვეყანა». მკვლევართა განმარტებით, ცნება „არია» დაკავშირებულია „არ»-ძირთან, ფუძესთან და ნიშნავს „მიწათმოქმედების გამომგონებელს», „მიწათმოქმედებასთან სისხლხორცეულად მიჯაჭვულ ერს». იმავეს ნიშნავს ჩვენი ერის სხვა სახელწოდებები: „გეორგები» (გე-მიწაა, დორგი-დარგვაა მეგრულში), ივირ-ქი, „ივირ ქიანა» („ივირ» მიწათმოქმედებაა სუანურში); მათესალა//მათუსალა (მთესველი//მიწათმოქმედი ერი, აქედან _ თესალონია _ ქვეყნის სახელი); მახაჩქალი (ჩრდილო-დასავლეთ კასპიისპირეთში. «ხაჩქვა», თოხვნაა მეგრულში); მარგიანა (კასპიის ანუ მედეთის ტბის აღმოსავლეთით). სიტყვა მარგიანას ძირია «მარგალი», რაც ნიშნავს მეგრელს. ქ
  2. "ედემის ბაღის"- ბიბლიური სამოთხის მდებარეობა მიაჩნდათ ორი მესოპოტამიის (შუამდინარეთის) სათავეებთან: ერთმხრივ ტიგრისა და ევფრატის (მესოპ.1) მეორე მხრივ კი მტკვრის და არაქსის (მესოპო. 2) ოთხივე მდინარე სათავეს გეოგრაფიულად იშვიათი ბუნების ძალიან მცირე მონაკვეთზე იღებს (დაბადება, მეორე მოთხრობა) http://www.link.ge/file/232794/revaz-gabaSvili.rar.html :hello:
  3. http://i018.radikal.ru/0911/23/a0a6c3daa753.jpg მაგარი სიფათი აქვს.......................................................... :hello:
  4. http://rapidshare.com/files/303205646/NIGHT.rar.html http://i065.radikal.ru/0911/00/e7a8492bcd03.jpg http://s51.radikal.ru/i134/0911/8c/570d156fa21d.jpg http://s42.radikal.ru/i095/0911/7a/25e5a4e90325.jpg http://i030.radikal.ru/0911/f7/e25ff461339a.jpg მანეკენს არ უნდა საცდელ მანქანაში ჩაჯდომა იცის რაც მოუვა :hello:
  5. http://s49.radikal.ru/i125/0911/98/94bf02022fb6.jpghttp://s58.radikal.ru/i161/0911/34/c3938f2ff250.jpg http://www.youtube.com/watch?v=IRpJg1StvFw http://www.youtube.com/watch?v=4YuQMIeK28U
  6. http://s09.radikal.ru/i182/0910/43/995431f7ee65.jpg http://up.jeje.ge//download.php?id=B95DB83A27 http://i075.radikal.ru/0910/1f/4fd238a97fa2.jpg http://up.jeje.ge//download.php?id=4A05DC0836
  7. ---ბიბლია რომელსაც სუკუნეთა განმავლობაში თვლიდნენ ღვთიური შთაგონების ნიადაგზე წარმოშობილ თხზულებათ, ნამდვილათ ---ებრაელების ---მიერ დაწერილი ორიგინალური ნაწარმოები არაა. .იგი თავისი ფესვებით მესოპოტამიის ტრადიციებს უკავშირდება: მისი მრავალი დეტალი და ზოგჯერ მოთხრობილი მთელი ამბებიც კი მეტ- ნაკლებადაა ნახსენები ქიენგური(სუმერულ) მითებისა და ლეგენდების მდიდარ საგანძურში. --------------------------------------------------------------------
  8. რუსულ საიტებზე რომ ნახოთ გაგიკვირდებათ განგი(ინდოეთში) და ნილოსი (ეგვიპტეში) ნუ ამათი სათვეები ნამდვილათ ვერ ემთხვევა ედემის მდებარეობას და მითუმეტეს არ გამოდის ერთი ადგილიდან.( რუსებს უწერიათ ტეფტონური თეორია რომლის მიხედვით ნილოსი განაგი ტიგროსი და ევFრატი ერთი ადგილიდან იღებდნენ სათავეს და მერე ერთმანეთს დაცილდნენ და ერთი აღმოჩნდა ინდოეთში მეორე ეგვიპტეში რომ წაიკითხო სასაცილოა (ოღონდ მტკვარი და არაქსი არა------------და------- მისისიპის და მისურის მიუერთებენ ტიგროსა და ევფრატს.
  9. უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ძველი სახელწოდებაა „ქართი». სიტყვა „ქართი» ჩვენიანებმა შექმნეს ორი სიტყვის: „ქიანა ართი»-ს შერწყმით. ორივე სიტყვა მეგრულია. ქიანა-ქვეყანას, მიწა-წყალს, სახელმწიფოს ნიშნავს, „ართი» არის ერთი, ერთიანი, ანუ ის, რისი მთლიანობის მოშლაც მიუტევებელი დანაშაულია. ჩვენს უძველეს დამწერლობას (ლურსმნულს) მისი შემქმნელი ჩვენიანები „ემეგრ»-ულს უწოდებდნენ წერილობით მრავალჯერ აღბეჭდილ ტექსტებში. ასეა ეს განმარტებული ბრიტანეთის, კოლუმბიისა და სხვა ენციკლოპედიებშიც, ლურსმნული დამწერლობის სახელმძღვანელოებში. ზემო თქმულის გათვალისწინებით სავსებით გარკვეულია, რომ ქართის სამეფო ჯერ კიდევ წარღვნამდე შექმნეს მეგრელებმა ანუ ეგრებმა და პირველი ცნობილი- მ ე ფ ე- იყო სახელად -ა ლ უ ლ ი;- შემდგომში ათმა იმეფა მიმდევრობით, რასაც მოჰყვა მერეხი (ძლიერი წვიმა სეტყვით) და იმ კუთხის დატბორვა, სადაც იყო ქალაქი ერეხი. «ერეხელი ვარ, ერეხელი, მერეხელი, ამისთანა საარიკო»... _ ომახიანი სიმღერით იხსენებენ იმ სტიქიურ მოვლენას ჩვენიანები. ეს სიმღერა _ «ერეხელი» _ ზუგდიდის გუნდმა შეასრულა სსრკ-ს დედაქალაქის _ მოსკოვის უდიდეს დარბაზში 1937 წელს საქართველოს რესპუბლიკის საზეიმო ორკვირიანი ღონისძიების მსვლელობისას. მშვენივრად მღერიან მას ბიჭუნების გუნდ «მართვეს»//(არწივის ბარტყები) ათი წლის წინანდელი წევრები. სასურველია ამ ძველთაძველი ქართული//მეგრული//კოლხური სიმღერის ხშირად გადაცემა რადიო-ტელევიზიით, დადგმა ცეკვითა და სიმღერით ჩვენი სათანადო ანსამბლების მიერ. ეგრი „ჯვარს» ნიშნავს შუმერულში ანუ ძველ მეგრულში. სინამდვილის გათვალისწინებით, ჩვენი სახელმწიფოს ძველი სახელწოდებაა „ქართი» :hello:
  10. ეს რა ფორუმია არავს არაფერი არ აინტერესებს....................................................Oკ
  11. ჰ ი ტ ლ ე რ ი კ ო ნ ტ უ რ ე ბ ი--რობაქიძე მისი უამრავი ფოტო მინახავს, მაგრამ ყოველ მათგანზე იგი სხვადასხვანაირია. შეიძლება იფიქრო , მისი შინაგანი მზერა ობიექტივს გაურბისო. ეს ,,შორეული სახის“ უტყუარი ნიშანია. ჩემს ყურადღებას იპყრობს ფოტო, სადაც იგი ჰინდენბურგთან არის გადაღებული: დიდი სარდალი, ოთხმოცს გადაცილებული ჭარმაგი კაცი, ჯერ კიდევ კლდესავით დგას, ოღონდ მოკლებულია ყოველგვარ იდუმალებას. იგი იქ იმყოფება, ესაა და ეს. მაშინ როცა ჰიტლერი, მოკრძალებით გულზე ხელებგადაჭდობილი და გარინდული, ოდნავ შესაგრძნობი აურის საფარველში გახვეული, უსასრულოდ იზრდება და სიშორისაკენ მიისწრაფვის. ვინ იცის, იქნებ მისი სახე გამუდმებით ასხივებს ისეთ შინაგან ძალას, რომ დაუნდობელი, მოურიდებელი კამერა უძლურია შეაჩეროს და ფირზე აღბეჭდოს იგი. დაფარული არ გაცხადდების, მაგრამ მაინც ღირს შეეცადო გამოიცნო იგი. ძალზე დამახასიათებელია ის ფოტო, სადაც იგი ბატონ რიბენტროპს, ლონდონის მაშინდელ ელჩს, ფლოტის თაობაზე მიღებული კონვენციისთვის მადლობას უხდის: სერიოზული და შეწუხებული სახე აქვს, ბატონი რიბენტროპი კი სიხარულისგან გასხივოსნებულია და ის სხივი ფიურერის შინაგანი შუქისგან მოედინება. დიახ, მისი სახე აშკარად განსახოვნდება იმ ადამიანში, ვისაც იგი იმ წუთში ესაუბრება. იგი ხშირად ჩნდება მოზარდების წრეში და მათი აღფრთოვანებული სახეებიც მისი შუქითაა გაცისკროვნებული. მას ჟამიდან ჟამზე კვირის ახალ ამბებში ვუყურებ ხოლმე. აქ მისი სახე უფრო უშუალო და მეტყველი ჩანს. მარშალ გერინგის ქორწილზე გადაღებული ფილმი კი მას ლამის სიმბოლურად წარმოგვიდგენს. იგი ყველასთან ახლოს დგას, განსაკუთრებით კი ახალდაქორწინებულ წყვილთან და მაინც ჩანს, რომ თანამებრძოლები და მეგობრები, ანუ მისი ახლობლები, ამ სიშორეს ყველაზე უფრო მწვავედ სწორედ მის სიახლოვეს გრძნობენ. ერთხელ იგი – თუკი უფლება მაქვს ჩემი სუბიექტური განცდა სიტყვიერად გამოვხატო – შემოქმედებით, სულიერ სიბრტყეზე აღვიქვი, იქ, სადაც ირეალური ლამის რეალურს ესაზღვრება. ამიტომაც ვბეგავ ვთქვა: ვერც ერთი მხატვარი ვერ შეძლებდა მისი შინასახე სრულად გამოეხმო და პორტრეტში გაეცოცხლებინა. იქნებ ვინმე ხეზე მკვეთელს ხვდომოდა წილად ეს ბედნიერება, მაგრამ მაშინ პორტრეტს მისი მუქლურჯი და თან შუქიანი თვალები დააკლდებოდა, მის შინაგან სამყაროს თავის თავში ფარულად რომ დაატარებენ. ამ თვალების მკაცრი მზერის წინაშე გაცამტვერდება ყოველივე ყალბი და ცრუ. მისი მიხრა–მოხრა თავის სწორუპოვრობის გამოა თვალშისაცემი. აი იგი კიბეზე ჩამოდის. კიბის ძირში მედიდურად ჩერდება საგნებს ზემოდან დასცქერის და შორს ისე იყურება, თითქოს უეცრად რაღაც საფრთხე იყნოსაო; შემდეგ თავს ხრის, ოდნავ მკაცრად, გრძელი, ღონიერი ნაბიჯით განაგრძობს გზას. ხელებს იქნევს, გრძელ, ენერგიულ ხელებს, რომლებიც მის მტკიცე ნაბიჯს ფრთას ასხამენ. აქ მისი ყოველი მოძრაობა პლასტიურად დასრულებული ჩანს. ხმა იდუმალი მისი ყოველი გამოსვლა ერთადერთი და განუმეორებელია. ათასობით ადამიანი მასთან უშუალო შეხვედრას ელოდება, მილიონები კი რადიოგადაცემის მოლოდინში გაქვავებულან. აბრიალებული ტალღა ტალღაზე მოგორავს და აღტკინებისგან გუგუნებს. ტანი უგრძნობთ: იგი მოდის, იგი უკვე ახლოსაა. შუქშობილის მოლოდინში ყოველი ხმის გაგონებაზე უტოკავთ ფესვები. უსაშველოდ მოდიდებულან ტალღები. აქ მარტო აღარავინაა: „ყოველი მხარი ძმაა და ყოველი მზერა დაია შენი“. („გრაალის მცველნი“). ტალღისგან ატაცებული ბედნიერი მსმენელი ჰაერში ნანაობს: იგი ერთდროულად ნადავლიც არის და ნადავლის მომპოვებელიც და აი, ფიურერიც აქ არის. ქარბორბალასავით ეხვევა გარს შეძახილი: „ჰაილ! ჰაილ! ჰაილ!“ აბობოქრებული ზღვის ზედაპირი მშვიდდება. ნელ–ნელა იკეცებიან ჩამცხრალი ტალღები. არსაიდან არ ისმის ხმა, ყველა ჩაწყნარებულია, მხოლოდ გულები ძგერენ ძალუმად, მოლოდინით ანთებულნი. და აი, გაისმის დაბალი ხმა, მკაცრიც და მოსიყვარულეც, და სუნთქვაშეკრულთ ესმით ნაცნობი სიტყვები: „გერმანელო მამაკაცებო და ქალებო!“ რამდენიმე ჟესტი და ორატორი ჭეშმარიტად ღვთიური გზნებით საქმეზე გადადის. ამ დაბალ ხმას მილიონობით ადამიანთან ერთად მეც გულმხურვალედ ვუსმენ. დროგამოშვებით სიტყვებს თავს ვანებებ, მხოლოდ შინაგან ენას ვაყურადებ და უცნაურ ხილვას ვეღარ ვეშვები. ორი მილიონი მიცვალებული წევს ქანცგაწყვეტილ მიწაზე. შვიდნახევარ მილიონს ჯერ კიდევ სისხლი სდის, დიდ გერმანულ არმიას იარაღი დაუხრია. პირქუშ, უმთვარო ღამეში არაამქვეყნიური სიჩუმე ისადგურებს. უეცრად შორიდან მოისმის ხმა, ნაღვლიანი და ტკივილიანი, მაგრამ თავგანწირვითა და სასიცოცხლო ენერგიით აღსავსე. სიჩუმეში გამაოგნებლად გაისმის ეს ხმა, ნუთუ ეს მითად ქცეული უცნობი ჯარისკაცის ხმაა? სიჩუმეში გამაოგნებლად გაისმის ეს ხმა და ამავე დროს გულის სიღრმეში ყველას ჰგონია თითქოს თავად ლაპარაკობდეს. ადოლფ ჰიტლერის სიტყვების უკან მუდამ ვგრძნობ ამ ხმის გამოძახილს. იგი ისე სულის შემძვრელად ლაპარაკობს, რომ ხანდახან აღარც კი მჯერა, ეს ხმა ერთი ცალკეული ადამიანის ხმა შეიძლება იყოს თუ არა. აი ჭეშმარიტად სადცნაურდება გერმანული თვითობა. იქნებ ეს თვითობა მეტაფორულად არის გასააზრებელი?
  12. კოლხეთი და ქართლი(დასავლეთ საქართველო და აღმოსვლეთ საქაღველო ) ფარნავაზმა გააერთიანა და შექმნა ერთიანი დიდი სახელმწიფო და 284-წელი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე არის ქართული სახელმწიფოებრიობის ჩმოყალიბების თარიღი და ქართული დამწერლობის შექმნის თარიღი. მოკლეთ 284წ ქრისტემდე არის ქართველებისათვის უდიდესი თრიღი.
  13. http://s43.radikal.ru/i102/0910/35/b4727c98b550.jpg http://www.link.ge/file/288545/01-Eiffel-6...-Edit-.rar.html ე,ი, თვინში სასხლაჩაქცევამდე ვუსმენ ხოლმე ამ კომპოზიციას...................... :yeah2:
  14. ტიგრან I დიდმა ლუკულუსთან ჩვენს წელთაღრიცხვამდე 68-წ 6ოქტომბერს წააგო ომი სამარცხვინოთ-- მოკლედ ამ ომის შესახებ: ,,ლუკულუსმა მითრიდატეს დამარცხების შემდეგ ტიგრანზე გაილაშქრა, რადგან მან დახმარება აღუთქვა მითრიდატე პონტოელთან ომში, მერე კი მოატყუა და ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, მაგრამ მისი დამარცხება მაინც ძნელი იყო, რადგან ლუკულუსი მთლიანი ძალებით ვერ შეუტევდა, ხოლო ტიგრან II-ს გვერდს უმაგრებდნენ სპარსელები, მიდიელები და ალბანელები... მოკლედ, მას 55 000 მძიმედ შეიარაღებული მხედარი ყავდა და 200 000-მდე ქვეითი, რომაელების არმია კი გაცილებით ნაკლები ყოფილა... ჰოდა, მაშინ უთქვია ტიგრანს ის ცნობილი სიტყვები: "ესენი თუ ელჩების სახით ჩამოვიდნენ, ძალიან ბევრი არიან და, თუ საომრად, ძალიან ცოტანიო.." მაგრამ ლუკულუსი მოულოდნელად გადასულა თურმე შეტევაზე და ამაზე სომხები დაბნეულან, ტიგრანს არ ჯეროდა, - ,,ნუთუ ჩვენს წინააღმდეგ მოდიან რომაელებიო,, ჰოდა, იმ ველზე ყოფილა ერთი დიდი ბორცვი, სადაც დაუყენებია თავისი კავალერია ტიგრანს და იმის უკან კიდე მთელი ბანაკი იყო მისი.. ლუკულუსმა კიდე მათ შეუტია და თან თავის ჯარისკაცეს უთხრა, ცხენებს და მხედრებს ფეხში უქნიეთ ხმლებიო, ადგან იქ აბჯარი არ აცვიათო... ჰოდა, ეს ცხენოსნები ისე დაბნეულან, სულ უკან გაქცეულან, იქ კიდე ქვეითი ჯარი იდგა და გადაუთელავთ ერთმანეთი... ცოცხალი თითქმის არავინ დარჩენილა და მერე რომალები ასე ამბობდნენ: "სირცხვიილთ ვწითლდებით, ასეთ საცოდავებზე როგორ აღვმართეთ ხელიო?" ტიგრანმა ყველა ომი ლუკულუსთან მიუხედავად დიდი რიცხობრივი უპირატესობით მაინც სამარცხვინოთ წააგო.. ეს ბრძოლები საინტერესოიდ აქვს აღწერილი პლუტარქეს ლუკულუსისა და პომპეუსის ბიოგრაფიებში
  15. http://www.link.ge/file/287306/Earth-wind-and-fire.rar.html http://i020.radikal.ru/0910/60/070e62178aaf.jpg
×
×
  • შექმენი...