სწორედ ამიტომ, საფრთხე რომ არ არსებობდეს, ის უნდა გამოიგონო. ამას ეწოდება პოლიტიკური მითი. პუტინის პოლიტიკა ამის სარკისებრი ანარეკლია (ალბათ, უფრო პირიქითა ქრონოლოგიურად): იქ ხალხს ტვინში სტენიან, რომ ნატო და კატო რუსეთს ალყაში აქცევს, ხოლო ადგილობრივი დისიდენტები (ოპოზიცია იქ უკვე აღარ არსებობს) - მტრის მეხუთე კოლონაა. სხვათაშორის, მადლობა ღმერთს, საქართველოში ამ პოლიტიკას ნაკლები წარმატება აქვს.