მეტ-ნაკლებობაშია ზუსტად საქმე და ამას უნდა რევიზია. უშუალოდ დურძუკები კავკასიის ქედს აქეთ ცხოვრობდნენო არავის უმთქვამს. თუმცა, საუბარია კავკასიონის მთავარ, ანუ წყალგამყოფ ქედზე. ესე იგი ხევი, თუშეთი, პირიქითა ხევსურეთი მის ჩრდილოეთით არის. გარდა ამისა, საიდან ვასკვნით, რომ არ ცხოვრობდნენ აქეთ? ანუ საუბარია ხევსურეთზე, თუშეთზე და ხევზე. ბიძაშვილობა-მამიდაშვილობაში არ არის პრობლემა. საკითხი დგას ასე: ისინი ამბობენ, რომ წანარები, ხევსურები თუშები, მოხევეები ვაინახები არიანო, და მერე მათი ასიმილაცია მოხდაო ქართველებში. ანუ, აქ არ გამოდგება ბიძაშვილობის არგუმენტი, რადგან ვისაც აქ ჰყავს ბიძაშვილი, ისიც ვაინახები იყვნენო თავის დროზე და ცხადია, გპასუხებს, ბიძაშვილი იქნებოდა აბა რა იქნებოდაო გარდა ამისა, უშუალოდ დურძუკებზე არაა საუბარი, არამედ ვაინახურ მოდგმაზე. იბერიულ-კავკასიურ მოდგმას არავინ უარყოფს.ადიღებიც იბერიულ-კავკასიური მოდგმაა. მე ვკითხულობ იბერიული მოდგმისანი რომ არიან, თუშები და წანარები, ამას როგორ ვასაბუთებთ-მეთქი.