5-ში გამიჩნდა გოგო. არ მახსოვს, 10 რიცხვია, 11 თუ 12: სამშობიაროდან ცოლი მირეკავს (ჯერ ჯიდევ იქ იყვნენ), გვიშველე გვბომბავენ, მგონიო. (ვისაც ის დრო ახსოვს, მიხვდება, რომ ეს არ იყო მაშინ გასაკვირი - თანაც სამშობიაროს ახლოს რაღაც სამხედრო ნაწილი დგას ორთაჭალაში). ის პერიოდია, ნაცები იძახიან, მოვიგეთ ომიო - რეალობაში კი უკვე ჯარი გამორბოდა იქიდან. მოკლედ ლამის გავგიჟდი - გადავრეკე, გადმოვრეკე და აღმოჩნდა, რომ აფეთქების ხმა კი არ იყო, ვიღაცა სალუტებს უშვებდა. ახლა კი თქვენ აქ გიკვირთ 2 წლისთავს რომ ზეიმობენ :018: